მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზაქრო ზაზასთან მივარდა, რომელიც ძირს ეგდო და ეძახდა, ზაზა ძმაოო... ამ დროს მასაც ესროლა და ადგილზე მოკლა" - საგარეჯოელები უმძიმეს ღამეს იხსენებენ
"ზაქრო ზაზასთან მივარდა, რომელიც ძირს ეგდო და ეძახდა, ზაზა ძმაოო... ამ დროს მასაც ესროლა და ადგილზე მოკლა" - საგარეჯოელები უმძიმეს ღამეს იხსენებენ

ფო­ტო­ზე: ზა­ქა­რია მა­თი­აშ­ვი­ლი, ზაზა ჩიხ­ლა­ძე, ნო­დარ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და და­ვით ნას­რა­ძე

ნათ­ლის­ღე­ბის ღა­მეს სა­გა­რე­ჯო­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია სუ­ლის­შემ­ძვრე­ლია. რუს­თა­ვე­ლი­სა და კოს­ტა­ვას ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი­დან ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლად სრო­ლა ატყდა. მა­მა­კა­ცი თა­ვი­სი ბი­ნის აივ­ნი­დან ის­რო­და, ჯერ ერთი ახალ­გაზ­რდა დაჭ­რა სა­სიკ­ვდი­ლოდ და მის მი­საშ­ვე­ლებ­ლად მი­სუ­ლებ­საც ტყვია და­ა­ხა­ლა. გას­რო­ლის შე­დე­გად დამ­ნა­შა­ვემ 5 ახალ­გაზ­რდა მოკ­ლა და 5 ადა­მი­ა­ნი დაჭ­რა, მათ­გან ერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრომ­დე კრი­ტი­კუ­ლია.

სა­გა­რე­ჯოს „ჯეო ჰოს­პი­ტალ­ში“ აცხა­დე­ბენ, რომ სრო­ლის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა. კლი­ნი­კის ექი­მის, მა­მუ­კა ოთი­აშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 4 დაჭ­რილს ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და. კი­დევ ერთი და­შა­ვე­ბუ­ლი, რო­მელ­საც თვა­ლის ტრავ­მა აღე­ნიშ­ნე­ბო­და, პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის შემ­დეგ, კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დამ თბი­ლის­ში გა­და­იყ­ვა­ნა. დაჭ­რი­ლებს ძი­რი­თა­დად ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი მრავ­ლო­ბი­თი ნაკ­ვე­თი ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ, ზოგს მუც­ლის ღრუ­ში შე­მა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და, ზოგს - ქვე­და კი­დუ­რის ნაკ­ვე­თი ჭრი­ლო­ბე­ბი.

დამ­ნა­შა­ვე პირი ყო­ფი­ლი სამ­ხედ­როა, ამა­ვე კორ­პუს­ში მცხოვ­რე­ბი 49 წლის ნო­დარ ათუ­აშ­ვი­ლი. რო­მელ­მაც სა­ბო­ლო­ოდ, სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. რო­გორც ირ­კვე­ვა, ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა სრო­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად დახ­მა­რე­ბის­თვის 112-ში და­რე­კეს, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მა­ლე­ვე მი­ვიდ­ნენ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ათუ­აშ­ვილ­მა სრო­ლა მა­ინც გა­ნაგ­რძო, მოკ­ლუ­ლებს შო­რი­საა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი - ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და.

ასევე დაგაინტერესებთ
12:47 / 20-01-2023

"შვილი მასთან სტუმრად მიდიოდა ხოლმე, ცოლთან გაშორებულია... ამბობენ, სასწრაფოს სირენებმა გააღიზიანაო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები ნოდარ ათუაშვილზე?

13:55 / 20-01-2023

"სიკეთით სავსე, იმედიანი, ერთგული და სიცოცხლისმოყვარული..." - რას იხსენებენ საგარეჯოში მოკლულ ერთ-ერთ ახალგაზრდაზე, რომელიც წითელი ჯვრის მოხალისე იყო

14:13 / 20-01-2023

რა არის პოსტკონფლიქტური სინდრომი, რომელიც შესაძლოა, საგარეჯოს ტრაგედიის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი გამხდარიყო?

14:48 / 20-01-2023

"ბოლომდე მჯეროდა, რომ სიზმარი იყო... ადამიანები გარბოდნენ უმისამართოდ და ყვიროდნენ... მაღაზიაში შესვლისთანავე ფეხში მომხვდა" - რას ჰყვება საგარეჯოში სროლისას დაჭრილი პირი

18:19 / 20-01-2023

"ცეცხლის ხაზზე იარა, სროლა იყო და ამ დროსაც დაჭრილების დახმარებას ცდილობდა" - რას ჰყვებიან სასწრაფოს ექიმზე, რომელიც საგარეჯოს ტრაგედიის ერთ-ერთ გმირად იქცა

მოკ­ლუ­ლე­ბი არი­ან: ზა­ქა­რია მა­თი­აშ­ვი­ლი, ზაზა ჩიხ­ლა­ძე, ნო­დარ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და და­ვით ნას­რა­ძე, ხოლო მე­ხუ­თე პირი, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, პო­ლი­ცი­ე­ლი ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლია.

ამ ტრა­გე­დი­ის დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან უჭირთ ად­გი­ლობ­რი­ვებს. ერთ-ერთი ქალ­ბა­ტო­ნი ჰყვე­ბა:

- ძა­ლი­ან გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი და შეძ­რუ­ლე­ბი ვართ. გა­რეთ გას­ვლა არ შე­მიძ­ლია, ისე­თი ტრა­გე­დია მოხ­და და ისე­თი ჯო­ჯო­ხე­თი დატ­რი­ალ­და წუ­ხელ აქ. უკვე სა­წოლ­ში ვი­წე­ქი, როცა სრო­ლის ხმა გა­ვი­გე, სრო­ლა რომ არ შე­წყდა, გა­რეთ გა­ვი­ხე­დეთ და შემ­ზა­რა­ვი სუ­რა­თი ვნა­ხეთ - ერთი ბიჭი ძირს ეგდო, ეტყო­ბა, პირ­ვე­ლი ტყვია მას მოხ­ვდა და მის და­სახ­მა­რებ­ლად ვინც მი­ვი­და, მა­თაც ყვე­ლას ეს­რო­ლა. ყვე­ლა ად­გილ­ზე ჩა­ხო­ცა, ზე­ვი­დან, თა­ვი­სი აივ­ნი­დან ის­რო­და დამ­ნა­შა­ვე.

ეს უდა­ნა­შა­უ­ლო, და­ხო­ცი­ლი ბი­ჭე­ბი ჩვე­ნი უბ­ნე­ლე­ბი არი­ან, ჩემს ხელ­ში, ჩემ გვერ­დით გაზ­რდი­ლე­ბი. 23 -25 წლის ბი­ჭე­ბი, მათ­გან მხო­ლოდ ერთი, დათო ნას­რა­ძე იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. და­თოს სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა, და­ნარ­ჩე­ნი ბი­ჭე­ბი და­უ­ქორ­წი­ნებ­ლე­ბი არი­ან.

იქ არის სტა­დი­ო­ნი, რო­მე­ლიც ღამე გა­ნა­თე­ბუ­ლია და ყო­ველ სა­ღა­მოს, სტა­დი­ო­ნის წინ, უბ­ნის ბი­ჭე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან, ზოგი სამ­სა­ხუ­რი­დან ბრუნ­დე­ბა, ზოგი თბი­ლის­ში სწავ­ლობს და სას­წავ­ლებ­ლი­დან ისევ სა­გა­რე­ჯო­ში ჩა­მო­დის, იკ­რი­ბე­ბი­ან და სა­უბ­რო­ბენ. ასეთ სა­ში­ნე­ლე­ბას ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რაც გუ­შინ დატ­რი­ალ­და. ერ­თმა­ნე­თის მიმ­დე­ბა­რედ სამი კორ­პუ­სია და ამ კორ­პუ­სებ­ში მა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ჭე­ბი იყ­ვნენ. ერ­თმა­ნე­თის მე­გობ­რე­ბი და ერ­თად გაზ­რდი­ლე­ბი. ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლი ბიჭი იყო სტუ­მა­რი, ზაზა ჩიხ­ლა­ძის ბი­ძაშ­ვი­ლი, ზა­ქა­რია მა­თი­აშ­ვი­ლი. ისიც სა­გა­რე­ჯო­ე­ლია, მაგ­რამ სხვა­გან ცხოვ­რობ­და. სრო­ლე­ბი რომ ატყდა, ეტყო­ბა ის ჩა­მო­ვი­და სახ­ლი­დან, რად­გან ზაზა გა­რეთ ეგუ­ლე­ბო­და, მი­ვარ­და მას, ძირს დაგ­დე­ბულს და ეძახ­და ზაზა ძმაო, ზაზა ძმაო და ამ დროს მა­საც ეს­რო­ლა და ად­გილ­ზე მოკ­ლა.

ისე­თი ამ­ბა­ვი ტრი­ა­ლებ­და, ძირს დაყ­რილ-დაჭ­რილ ბი­ჭებს ვე­რა­ვინ ეკა­რე­ბო­და. დაჭ­რი­ლე­ბიც ჩვე­ნი უბ­ნე­ლე­ბი არი­ან, მათ­გან ერთი ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ახლა ვი­ყა­ვი კლი­ნი­კა­ში და ღმერ­თს შევ­თხოვთ ყვე­ლა დაჭ­რი­ლი გა­დარ­ჩეს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დგ
0

ღმᲔრთმა გაანათლოთ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ზაქრო ზაზასთან მივარდა, რომელიც ძირს ეგდო და ეძახდა, ზაზა ძმაოო... ამ დროს მასაც ესროლა და ადგილზე მოკლა" - საგარეჯოელები უმძიმეს ღამეს იხსენებენ

"ზაქრო ზაზასთან მივარდა, რომელიც ძირს ეგდო და ეძახდა, ზაზა ძმაოო... ამ დროს მასაც ესროლა და ადგილზე მოკლა" - საგარეჯოელები უმძიმეს ღამეს იხსენებენ

ფოტოზე: ზაქარია მათიაშვილი, ზაზა ჩიხლაძე, ნოდარ რჩეულიშვილი და დავით ნასრაძე

ნათლისღების ღამეს საგარეჯოში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედია სულისშემძვრელია. რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ღამის პირველ საათზე მოულოდნელად სროლა ატყდა. მამაკაცი თავისი ბინის აივნიდან ისროდა, ჯერ ერთი ახალგაზრდა დაჭრა სასიკვდილოდ და მის მისაშველებლად მისულებსაც ტყვია დაახალა. გასროლის შედეგად დამნაშავემ 5 ახალგაზრდა მოკლა და 5 ადამიანი დაჭრა, მათგან ერთის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ აცხადებენ, რომ სროლის შედეგად დაშავებული პირების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. კლინიკის ექიმის, მამუკა ოთიაშვილის ინფორმაციით, 4 დაჭრილს ოპერაცია დასჭირდა. კიდევ ერთი დაშავებული, რომელსაც თვალის ტრავმა აღენიშნებოდა, პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. დაჭრილებს ძირითადად ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები აღენიშნებოდათ, ზოგს მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა ჰქონდა, ზოგს - ქვედა კიდურის ნაკვეთი ჭრილობები.

დამნაშავე პირი ყოფილი სამხედროა, ამავე კორპუსში მცხოვრები 49 წლის ნოდარ ათუაშვილი. რომელმაც საბოლოოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც ირკვევა, ადგილობრივებმა სროლის პარალელურად დახმარებისთვის 112-ში დარეკეს, შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ათუაშვილმა სროლა მაინც განაგრძო, მოკლულებს შორისაა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - ოთარ ღვინაშვილი, რომელიც შემთხვევის ადგილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

მოკლულები არიან: ზაქარია მათიაშვილი, ზაზა ჩიხლაძე, ნოდარ რჩეულიშვილი და დავით ნასრაძე, ხოლო მეხუთე პირი, როგორც აღვნიშნეთ, პოლიციელი ოთარ ღვინაშვილია.

ამ ტრაგედიის დეტალებზე საუბარი ძალიან უჭირთ ადგილობრივებს. ერთ-ერთი ქალბატონი ჰყვება:

- ძალიან განადგურებულები და შეძრულები ვართ. გარეთ გასვლა არ შემიძლია, ისეთი ტრაგედია მოხდა და ისეთი ჯოჯოხეთი დატრიალდა წუხელ აქ. უკვე საწოლში ვიწექი, როცა სროლის ხმა გავიგე, სროლა რომ არ შეწყდა, გარეთ გავიხედეთ და შემზარავი სურათი ვნახეთ - ერთი ბიჭი ძირს ეგდო, ეტყობა, პირველი ტყვია მას მოხვდა და მის დასახმარებლად ვინც მივიდა, მათაც ყველას ესროლა. ყველა ადგილზე ჩახოცა, ზევიდან, თავისი აივნიდან ისროდა დამნაშავე.

ეს უდანაშაულო, დახოცილი ბიჭები ჩვენი უბნელები არიან, ჩემს ხელში, ჩემ გვერდით გაზრდილები. 23 -25 წლის ბიჭები, მათგან მხოლოდ ერთი, დათო ნასრაძე იყო დაოჯახებული. დათოს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, დანარჩენი ბიჭები დაუქორწინებლები არიან.

იქ არის სტადიონი, რომელიც ღამე განათებულია და ყოველ საღამოს, სტადიონის წინ, უბნის ბიჭები იკრიბებიან, ზოგი სამსახურიდან ბრუნდება, ზოგი თბილისში სწავლობს და სასწავლებლიდან ისევ საგარეჯოში ჩამოდის, იკრიბებიან და საუბრობენ. ასეთ საშინელებას ვინ წარმოიდგენდა, რაც გუშინ დატრიალდა. ერთმანეთის მიმდებარედ სამი კორპუსია და ამ კორპუსებში მაცხოვრებელი ბიჭები იყვნენ. ერთმანეთის მეგობრები და ერთად გაზრდილები. ერთ-ერთი გარდაცვლილი ბიჭი იყო სტუმარი, ზაზა ჩიხლაძის ბიძაშვილი, ზაქარია მათიაშვილი. ისიც საგარეჯოელია, მაგრამ სხვაგან ცხოვრობდა. სროლები რომ ატყდა, ეტყობა ის ჩამოვიდა სახლიდან, რადგან ზაზა გარეთ ეგულებოდა, მივარდა მას, ძირს დაგდებულს და ეძახდა ზაზა ძმაო, ზაზა ძმაო და ამ დროს მასაც ესროლა და ადგილზე მოკლა.

ისეთი ამბავი ტრიალებდა, ძირს დაყრილ-დაჭრილ ბიჭებს ვერავინ ეკარებოდა. დაჭრილებიც ჩვენი უბნელები არიან, მათგან ერთი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ახლა ვიყავი კლინიკაში და ღმერთს შევთხოვთ ყველა დაჭრილი გადარჩეს...წაიკითხეთ სრულად