მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგარეჯოს ტრაგედიას უცხოური მედია აშუქებს - რას წერენ მომხდარის შესახებ
საგარეჯოს ტრაგედიას უცხოური მედია აშუქებს - რას წერენ მომხდარის შესახებ

სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას უცხო­უ­რი მე­დი­აც აშუ­ქებს. "ყო­ფილ საბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ყო­ფილ­მა ჯა­რის­კაც­მა ხუთი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა, მათ შო­რის, ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი“, - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას სა­ა­გენ­ტო Reuters-ი.

სა­ა­გენ­ტოს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ, და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ­მა პირ­მა თავი მო­იკ­ლა.

"ქარ­თველ­მა მა­მა­კაც­მა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის აივ­ნი­დან ცე­ცხლი გახ­სნა და ხუთი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა, მათ შო­რის ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი, შემ­დეგ კი თავი მო­იკ­ლა.

სრო­ლის მო­ტი­ვი უც­ნო­ბია. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო პო­ლი­ცი­ის და­მა­ტე­ბი­თი ბრი­გა­დე­ბი, ასე­ვე შსს-ს სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი. ქარ­თუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, პირი, რო­მე­ლიც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ის­რო­და, ყო­ფი­ლი ჯა­რის­კა­ცია, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში ავ­ღა­ნეთ­ში მსა­ხუ­რობ­და“, - წერს "რო­ი­ტერ­სი.“

იმა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს Foxnews, Usnews, ასე­ვე თურ­ქუ­ლი სა­ა­გენ­ტო, "ანა­დო­ლუ" და სხვე­ბი.

  • ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 20 იან­ვარს, გვი­ან ღა­მით, სა­გა­რე­ჯო­ში ერთ-ერთი კორ­პუ­სის აივ­ნი­დან შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სრო­ლა და­ი­წყო. შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 5 და და­იჭ­რა კორ­პუ­სის ეზო­ში მყო­ფი 5 ადა­მი­ა­ნი. გარ­დაც­ვლილ­თა­გან 1 პო­ლი­ცი­ე­ლი, 4 კი იმ კორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბია, სა­ი­და­ნაც და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ­მა პირ­მა ცე­ცხლი გახ­სნა.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან, და­ვით ნას­რა­ძე, ზაზა ჩიხ­ლა­ძე, ზაქ­რო მა­თი­აშ­ვი­ლი, ნო­დარ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა დაჭ­რი­ლებს - 5 ადა­მი­ა­ნი­დან, ოთხის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, ხოლო ერთი, 21 წლის ბიჭი კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რჩე­ბა.

ამას­თან, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთ-ერთი ბი­ნის აივ­ნი­დან 1974 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ნო­დარ ათუ­აშ­ვილ­მა გა­ის­რო­ლა. მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, სა­ვა­რა­უ­დოდ, თავი მო­იკ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მთავარია
2

რატომ არ იყო პოლიციელი დაცული?

ვოლსკი
16

ფეიკია !

sponsored by ContentRoom
ავტორი:

საგარეჯოს ტრაგედიას უცხოური მედია აშუქებს - რას წერენ მომხდარის შესახებ

საგარეჯოს ტრაგედიას უცხოური მედია აშუქებს - რას წერენ მომხდარის შესახებ

საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას უცხოური მედიაც აშუქებს. "ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, საქართველოში, ყოფილმა ჯარისკაცმა ხუთი ადამიანი მოკლა, მათ შორის, ერთი პოლიციელი“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას სააგენტო Reuters-ი.

სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, დანაშაულის ჩამდენმა პირმა თავი მოიკლა.

"ქართველმა მამაკაცმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ცეცხლი გახსნა და ხუთი ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი პოლიციელი, შემდეგ კი თავი მოიკლა.

სროლის მოტივი უცნობია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის დამატებითი ბრიგადები, ასევე შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმი. ქართული მედიის ცნობით, პირი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა, ყოფილი ჯარისკაცია, რომელიც წარსულში ავღანეთში მსახურობდა“, - წერს "როიტერსი.“

იმავე ინფორმაციას ავრცელებს Foxnews, Usnews, ასევე თურქული სააგენტო, "ანადოლუ" და სხვები.

  • ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 იანვარს, გვიან ღამით, საგარეჯოში ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, საიდანაც დანაშაულის ჩამდენმა პირმა ცეცხლი გახსნა.

გარდაცვლილები არიან, დავით ნასრაძე, ზაზა ჩიხლაძე, ზაქრო მათიაშვილი, ნოდარ რჩეულიშვილი და ოთარ ღვინაშვილი. რაც შეეხება დაჭრილებს - 5 ადამიანიდან, ოთხის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო ერთი, 21 წლის ბიჭი კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან 1974 წელს დაბადებულმა ნოდარ ათუაშვილმა გაისროლა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.