საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიკეთით სავსე, იმედიანი, ერთგული და სიცოცხლისმოყვარული..." - რას იხსენებენ საგარეჯოში მოკლულ ერთ-ერთ ახალგაზრდაზე, რომელიც წითელი ჯვრის მოხალისე იყო
"სიკეთით სავსე, იმედიანი, ერთგული და სიცოცხლისმოყვარული..." - რას იხსენებენ საგარეჯოში მოკლულ ერთ-ერთ ახალგაზრდაზე, რომელიც წითელი ჯვრის მოხალისე იყო

სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას სა­ქარ­თვე­ლოს წი­თე­ლი ჯვრის სა­ზო­გა­დო­ე­ბა ეხ­მი­ა­ე­ნე­ბა. რო­გორც ირ­კვე­ვა, ერთ-ერთი მოკ­ლუ­ლი, ზაქ­რო მა­თი­აშ­ვი­ლი წი­თე­ლი ჯვრის სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი იყო.

"სა­ქარ­თვე­ლოს წი­თე­ლი ჯვრის სა­ზო­გა­დო­ე­ბა ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დი­ის გამო, რო­მელ­მაც ხუთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა.

ვუ­სამ­ძიმ­რებთ ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხის წევ­რებს, ახ­ლობ­ლებს და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს.

გარ­დაც­ვლი­თა შო­რის არის ზაქ­რო მა­თი­აშ­ვი­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლად ლაღი, ღი­მი­ლი­ა­ნი, სით­ბო­თი და სი­კე­თით სავ­სე, იმე­დი­ა­ნი, ერ­თგუ­ლი, მებ­რძო­ლი და სი­ცო­ცხლის­მოყ­ვა­რუ­ლი, ჩვე­ნი დიდი ოჯა­ხის ღირ­სე­უ­ლი წევ­რი, სა­მაგ­ლი­თო მო­ხა­ლი­სე სა­გა­რე­ჯო­დან მად­ლო­ბა რომ მუ­დამ იყა­ვი ჩვენს გვერ­დით ჭირ­სა თუ ლხინ­ში", - ნათ­ქვა­მია სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 5 და და­იჭ­რა კორ­პუ­სის ეზო­ში მყო­ფი 5 ადა­მი­ა­ნი. გარ­დაც­ვლილ­თა­გან 1 პო­ლი­ცი­ე­ლი, 4 კი იმ კორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბია, სა­დაც ყო­ფილ­მა სამ­ხედ­რომ ცე­ცხლი გახ­სნა.

ამას­თან, რო­გორც უწყე­ბის მო­რიგ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთ-ერთი ბი­ნის აივ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა 1974 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ნ.ა. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, სა­ვა­რა­უ­დოდ, თავი მო­იკ­ლა.

დათო
1

უფალმა გაანათლოს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სიკეთით სავსე, იმედიანი, ერთგული და სიცოცხლისმოყვარული..." - რას იხსენებენ საგარეჯოში მოკლულ ერთ-ერთ ახალგაზრდაზე, რომელიც წითელი ჯვრის მოხალისე იყო

"სიკეთით სავსე, იმედიანი, ერთგული და სიცოცხლისმოყვარული..." - რას იხსენებენ საგარეჯოში მოკლულ ერთ-ერთ ახალგაზრდაზე, რომელიც წითელი ჯვრის მოხალისე იყო

საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ეხმიაენება. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი მოკლული, ზაქრო მათიაშვილი წითელი ჯვრის საზოგადოების წევრი იყო.

"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელმაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ვუსამძიმრებთ ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.

გარდაცვლითა შორის არის ზაქრო მათიაშვილი, გამორჩეულად ლაღი, ღიმილიანი, სითბოთი და სიკეთით სავსე, იმედიანი, ერთგული, მებრძოლი და სიცოცხლისმოყვარული, ჩვენი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი, სამაგლითო მოხალისე საგარეჯოდან მადლობა რომ მუდამ იყავი ჩვენს გვერდით ჭირსა თუ ლხინში", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

ამასთან, როგორც უწყების მორიგ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.