"ინტერპრესნიუსმა“ საგარეჯოში მომხდარის შესახებ კიდევ ერთი ადგილობრივი, თეონა გოგისაშვილი ჩაწერა, რომელიც მომხდარის უშუალო თვითმხილველია და რომლის მისამართითაც ყოფილმა სამხედრომ გაისროლა.
მისი განცხადებით, როდესაც სახლში ყოფნისას მან და მისმა მეუღლემ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს, გარეთ გავიდნენ, რის შემდეგაც შეიარაღებულმა მეზობელმა მათი მიმართულებითაც გაისროლა, თუმცა გაქცევა შეძლეს.
"ხმა გავიგონეთ. გვეგონა, უბრალოდ მაშხალებს ისროდნენ, თუმცა... სროლის ხმა ერთმანეთს მიჰყვა, მერე მეზობლებიც ყვიროდნენ: "ბექა, ბექაო“. ბექა სავარაუდოდ, ერთ-ერთი პირია, ვისაც ესროლა. ჩემი მეუღლე გარეთ გავიდა, რომლის მიმართულებითაც მამაკაცმა ასევე სროლა დაიწყო. ამის მერე გავედით იმ მხარეს, სადაც გარდაცვლილები იყვნენ. ამ დროს სროლა ჩვენი მიმართულებითაც დაიწყო, რა დროსაც თავს ვუშველეთ“, - განაცხადა თეონა გოგისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.
ამასთან, როგორც უწყების მორიგ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმეჯერ გაისროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.
მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.
ასევე იხილეთ:
სროლა თუ იყო, გარეთ რას გავარდით?
როდესაც იარაღს უფორმებ და უკანონებ კუთვნილებაში ადამიანს, აუცილებლად უნდა მოსთხოვო ჯანმრთელობის ცნობა! ავღანეთში ნაომრების უმრავლესობა -ფსიქიკურად შეშლილებები არიან, ისეთ რამეებს გადაურჩნენ და ისეთ აფეთქებებში ყოფილან ბიჭები. ვფიქრობ თავდაცვის სამინისტროს ეს ხალხი აღრიცხვაზე უნდა ჰყავდეს! ურემი რომ გადაბრუნდება... მერე ყველაფერი გვიანია!!!