პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკუთარი შვილიც კი მძევლად ჰყოლია აყვანილი... ვინც თვალში მოხვდა, ყველას ესროდა" - ვინ არის ყოფილი სამხედრო, რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა
"საკუთარი შვილიც კი მძევლად ჰყოლია აყვანილი... ვინც თვალში მოხვდა, ყველას ესროდა" - ვინ არის ყოფილი სამხედრო, რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა
  • ფო­ტო­ზე: ნო­დარ ათუ­აშ­ვი­ლი

პირი, რო­მე­ლიც სა­გა­რე­ჯოს ცენ­ტრში ის­რო­და, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო ნო­დარ ათუ­აშ­ვი­ლია. შს მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 49 წლის ათუ­აშ­ვი­ლი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში 2006-2021 წლებ­ში მუ­შა­ობ­და.

"თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში 2006 წლი­დან მუ­შა­ობ­და. ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მე­ლიც დაგ­ვი­დას­ტუ­რეს, 2021 წელს და­ტო­ვა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი. ავ­ღა­ნე­თის მი­სი­ა­შიც ნამ­ყო­ფია. რა მოხ­და, არა­ვინ იცის“, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს გო­მე­ლა­ურ­მა, რო­მე­ლიც სა­გა­რე­ჯო­ში, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ჩა­ვი­და.

ამას­თან, გო­მე­ლა­ურ­მა ვერ და­ა­კონ­კრე­ტა, რა მი­ზე­ზით და­ტო­ვა 1974 წელს და­ბა­დე­ბულ­მა პირ­მა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი.

"ძა­ლი­ან მძი­მე შემ­თხვე­ვაა, მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო ოჯა­ხებს. გარ­დაც­ვლი­ლია 5 ადა­მი­ა­ნი, სა­ი­და­ნაც, სამ­წუ­ხა­როდ, 1 არის ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი. 5 ადა­მი­ა­ნი დაჭ­რი­ლია, სა­ი­და­ნაც ერთ-ერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. მას ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა და ექი­მე­ბი ჯერ ვერ გვე­უბ­ნე­ბი­ან, რა დო­ნის სიმ­ძი­მეა. არ­ტე­რია აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და არ ვი­ცით, გა­დარ­ჩე­ბა თუ ვერა. ღმერ­თმა ქნას გა­დარ­ჩეს. ვერ ვხსნით, რა მოხ­და. მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­მაც ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან და­ი­წყო სრო­ლა, სახ­ლში მის შვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და (შვი­ლი სრულ­წლო­ვა­ნია). და­ი­წყო ჯერ ერთი მხრი­დან სრო­ლა და შემ­დეგ მე­ო­რე მხრი­დან და ბავ­შვმა და­ტო­ვა სახ­ლი. შემ­დეგ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ და მე­ო­რე მხრი­დან გახ­სნა ცე­ცხლი და და­იჭ­რა ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის დროს და­ი­ღუ­პა“, - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ათუ­აშ­ვილს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და შე­სა­ბა­მის მკურ­ნა­ლო­ბა­საც გა­დი­ო­და.

"თავ­დამ­სხმელს ვინც თვალ­ში მოხ­ვდა, ყვე­ლას­თვის ია­რა­ღი მი­უშ­ვე­რია. ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქო­ნია და მკურ­ნა­ლობ­და. სა­კუ­თა­რი შვი­ლი მძევ­ლად ჰყო­ლია აყ­ვა­ნი­ლი, თუმ­ცა სახ­ლი­დან გა­მო­პარ­ვა შეძ­ლო. შვი­ლის გარ­და სხვა ვინ­მეც თუ ჰყავ­და სახ­ლში, არ ვი­ცით“, - აცხა­დებს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

ცნო­ბი­ლია ასე­ვე, რომ მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე მე­ზო­ბე­ლი მოკ­ლა, რამ­დე­ნი­მე კი დაჭ­რა, სა­კუ­თა­რი ბი­ნის ორი­ვე აივ­ნი­დან ის­რო­და.

"ამ კორ­პუს­ში ვცხოვ­რობ, შემ­თხვე­ვა ჩემს სა­დარ­ბა­ზო­ში მოხ­და. თავ­დამ­სხმელს ვიც­ნობ­დი, თუმ­ცა რა­ი­მე სა­ხის პრობ­ლე­მა ჰქონ­და თუ არა, არ ვიცი. შოკ­ში ვარ. როცა ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი გე­კი­თხე­ბა: „დედა, რო­დის მოვ­კვდე­ბი­თო“, ასეთ დროს, რა გინ­და გა­ა­კე­თო ადა­მი­ან­მა?

მე­ძი­ნა და სრო­ლის ხმამ გა­მაღ­ვი­ძა. მა­შინ­ვე ბავ­შვებს შევ­ხე­დე. ხუ­თწუ­თი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით ის­რო­და. ფან­ჯა­რას­თან ვერ მივ­დი­ო­დი, ბო­ლოს ხოხ­ვით მი­ვე­დი და რომ გა­და­ვი­ხე­დე, და­ვი­ნა­ხე ბი­ჭე­ბი ძირს ეყარ­ნენ. ყვე­ლას ვიც­ნობ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სა­კუ­თა­რი ბი­ნის ორი­ვე აივ­ნი­დან ის­რო­და - ხან ერ­თზე გა­დი­ო­და, ხან მე­ო­რე­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 5 და და­იჭ­რა კორ­პუ­სის ეზო­ში მყო­ფი 5 ადა­მი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1941
2

ომ გამოვლილებს ზოგიერთს ფსიქიკა ერღვევათ და მკურნალობა ესაჭიროება გადაუტრიალდა ადამიანს შარიკი და სხვებიც დაღუპა და თავის თავიც 

gaga
1

კი მაგრამ ლოგინში ვინ რას აკეთებს ისიც კი იციან და ფსიქიურად დაავადებულ კაცს, რომ ავტომატი ჰქონდა სახლში, ეს როგორ არ იცოდნენ მაგ პატარა ქალაქში! დავიჯერო ამ ახალ წელს ერთი-ორჯერ მაინც არ გაისვრიდა?

ავტორი:

"საკუთარი შვილიც კი მძევლად ჰყოლია აყვანილი... ვინც თვალში მოხვდა, ყველას ესროდა" - ვინ არის ყოფილი სამხედრო, რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა

"საკუთარი შვილიც კი მძევლად ჰყოლია აყვანილი... ვინც თვალში მოხვდა, ყველას ესროდა" - ვინ არის ყოფილი სამხედრო, რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა
  • ფოტოზე: ნოდარ ათუაშვილი

პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილია. შს მინისტრის ინფორმაციით, 49 წლის ათუაშვილი თავდაცვის სამინისტროში 2006-2021 წლებში მუშაობდა.

"თავდაცვის სამინისტროში 2006 წლიდან მუშაობდა. ოპერატიული ინფორმაციით, რომელიც დაგვიდასტურეს, 2021 წელს დატოვა სამხედრო სამსახური. ავღანეთის მისიაშიც ნამყოფია. რა მოხდა, არავინ იცის“, - განუცხადა ჟურნალისტებს გომელაურმა, რომელიც საგარეჯოში, შემთხვევის ადგილზე ჩავიდა.

ამასთან, გომელაურმა ვერ დააკონკრეტა, რა მიზეზით დატოვა 1974 წელს დაბადებულმა პირმა სამხედრო სამსახური.

"ძალიან მძიმე შემთხვევაა, მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს. გარდაცვლილია 5 ადამიანი, საიდანაც, სამწუხაროდ, 1 არის ჩვენი თანამშრომელი. 5 ადამიანი დაჭრილია, საიდანაც ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია უტარდება და ექიმები ჯერ ვერ გვეუბნებიან, რა დონის სიმძიმეა. არტერია აქვს დაზიანებული და არ ვიცით, გადარჩება თუ ვერა. ღმერთმა ქნას გადარჩეს. ვერ ვხსნით, რა მოხდა. მოქალაქე, რომელმაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა, სახლში მის შვილთან ერთად იმყოფებოდა (შვილი სრულწლოვანია). დაიწყო ჯერ ერთი მხრიდან სროლა და შემდეგ მეორე მხრიდან და ბავშვმა დატოვა სახლი. შემდეგ პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და მეორე მხრიდან გახსნა ცეცხლი და დაიჭრა ჩვენი თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანის დროს დაიღუპა“, - განაცხადა მინისტრმა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ათუაშვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და შესაბამის მკურნალობასაც გადიოდა.

"თავდამსხმელს ვინც თვალში მოხვდა, ყველასთვის იარაღი მიუშვერია. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონია და მკურნალობდა. საკუთარი შვილი მძევლად ჰყოლია აყვანილი, თუმცა სახლიდან გამოპარვა შეძლო. შვილის გარდა სხვა ვინმეც თუ ჰყავდა სახლში, არ ვიცით“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ცნობილია ასევე, რომ მამაკაცი, რომელმაც რამდენიმე მეზობელი მოკლა, რამდენიმე კი დაჭრა, საკუთარი ბინის ორივე აივნიდან ისროდა.

"ამ კორპუსში ვცხოვრობ, შემთხვევა ჩემს სადარბაზოში მოხდა. თავდამსხმელს ვიცნობდი, თუმცა რაიმე სახის პრობლემა ჰქონდა თუ არა, არ ვიცი. შოკში ვარ. როცა ორი მცირეწლოვანი ბავშვი გეკითხება: „დედა, როდის მოვკვდებითო“, ასეთ დროს, რა გინდა გააკეთო ადამიანმა?

მეძინა და სროლის ხმამ გამაღვიძა. მაშინვე ბავშვებს შევხედე. ხუთწუთიანი ინტერვალით ისროდა. ფანჯარასთან ვერ მივდიოდი, ბოლოს ხოხვით მივედი და რომ გადავიხედე, დავინახე ბიჭები ძირს ეყარნენ. ყველას ვიცნობ. როგორც ამბობენ, საკუთარი ბინის ორივე აივნიდან ისროდა - ხან ერთზე გადიოდა, ხან მეორეზე“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.