მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლეგენდა, რომელიც ყველასთვის მისაბაძი იყო" - უკრაინის კულტურის მინისტრმა ბუბა კიკაბიძის პანაშვიდზე ზელენსკის მიერ გამოგზავნილი წერილი წაიკითხა
"ლეგენდა, რომელიც ყველასთვის მისაბაძი იყო" - უკრაინის კულტურის მინისტრმა ბუბა კიკაბიძის პანაშვიდზე ზელენსკის მიერ გამოგზავნილი წერილი წაიკითხა

უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მად­ლო­ბას უხ­დი­ან ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძეს რუს აგ­რე­სორ­თან ბრძო­ლა­ში მხარ­და­ჭე­რის­თვის, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის სამ­ძიმ­რის წე­რილ­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც ბუბა კი­კა­ბი­ძის პა­ნაშ­ვიდ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას უკ­რა­ი­ნის კულ­ტუ­რი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კის მი­ნის­ტრმა, ალექ­სან­დრ ტკა­ჩენ­კომ გა­აც­ნო.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, უკ­რა­ი­ნა­ში აფა­სე­ბენ არა მხო­ლოდ ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძის ნიჭს, არა­მედ მის პრინ­ცი­პულ პო­ზი­ცი­ას.

"ომის და იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ყო­ველ­დღე იღუ­პე­ბა ხალ­ხი, უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბის­თვის და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ უდი­დე­სი ქარ­თვე­ლის, ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძის ხსოვ­ნას. მინ­და და­გარ­წმუ­ნოთ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში აფა­სე­ბენ არა მხო­ლოდ მის ნიჭს, არა­მედ მის პრინ­ცი­პულ პო­ზი­ცი­ას“,- გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა.

მან სა­ზო­გა­დო­ე­ბას უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის მი­მარ­თვა გა­აც­ნო:

"ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძის ნა­თე­სა­ვებს, ახ­ლობ­ლებ­სა და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს, ამ მწუ­ხა­რე­ბის ჟამს გთხოვთ მი­ი­ღოთ ჩემი გულ­წრფე­ლი სამ­ძი­მა­რი ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, დიდი ხე­ლო­ვა­ნის და დიდი ადა­მი­ა­ნის, უკ­რა­ი­ნის მე­გობ­რის, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის უკ­რა­ი­ნის გვერ­დით იყო. ლე­გენ­და, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თი იყო. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მად­ლო­ბას უხ­დი­ან ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძეს რუს აგ­რე­სორ­თან ბრძო­ლა­ში მხარ­და­ჭე­რის­თვის. ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძის სა­ხე­ლი უკ­რა­ი­ნის ის­ტო­რი­ა­ში ჩა­ი­წე­რე­ბა, რო­გორც დიდი ქარ­თვე­ლის სა­ხე­ლი, რო­მელ­მაც თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა უკ­რა­ი­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დაც­ვა­ში. ჩვენ ყო­ველ­თვის გვე­მახ­სოვ­რე­ბა და არას­დროს და­ვი­ვი­წყებთ ამას. გლო­ვის ნიშ­ნად თავს ვიხ­რი სუ­ლის უნი­კა­ლუ­რი სი­ლა­მა­ზი­სა და გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­ჭის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­თან ერ­თად. ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძის ნა­თე­ლი ხსოვ­ნა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის გუ­ლებ­ში სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა“,-ნათ­ქვა­მია უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკო
19

ფარსი... გია ბარამიძე რომ ჭირისუფალში იდგება.... 

მართალი
24

ჩამოსულიყო, მეტი საქმე მაინც არ აქვს. ყოველდღიური სატელევიზიო გამოსვლის ჩანაწერს მაინც სხვები უწერენ და თითონ უნიჭოდ, მაგრამ მაინც თითქოსდა ძალიან მწუხარე სახით ახმოვანებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ლეგენდა, რომელიც ყველასთვის მისაბაძი იყო" - უკრაინის კულტურის მინისტრმა ბუბა კიკაბიძის პანაშვიდზე ზელენსკის მიერ გამოგზავნილი წერილი წაიკითხა

"ლეგენდა, რომელიც ყველასთვის მისაბაძი იყო" - უკრაინის კულტურის მინისტრმა ბუბა კიკაბიძის პანაშვიდზე ზელენსკის მიერ გამოგზავნილი წერილი წაიკითხა

უკრაინელები მადლობას უხდიან ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილშია ნათქვამი, რომელიც ბუბა კიკაბიძის პანაშვიდზე საზოგადოებას უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა, ალექსანდრ ტკაჩენკომ გააცნო.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინაში აფასებენ არა მხოლოდ ვახტანგ კიკაბიძის ნიჭს, არამედ მის პრინციპულ პოზიციას.

"ომის და იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში ყოველდღე იღუპება ხალხი, უკრაინის მთავრობისთვის და უკრაინის პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პატივი მივაგოთ უდიდესი ქართველის, ვახტანგ კიკაბიძის ხსოვნას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ უკრაინაში აფასებენ არა მხოლოდ მის ნიჭს, არამედ მის პრინციპულ პოზიციას“,- განაცხადა უკრაინის კულტურის მინისტრმა.

მან საზოგადოებას უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა გააცნო:

"ვახტანგ კიკაბიძის ნათესავებს, ახლობლებსა და თაყვანისმცემლებს, ამ მწუხარების ჟამს გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო, დიდი ხელოვანის და დიდი ადამიანის, უკრაინის მეგობრის, რომელიც ყოველთვის უკრაინის გვერდით იყო. ლეგენდა, რომელიც ყველასთვის მისაბაძი მაგალითი იყო. უკრაინელები მადლობას უხდიან ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. ვახტანგ კიკაბიძის სახელი უკრაინის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც დიდი ქართველის სახელი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება და არასდროს დავივიწყებთ ამას. გლოვის ნიშნად თავს ვიხრი სულის უნიკალური სილამაზისა და გამორჩეული ნიჭის მქონე ადამიანის ყველა თაყვანისმცემლებთან ერთად. ვახტანგ კიკაბიძის ნათელი ხსოვნა უკრაინელების გულებში სამუდამოდ დარჩება“,-ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილში.