საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკანასკნელი მეფაიტონე ემშვიდობება თბილისს" -  ბუბა კიკაბიძის პანაშვიდი და ფოტოები ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან
"უკანასკნელი მეფაიტონე ემშვიდობება თბილისს" -  ბუბა კიკაბიძის პანაშვიდი და ფოტოები ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან

ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში, სა­დაც სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის ბუბა კი­კა­ბი­ძის პა­ნაშ­ვი­დი მიმ­დი­ნა­რე­ობს, პა­ტივს მი­ა­გე­ბენ ხე­ლო­ვა­ნე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში ყვე­ლა მათ­გა­ნი იხ­სე­ნებს დიდი არ­ტის­ტის ღვაწლს და გა­მორ­ჩე­ულ შე­მოქ­მე­დე­ბით ნი­ჭთან ერ­თად ხაზს უს­ვა­მენ მის და­დე­ბით პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებს. ყვე­ლა მათ­გა­ნი ამ­ბობს, რომ ბუბა კი­კა­ბი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბით ერთი დიდი ეპო­ქა დას­რულ­და.

„სიმ­ღე­რა, რაც ის­მის - “უკა­ნას­კნე­ლი მე­ფა­ი­ტო­ნე ემ­შვი­დო­ბე­ბა თბი­ლისს” - ეს არის ბუ­ბა­ზე. უკა­ნას­კნე­ლი ყა­რა­ჩო­ღე­ლი, ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლი, თბი­ლი­სე­ლი ემ­შვი­დო­ბე­ბა თბი­ლისს. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს დრო დად­გა, მაგ­რამ ის ჩვენ­თვის ყო­ველ­თვის ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბა”, - აცხა­დებს მსოფ­ლიო ბანი პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე.

„დავ­კარ­გეთ ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი, კარ­გი მსა­ხი­ო­ბი, მომ­ღე­რა­ლი, კარ­გი ქარ­თვე­ლი და ჩვე­ნი ჭკუ­ის კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი”, - გა­ნა­ცხა­და მომ­ღე­რალ­მა ვახ­ტანგ ტა­ტიშ­ვილ­მა.

„ძა­ლი­ან თბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო და სა­ერ­თოდ ვერ იფიქ­რებ­დი, რომ ამ­ხე­ლა სი­მაღ­ლე­ზე იყო. მას ჰქონ­და სა­ო­ცა­რი უნა­რი ადა­მი­ა­ნებ­თან სუ­ლი­ე­რად და­ახ­ლო­ე­ბის. რა თქმა უნდა, ჩვენ­თვი­საც იყო სა­ოც­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი”,- გა­ნა­ცხა­და ოპე­რის მომ­ღე­რალ­მა თა­მარ ივერ­მა.

ფოტო: გი­ორ­გი ჟა­მე­რაშ­ვი­ლი/„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

„როცა გარ­და­იც­ვლე­ბა ადა­მი­ა­ნი მერე, უფრო და უფრო, აფა­სე­ბენ. თუმ­ცა, ბუბა ყო­ველ­თვის და­ფა­სე­ბუ­ლი და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი იყო ყვე­ლა თა­ო­ბის­თვის, ის ყვე­ლა თა­ო­ბის კუ­მი­რი იყო. ძა­ლი­ან დაგ­ვწყვი­ტა გული და და­სა­ნა­ნია, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი გვტო­ვე­ბენ. ის სა­ო­ცა­რი პი­როვ­ნე­ბა იყო”,- გა­ნა­ცხა­და ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ბა­ლე­ტის” სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის” სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა ნინო სუ­ხიშ­ვილ­მა.

„სა­ოც­რად დიდი გზა გა­ი­ა­რა, დიდი სა­გან­ძუ­რი და­ტო­ვა თა­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად. ვგუ­ლის­ხმობ, “ორე­რას”, ქალ­ბა­ტონ ნა­ნის, ბა­ტონ რო­ბერტს და მე­გობ­რებს. ვფიქ­რობ, რომ ის გზა, რო­მე­ლიც მათ გაკ­ვა­ლეს და გა­ი­ა­რეს, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის”, - გა­ნა­ცხა­და მომ­ღე­რალ­მა მე­რაბ სე­ფაშ­ვილ­მა.

„რო­დე­საც პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ნანი და ბუბა რომ მოს­კოვ­ში ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, ჩემ­თვის ეს იყო სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლის სით­ბო, რო­მელ­საც ისი­ნი მთელ მსოფ­ლი­ო­ში აფ­რქვევ­დნენ. დღე­საც ვი­ღებ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან სამ­ძი­მარს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს, ვინც მწერს, არ ვიც­ნობ. ნამ­დვი­ლად ეპო­ქა წა­ვი­და მას­თან ერ­თად”, - გა­ნა­ცხა­და პრი­მა ბა­ლე­რი­ნამ, ნინო ანა­ნი­აშ­ვილ­მა.

ბუბა კი­კა­ბი­ძეს მისი ან­დერ­ძის თა­ნახ­მად, ვე­რის სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლა­ვენ. ის კვი­რას 84 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მსაჯული
13

დიდი მსახიობი იყო, ნაკლებად - მომღერალი(თუმცა, გემოვნებაზე არ დავობენ), კაცობაზე - ნურავინ ვილაპარაკებთ, ასეთ დროს, როგორც ამბობენ, დუმილს ოქროს ფასი აქვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"უკანასკნელი მეფაიტონე ემშვიდობება თბილისს" -  ბუბა კიკაბიძის პანაშვიდი და ფოტოები ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან

"უკანასკნელი მეფაიტონე ემშვიდობება თბილისს" -  ბუბა კიკაბიძის პანაშვიდი და ფოტოები ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც სახალხო არტისტის ბუბა კიკაბიძის პანაშვიდი მიმდინარეობს, პატივს მიაგებენ ხელოვანები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ჟურნალისტებთან საუბარში ყველა მათგანი იხსენებს დიდი არტისტის ღვაწლს და გამორჩეულ შემოქმედებით ნიჭთან ერთად ხაზს უსვამენ მის დადებით პიროვნულ თვისებებს. ყველა მათგანი ამბობს, რომ ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებით ერთი დიდი ეპოქა დასრულდა.

„სიმღერა, რაც ისმის - “უკანასკნელი მეფაიტონე ემშვიდობება თბილისს” - ეს არის ბუბაზე. უკანასკნელი ყარაჩოღელი, ნამდვილი ქართველი, თბილისელი ემშვიდობება თბილისს. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს დრო დადგა, მაგრამ ის ჩვენთვის ყოველთვის ცოცხალი იქნება”, - აცხადებს მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე.

„დავკარგეთ ძალიან კარგი ადამიანი, კარგი მსახიობი, მომღერალი, კარგი ქართველი და ჩვენი ჭკუის კარგი მასწავლებელი”, - განაცხადა მომღერალმა ვახტანგ ტატიშვილმა.

„ძალიან თბილი ადამიანი იყო და საერთოდ ვერ იფიქრებდი, რომ ამხელა სიმაღლეზე იყო. მას ჰქონდა საოცარი უნარი ადამიანებთან სულიერად დაახლოების. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც იყო საოცრად მრავალფეროვანი ადამიანი”,- განაცხადა ოპერის მომღერალმა თამარ ივერმა.

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი/„ინტერპრესნიუსი"

„როცა გარდაიცვლება ადამიანი მერე, უფრო და უფრო, აფასებენ. თუმცა, ბუბა ყოველთვის დაფასებული და საყვარელი ადამიანი იყო ყველა თაობისთვის, ის ყველა თაობის კუმირი იყო. ძალიან დაგვწყვიტა გული და დასანანია, რომ ასეთი ადამიანები გვტოვებენ. ის საოცარი პიროვნება იყო”,- განაცხადა ქართული ეროვნული ბალეტის” სუხიშვილების” სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა.

„საოცრად დიდი გზა გაიარა, დიდი საგანძური დატოვა თავის მეგობრებთან ერთად. ვგულისხმობ, “ორერას”, ქალბატონ ნანის, ბატონ რობერტს და მეგობრებს. ვფიქრობ, რომ ის გზა, რომელიც მათ გაკვალეს და გაიარეს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის”, - განაცხადა მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა.

„როდესაც პატარა ვიყავი, ნანი და ბუბა რომ მოსკოვში ჩამოდიოდნენ, ჩემთვის ეს იყო საქართველოს სიყვარულის სითბო, რომელსაც ისინი მთელ მსოფლიოში აფრქვევდნენ. დღესაც ვიღებ სხვადასხვა ქვეყნიდან სამძიმარს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც მწერს, არ ვიცნობ. ნამდვილად ეპოქა წავიდა მასთან ერთად”, - განაცხადა პრიმა ბალერინამ, ნინო ანანიაშვილმა.

ბუბა კიკაბიძეს მისი ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ის კვირას 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.