სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუბნებოდა, - შინ რომ ჩავჯდე, არ მინდა, რა მნიშვნელობა აქვს, სად მოვკვდები, სახლში თუ გადასაღებ მოედანზეო" - ბუბა კიკაბიძის უკანასკნელი როლი: ფილმის პრემიერა მარტში იგეგმება
"მეუბნებოდა, - შინ რომ ჩავჯდე, არ მინდა, რა მნიშვნელობა აქვს, სად მოვკვდები, სახლში თუ გადასაღებ მოედანზეო" - ბუბა კიკაბიძის უკანასკნელი როლი: ფილმის პრემიერა მარტში იგეგმება

"სცე­ნა­რი რომ და­ი­წე­რა, მა­შინ­ვე თვალ­წინ მისი სახე და­მიდ­გა, უკვე ვი­ცო­დი, რომ ბუბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო ერთ-ერთი მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი და ასეც მოხ­და - ეს არის ბუ­ბას უკა­ნას­კნე­ლი როლი კი­ნო­ში“, - გვე­უბ­ნე­ბა რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი კი­კა­ლე­იშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც გა­სულ წელს ყა­ზახ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტებ­თან ერ­თად ფილ­მი გა­და­ი­ღო, სა­ხელ­წო­დე­ბით: "მეტი, ვიდ­რე სიყ­ვა­რუ­ლი“. ფილ­მის პრე­მი­ე­რა, რე­ჟი­სო­რის თქმით, 8 მარტს ალ­მა­თა­შია და­გეგ­მი­ლი.

"სცე­ნა­რი ყა­ზა­ხე­თის კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ერთ-ერთი წამ­ყვან სცე­ნა­რისტს ეკუთ­ვნის და ჩვენ­გან ნიკა რა­მიშ­ვილს. სა­ქარ­თვე­ლოს და ყა­ზა­ხეთს არას­დროს ჰქო­ნია ასე­თი კულ­ტუ­რულ-შე­მოქ­მე­დე­ბი­თი შე­ხე­ბა. ეს პირ­ვე­ლი ერ­თობ­ლი­ვი ფილ­მია. ფილმზე რო­გორც ყა­ზახ­მა, ასე­ვე ქარ­თველ­მა ოპე­რა­ტორ­მა იმუ­შა­ვა“, - აღ­ნიშ­ნავს ფილ­მის რე­ჟი­სო­რი.

სცე­ნა­რი კი ასე­თია: მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, მე­გობ­რე­ბი - ქარ­თვე­ლი და ყა­ზა­ხი სი­ტყვას და­დე­ბენ, ერ­თმა­ნეთს შეჰ­ფი­ცე­ბენ, რომ უნდა დაძ­მო­ბილ­დნენ და და­ნა­თე­სავ­დნენ. ყა­ზა­ხი ომში და­ი­ღუ­პე­ბა, მე­გო­ბარს გა­და­ე­ფა­რე­ბა. სი­ბე­რე­ში ქარ­თვე­ლი თა­ვის შვი­ლიშ­ვი­ლებს, - ბიჭს და გო­გოს, სთხოვს, ჩა­ვიდ­ნენ და მო­ძებ­ნონ ყა­ზა­ხი მე­გობ­რის ოჯა­ხი, ადა­მი­ა­ნის, რო­მელ­მაც მას თავი შეს­წი­რა. შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ბა­ბუ­ის თხოვ­ნას შე­ას­რუ­ლე­ბენ. ფილმში ისე ხდე­ბა, რომ ბიჭი კი არ მო­იყ­ვანს ყა­ზახ ცოლს, არა­მედ ქარ­თვე­ლი გოგო შე­უყ­ვარ­დე­ბა ყა­ზა­ხის შვი­ლიშ­ვილს.

"ბახ­რამ, შენ მა­ინც შენი გა­ი­ტა­ნე, არა? - ასე მი­მარ­თავს თა­ვის და­ღუ­პულ მე­გო­ბარს ბუ­ბას პერ­სო­ნა­ჟი, რო­მელ­საც ფილმშიც ბუბა ჰქვია... ეპი­ზო­დე­ბი იუ­მო­რი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი და კარ­გი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბია, რო­გორც უხა­რო­და ორ ხალ­ხს შო­რის ეს მე­გობ­რუ­ლი ტან­დე­მი რომ შედ­გა. მონ­დო­მე­ბით ჩა­ერ­თო პრო­ცეს­ში და აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და“, - გვიყ­ვე­ბა გი­ორ­გი კი­კა­ლიშ­ვი­ლი.

გა­და­ღე­ბე­ბი ალ­მა­თა­სა და თბი­ლის­ში გა­სულ ზა­ფხულ­სა და შე­მოდ­გო­მა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

- რო­გორ შეხ­ვდა ბა­ტო­ნი ბუბა ახა­ლი რო­ლის შე­თა­ვა­ზე­ბას?

- სცე­ნარს რომ ვუყ­ვე­ბო­დი, დიდ­ხანს იჯდა და მის­მენ­და. მერე მოკ­ლედ თქვა, - ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მოდი, რა დავ­ცხოთ, გა­ვა­კე­თოთ კარ­გი საქ­მეო. დღე და ღამე გა­და­ღე­ბა­ზე იყო, გვე­ლო­დე­ბო­და, რო­დის გა­და­ვა­წყობ­დით გა­ნა­თე­ბას სხვა ეპი­ზო­დის­თვის. არის ამის კად­რე­ბიც... გრიმს რომ უკე­თებ­დნენ, სულ ხუმ­რობ­და. ამას­თა­ნა­ვე, ისეც ხდე­ბო­და, ვე­ლო­დე­ბო­დით ხოლ­მე, დი­ა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა ხში­რად უწევ­და, რის მერე მეტ ენერ­გი­ა­ზე მო­დი­ო­და, - მოკ­ლედ, შეძ­ლო და ითა­მა­შა.

სამ­წუ­ხა­რო კი­დევ ის არის, რომ ამ ფილ­მის მო­ნა­წი­ლე მსა­ხი­ო­ბი, ყა­ზა­ხე­თის უძ­ლი­ე­რე­სი არ­ტის­ტი ფა­რალ ხარ­ხა­დი 56 წლის ასაკ­ში გარ­დაც­ვა­ლა. დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი იყო, გა­და­ღე­ბა­ზე თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და. გა­და­ვი­ღეთ სცე­ნე­ბი, და­ვას­რუ­ლეთ და აქ, სას­ტუმ­რო­ში ინ­ფარ­ქტით და­ი­ღუ­პა. ახლა კი ჩვენ დავ­კარ­გეთ ბუბა.

ფა­რალ ხარ­ხა­დი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის წევ­რებ­თან

- ე.ი. მხნედ და ხა­სი­ათ­ზე იყო გა­და­ღე­ბებ­ზე...

- ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდუ­ლად. იყო შემ­თხვე­ვა, ცი­ო­და და გა­რეთ ვი­ღებ­დით, ვე­უბ­ნე­ბო­დით, - იქ­ნებ წახ­ვი­დეთ, ბა­ტო­ნო ბუბა, მძღო­ლი წა­გიყ­ვანთ, მო­ის­ვე­ნე­თო, - არაფ­რით გვთან­ხმდე­ბო­და, - ბო­ლომ­დე ჩვენ­თან ერ­თად რჩე­ბო­და. ბო­ლოს მე­უბ­ნე­ბო­და, - ბიჭო, შინ რომ ჩავ­ჯდე, არ მინ­და, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, სად მოვ­კვდე­ბი, - სახ­ლში სა­ვარ­ძელ­ში თუ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზეო. არ ეპუ­ე­ბო­და, არ ჩერ­დე­ბო­და. თან თა­ვის რა­ღაც იდე­ებს მთა­ვა­ზობ­და, - იქ­ნებ ასე სჯო­ბი­აო. სა­ბო­ლო­ოდ, კარ­გი ფილ­მი გა­მო­ვი­და.

...ბუ­ბას წას­ვლით ვფიქ­რობ, რომ რა­ღაც დიდი ეპო­ქა დამ­თავ­რდა. ხე­ლოვ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კას არ შე­ე­ხე­ბა, ყვე­ლას თა­ვის შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლომ და­კარ­გა დიდი არ­ტის­ტი, სცე­ნა­რის­ტი, მომ­ღე­რა­ლი, პი­როვ­ნე­ბა და ძა­ლი­ან კარ­გი თბი­ლი­სე­ლი კაცი. ბუბა კო­ლო­რი­ტი იყო. და­უ­ვი­წყა­რია მისი ღი­მი­ლი, იუ­მო­რი და "მი­მი­ნო"... ჰოდა, ახლა "მი­მი­ნო­სა­ვით“ გაფ­რინ­და...

გა­ჩე­რე­ბა არ უნ­დო­და, ამ­ბობ­და, მერე კი­დევ გა­და­ვი­ღოთ რა­მეო... ვა­პი­რებ­დით კი­დევ ერ­თად მუ­შა­ო­ბას... აი, ასე საღი გო­ნე­ბით წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან.

  • იხი­ლეთ ასე­ვე:

"ვკი­თხუ­ლობ ბუ­ბა­ზე ირო­ნი­ულ პოს­ტებს და... იმ ხალ­ხის­გან მიკ­ვირს, "მი­მი­ნოს" ჩუ­მად რომ უს­მე­ნენ" - კი­კა­ბი­ძის ფოტო და ორად გა­ყო­ფი­ლი აფხა­ზე­ბი: რას წე­რენ მომ­ღერ­ლის შე­სა­ხებ?

“ჩემი შე­სა­ნიშ­ნა­ვი პარტნი­ო­რი წა­ვი­და" - რო­გორ ემ­შვი­დო­ბე­ბა ბუბა კი­კა­ბი­ძეს "ლა­რი­სა ივა­ნოვ­ნა"

  • ნა­ხეთ კად­რე­ბი ფილ­მი­დან და გა­და­სა­ღე­ბი მო­ედ­ნი­დან

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიმა
4

კარლო-ს კიდევ კარგი ცოტაა მაგისთანა’’პატრიოტი’’ მიცვალებულზე ცუდს არ ამბობენ მაგრამ თქვენს მოსაზრებაზე ჩავთვალე რომ უნდა მეპასუხააააა .იყო კარგი არტისტი ,,როგორც პიროვნება კი ................

მიმა
14

კარგი მსახიობი იყო ,მაგრამ ხალხის სიყვარული უნდა აერჩია და არა მიშა,რუსეთში იმღერებდა თუ მიშას ეცეკვებოდა , მნიშვნელობა არაქვს.როგორც პიროვნება მიუღებელია , ნაცჯოგი ნუ გამომეხმაურება შიდა პარტიულ ხოცვა-ჟლეტას მიხედეთ.

ავტორი:

"მეუბნებოდა, - შინ რომ ჩავჯდე, არ მინდა, რა მნიშვნელობა აქვს, სად მოვკვდები, სახლში თუ გადასაღებ მოედანზეო" - ბუბა კიკაბიძის უკანასკნელი როლი: ფილმის პრემიერა მარტში იგეგმება

"მეუბნებოდა, - შინ რომ ჩავჯდე, არ მინდა, რა მნიშვნელობა აქვს, სად მოვკვდები, სახლში თუ გადასაღებ მოედანზეო" - ბუბა კიკაბიძის უკანასკნელი როლი: ფილმის პრემიერა მარტში იგეგმება

"სცენარი რომ დაიწერა, მაშინვე თვალწინ მისი სახე დამიდგა, უკვე ვიცოდი, რომ ბუბა უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი და ასეც მოხდა - ეს არის ბუბას უკანასკნელი როლი კინოში“, - გვეუბნება რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილი, რომელმაც გასულ წელს ყაზახ კინემატოგრაფისტებთან ერთად ფილმი გადაიღო, სახელწოდებით: "მეტი, ვიდრე სიყვარული“. ფილმის პრემიერა, რეჟისორის თქმით, 8 მარტს ალმათაშია დაგეგმილი.

"სცენარი ყაზახეთის კინემატოგრაფიის ერთ-ერთი წამყვან სცენარისტს ეკუთვნის და ჩვენგან ნიკა რამიშვილს. საქართველოს და ყაზახეთს არასდროს ჰქონია ასეთი კულტურულ-შემოქმედებითი შეხება. ეს პირველი ერთობლივი ფილმია. ფილმზე როგორც ყაზახმა, ასევე ქართველმა ოპერატორმა იმუშავა“, - აღნიშნავს ფილმის რეჟისორი.

სცენარი კი ასეთია: მეორე მსოფლიო ომის დროს, მეგობრები - ქართველი და ყაზახი სიტყვას დადებენ, ერთმანეთს შეჰფიცებენ, რომ უნდა დაძმობილდნენ და დანათესავდნენ. ყაზახი ომში დაიღუპება, მეგობარს გადაეფარება. სიბერეში ქართველი თავის შვილიშვილებს, - ბიჭს და გოგოს, სთხოვს, ჩავიდნენ და მოძებნონ ყაზახი მეგობრის ოჯახი, ადამიანის, რომელმაც მას თავი შესწირა. შვილიშვილები ბაბუის თხოვნას შეასრულებენ. ფილმში ისე ხდება, რომ ბიჭი კი არ მოიყვანს ყაზახ ცოლს, არამედ ქართველი გოგო შეუყვარდება ყაზახის შვილიშვილს.

"ბახრამ, შენ მაინც შენი გაიტანე, არა? - ასე მიმართავს თავის დაღუპულ მეგობარს ბუბას პერსონაჟი, რომელსაც ფილმშიც ბუბა ჰქვია... ეპიზოდები იუმორითაა გაჯერებული და კარგი სიტუაციებია, როგორც უხაროდა ორ ხალხს შორის ეს მეგობრული ტანდემი რომ შედგა. მონდომებით ჩაერთო პროცესში და აქტიურად მონაწილეობდა“, - გვიყვება გიორგი კიკალიშვილი.

გადაღებები ალმათასა და თბილისში გასულ ზაფხულსა და შემოდგომაზე მიმდინარეობდა.

- როგორ შეხვდა ბატონი ბუბა ახალი როლის შეთავაზებას?

- სცენარს რომ ვუყვებოდი, დიდხანს იჯდა და მისმენდა. მერე მოკლედ თქვა, - ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოდი, რა დავცხოთ, გავაკეთოთ კარგი საქმეო. დღე და ღამე გადაღებაზე იყო, გველოდებოდა, როდის გადავაწყობდით განათებას სხვა ეპიზოდისთვის. არის ამის კადრებიც... გრიმს რომ უკეთებდნენ, სულ ხუმრობდა. ამასთანავე, ისეც ხდებოდა, ველოდებოდით ხოლმე, დიალიზის გაკეთება ხშირად უწევდა, რის მერე მეტ ენერგიაზე მოდიოდა, - მოკლედ, შეძლო და ითამაშა.

სამწუხარო კიდევ ის არის, რომ ამ ფილმის მონაწილე მსახიობი, ყაზახეთის უძლიერესი არტისტი ფარალ ხარხადი 56 წლის ასაკში გარდაცვალა. დამსახურებული არტისტი იყო, გადაღებაზე თბილისში ჩამოვიდა. გადავიღეთ სცენები, დავასრულეთ და აქ, სასტუმროში ინფარქტით დაიღუპა. ახლა კი ჩვენ დავკარგეთ ბუბა.

ფარალ ხარხადი გადამღები ჯგუფის წევრებთან

- ე.ი. მხნედ და ხასიათზე იყო გადაღებებზე...

- ძალიან ახალგაზრდულად. იყო შემთხვევა, ციოდა და გარეთ ვიღებდით, ვეუბნებოდით, - იქნებ წახვიდეთ, ბატონო ბუბა, მძღოლი წაგიყვანთ, მოისვენეთო, - არაფრით გვთანხმდებოდა, - ბოლომდე ჩვენთან ერთად რჩებოდა. ბოლოს მეუბნებოდა, - ბიჭო, შინ რომ ჩავჯდე, არ მინდა, რა მნიშვნელობა აქვს, სად მოვკვდები, - სახლში სავარძელში თუ გადასაღებ მოედანზეო. არ ეპუებოდა, არ ჩერდებოდა. თან თავის რაღაც იდეებს მთავაზობდა, - იქნებ ასე სჯობიაო. საბოლოოდ, კარგი ფილმი გამოვიდა.

...ბუბას წასვლით ვფიქრობ, რომ რაღაც დიდი ეპოქა დამთავრდა. ხელოვნება პოლიტიკას არ შეეხება, ყველას თავის შეხედულება აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქართველომ დაკარგა დიდი არტისტი, სცენარისტი, მომღერალი, პიროვნება და ძალიან კარგი თბილისელი კაცი. ბუბა კოლორიტი იყო. დაუვიწყარია მისი ღიმილი, იუმორი და "მიმინო"... ჰოდა, ახლა "მიმინოსავით“ გაფრინდა...

გაჩერება არ უნდოდა, ამბობდა, მერე კიდევ გადავიღოთ რამეო... ვაპირებდით კიდევ ერთად მუშაობას... აი, ასე საღი გონებით წავიდა ამ ქვეყნიდან.

  • იხილეთ ასევე:

"ვკითხულობ ბუბაზე ირონიულ პოსტებს და... იმ ხალხისგან მიკვირს, "მიმინოს" ჩუმად რომ უსმენენ" - კიკაბიძის ფოტო და ორად გაყოფილი აფხაზები: რას წერენ მომღერლის შესახებ?

“ჩემი შესანიშნავი პარტნიორი წავიდა" - როგორ ემშვიდობება ბუბა კიკაბიძეს "ლარისა ივანოვნა"

  • ნახეთ კადრები ფილმიდან და გადასაღები მოედნიდან