სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ მაიმუნები მინუს გრადუსში იყინებიან... რეალობა კი ასეთია..." - როგორ ეხმაურებიან ჭიათურის მერიაში მოქალაქის პოსტს?
"გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ მაიმუნები მინუს გრადუსში იყინებიან... რეალობა კი ასეთია..." - როგორ ეხმაურებიან ჭიათურის მერიაში მოქალაქის პოსტს?

გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჭი­ა­თუ­რა­ში მა­ი­მუ­ნე­ბი მძი­მე პი­რო­ბებ­ში, ყინ­ვა­ში ჰყავ­დათ და ად­გი­ლი, სა­დაც ცხო­ვე­ლე­ბი იყ­ვნენ, სტან­დარ­ტებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და.

"მოკ­ლედ, ესე­თი ამ­ბა­ვია, გა­და­წყვი­ტეს ჭი­ა­თუ­რა­ში (!) ჩა­ეყ­ვა­ნათ მა­ი­მუ­ნე­ბი, ჩა­ეს­ვათ უპა­ტა­რა­ვეს გა­ლი­ებ­ში ტბას­თან, ყო­ლო­დათ გა­რეთ მი­ნუს გრა­დუს­ში და გა­ე­ყი­ნათ, თურ­მე ერ­თმა­ნეთს ასე ეკ­რო­ბი­ან და კან­კა­ლე­ბენ. სი­ცი­ვის გარ­და მე­ო­რე პრობ­ლე­მა არის სივ­რცე, რო­მე­ლიც არა­ნა­ირ სტან­დარტს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქონ­დეთ და­მა­ტე­ბი­თი სივ­რცე, სა­დაც შეძ­ლე­ბენ დას­ვე­ნე­ბას და ადა­მი­ა­ნე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბას. ამ­ჟა­მად არი­ან სა­ში­ნელ სტრეს­ში 2 კვად­რა­ტულ­ში გა­მომ­წყვდე­უ­ლე­ბი. რავი, გვაკ­ლია ნე­გა­ტი­ვი ამ ქვე­ყა­ნა­ში? მა­ი­მუ­ნე­ბის ტან­ჯვას რა­ტომ გვა­ყუ­რე­ბი­ნე­ბენ" - და­წე­რა მა­რი­ამ ცერ­ცვა­ძემ, რომ­ლის პოსტსაც უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ჭი­ა­თუ­რის მე­რი­ა­სა და გა­რე­მოს დაც­ვის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­დნენ.

  • მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას "გა­მო­გო­ნი­ლი ამ­ბა­ვი" უწო­დეს ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ა­ში და აღ­ნიშ­ნეს, რომ რე­ა­ლუ­რად, მა­ი­მუ­ნე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან შე­სა­ბა­მის პი­რო­ბებ­ში და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ხდე­ბა მათი მოვ­ლა.

"სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­რი­გი დე­ზინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა. გა­მო­გო­ნი­ლი ამ­ბა­ვი იმის შე­სა­ხებ, რომ გე­დე­ბის ტბას­თან და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი მა­ი­მუ­ნე­ბი "უპა­ტა­რა­ვეს გა­ლი­ებ­ში, მი­ნუს გრა­დუს­ში იყი­ნე­ბი­ან", აბ­სო­ლუ­ტუ­რი სიც­რუ­ეა და სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს სი­ნამ­დვი­ლეს­თან.

რე­ა­ლო­ბა კი ასე­თია - ისი­ნი იმ­ყო­ფე­ბი­ან შე­სა­ბა­მის პი­რო­ბებ­ში და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ხდე­ბა მათი მოვ­ლა, იზო­ლი­რე­ბუ­ლი არი­ან ენო­ტე­ბის­გან, მათი სამ­ყო­ფე­ლი თბე­ბა ნორ­მის ფარ­გლებ­ში. ჩვენს მინი-ზო­ო­პარკში და­ბი­ნა­ვე­ბულ ყვე­ლა ცხო­ველს და ფრინ­ველს მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას უწევს სპე­ცი­ა­ლის­ტი.

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ჩვენს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხდე­ბა მსგავ­სი აბ­სურ­დუ­ლი თე­მე­ბის წა­მო­წე­ვა, თუმ­ცა სი­მარ­თლე მა­ლე­ვე ირ­კვე­ვა, რად­გან ჩვენ საქ­მეს არ ვა­კე­თებთ ფა­სა­დუ­რად, ვინ­მეს­თვის თა­ვის მო­სა­წო­ნებ­ლად, ჩვენ ვშრო­მობთ ჩვე­ნი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­თვის, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის და ამის გა­და­ფარ­ვა სიც­რუ­ით შე­უძ­ლე­ბე­ლია" - წერს ჭი­ა­თუ­რის მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი მა­რი­კა ხვე­დე­ლი­ძე და ფო­ტო­ებს აქ­ვე­ყე­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვი-რუსი
0

სამაგიეროდ პარლამენტში აქვთ მაიმუნებს შესანიშნავი პირობები!

სტატუს ქუო
4

რა უნდა ჭიათურაში მაიმუნს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ მაიმუნები მინუს გრადუსში იყინებიან... რეალობა კი ასეთია..." - როგორ ეხმაურებიან ჭიათურის მერიაში მოქალაქის პოსტს?

"გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ მაიმუნები მინუს გრადუსში იყინებიან... რეალობა კი ასეთია..." - როგორ ეხმაურებიან ჭიათურის მერიაში მოქალაქის პოსტს?

გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჭიათურაში მაიმუნები მძიმე პირობებში, ყინვაში ჰყავდათ და ადგილი, სადაც ცხოველები იყვნენ, სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.

"მოკლედ, ესეთი ამბავია, გადაწყვიტეს ჭიათურაში (!) ჩაეყვანათ მაიმუნები, ჩაესვათ უპატარავეს გალიებში ტბასთან, ყოლოდათ გარეთ მინუს გრადუსში და გაეყინათ, თურმე ერთმანეთს ასე ეკრობიან და კანკალებენ. სიცივის გარდა მეორე პრობლემა არის სივრცე, რომელიც არანაირ სტანდარტს არ შეესაბამება.

აუცილებელია ქონდეთ დამატებითი სივრცე, სადაც შეძლებენ დასვენებას და ადამიანებისგან თავის არიდებას. ამჟამად არიან საშინელ სტრესში 2 კვადრატულში გამომწყვდეულები. რავი, გვაკლია ნეგატივი ამ ქვეყანაში? მაიმუნების ტანჯვას რატომ გვაყურებინებენ" - დაწერა მარიამ ცერცვაძემ, რომლის პოსტსაც უამრავი გამოხმაურება მოყვა. საზოგადოების ნაწილი ჭიათურის მერიასა და გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ.

  • მოგვიანებით, გავრცელებულ ინფორმაციას "გამოგონილი ამბავი" უწოდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში და აღნიშნეს, რომ რეალურად, მაიმუნები იმყოფებიან შესაბამის პირობებში და კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით ხდება მათი მოვლა.

"სოციალურ ქსელში ჭიათურის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება. გამოგონილი ამბავი იმის შესახებ, რომ გედების ტბასთან დაბინავებული მაიმუნები "უპატარავეს გალიებში, მინუს გრადუსში იყინებიან", აბსოლუტური სიცრუეა და საერთო არაფერი აქვს სინამდვილესთან.

რეალობა კი ასეთია - ისინი იმყოფებიან შესაბამის პირობებში და კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით ხდება მათი მოვლა, იზოლირებული არიან ენოტებისგან, მათი სამყოფელი თბება ნორმის ფარგლებში. ჩვენს მინი-ზოოპარკში დაბინავებულ ყველა ცხოველს და ფრინველს მეთვალყურეობას უწევს სპეციალისტი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენს მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით მიზანმიმართულად ხდება მსგავსი აბსურდული თემების წამოწევა, თუმცა სიმართლე მალევე ირკვევა, რადგან ჩვენ საქმეს არ ვაკეთებთ ფასადურად, ვინმესთვის თავის მოსაწონებლად, ჩვენ ვშრომობთ ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ამის გადაფარვა სიცრუით შეუძლებელია" - წერს ჭიათურის მერიის თანამშრომელი მარიკა ხვედელიძე და ფოტოებს აქვეყენებს.