სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვკითხულობ ბუბაზე ირონიულ პოსტებს და... იმ ხალხისგან მიკვირს, "მიმინოს" ჩუმად რომ უსმენენ" - კიკაბიძის ფოტო და ორად გაყოფილი აფხაზები: რას წერენ მომღერლის შესახებ?
"ვკითხულობ ბუბაზე ირონიულ პოსტებს და... იმ ხალხისგან მიკვირს, "მიმინოს" ჩუმად რომ უსმენენ" - კიკაბიძის ფოტო და ორად გაყოფილი აფხაზები: რას წერენ მომღერლის შესახებ?

ქარ­თვე­ლი კი­ნომ­სა­ხი­ო­ბის, სა­ესტრა­დო მომ­ღერ­ლის, სცე­ნა­რის­ტი­სა და კი­ნო­რე­ჟი­სო­რის ბუბა კი­კა­ბი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­შიც ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. ად­გი­ლობ­რივ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტმა თე­მურ ყუ­ბა­ნოვ­მა ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის სტე­პან ბან­დერას ძეგლის ფონ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ირო­ნი­უ­ლი მი­ნა­წე­რით - "წა­ვი­და თა­ვის მე­გო­ბარ­თან!".

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ერ­თმა ნა­წილ­მა გა­იხ­სე­ნა მომ­ღერ­ლის ფრა­ზა აფხა­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და აღ­ნიშ­ნა, რომ "ბუ­ბას ეს ხალ­ხი არ უყ­ვარ­და". ასე­ვე იხ­სე­ნე­ბენ მომ­ღერ­ლის შარ­შან­დელ ინ­ტერ­ვი­უს, უკ­რა­ი­ნის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით:

"მისი 2022 წლის ინ­ტერ­ვი­უ­დან ამო­ნა­რიდს წა­გი­კი­თხავთ, რო­მელ­შიც ამ­ბობს, 20 წლით ახალ­გაზ­რდა რომ ვიყო, აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ო­მებ­დი უკ­რა­ი­ნა­ში, კარ­გად ვის­ვრიო. ცნო­ბი­ე­რე­ბით უკ­რა­ი­ნე­ლი ვარო!.. ალ­ბათ არ მჭირ­დე­ბა იმის ახ­სნა, რომ იქ ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი, ჩვე­ნი ხალ­ხი იბ­რძვის... 1992 წელს დას­რულ­და ჩემ­თვის მისი შე­მოქ­მე­დე­ბა!" - წერს პა­სუ­ხად ირი­ნა კარ­ხა­ლა.

არა­ერ­თმა აფხაზ­მა და­წე­რა, რომ რო­დე­საც იმ ადა­მი­ან­ზეა ლა­პა­რა­კი, რო­მელ­მაც ეპო­ქა შექ­მნა, ყვე­ლა­ფერ­ში პო­ლი­ტი­კა არ უნდა გა­ე­რი­ოს.

ასევე დაგაინტერესებთ
19:08 / 15-01-2023

"დიდებული ხალხის დიდებული ადამიანი. მეგობარი, რომელიც მუდამ ჩვენ გვერდით იდგა!.. " - რას წერს ვოლოდიმირ ზელენსკი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებაზე

11:23 / 16-01-2023

"მოდი, ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს, შემოვძახოთ მრავალხმიანი სიმღერა, ავაშენოთ ქვეყანა, ნუ ვიჩხუბებთ..." - ბუბას გზა, ცხოვრების სიყვარული და უკანასკნელი სიმღერა

21:35 / 16-01-2023

“ჩემი შესანიშნავი პარტნიორი წავიდა" - როგორ ემშვიდობება ბუბა კიკაბიძეს "ლარისა ივანოვნა"

15:29 / 17-01-2023

"მეუბნებოდა, - შინ რომ ჩავჯდე, არ მინდა, რა მნიშვნელობა აქვს, სად მოვკვდები, სახლში თუ გადასაღებ მოედანზეო" - ბუბა კიკაბიძის უკანასკნელი როლი: ფილმის პრემიერა მარტში იგეგმება

"კარ­გს თუ ვე­რა­ფერს იტყვი, უნდა გა­ჩუმ­დე მა­ინც, რათა შენს გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბას არ გა­უს­ვა ხაზი" - წერს ელე­ნა ად­ლე­ი­ბა.

"ვინც არ უნდა იყოს ის, მე მის ფილ­მებ­ზე გა­ვი­ზარ­დე და ვა­ღი­ა­რებ მის შე­მოქ­მე­დე­ბას. სულ არ მა­ინ­ტე­რე­სებს პო­ლი­ტი­კა და იქ­ნებ მიხ­ვდეთ, რომ ვე­რა­ფე­რი მო­გი­ტა­ნათ ასეთ­მა სა­უბ­რებ­მა.

ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი სამ­შობ­ლო, ომი მეც გა­მო­ვი­ა­რე. ერთი ძმა და­მე­ღუ­პა, მე­ო­რე - მოს­კოვ­შია, მკურ­ნა­ლობს, მაგ­რამ ის, რომ კი­კა­ბი­ძე ქარ­თვე­ლია, სუ­ლაც არ მიშ­ლის ხელს მიყ­ვარ­დეს, ნიჭს ეროვ­ნე­ბა არ აქვს. ვინც ამას ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, მას­თან კა­მა­თიც არ ღირს", - წერს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

  • ად­გი­ლობ­რი­ვი პუბ­ლი­ცის­ტი, თენ­გიზ აგრბა მი­უ­ღე­ბელს უწო­დებს დიდი მსა­ხი­ო­ბის მი­მართ კრი­ტი­კულ შე­ფა­სე­ბებს და მი­იჩ­ნევს, რომ ყვე­ლა, ვინც მას­ზე ასე ლა­პა­რა­კობს, შორს არის ხე­ლოვ­ნე­ბის­გან, ნი­ჭი­სა და კულ­ტუ­რის­გან...

"უკვე მე­რამ­დე­ნედ ვნა­ხე აფხა­ზე­ბის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი, მავ­ნებ­ლუ­რი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი ბუ­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით - ადა­მი­ა­ნი გარ­დაც­ვლი­ლია და მისი გან­სჯა არა­ვის ეკად­რე­ბა, აფხაზს კი არა, არ­ცერ­თი სხვა ეროვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს. მე მას­ზე, რო­გორც მსა­ხი­ობ­ზე ვლა­პა­რა­კობ და არა, რო­გორც პი­როვ­ნე­ბა­ზე. ასეთ დროს, სულ ცოტა, ჯო­ბია გა­ჩუმ­დეთ, კარ­გის თქმა თუ არ შე­გიძ­ლი­ათ, მშვი­დად გან­სვე­ნე­ბა მა­ინც უსურ­ვეთ. რო­მე­ლი ჩვენ­გა­ნია უცოდ­ვე­ლი?!" - წერს აგრბა.

"რამ­დე­ნი­მე დღეა, ვკი­თხუ­ლობ ბუ­ბა­ზე ვი­თომ ირო­ნი­ულ პოს­ტებს და მი­ჭირს თავი შე­ვი­კა­ვო - მათ­გან მიკ­ვირს ასე­თი პოს­ტე­ბი, ვინ იმ წლებ­ში ცხოვ­რობ­და, მის ფილ­მებ­ზე, მის სიმ­ღე­რებ­ზე, მის რო­ლებ­ზე გა­ი­ზარ­და და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ძა­ლი­ან დიდი ნოს­ტალ­გი­აც აქვს. იმ­დე­ნად დიდი, რომ ხან­და­ხან ჩუ­მა­დაც კი უს­მენს მის "მი­მი­ნოს", მაგ­რამ ახლა, მი­აჩ­ნია, რომ საქ­მეს ასე სჭირ­დე­ბა. თქვენ ყვე­ლა­ზე სა­ში­შე­ბი ხართ, რად­გან სამ­შობ­ლო არც გქო­ნი­ათ და არც გექ­ნე­ბათ, იმი­ტომ, რომ პირ­ველ რიგ­ში, ღირ­სე­ბა არ გა­გაჩ­ნი­ათ...

არა­ფერს ვამ­ბობ, უმ­ცროს თა­ო­ბა­ზე, მათ არ უცხოვ­რი­ათ იმ ეპო­ქა­ში და ვერც კი­კა­ბი­ძის ხე­ლოვ­ნე­ბის აღ­ქმას მოს­თხოვ, მათ­თვის ის ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი იყო. თუ მისი მას­შტა­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე პერ­სო­ნას და­მი­სა­ხე­ლებთ, არა­თუ აფხა­ზურ, რუ­სულ კულ­ტუ­რა­შიც, გავ­ჩუმ­დე­ბი. თქვე­ნი ბრა­ლი არ არის, რომ მშობ­ლებს გამ­ბე­და­ო­ბა არ აღ­მო­აჩ­ნდათ აგიხ­სნან - ვინ არის ბუბა?!. გარ­წმუ­ნებთ, ამით მის დი­დე­ბულ სა­ხელს არც არა­ფე­რი და­აკ­ლდე­ბა. თუმ­ცა ჭეშ­მა­რი­ტი კულ­ტუ­რის შე­ფა­სე­ბი­სას იც­ნო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის სახე, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც ირ­კვე­ვა, აღარ შეგ­ვრჩა!" - წერს ალ­მას ცკუა.

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვინც არ იცის
21

სტეფანე იყო უაღრესად კარგი ადამიანი.დიდთან დიდი,პატარასთან პატარა. :)

დაააა
12

ებრაელი მაღალჩინოსანი ამბობდა უკრაინელებზე: ჩვენგან ელიან დახმარებას მაშინ, როდესაც უკრაინელებმა ეროვნულ გმირად გამოაცხადეს კაცი, რომელმაც 100000-მდე ებრაელი გაზის კამერაში გაუშვაო. ებრაელები სტალინისტები არ არიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ვკითხულობ ბუბაზე ირონიულ პოსტებს და... იმ ხალხისგან მიკვირს, "მიმინოს" ჩუმად რომ უსმენენ" - კიკაბიძის ფოტო და ორად გაყოფილი აფხაზები: რას წერენ მომღერლის შესახებ?

"ვკითხულობ ბუბაზე ირონიულ პოსტებს და... იმ ხალხისგან მიკვირს, "მიმინოს" ჩუმად რომ უსმენენ" - კიკაბიძის ფოტო და ორად გაყოფილი აფხაზები: რას წერენ მომღერლის შესახებ?

ქართველი კინომსახიობის, საესტრადო მომღერლის, სცენარისტისა და კინორეჟისორის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთშიც ეხმაურებიან. ადგილობრივმა სამოქალაქო აქტივისტმა თემურ ყუბანოვმა ცნობილი მსახიობის სტეპან ბანდერას ძეგლის ფონზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, ირონიული მინაწერით - "წავიდა თავის მეგობართან!".

ადგილობრივების ერთმა ნაწილმა გაიხსენა მომღერლის ფრაზა აფხაზებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ "ბუბას ეს ხალხი არ უყვარდა". ასევე იხსენებენ მომღერლის შარშანდელ ინტერვიუს, უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით:

"მისი 2022 წლის ინტერვიუდან ამონარიდს წაგიკითხავთ, რომელშიც ამბობს, 20 წლით ახალგაზრდა რომ ვიყო, აუცილებლად ვიომებდი უკრაინაში, კარგად ვისვრიო. ცნობიერებით უკრაინელი ვარო!.. ალბათ არ მჭირდება იმის ახსნა, რომ იქ ჩვენი მეგობრები, ჩვენი ხალხი იბრძვის... 1992 წელს დასრულდა ჩემთვის მისი შემოქმედება!" - წერს პასუხად ირინა კარხალა.

არაერთმა აფხაზმა დაწერა, რომ როდესაც იმ ადამიანზეა ლაპარაკი, რომელმაც ეპოქა შექმნა, ყველაფერში პოლიტიკა არ უნდა გაერიოს.

"კარგს თუ ვერაფერს იტყვი, უნდა გაჩუმდე მაინც, რათა შენს გაუნათლებლობას არ გაუსვა ხაზი" - წერს ელენა ადლეიბა.

"ვინც არ უნდა იყოს ის, მე მის ფილმებზე გავიზარდე და ვაღიარებ მის შემოქმედებას. სულ არ მაინტერესებს პოლიტიკა და იქნებ მიხვდეთ, რომ ვერაფერი მოგიტანათ ასეთმა საუბრებმა.

ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო, ომი მეც გამოვიარე. ერთი ძმა დამეღუპა, მეორე - მოსკოვშია, მკურნალობს, მაგრამ ის, რომ კიკაბიძე ქართველია, სულაც არ მიშლის ხელს მიყვარდეს, ნიჭს ეროვნება არ აქვს. ვინც ამას ვერ აცნობიერებს, მასთან კამათიც არ ღირს", - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი.

  • ადგილობრივი პუბლიცისტი, თენგიზ აგრბა მიუღებელს უწოდებს დიდი მსახიობის მიმართ კრიტიკულ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ყველა, ვინც მასზე ასე ლაპარაკობს, შორს არის ხელოვნებისგან, ნიჭისა და კულტურისგან...

"უკვე მერამდენედ ვნახე აფხაზების სრულიად მიუღებელი, მავნებლური პუბლიკაციები ბუბასთან დაკავშირებით - ადამიანი გარდაცვლილია და მისი განსჯა არავის ეკადრება, აფხაზს კი არა, არცერთი სხვა ეროვნების წარმომადგენელს. მე მასზე, როგორც მსახიობზე ვლაპარაკობ და არა, როგორც პიროვნებაზე. ასეთ დროს, სულ ცოტა, ჯობია გაჩუმდეთ, კარგის თქმა თუ არ შეგიძლიათ, მშვიდად განსვენება მაინც უსურვეთ. რომელი ჩვენგანია უცოდველი?!" - წერს აგრბა.

"რამდენიმე დღეა, ვკითხულობ ბუბაზე ვითომ ირონიულ პოსტებს და მიჭირს თავი შევიკავო - მათგან მიკვირს ასეთი პოსტები, ვინ იმ წლებში ცხოვრობდა, მის ფილმებზე, მის სიმღერებზე, მის როლებზე გაიზარდა და დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი ნოსტალგიაც აქვს. იმდენად დიდი, რომ ხანდახან ჩუმადაც კი უსმენს მის "მიმინოს", მაგრამ ახლა, მიაჩნია, რომ საქმეს ასე სჭირდება. თქვენ ყველაზე საშიშები ხართ, რადგან სამშობლო არც გქონიათ და არც გექნებათ, იმიტომ, რომ პირველ რიგში, ღირსება არ გაგაჩნიათ...

არაფერს ვამბობ, უმცროს თაობაზე, მათ არ უცხოვრიათ იმ ეპოქაში და ვერც კიკაბიძის ხელოვნების აღქმას მოსთხოვ, მათთვის ის ერთი ჩვეულებრივი ქართველი მომღერალი იყო. თუ მისი მასშტაბის თანამედროვე პერსონას დამისახელებთ, არათუ აფხაზურ, რუსულ კულტურაშიც, გავჩუმდები. თქვენი ბრალი არ არის, რომ მშობლებს გამბედაობა არ აღმოაჩნდათ აგიხსნან - ვინ არის ბუბა?!. გარწმუნებთ, ამით მის დიდებულ სახელს არც არაფერი დააკლდება. თუმცა ჭეშმარიტი კულტურის შეფასებისას იცნობა საზოგადოების სახე, რომელიც, სამწუხაროდ, როგორც ირკვევა, აღარ შეგვრჩა!" - წერს ალმას ცკუა.