სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. ღმერთს ვუთხარი, წამიყვანე... სიკვდილის არ მეშინია. ლამაზი ცხოვრებით ვიცხოვრე" - რას ამბობდა ვახტანგ კიკაბიძე ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში
"თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. ღმერთს ვუთხარი, წამიყვანე... სიკვდილის არ მეშინია. ლამაზი ცხოვრებით ვიცხოვრე" - რას ამბობდა ვახტანგ კიკაბიძე ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში

15 იან­ვარს, 84 წლის ასაკ­ში ლე­გენ­და­რუ­ლი მომ­ღე­რა­ლი და კი­ნო­ვარ­სკვლა­ვი ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რად მყოფ რუს ჟურ­ნა­ლისტს ქსე­ნია სობ­ჩაკს ინ­ტერ­ვიუ მის­ცა YouTube არ­ხის­თვის "Cution: Sobchak". გთა­ვა­ზობთ სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

  • უკ­რა­ი­ნა

ახლა რაც ხდე­ბა, ამაზ­რზე­ნია. რა­საც იქ გა­უწ­ვრთნე­ლი ბი­ჭე­ბი აკე­თე­ბენ, ეს არის შე­მო­სე­ვა. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი არ დათ­მო­ბენ თა­ვი­ანთ მი­წას. რუ­სეთ­ში არის ოპო­ზი­ცია, რო­მელ­საც ჯერ კი­დევ ეში­ნია, მაგ­რამ თუ რუსი ადა­მი­ა­ნის სული პრო­ტეს­ტით იფეთ­ქებს, მა­შინ სე­რი­ო­ზუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა იქ­ნე­ბა. პუ­ტინ­მა სამ­შობ­ლო და­ან­გრია, ასე­თი სან­ქცი­ე­ბი არა­ვის ჰქონ­და, ღმერ­თმა ქნას, ეს უკა­ნას­კნე­ლი იყოს. თუ ზე­ლენ­სკი და­თან­ხმდე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, ამან შე­იძ­ლე­ბა პუ­ტი­ნი სიკ­ვდი­ლის­გან იხ­სნას. თუ ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია, მო­ლა­პა­რა­კე­ბა სთხო­ვოს, ზე­ლენ­სკის ხელი ჩა­მო­არ­თვას და სახ­ლში წა­ვი­დეს. ამას მთე­ლი რუ­სე­თი და­ა­ფა­სებს.

  • ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის შე­სა­ხებ

"კარ­გი პრე­ზი­დენ­ტია, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ახალ­გაზ­რდა და მა­მა­ცი. მხო­ლოდ გა­მარ­ჯვე­ბას ვუ­სურ­ვებ. უკ­რა­ი­ნა ახლა გა­თა­ვი­სუფ­ლდა ბევ­რი რა­მის­გან, რაც გა­მო­ი­გო­ნა და და­ა­წე­სა საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა", - თქვა კი­კა­ბი­ძემ.

მან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს სთხო­ვა, სა­ა­კაშ­ვილს დახ­მა­რე­ბო­და, - "მან (ზე­ლენ­სკიმ) თქვა: "ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ". მე­სა­მე დღეს ეს ქალი [ომ­ბუდსმე­ნი] ჩა­მო­ვი­და, არა­ფე­რი მომ­ხდა­რა“, - თქვა კი­კა­ბი­ძემ.

  • მა­მის შე­სა­ხებ

"მა­მა­ჩე­მი ჟურ­ნა­ლის­ტი იყო, ქერჩში გა­უ­ჩი­ნარ­და. მერე პა­რიზ­ში შევ­ხვდი ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის პრე­ზი­დენტს, ვკი­თხე, იც­ნობ თუ არა ასეთ ადა­მი­ანს და ფოტო ვაჩ­ვე­ნე. მი­პა­სუ­ხა, რომ იცო­და, მაგ­რამ სხვა გვა­რი ჰქონ­და. 1955 წელს დე­და­ჩემ­მა კა­რის ქვეშ წე­რი­ლი იპო­ვა და გა­არ­კვია, რომ მა­მა­ჩე­მი ფრონტზე არ მომ­კვდა­რა, რო­გორც ყვე­ლას გვე­გო­ნა. წე­რილ­ში ეწე­რა, რომ რო­მე­ლი­ღაც სახ­ლში დე­და­ჩე­მის მე­გო­ბა­რი სტუმ­რობ­და ტყვე­ო­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ კაცს. 1955 წელს ცო­ცხა­ლი იყო, ამი­ტომ სად­მე უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ძა­ლი­ან ძნე­ლია გა­ი­ზარ­დო მა­მის გა­რე­შე", - თქვა კი­კა­ბი­ძემ.

მსა­ხი­ო­ბის მამა კონ­სტან­ტი­ნე კი­კა­ბი­ძე ომის კო­რეს­პონ­დენ­ტად მუ­შა­ობ­და. დიდი სა­მა­მუ­ლო ომის დროს, 1942 წლის დე­კემ­ბერ­ში, ქერ­ჩის მახ­ლობ­ლად გა­უ­ჩი­ნარ­და.

  • გი­ორ­გი და­ნე­ლი­ას შე­სა­ხებ

"ძა­ლი­ან უჩ­ვე­უ­ლო ადა­მი­ა­ნი იყო. როცა და­ნე­ლია გარ­და­იც­ვა­ლა, თით­ქოს ხელი მო­მაჭ­რეს", - იხ­სე­ნებ­და კი­კა­ბი­ძე.

ცნო­ბის­თვის, ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძე და რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი და­ნე­ლია 45 წელი მე­გობ­რო­ბენ. ერ­თმა­ნე­თი 1960-იანი წლე­ბის ბო­ლოს ფილმზე - "არ და­ი­დარ­დო!“ მუ­შა­ო­ბი­სას გა­იც­ნეს. რო­დე­საც და­ნე­ლია 2019 წლის გა­ზა­ფხულ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, კი­კა­ბი­ძემ თქვა, რომ "თით­ქოს მარ­ჯვე­ნა ხელი მოკ­ვე­თეს“. მან ძა­ლი­ან მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა მე­გობ­რის სიკ­ვდი­ლი. ვახ­ტან­გი და­ნე­ლი­ას­თან გა­მო­სამ­შვი­დო­ბებ­ლად არ მი­სუ­ლა, რად­გან 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა რუ­სე­თის სა­ზღვა­რი არას­დროს გა­და­ეკ­ვე­თა.

  • სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ

"სამი დღის წინ თავს ძა­ლი­ან ცუ­დად ვგრძნობ­დი. დავ­წე­ქი და ვუ­თხა­რი: "უფა­ლო, წა­მიყ­ვა­ნე, რო­გორ, არ მა­ინ­ტე­რე­სებს“. ერთი თირკმე­ლი არ მუ­შა­ობს. ჰე­მო­დი­ა­ლიზს ვი­კე­თებ, ეს ხდე­ბა კვი­რა­ში სამ­ჯერ, ოთხი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ასუფ­თა­ვე­ბენ სის­ხლს, მერე თრომ­ბე­ბიც ჩნდე­ბა. მე­გო­ნა რომ მოვმკვდა­ი­ყა­ვი, უფრო ად­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და. ჩემი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბა ისაა, რომ სიკ­ვდი­ლის არ მე­ში­ნია. მე ვი­ცხოვ­რე ლა­მა­ზი, ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბით. ხან­და­ხან ეკ­ლე­სი­ა­ში დავ­დი­ვარ, იქ სი­წყნა­რეა... სან­თელს ვან­თებ...“ - ამ­ბობ­და კი­კა­ბი­ძე ერთ-ერთ ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰჰ
28

პასუხისმგებლობას მაინც ვერ გაექცევი ვერა!

გიორგი
0

შეიძლება მის პოლიტიკურ თუ სამოქალაქო პოზიციას არ ეთანხმებოდე მაგრამ მაინც მან სიმღერებით უამრავ სხვადასხვა ეროვნებას დადებითი წარმოდგენა და განწყობა შეუქმნა საქართველოს მიმართ, ერთი წუთით წარმოიდგინეთ რომელიმე ქვეყანაში ვინმემ ძალიან კარგად ილაპარაკა მის მოქმედებაზე და თუნდაც კაცობაზე , იმ ადამიანს რა ვუთხარი საპირისპიროს მტიკეცაბას რომ დაუწყებს .ღმერთმა მიუტევოს და გაანათლოს მისი სული. ვინ უცვოდელია აქ იმან განსაჯოს,,,,, ის ისედაც წარსდგა უზენაესი მსაჯულის წინ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. ღმერთს ვუთხარი, წამიყვანე... სიკვდილის არ მეშინია. ლამაზი ცხოვრებით ვიცხოვრე" - რას ამბობდა ვახტანგ კიკაბიძე ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში

"თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. ღმერთს ვუთხარი, წამიყვანე... სიკვდილის არ მეშინია. ლამაზი ცხოვრებით ვიცხოვრე" - რას ამბობდა ვახტანგ კიკაბიძე ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში

15 იანვარს, 84 წლის ასაკში ლეგენდარული მომღერალი და კინოვარსკვლავი ვახტანგ კიკაბიძე გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოში სტუმრად მყოფ რუს ჟურნალისტს ქსენია სობჩაკს ინტერვიუ მისცა YouTube არხისთვის "Cution: Sobchak". გთავაზობთ საინტერესო მომენტებს ინტერვიუდან:

  • უკრაინა

ახლა რაც ხდება, ამაზრზენია. რასაც იქ გაუწვრთნელი ბიჭები აკეთებენ, ეს არის შემოსევა. უკრაინელები არ დათმობენ თავიანთ მიწას. რუსეთში არის ოპოზიცია, რომელსაც ჯერ კიდევ ეშინია, მაგრამ თუ რუსი ადამიანის სული პროტესტით იფეთქებს, მაშინ სერიოზული დაპირისპირება იქნება. პუტინმა სამშობლო დაანგრია, ასეთი სანქციები არავის ჰქონდა, ღმერთმა ქნას, ეს უკანასკნელი იყოს. თუ ზელენსკი დათანხმდება მოლაპარაკებებს, ამან შეიძლება პუტინი სიკვდილისგან იხსნას. თუ ჭკვიანი ადამიანია, მოლაპარაკება სთხოვოს, ზელენსკის ხელი ჩამოართვას და სახლში წავიდეს. ამას მთელი რუსეთი დააფასებს.

  • ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ

"კარგი პრეზიდენტია, განათლებული, ახალგაზრდა და მამაცი. მხოლოდ გამარჯვებას ვუსურვებ. უკრაინა ახლა გათავისუფლდა ბევრი რამისგან, რაც გამოიგონა და დააწესა საბჭოთა კავშირმა", - თქვა კიკაბიძემ.

მან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს სთხოვა, სააკაშვილს დახმარებოდა, - "მან (ზელენსკიმ) თქვა: "ყველაფერს გავაკეთებ". მესამე დღეს ეს ქალი [ომბუდსმენი] ჩამოვიდა, არაფერი მომხდარა“, - თქვა კიკაბიძემ.

  • მამის შესახებ

"მამაჩემი ჟურნალისტი იყო, ქერჩში გაუჩინარდა. მერე პარიზში შევხვდი ქართული დიასპორის პრეზიდენტს, ვკითხე, იცნობ თუ არა ასეთ ადამიანს და ფოტო ვაჩვენე. მიპასუხა, რომ იცოდა, მაგრამ სხვა გვარი ჰქონდა. 1955 წელს დედაჩემმა კარის ქვეშ წერილი იპოვა და გაარკვია, რომ მამაჩემი ფრონტზე არ მომკვდარა, როგორც ყველას გვეგონა. წერილში ეწერა, რომ რომელიღაც სახლში დედაჩემის მეგობარი სტუმრობდა ტყვეობიდან დაბრუნებულ კაცს. 1955 წელს ცოცხალი იყო, ამიტომ სადმე უნდა ყოფილიყო. ძალიან ძნელია გაიზარდო მამის გარეშე", - თქვა კიკაბიძემ.

მსახიობის მამა კონსტანტინე კიკაბიძე ომის კორესპონდენტად მუშაობდა. დიდი სამამულო ომის დროს, 1942 წლის დეკემბერში, ქერჩის მახლობლად გაუჩინარდა.

  • გიორგი დანელიას შესახებ

"ძალიან უჩვეულო ადამიანი იყო. როცა დანელია გარდაიცვალა, თითქოს ხელი მომაჭრეს", - იხსენებდა კიკაბიძე.

ცნობისთვის, ვახტანგ კიკაბიძე და რეჟისორი გიორგი დანელია 45 წელი მეგობრობენ. ერთმანეთი 1960-იანი წლების ბოლოს ფილმზე - "არ დაიდარდო!“ მუშაობისას გაიცნეს. როდესაც დანელია 2019 წლის გაზაფხულში გარდაიცვალა, კიკაბიძემ თქვა, რომ "თითქოს მარჯვენა ხელი მოკვეთეს“. მან ძალიან მძიმედ გადაიტანა მეგობრის სიკვდილი. ვახტანგი დანელიასთან გამოსამშვიდობებლად არ მისულა, რადგან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გადაწყვიტა რუსეთის საზღვარი არასდროს გადაეკვეთა.

  • სიკვდილის შესახებ

"სამი დღის წინ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. დავწექი და ვუთხარი: "უფალო, წამიყვანე, როგორ, არ მაინტერესებს“. ერთი თირკმელი არ მუშაობს. ჰემოდიალიზს ვიკეთებ, ეს ხდება კვირაში სამჯერ, ოთხი საათის განმავლობაში. ასუფთავებენ სისხლს, მერე თრომბებიც ჩნდება. მეგონა რომ მოვმკვდაიყავი, უფრო ადვილი იქნებოდა. ჩემი დადებითი თვისება ისაა, რომ სიკვდილის არ მეშინია. მე ვიცხოვრე ლამაზი, ბედნიერი ცხოვრებით. ხანდახან ეკლესიაში დავდივარ, იქ სიწყნარეა... სანთელს ვანთებ...“ - ამბობდა კიკაბიძე ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.