სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შთაბეჭდილება ისეთი დარჩა, რომ ამ უწიგნურ და, უკაცრავად და, ძალიან სერიოზულად დაქოქილ ადამიანებს ეძლევა საშუალება, რომ მართონ ქვეყანა" - ლევან ბერძენიშვილი
"შთაბეჭდილება ისეთი დარჩა, რომ ამ უწიგნურ და, უკაცრავად და, ძალიან სერიოზულად დაქოქილ ადამიანებს ეძლევა საშუალება, რომ მართონ ქვეყანა" - ლევან ბერძენიშვილი

15 იან­ვარს, რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელს, ფი­ლო­ლოგ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს ყვა­რელ­ში სა­ჯა­რო ლექ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს. ად­გილ­ზე შეკ­რე­ბი­ლებ­მა "ყვარ­ლის ევ­როკ­ლუ­ბის" შე­ნო­ბის პი­კე­ტი­რე­ბა მო­ა­წყეს, რის გა­მოც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს შეხ­ვედ­რის გა­და­დე­ბა მო­უ­წი­ათ. ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის თქმით, აღ­ნიშ­ნულ ფაქტს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან წე­სით რე­ა­გი­რე­ბა უნდა მოჰ­ყო­ლო­და, თუმ­ცა, მი­სი­ვე სი­ტყვე­ბით, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ის ერთი მხარ­დამ­ჭე­რიც არ მო­ი­ძებ­ნა, ვინც მომ­ხდარს ნე­გა­ტი­ურ შე­ფა­სე­ბას მის­ცემ­და.

"ჩვენ რომ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა გვქო­ნო­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყა­სი­დად მა­ინც იტყო­და, რომ ის აღ­შფო­თე­ბუ­ლია ან შე­წუ­ხე­ბუ­ლია, რად­გან მო­ქა­ლა­ქეს არ მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, ლექ­ცია წა­ე­კი­თხა. არა­ნა­ირ კრი­მი­ნალს ჩვენ არ ჩავ­დი­ო­დით, ნამ­დვი­ლად ვიცი, ვინ რო­გორ იქ­ცე­ო­და - მე ვიქ­ცე­ო­დი წყნა­რად, აუ­ღელ­ვებ­ლად, არ ჩა­ვე­რიე, არ შე­ვე­დი დის­კუ­სი­ა­ში, ავი­ტა­ნე ყვე­ლა­ფე­რი, თუმ­ცა კი აღარ ვარ პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა, რომ ყვე­ლაფ­რის ატა­ნის, თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­დეს.

რა თქმა უნდა, მე ერთი წა­მით არ გა­მიჩ­ნდე­ბა აზრი, რომ ყვა­რე­ლი ან კა­ხე­თი, სა­ქარ­თვე­ლო - ყვე­ლა ასე ფიქ­რობს და სხვა, მაგ­რამ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ისე­თი დარ­ჩა, რომ ამ უწიგ­ნურ და, უკაც­რა­ვად და, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად და­ქო­ქილ ადა­მი­ა­ნებს ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მარ­თონ ქვე­ყა­ნა. იმას, სად ჩა­ტარ­დე­ბა ლექ­ცია, სად არ ჩა­ტარ­დე­ბა ლექ­ცია, წყვეტს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც სი­ტყვა ლექ­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ იცის.

სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ის ერთი მხარ­დამ­ჭე­რი არ მო­ი­ძებ­ნა, ვინც თქვა, რომ ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ლექ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის ჩაშ­ლა არ არის სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი. ყვე­ლას მო­ე­წო­ნა, მთა­ვა­რი ეს არის, რომ ამ მომ­ხრე­ე­ბის­თვის ასე­თი პა­ტა­რა გა­მარ­ჯვე­ბე­ბი, თურ­მე, ძა­ლი­ან სა­ჭი­როა. პი­რი­ქით, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მათ შო­რის, აკა­დე­მი­უ­რი წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ცი­ლე­ბით უკეთ ერ­კვე­ვი­ან, ვიდ­რე იქ მოყ­ვა­ნი­ლი ორო­სა­ნი სუფ­ლი­ო­რე­ბი. მო­ვუ­წო­დებ მათ - მე ოთხ უნი­ვე­რის­ტეტ­ში ვას­წავ­ლი, მობ­რძან­დნენ და თბი­ლის­შიც ჩა­მი­შა­ლონ, ხომ დამ­პირ­დნენ, რომ სა­ერ­თოდ ამ ქვეყ­ნი­დან გა­მა­ძე­ვე­ბენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მომ­ხრე­ე­ბი ვე­რაფ­რით ვერ ხვდე­ბი­ან, რო­გორ ხე­ვენ უკან ქვე­ყა­ნას. სხვა­თა შო­რის, ჩვენ მან­ქა­ნა არ მოგ­ვიბ­რუ­ნე­ბია, ჩვენ უკუს­ვლით წა­ვე­დით, რო­გორც მთე­ლი ქვე­ყა­ნა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც იმ კა­ცის იმედ­ზეა, მე რომ დღეს მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, მკვდა­რია. მან, შე­იძ­ლე­ბა, ამის შე­სა­ხებ არ იცის, მაგ­რამ ვწუხ­ვარ, რომ ჩა­ნა­წერს ვერ ვა­კე­თებ­დი. მე არ მინ­დო­და, ტე­ლე­ფო­ნი ამო­მე­ღო და მათ­სა­ვით მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი. არ ვთვლი თავს ამ ხალ­ხის თა­ნას­წო­რად და მე მათ­თან დი­ა­ლოგ­ში ვერ შე­ვალ. სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­ვი­დო­დი დი­ა­ლოგ­ში იმათ­თან, ვინც უწერს ამ სცე­ნა­რებს, ოღონდ იმას­თა­ნაც მაქვს შე­ნიშ­ვნე­ბი, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და, თა­ვის დრო­ზე, როცა სტუ­დენ­ტე­ბი იყ­ვნენ, მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცი­ათ მშობ­ლი­უ­რი ენის­თვის და, სა­ერ­თოდ, კულ­ტუ­რის­თვის. " - გა­ნა­ცხა­და "ფორ­მუ­ლას" ეთერ­ში ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კა­ხე­ლე­ბის ნა­წი­ლის გუ­ლის­წყრო­მა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის მიერ მეფე ერეკ­ლე მე­ო­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოთ­ქმულ­მა მო­საზ­რე­ბამ გა­მო­იწ­ვია.

"ვიდ­რე ერეკ­ლე მე­ო­რე მო­ღა­ლა­ტედ არ არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­მო­ვა და იკი­თხავს, - ომი გინ­და­თო? ერეკ­ლე მე­ო­რე­მაც ეგ თქვა, - აბა, ომი გინ­და­თო?.." - თქვა ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა გა­სულ წელს.

ამის შემ­დეგ, ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ თე­ლავ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­აც კი გა­ი­მარ­თა. სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი და სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და ბერ­ძე­ნიშ­ვილს "ენის და­მოკ­ლე­ბის­კენ" მო­უ­წო­დეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თე­ლა­ვე­ლე­ბის ნა­წილ­მა მათ ქა­ლაქ­ში სა­ჯა­რო ლექ­ცი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ჩა­სუ­ლი ლაშა ბუ­ღა­ძე და ბუკა პეტ­რი­აშ­ვი­ლი მუ­ზე­უ­მის შე­ნო­ბა­ში არ შე­უშ­ვეს. ბუ­ღა­ძემ მა­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი მათ­გან ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის "დაგ­მო­ბას" მო­ი­თხოვ­დნენ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია
0

ლევან ბატონო! ერეკლე მეორის შემდგომ პერიოდში საქილიკო და გასამტყუვნებელი ვერავინ ნახე რომ გაგეკრიტიკებინა, თუნდაც იმ წრეში, რომელსაც დღეს რუდუნებით უდგეხარ გვერდით და გულშემატკივრობთ, არ დაგწყდა გული რომ ნახევარი საქართველო და მისი ქონება რუსებს ჩაუგდეს ხელში და დღეს ისევ ისეთი საქმეების შესრულებისათვის ემზადებიან კიდევ. მე მაგალითად შემრცხვებოდა ასეთი ხალხის გვერდით დგომა, ერთი კრიტიკაც რომ არ დაგცდენიათ მათი. რაღა ერეკლეს მისდევთ, რუსეთის გვერდით არ დგეხართ და რუსეთი არ ხარობს დღეს ქართული მონაპოვრით?

მართალი
5

ბიძინნას რო ადარებენ აღმაშენებელს და ექვთიმე თაყაიშვილს რატომ მასეთ ტიპებზე არ გიჩნდებათ პროტესტის გრძნობა კახელებს? ეგეთები მთავრობაშიც გიზიან, განათლებაც მაგათ მიანდეთ და კახეთშიც მშვენივრად დასეირნობენ...

ეჰ, ტყუილად ვწერ, მაინც ვერაფერს გაიგებთ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"შთაბეჭდილება ისეთი დარჩა, რომ ამ უწიგნურ და, უკაცრავად და, ძალიან სერიოზულად დაქოქილ ადამიანებს ეძლევა საშუალება, რომ მართონ ქვეყანა" - ლევან ბერძენიშვილი

"შთაბეჭდილება ისეთი დარჩა, რომ ამ უწიგნურ და, უკაცრავად და, ძალიან სერიოზულად დაქოქილ ადამიანებს ეძლევა საშუალება, რომ მართონ ქვეყანა" - ლევან ბერძენიშვილი

15 იანვარს, რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებელს, ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილს ყვარელში საჯარო ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. ადგილზე შეკრებილებმა "ყვარლის ევროკლუბის" შენობის პიკეტირება მოაწყეს, რის გამოც ორგანიზატორებს შეხვედრის გადადება მოუწიათ. ბერძენიშვილის თქმით, აღნიშნულ ფაქტს ხელისუფლების მხრიდან წესით რეაგირება უნდა მოჰყოლოდა, თუმცა, მისივე სიტყვებით, სახელისუფლებო პარტიის ერთი მხარდამჭერიც არ მოიძებნა, ვინც მომხდარს ნეგატიურ შეფასებას მისცემდა.

"ჩვენ რომ სახელმწიფოებრიობა გვქონოდა, ხელისუფლება ყასიდად მაინც იტყოდა, რომ ის აღშფოთებულია ან შეწუხებულია, რადგან მოქალაქეს არ მიეცა საშუალება, ლექცია წაეკითხა. არანაირ კრიმინალს ჩვენ არ ჩავდიოდით, ნამდვილად ვიცი, ვინ როგორ იქცეოდა - მე ვიქცეოდი წყნარად, აუღელვებლად, არ ჩავერიე, არ შევედი დისკუსიაში, ავიტანე ყველაფერი, თუმცა კი აღარ ვარ პოლიტიკური ფიგურა, რომ ყველაფრის ატანის, თმენის ვალდებულება მქონდეს.

რა თქმა უნდა, მე ერთი წამით არ გამიჩნდება აზრი, რომ ყვარელი ან კახეთი, საქართველო - ყველა ასე ფიქრობს და სხვა, მაგრამ შთაბეჭდილება ისეთი დარჩა, რომ ამ უწიგნურ და, უკაცრავად და, ძალიან სერიოზულად დაქოქილ ადამიანებს ეძლევა საშუალება, რომ მართონ ქვეყანა. იმას, სად ჩატარდება ლექცია, სად არ ჩატარდება ლექცია, წყვეტს ადამიანი, რომელმაც სიტყვა ლექციის მნიშვნელობა არ იცის.

სახელისუფლებო პარტიის ერთი მხარდამჭერი არ მოიძებნა, ვინც თქვა, რომ ყველაფერი, მაგრამ ლექციის ჩატარების ჩაშლა არ არის სასიხარულო ამბავი. ყველას მოეწონა, მთავარი ეს არის, რომ ამ მომხრეებისთვის ასეთი პატარა გამარჯვებები, თურმე, ძალიან საჭიროა. პირიქით, აღფრთოვანებულები არიან, მათ შორის, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რომლებიც გაცილებით უკეთ ერკვევიან, ვიდრე იქ მოყვანილი ოროსანი სუფლიორები. მოვუწოდებ მათ - მე ოთხ უნივერისტეტში ვასწავლი, მობრძანდნენ და თბილისშიც ჩამიშალონ, ხომ დამპირდნენ, რომ საერთოდ ამ ქვეყნიდან გამაძევებენ. ხელისუფლების მომხრეები ვერაფრით ვერ ხვდებიან, როგორ ხევენ უკან ქვეყანას. სხვათა შორის, ჩვენ მანქანა არ მოგვიბრუნებია, ჩვენ უკუსვლით წავედით, როგორც მთელი ქვეყანა.

ხელისუფლება, რომელიც იმ კაცის იმედზეა, მე რომ დღეს მელაპარაკებოდა, მკვდარია. მან, შეიძლება, ამის შესახებ არ იცის, მაგრამ ვწუხვარ, რომ ჩანაწერს ვერ ვაკეთებდი. მე არ მინდოდა, ტელეფონი ამომეღო და მათსავით მოვქცეულიყავი. არ ვთვლი თავს ამ ხალხის თანასწორად და მე მათთან დიალოგში ვერ შევალ. სიამოვნებით შევიდოდი დიალოგში იმათთან, ვინც უწერს ამ სცენარებს, ოღონდ იმასთანაც მაქვს შენიშვნები, რომ კარგი იქნებოდა, თავის დროზე, როცა სტუდენტები იყვნენ, მეტი ყურადღება მიექციათ მშობლიური ენისთვის და, საერთოდ, კულტურისთვის. " - განაცხადა "ფორმულას" ეთერში ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კახელების ნაწილის გულისწყრომა ლევან ბერძენიშვილის მიერ მეფე ერეკლე მეორესთან დაკავშირებით გამოთქმულმა მოსაზრებამ გამოიწვია.

"ვიდრე ერეკლე მეორე მოღალატედ არ არის გამოცხადებული, ღარიბაშვილი გამოვა და იკითხავს, - ომი გინდათო? ერეკლე მეორემაც ეგ თქვა, - აბა, ომი გინდათო?.." - თქვა ბერძენიშვილმა გასულ წელს.

ამის შემდეგ, ბერძენიშვილის წინააღმდეგ თელავში საპროტესტო აქციაც კი გაიმართა. სამოქალაქო საზოგადოება, ცნობილი სახეები, მსახიობები და საჯარო მოხელეები შეიკრიბნენ და ბერძენიშვილს "ენის დამოკლებისკენ" მოუწოდეს.

მოგვიანებით, თელაველების ნაწილმა მათ ქალაქში საჯარო ლექციის ჩასატარებლად ჩასული ლაშა ბუღაძე და ბუკა პეტრიაშვილი მუზეუმის შენობაში არ შეუშვეს. ბუღაძემ მაშინ განაცხადა, რომ საკრებულოს წევრები მათგან ლევან ბერძენიშვილის "დაგმობას" მოითხოვდნენ.

ასევე იხილეთ: