მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვახტანგ კიკაბიძე აზერბაიჯანის დიდი მეგობარი იყო... მისი ძვირფასი ხსოვნა მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებში - ვიზიარებ თქვენს ტკივილს" - ილჰამ ალიევი
"ვახტანგ კიკაბიძე აზერბაიჯანის დიდი მეგობარი იყო... მისი ძვირფასი ხსოვნა მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებში  - ვიზიარებ თქვენს ტკივილს" - ილჰამ ალიევი

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტი ილ­ჰამ ალი­ე­ვი ქარ­თვე­ლი კი­ნომ­სა­ხი­ო­ბის, სა­ესტრა­დო მომ­ღერ­ლის, სცე­ნა­რის­ტის, კი­ნო­რე­ჟი­სო­რის, სიმ­ღე­რე­ბის ავ­ტო­რის ბუბა კი­კა­ბი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს.

მისი თქმით, ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძის ხსოვ­ნა მუ­დამ იცო­ცხლებს მათ გუ­ლებ­ში.

"ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უფ­რო­სი შვი­ლის, გა­მო­ჩე­ნი­ლი მომ­ღერ­ლის, მსა­ხი­ო­ბი­სა და რე­ჟი­სო­რის ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო.

ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძის სა­ხე­ლი სა­მუ­და­მოდ არის ამოტვიფ­რუ­ლი საბ­ჭო­თა და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ა­ში. ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძე მთე­ლი ეპო­ქის სიმ­ბო­ლოდ იქცა თა­ვი­სი მრა­ვალ­მხრი­ვი ნი­ჭის, მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბა­ში შე­მო­ტა­ნი­ლი ახა­ლი და უნი­კა­ლუ­რი ატ­მოს­ფე­როს წყა­ლო­ბით. კი­ნო­ში მის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და­უ­ვი­წყა­რი გმი­რე­ბი, ორი­გი­ნა­ლუ­რად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბის გუ­ლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გილს იკა­ვებს.

ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დიდი მე­გო­ბა­რი იყო. მისი შე­მოქ­მე­დე­ბა ყო­ველ­თვის უყ­ვარ­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ხალ­ხს, მის პი­როვ­ნე­ბას დიდ პა­ტივს სცემ­და და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო. მან ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მე­გობ­რუ­ლი და მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­მტკი­ცე­ბა­ში.

გა­მო­ჩე­ნი­ლი ხე­ლო­ვა­ნის და გულ­წრფე­ლი ადა­მი­ა­ნის ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძის ძვირ­ფა­სი ხსოვ­ნა მუ­დამ იცო­ცხლებს ჩვენს გუ­ლებ­ში.

ვი­ზი­ა­რებ თქვენს ტკი­ვილს ამ მძი­მე და­ნა­კარგთან და­კავ­ში­რე­ბით, ჩემი და მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვას სა­ხე­ლით ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამ”, - წე­რია ალი­ე­ვის სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ვახტანგ კიკაბიძე აზერბაიჯანის დიდი მეგობარი იყო... მისი ძვირფასი ხსოვნა მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებში - ვიზიარებ თქვენს ტკივილს" - ილჰამ ალიევი

"ვახტანგ კიკაბიძე აზერბაიჯანის დიდი მეგობარი იყო... მისი ძვირფასი ხსოვნა მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებში  - ვიზიარებ თქვენს ტკივილს" - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ქართველი კინომსახიობის, საესტრადო მომღერლის, სცენარისტის, კინორეჟისორის, სიმღერების ავტორის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

მისი თქმით, ვახტანგ კიკაბიძის ხსოვნა მუდამ იცოცხლებს მათ გულებში.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქართველი ხალხის უფროსი შვილის, გამოჩენილი მომღერლის, მსახიობისა და რეჟისორის ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო.

ვახტანგ კიკაბიძის სახელი სამუდამოდ არის ამოტვიფრული საბჭოთა და ქართული კულტურის ისტორიაში. ვახტანგ კიკაბიძე მთელი ეპოქის სიმბოლოდ იქცა თავისი მრავალმხრივი ნიჭის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ხელოვნებაში შემოტანილი ახალი და უნიკალური ატმოსფეროს წყალობით. კინოში მის მიერ შესრულებული დაუვიწყარი გმირები, ორიგინალურად შესრულებული სიმღერები რამდენიმე თაობის გულებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

ვახტანგ კიკაბიძე აზერბაიჯანის დიდი მეგობარი იყო. მისი შემოქმედება ყოველთვის უყვარდა აზერბაიჯანელ ხალხს, მის პიროვნებას დიდ პატივს სცემდა და აღფრთოვანებული იყო. მან ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებასა და მეგობრული და მეზობლური ურთიერთობების განმტკიცებაში.

გამოჩენილი ხელოვანის და გულწრფელი ადამიანის ვახტანგ კიკაბიძის ძვირფასი ხსოვნა მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებში.

ვიზიარებ თქვენს ტკივილს ამ მძიმე დანაკარგთან დაკავშირებით, ჩემი და მეჰრიბან ალიევას სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ”, - წერია ალიევის სამძიმრის წერილში.