ახალი წლის დაწყებას კომპანია Bolt-ში სიახლეებით შეხვდნენ - აპლიკაციაში ყველა კატეგორიის ტარიფი შემცირდა. ამიერიდან მომხმარებლები Bolt-ით მგზავრობას უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეძლებენ.
“ხარისხიან და უსაფრთხო მომსახურებასთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის ჩვენი სერვისის ხელმისაწვდომობა უზრუნველვყოთ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ დედაქალაქში ხელმისაწვდომი თითოეული კატეგორიის ტარიფის შემცირება.
გვჯერა, რომ ამ სასიამოვნო სიახლით უფრო მეტად გავამარტივებთ ზამთრის ცივ და თოვლიან ამინდებში ქალაქში გადაადგილებას.” - აცხადებენ კომპანია Bolt-ის წარმომადგენლები.
განახლებული ფასების შემოწმება უკვე შეგიძლიათ Bolt-ის აპლიკაციაში.
R
იქნებ თქვენი 24 პროცენტი რომელსაც მძღოლებისგან იღებთ შეგემცირებინათ? ააა არ გაწყობთ ხომ? მძღოლების ხარჯზე ტარიფები შეამცირეს და ამით ამაყობენ, თან ისე ამაყობენ რომ სარეკლამო სტატიაც მიუძღვნეს
რაღაცა ვერაფერი შევატყვე დაკლების!