პოლიტიკა
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის პირველ ლედის ოპერაცია ჩაუტარდა - რა დიაგნოზი დაუსვეს ჯილ ბაიდენს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
აშშ-ის პირველ ლედის ოპერაცია ჩაუტარდა - რა დიაგნოზი დაუსვეს ჯილ ბაიდენს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის ექი­მის გან­ცხა­დე­ბით, ქვეყ­ნის პირ­ველ ლე­დის, ჯილ ბა­ი­დენს კან­ზე ორი სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნის მო­სა­ცი­ლებ­ლად ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

"საქ­მე ეხე­ბა ბა­ზა­ლუ­რუ­ჯრე­დო­ვან კორ­ცი­ნო­მას, რო­მე­ლიც კა­ნის კი­ბოს ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა.

ოპე­რა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ის სრუ­ლად იქნა მო­ცი­ლე­ბუ­ლი. ქალ­ბა­ტო­ნი ბა­ი­დე­ნი კარგ გან­წყო­ბა­ზეა და თავს კარ­გად გრძნობს",- წერს ჯილ ბა­ი­დე­ნის ექი­მი, კე­ვინ ო'კო­ნო­რი.

ამ თვის და­სა­წყის­ში, კა­ნის კი­ბოს რუ­ტი­ნუ­ლი სკრი­ნინ­გის შემ­დეგ, ექი­მებ­მა ჯილ ბა­ი­დენს რე­კო­მენ­და­ცია გა­უ­წი­ეს, რომ მარ­ჯვე­ნა თვა­ლის ზე­მოთ არ­სე­ბუ­ლი მცი­რე წა­მო­ნა­ზარ­დი ამო­ეკ­ვე­თა. შემ­დეგ კი გა­ირ­კვა, რომ აშშ-ის პირ­ველ ლე­დის კან­ზე სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნი ჰქონ­და.

მე­ო­რე წარ­მო­ნაქ­მნი პირ­ველ ლე­დის მარ­ცხე­ნა თვა­ლის ქუ­თუ­თოს­თან ჰქონ­და.

ოპე­რა­ცი­ის დროს, ქი­რურ­გე­ბი, პა­ცი­ენ­ტებს კა­ნის თხელ ფე­ნებს მა­ნამ აჭ­რი­ან და იკ­ვლე­ვენ, სა­ნამ კი­ბოს ნიშ­ნე­ბი აღარ აღ­მოჩ­ნდე­ბა. პა­ცი­ენ­ტებს სა­ა­ვად­მყო­ფო­დან პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბის დღეს­ვე წე­რენ. მე­დი­ის ცნო­ბით, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჯილ ბა­ი­დენს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნიც თან ახ­ლდა.

მე­დი­კო­სე­ბის გან­მარ­ტე­ბით ბა­ზა­ლუ­რუ­ჯრე­დო­ვა­ნი კარ­ცი­ნო­მა კა­ნის კი­ბოს ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ხე­ო­ბაა: ის ნელა იზ­რდე­ბა, გან­კურ­ნე­ბა­დია და ად­რე­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მი­ნი­მა­ლურ ზი­ანს იწ­ვევს.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხაბე
13

კაი კაცო დღე არ გავა ცუდი არ გაიგო

მარტოხელა მგელი!
11

ვივა-მედში პალატას ამზადებენ!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

აშშ-ის პირველ ლედის ოპერაცია ჩაუტარდა - რა დიაგნოზი დაუსვეს ჯილ ბაიდენს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

აშშ-ის პირველ ლედის ოპერაცია ჩაუტარდა - რა დიაგნოზი დაუსვეს ჯილ ბაიდენს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

აშშ-ის პრეზიდენტის ექიმის განცხადებით, ქვეყნის პირველ ლედის, ჯილ ბაიდენს კანზე ორი სიმსივნური წარმონაქმნის მოსაცილებლად ოპერაცია ჩაუტარდა.

"საქმე ეხება ბაზალურუჯრედოვან კორცინომას, რომელიც კანის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

ოპერაციის საშუალებით ის სრულად იქნა მოცილებული. ქალბატონი ბაიდენი კარგ განწყობაზეა და თავს კარგად გრძნობს",- წერს ჯილ ბაიდენის ექიმი, კევინ ო'კონორი.

ამ თვის დასაწყისში, კანის კიბოს რუტინული სკრინინგის შემდეგ, ექიმებმა ჯილ ბაიდენს რეკომენდაცია გაუწიეს, რომ მარჯვენა თვალის ზემოთ არსებული მცირე წამონაზარდი ამოეკვეთა. შემდეგ კი გაირკვა, რომ აშშ-ის პირველ ლედის კანზე სიმსივნური წარმონაქმნი ჰქონდა.

მეორე წარმონაქმნი პირველ ლედის მარცხენა თვალის ქუთუთოსთან ჰქონდა.

ოპერაციის დროს, ქირურგები, პაციენტებს კანის თხელ ფენებს მანამ აჭრიან და იკვლევენ, სანამ კიბოს ნიშნები აღარ აღმოჩნდება. პაციენტებს საავადმყოფოდან პროცედურის ჩატარების დღესვე წერენ. მედიის ცნობით, საავადმყოფოში ჯილ ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც თან ახლდა.

მედიკოსების განმარტებით ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა კანის კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეობაა: ის ნელა იზრდება, განკურნებადია და ადრეული მკურნალობის შემთხვევაში, მინიმალურ ზიანს იწვევს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა