პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა გაუარესდა" - Human Rights Watch
"საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა გაუარესდა" - Human Rights Watch

მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მხრივ მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და, რაც მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე გახ­ში­რე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბით და კრი­ტი­კუ­ლი ტე­ლე­არ­ხის დი­რექ­ტო­რის და­პა­ტიმ­რე­ბით გა­მო­ი­ხა­ტა, - ამის შე­სა­ხებ Human Rights Watch-ის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში 2022 წელს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბის თა­ო­ბა­ზე ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

Human Rights Watch-ის ანა­რიშ­ში ასა­ხუ­ლია ფაქ­ტე­ბი, სა­დაც, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით, მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­ი­ზღუ­და. რო­გორც დას­კვნა­ში ვკი­თხუ­ლობთ, 2022 წელს "გახ­შირ­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე თავ­დას­ხმის და მათ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­რე­ვის შემ­თხვე­ვე­ბი“.

"მა­ის­ში სა­სა­მარ­თლომ ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი კრი­ტი­კუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის "მთა­ვა­რი არ­ხის“ დი­რექ­ტორს ნიკა გვა­რა­მი­ას სამი წლი­თა და 6 თვით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. ის დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი მე­ნე­ჯე­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის­თვის, რო­დე­საც სხვა კერ­ძო ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ტკი­ცებ­და, რომ მისი მე­ნე­ჯე­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად კომ­პა­ნი­ას შე­მო­სა­ვა­ლი შე­უმ­ცირ­და. სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კა და მას უკა­ნო­ნო და პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი უწო­და. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კერ­ძო კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუნ­დაც სა­ზი­ა­ნო იყოს ის კომ­პა­ნი­ის­თვის, არ შე­იძ­ლე­ბა სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის საგ­ნად იქ­ცეს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას საქ­მის შე­წყვე­ტის­კენ მო­უ­წო­და. ნო­ემ­ბერ­ში სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში და­ტო­ვა.

გახ­შირ­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე თავ­დას­ხმის და მათ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­რე­ვის შემ­თხვე­ვე­ბი. მარ­ტში "მთა­ვა­რი არ­ხის“ რე­პორ­ტი­ორს ემა გო­გო­ხი­ას და მის ოპე­რა­ტორს თავს და­ეს­ხა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, რო­დე­საც ისი­ნი იღებ­დნენ, რო­გორ შლიდ­ნენ ზუგ­დიდ­ში მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ოფი­სის კე­დელ­ზე და­ხა­ტულ უკ­რა­ი­ნის დრო­შას. ხე­ლის შეშ­ლის ამ ფაქ­ტზე სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

ივ­ნის­ში "ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტორს მურ­მან ზო­ი­ძეს თავს და­ესხნენ ბა­თუმ­ში. ამ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა ორი პირი და­ა­კა­ვა.

ივ­ლის­ში პრო­კუ­რა­ტუ­რამ ინ­ცი­დენ­ტის გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, რომ­ლის დრო­საც ერთ-ერ­თმა პარ­ლა­მენ­ტარ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა "ტვ პირ­ვე­ლის“ დამ­ფუძ­ნე­ბელს ვახ­ტანგ წე­რე­თელს.

მა­ის­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა სამ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა მა­უ­წყებ­ლის მე­ნე­ჯმენ­ტი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა ცენ­ზუ­რა­სა და სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა­ში "უხეშ ჩა­რე­ვა­ში“, გან­სა­კუთ­რე­ბით, რუ­სეთ­ზე კრი­ტი­კუ­ლი მა­სა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ იდენ­ტუ­რი ბრალ­დე­ბა ამა­ვე მა­უ­წყებ­ლის კი­დევ ერ­თმა ყო­ფილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა გა­ა­კე­თა“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

ზურაბ
0

ქვეყანაში უნდა იყოს ერთნაირად მოლაპარაკე,მაქსიმუმ სამი ტელევიზია.ეს იქნება ნაკლები პრობლემების მომტანი და ძალიან დემოკრატიული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა გაუარესდა" - Human Rights Watch

"საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა გაუარესდა" - Human Rights Watch

მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა გაუარესდა, რაც მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმებით და კრიტიკული ტელეარხის დირექტორის დაპატიმრებით გამოიხატა, - ამის შესახებ Human Rights Watch-ის მიერ საქართველოში 2022 წელს განვითარებული მოვლენების შეფასების თაობაზე ანგარიშშია აღნიშნული.

Human Rights Watch-ის ანარიშში ასახულია ფაქტები, სადაც, ორგანიზაციის შეფასებით, მედიის თავისუფლება შეიზღუდა. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, 2022 წელს "გახშირდა ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათ საქმიანობაში ჩარევის შემთხვევები“.

"მაისში სასამართლომ ერთ-ერთი წამყვანი კრიტიკული ტელეკომპანიის "მთავარი არხის“ დირექტორს ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ის დამნაშავედ იქნა ცნობილი მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღებისას უფლებამოსილების გადამეტებისთვის, როდესაც სხვა კერძო ტელეკომპანიას ხელმძღვანელობდა. ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ მისი მენეჯერული გადაწყვეტილებების შედეგად კომპანიას შემოსავალი შეუმცირდა. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკა და მას უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ კერძო კომპანიის დირექტორის გადაწყვეტილება, თუნდაც საზიანო იყოს ის კომპანიისთვის, არ შეიძლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საგნად იქცეს და ხელისუფლებას საქმის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ნოემბერში სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

გახშირდა ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათ საქმიანობაში ჩარევის შემთხვევები. მარტში "მთავარი არხის“ რეპორტიორს ემა გოგოხიას და მის ოპერატორს თავს დაესხა რამდენიმე ადამიანი, როდესაც ისინი იღებდნენ, როგორ შლიდნენ ზუგდიდში მუნიციპალიტეტის თანამშრომლები პოლიტიკური პარტიის ოფისის კედელზე დახატულ უკრაინის დროშას. ხელის შეშლის ამ ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

ივნისში "ტვ პირველის“ ოპერატორს მურმან ზოიძეს თავს დაესხნენ ბათუმში. ამ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა.

ივლისში პროკურატურამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო, რომლის დროსაც ერთ-ერთმა პარლამენტარმა, სავარაუდოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა "ტვ პირველის“ დამფუძნებელს ვახტანგ წერეთელს.

მაისში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებულმა სამმა ჟურნალისტმა მაუწყებლის მენეჯმენტი დაადანაშაულა ცენზურასა და სარედაქციო პოლიტიკაში "უხეშ ჩარევაში“, განსაკუთრებით, რუსეთზე კრიტიკული მასალების მომზადებისას. რამდენიმე დღის შემდეგ იდენტური ბრალდება ამავე მაუწყებლის კიდევ ერთმა ყოფილმა ჟურნალისტმა გააკეთა“,- აღნიშნულია ანგარიშში.