მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი ბეროზაშვილს ამ სასტიკი დანაშაულის მიმართ არანაირი სინანული არ გააჩნია" - პროკურორი მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელზე
"გიორგი ბეროზაშვილს ამ სასტიკი დანაშაულის მიმართ არანაირი სინანული არ გააჩნია" - პროკურორი მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელზე

გი­ორ­გი ბე­რო­ზაშ­ვილს ამ სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლის მი­მართ არა­ნა­ი­რი სი­ნა­ნუ­ლი არ გა­აჩ­ნია, - ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რორ­მა გრი­გოლ ბი­ბი­ლაშ­ვილ­მა მშობ­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის, გი­ორ­გი ბე­რო­ზაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა გან­მარ­ტა, ექ­სპერ­ტი­ზით დად­გე­ნი­ლია, რომ ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი გი­ორ­გი ბე­რო­ზაშ­ვი­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­მენ­ტში ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

პრო­კუ­რო­რის თქმით, ბრალ­დე­ბულ­მა დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა მშობ­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა, მათ შო­რის თქვა, რომ მა­მის მკვლე­ლო­ბა რამ­დე­ნი­მე დღით ადრე და­გეგ­მა და ის გა­უ­ფორ­მე­ბე­ლი ია­რა­ღით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბულ­მა აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ მა­მის მოკ­ვლის შემ­დეგ ეს­რო­ლა დე­დას, რო­მელ­საც სხვა ოთახ­ში ეძი­ნა. რო­გორც ბრალ­დე­ბის მხა­რემ გა­ნა­ცხა­და, ამის შემ­დეგ და­გეგ­მა ბე­რო­ზაშ­ვილ­მა სა­კუ­თარ სახ­ლში ქურ­დო­ბი­სა და ყა­ჩა­ღო­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის პო­ზი­ცი­ას, რომ მას მშობ­ლე­ბი არ მო­უკ­ლავს და თავ­და­პირ­ვე­ლად აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა პო­ლი­ცი­ის ზე­წო­ლის ქვეშ მის­ცა, გრი­გოლ ბი­ბი­ლაშ­ვი­ლის თქმით, ბე­რო­ზაშ­ვილ­მა ეჭ­ვის დო­ნე­ზეც კი ვერ მი­უ­თი­თა, თუ რა მი­ზე­ზი უნდა ჰქო­ნო­და პო­ლი­ცი­ას, მის­თვის მშობ­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა და­ებ­რა­ლე­ბი­ნა. ბრალ­დე­ბის მხა­რის მტკი­ცე­ბით, საქ­მე­ზე აღე­ბუ­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი მა­სა­ლე­ბი ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ბე­რო­ზაშ­ვილს ეკუთ­ვნის, რაც ადას­ტუ­რებს იმას, რომ გი­ორ­გი ბე­რო­ზაშ­ვილ­მა მშობ­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბრალ­დე­ბის მხა­რის თქმით, ჩა­დე­ნი­ლი უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის მი­მართ სა­მარ­თლებ­რივ პა­სუხს უმ­კაც­რე­სი სას­ჯე­ლი წარ­მო­ად­გენს.

ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცი­ას არ იზი­ა­რებს დაც­ვის მხა­რე. რო­გორც სხდო­მა­ზე ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ან­თი­ძემ გა­ნა­ცხა­და, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლოა. ად­ვო­კა­ტი იმე­დოვ­ნებს, რომ სა­სა­მარ­თლო გა­მა­მარ­თლე­ბელ გა­ნა­ჩენს გა­მო­ი­ტანს.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ბე­რო­ზაშ­ვილს მშობ­ლებ­თან კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნია, პი­რი­ქით, მათ­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტი ამ­ტკი­ცებს, რომ მომ­ხდა­რის შემ­დგომ „მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი გა­ძარ­ცვეს“, თუმ­ცა ეს მის დაც­ვის ქვეშ მყოფს არ ჩა­უ­დე­ნია. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლის დებ­მა თქვეს, რომ მა­რო­დი­ო­რო­ბას გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სას პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან ჰქონ­და ად­გი­ლი.

რაც შე­ხე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბას, ად­ვო­კა­ტის თქმით, ის პო­ლი­ცი­ამ ფა­რუ­ლი ჩა­წე­რის შე­დე­გად მო­ი­პო­ვა.

ცნო­ბის­თვის, ვა­ზი­სუ­ბან­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ხან­ძა­რი 2022 წლის 27 აპ­რილს მოხ­და, რო­მელ­საც წინ მკვლე­ლო­ბა უძღო­და. შსს-ს ცნო­ბით, 30 წლის გი­ორ­გი ბე­რო­ზაშ­ვილ­მა მძი­ნა­რე მშობ­ლე­ბი ჯერ მოკ­ლა, შემ­დეგ კი კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, სახ­ლს ცე­ცხლი წა­უ­კი­და. ზაზა ბე­რო­ზაშ­ვი­ლი­სა და ლალი თა­ვა­ძის ცხედ­რებს, რომ­ლე­ბიც ხან­ძრის შემ­დეგ იპო­ვეს, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა ყა­ჩა­ღო­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, შემ­დეგ კი კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, სახ­ლს ცე­ცხლი წა­უ­კი­და და მი­ი­მა­ლა. გი­ორ­გი ბე­რო­ზაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით, და 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ და „ვ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით და მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნა, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა- შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა­სა და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ოჯა­ხის ორი წევ­რის მი­მართ გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრა­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16 წლი­დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ავტორი:

"გიორგი ბეროზაშვილს ამ სასტიკი დანაშაულის მიმართ არანაირი სინანული არ გააჩნია" - პროკურორი მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელზე

"გიორგი ბეროზაშვილს ამ სასტიკი დანაშაულის მიმართ არანაირი სინანული არ გააჩნია" - პროკურორი მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელზე

გიორგი ბეროზაშვილს ამ სასტიკი დანაშაულის მიმართ არანაირი სინანული არ გააჩნია, - ამის შესახებ პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის, გიორგი ბეროზაშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

როგორც პროკურორმა განმარტა, ექსპერტიზით დადგენილია, რომ ყოფილი პოლიციელი გიორგი ბეროზაშვილი დანაშაულის ჩადენის მომენტში ფსიქიკურად დაავადებული არ ყოფილა.

პროკურორის თქმით, ბრალდებულმა დეტალურად აღწერა მშობლების მკვლელობა, მათ შორის თქვა, რომ მამის მკვლელობა რამდენიმე დღით ადრე დაგეგმა და ის გაუფორმებელი იარაღით განახორციელა. პროკურორის განმარტებით, ბრალდებულმა აღნიშნა ისიც, რომ მამის მოკვლის შემდეგ ესროლა დედას, რომელსაც სხვა ოთახში ეძინა. როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, ამის შემდეგ დაგეგმა ბეროზაშვილმა საკუთარ სახლში ქურდობისა და ყაჩაღობის ინსცენირება.

რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, რომ მას მშობლები არ მოუკლავს და თავდაპირველად აღიარებითი ჩვენება პოლიციის ზეწოლის ქვეშ მისცა, გრიგოლ ბიბილაშვილის თქმით, ბეროზაშვილმა ეჭვის დონეზეც კი ვერ მიუთითა, თუ რა მიზეზი უნდა ჰქონოდა პოლიციას, მისთვის მშობლების მკვლელობა დაებრალებინა. ბრალდების მხარის მტკიცებით, საქმეზე აღებული გენეტიკური მასალები ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილს ეკუთვნის, რაც ადასტურებს იმას, რომ გიორგი ბეროზაშვილმა მშობლების მკვლელობა ჩაიდინა. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარის თქმით, ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის მიმართ სამართლებრივ პასუხს უმკაცრესი სასჯელი წარმოადგენს.

ბრალდების მხარის პოზიციას არ იზიარებს დაცვის მხარე. როგორც სხდომაზე ადვოკატმა გიორგი ანთიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში სრულიად უდანაშაულოა. ადვოკატი იმედოვნებს, რომ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

ადვოკატის თქმით, ბეროზაშვილს მშობლებთან კონფლიქტი არ ჰქონია, პირიქით, მათთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა.

ამასთან, ადვოკატი ამტკიცებს, რომ მომხდარის შემდგომ „მიცვალებულები გაძარცვეს“, თუმცა ეს მის დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩაუდენია. მისივე განმარტებით, ბრალდებულის დებმა თქვეს, რომ მაროდიორობას გამოძიების ჩატარებისას პოლიციელების მხრიდან ჰქონდა ადგილი.

რაც შეხება ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას, ადვოკატის თქმით, ის პოლიციამ ფარული ჩაწერის შედეგად მოიპოვა.

ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 2022 წლის 27 აპრილს მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღოდა. შსს-ს ცნობით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.