სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბებომ, რომელიც სახლიდან იშვიათად გამოდის, მისი უსაყვარლესი სათამაშოები ჩამოგვიტანა" - როგორ მოეწყო ულამაზესი საახალწლო სივრცე თბილისის "ყველაზე სუფთა ქუჩაზე"?
"ბებომ, რომელიც სახლიდან იშვიათად გამოდის, მისი უსაყვარლესი სათამაშოები ჩამოგვიტანა" - როგორ მოეწყო ულამაზესი საახალწლო სივრცე თბილისის "ყველაზე სუფთა ქუჩაზე"?

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ა­ხალ­წლოდ ძა­ლი­ან ლა­მა­ზად გა­ფორ­მე­ბუ­ლი ქუ­ჩის ფო­ტო­ე­ბი გა­მოჩ­ნდა. რო­გორც გა­ირ­კვა, ის სა­ო­ცა­რი სა­ა­ხალ­წლო გა­ნა­თე­ბე­ბი, ნაძ­ვის ხე­ე­ბი და დე­კო­რა­ცი­ე­ბი ზა­ქა­რი­ა­ძის ქუ­ჩის მო­სახ­ლე­ო­ბას ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით გა­უ­კე­თე­ბი­ათ. ჩვენ მოვ­ძებ­ნეთ ამ საქ­მის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და ერთ-ერთი კორ­პუ­სის თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან მშვილ­და­ძე.

- მად­ლო­ბა, რომ მო­გე­წო­ნათ ჩვე­ნი ქუჩა და მისი დე­კო­რა­ცი­ე­ბი. ნო­ემ­ბრი­დან და­ვი­წყეთ იმა­ზე ფიქ­რი, რა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა და რო­გორ მოგ­ვერ­თო ჩვე­ნი ქუჩა. და­ვუ­კავ­შირ­დი მე­გობ­რებს, ჩემს მე­ზობ­ლებს - პენ­სი­ო­ნე­რებს, მო­ხუ­ცებს, უხუ­ცე­სებს, ახალ­გაზ­რდებს და მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, რა და რო­გორ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ასა­თი­ა­ნის შე­მო­სახ­ვე­ვი­დან და­წყე­ბუ­ლი, გა­და­წყდა, რომ თი­თო­ე­უ­ლი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რედ, ყველ­გან სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა შეგ­ვექ­მნა.

- დღეს ყვე­ლა კორ­პუს­თან არის სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბა, ზო­გან გა­ნა­თე­ბე­ბი, ნაძ­ვის ხე...

- კი, ყვე­ლას მოჰ­ქონ­და სა­თა­მა­შო­ე­ბი, სა­ა­ხალ­წლო დე­კო­რა­ცი­ე­ბი, რაც ჰქონ­დათ. ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო იყო ერთ-ერთი მო­ხუ­ცი ბე­ბოს საქ­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც სახ­ლი­დან გა­რეთ იშ­ვი­ა­თად გა­მო­დის. და­მი­რე­კა, სა­თა­მა­შო­ე­ბი გა­და­ვა­წყვე და რო­დის მო­გა­წო­დო­თო. მერე ჩა­მო­ვი­და მე­ხუ­თე სარ­თუ­ლი­დან და თა­ვი­სი ხე­ლით გა­და­წყო­ბი­ლი მისი უსაყ­ვარ­ლე­სი სამი სა­თა­მა­შო ჩა­მო­მი­ტა­ნა. 85 წლის ბე­ბოს ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ, სიყ­ვა­რულ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­და­წო­ნა... მთა­ვა­რი, სიყ­ვა­რუ­ლით და გუ­ლით იყოს საქ­მე გა­კე­თე­ბუ­ლი და ვინ ფუმ­ფუ­ლა სა­თა­მა­შოს მო­ი­ტანს და ვინ კოშ­კებს აა­შე­ნებს, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. მოკ­ლედ, ავა­გეთ ნაძ­ვის ხე­ე­ბი, შევ­კა­რით გარ­კვე­უ­ლი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი...

- ე.ი. მთე­ლი ქუჩა სი­ხა­რუ­ლით ჩა­ერ­თო ქუ­ჩის სა­ა­ხალ­წლო მო­წყო­ბა­ში.

- კი, შე­დუ­ღე­ბა მა­მუ­კამ იცო­და, ელექტრო­ბა ლე­ვა­ნი ძიამ ითა­ვა, კონ­სტრუქ­ცი­ის გა­კე­თე­ბა ოთა­რი ბა­ბუ­ამ შე­მოგ­ვთა­ვა­ზა და დაგ­ვეხ­მა­რა იმა­ში, რო­გორ აგ­ვე­გო, მე­გო­ბარ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა თა­ვის კუ­თხით იმუ­შა­ვა. ვი­საც რა შეგ­ვეძ­ლო, ისე ვერ­თვე­ბო­დით ამა­ში. ყვე­ლაფ­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი მე გახ­ლდით, რომ ხალ­ხი შე­მეკ­რი­ბა და ამ ერთი იდე­ის გარ­შე­მო გა­ვერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით. ჩემს ავ­ტო­ფა­რეხ­ში ვი­საც რა შე­ეძ­ლო, მოჰ­ქონ­და, სა­თა­მა­შო, წვი­მა, ნა­ძის ხე. სა­ბო­ლო­ოდ გაჩ­ნდა სლო­გა­ნი - „სიყ­ვა­რუ­ლი(თ)ბი­ლი­სი 2023 წელი“. მერე პა­ა­ტამ თქვა - მოდი, „თ“ გულ­ში ჩავ­სვა­თო. ეს სლო­გა­ნი ნაძ­ვის ხე­ზეც და­ვა­წე­რეთ და ახლა ის არის ჩვე­ნი 2023 წლის მთა­ვა­რი სლო­გა­ნი. ყვე­ლა­ფერს ამ სლო­გა­ნით შევ­ქმნით და გა­ვა­კე­თებთ ზა­ქა­რი­ა­ძის ქუ­ჩა­ზე.

- თოვლმაც რო­გორ გა­გი­ლა­მა­ზათ სა­ა­ხალ­წლო დე­კო­რა­ცი­ე­ბი...

- კი და შევ­კრი­ბეთ ბავ­შვე­ბი გა­ვა­კე­თეთ ერ­თობ­ლი­ვად თოვ­ლის ბა­ბუ­აც... მა­ნამ­დე კი, 29 დე­კემ­ბერს 7 სა­ათ­ზე ბავ­შვებს შევ­ხვდით. პა­ტა­რე­ბი მშობ­ლებ­თან ერ­თად მო­ვიდ­ნენ, რომ­ლებ­მაც თოვ­ლის ბა­ბუ­ას წე­რი­ლე­ბი მო­უ­ტა­ნეს. სა­ნამ თოვ­ლის ბა­ბუა მო­ვი­დო­და და წე­რი­ლებს წა­ი­ღებ­და, მე­გო­ბა­რი ფან­რით ეძებ­და მას. იმ დროს კი მე „თოვ­ლის ბა­ბუა“ სა­ხუ­რავ­ზე ვი­ყა­ვი. ჩა­მო­ვუშ­ვი ტო­მა­რა, რო­მელ­შიც წე­რი­ლე­ბი ჩა­ი­ყა­რა... გა­ვა­ხა­რეთ ბა­ბუ­ე­ბი, ბე­ბი­ე­ბი, ბავ­შვე­ბი, გამ­ვლე­ლე­ბი. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბიც გა­ვა­ხა­როთ. ამ თი­თო­ე­უ­ლი დე­ტა­ლის გა­კე­თე­ბა­ში დიდი შრო­მა ჩა­ი­დო. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნია, ყვე­ლა­სი ერ­თად. ამი­ტომ ყვე­ლამ რომ ვიგ­რძნოთ ში­ნა­გა­ნად ერ­თად რა შეგ­ვიძ­ლია, არა­ვის და­ვე­ლო­დე­ბო­დით. ვის უნდა და­ვე­ლო­დოთ, სი­კე­თე თვი­თონ ვა­კე­თოთ, რომ ერ­თმა­ნე­თი გა­ვა­ხა­როთ.

- მო­სახ­ლე­ო­ბა გა­გე­ბით ეკი­დე­ბა და არ ანაგ­ვი­ა­ნებს ტე­რი­ტო­რი­ას?

- ახლა ფსი­ქო­ლო­გებ­თან ვმუ­შა­ობთ იმა­ზე, რომ რო­გორ ჩავ­ნერ­გოთ ადა­მი­ა­ნებ­ში ის, რომ არ გა­და­ყა­რონ ნა­გა­ვი ფან­ჯრი­დან, სამ­შე­ნებ­ლო ნა­გა­ვი არ მი­ი­ტა­ნონ ბუნ­კერ­თან, სა­კუ­თა­რი ძაღ­ლის ფე­კა­ლი­ე­ბი თა­ვად აი­ღონ... ადა­მი­ა­ნებს არ გვინ­და აგ­რე­სი­ით მივ­მარ­თოთ და ამი­ტო­მაც სწო­რად რომ გა­კეთ­დეს ყვე­ლა­ფე­რი, ფსი­ქო­ლო­გებ­თან ერ­თად ვი­მოქ­მე­დებთ. დამ­ზად­დე­ბა წარ­წე­რე­ბი სი­ტყვა­ზე ასე­თი - „არ და­ყა­როთ ნა­გა­ვი“, „გთხოვთ, ავი­ღოთ ძაღ­ლის ფე­კა­ლი­ე­ბი“, „მან­ქა­ნას ზებ­რა­ზე ნუ გა­ა­ჩე­რებთ“, „ნა­გა­ვი ურ­ნას­თან მი­ვი­ტა­ნოთ“ - ასე­თი ნიშ­ნუ­ლე­ბი მთელ ქუ­ჩა­ზე გვექ­ნე­ბა. მერე კა­ნო­ნე­ბით ავუხ­სნით, რომ ამა თუ იმ არას­წო­რი ქმე­დე­ბი­სას რა ჯა­რი­მის გა­დახ­და მო­უ­წევთ. თუ არ მოხ­და ამ ყვე­ლაფ­რის დაც­ვა და მა­ინც და­არ­ღვი­ეს, ამას კა­მე­რე­ბი და­ა­ფიქ­რებს და და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან.

- მწვა­ნე ნარ­გა­ვე­ბიც საკ­მა­რი­სად გაქვთ გარ­შე­მო დარ­გუ­ლი...

- კი, ასო­ბით ნერ­გია დარ­გუ­ლი, მათ შო­რის, ზე­თის ხი­ლის ხე, რო­მე­ლიც 1500 ლარი გა­და­ვი­ხა­დეთ ყვე­ლამ ერ­თად. ბევ­რი ძვირ­ფა­სი მა­რადმწვა­ნე ხეა. პრო­ფე­სი­ით ექი­მი და ეკო­ნო­მის­ტი ვარ, ამას­თან, სნო­უ­ბორ­დის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, მაგ­რამ მო­მი­წია ამ საქ­მის შეს­წავ­ლაც. კარ­გად გავ­თვით­ცნო­ბი­ერ­დი მე­ბა­ღე­ო­ბა­ში. რო­დე­საც ამ ხე­ებს ვრგავ­დი, პირ­და­პირ კორ­პუ­სი­დან 82 წლის ბა­ტო­ნი გოგი გო­თუა გა­მო­ვი­და და დე­ტა­ლუ­რად ამიხ­სნა, რა რო­გორ უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. რა მცე­ნა­რეს რა სჭირ­დე­ბო­და. მერე ამ ადა­მი­ანს და­ვუ­ახ­ლოვ­დი. ის მა­ნა­ნა დო­ი­ჯაშ­ვი­ლის, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის რექ­ტო­რის მე­უღ­ლე აღ­მოჩ­ნდა, ბა­ტო­ნი გოგი 45 წე­ლი­წა­დია, ლან­დშაფ­ტის დი­ზა­ი­ნე­რია და მსოფ­ლიო აქვს მოვ­ლი­ლი.

- რო­გორც მი­თხა­რით, თქვენს ქუ­ჩას ასე­ვე ყვე­ლა­ზე სუფ­თა ქუ­ჩის სტა­ტუ­სი აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი...

- 2 წე­ლი­წა­დია, რაც „სუფ­თა ქა­ლა­ქი, სუფ­თა ქუჩა“ კონ­კურ­სი ტარ­დე­ბა. მას ნინო ჩხო­ბა­ძე, შვე­დე­თის სა­ელ­ჩო და გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ატა­რებს. ეს რომ გა­ვი­გეთ, ფო­ტო­ე­ბი გავ­გზავ­ნეთ და გა­ვი­მარ­ჯვეთ ზე­დი­ზედ 2021 წელს და 2022-ში. ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი და სუფ­თა ქუ­ჩის სტა­ტუ­სი მო­ვი­პო­ვეთ. დაგ­ვა­ჯილ­დო­ვეს. არ გვე­გო­ნა, თუ ასე­თი მას­შტა­ბუ­რი კონ­კურ­სი და სა­ინ­ტე­რე­სო ჟი­უ­რი იქ­ნე­ბო­და. ახლა „სიყ­ვა­რუ­ლით­ბი­ლი­სი 2023 წელი“ - ამ სლო­გა­ნით, რო­გორც გი­თხა­რით, ბევრ პრო­ექტს გა­ვა­კე­თებთ მო­სახ­ლე­ო­ბა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

რა ბედნიერებაა, როცა ასეთი ერთსულოვნება, სიყვარული და ურთიერთპატივისცემა სუფევს თუნდაც ერთ ქუჩაზე და... რა სამწუხაროა, რომ თბილისში, თავის დროზე სიყვარულითა და სითბოთი განთქმულ ქალაქში, ასეთი ქუჩა მხოლოდ ერთადერთია (მომიტევონ თანამოქალაქეებმა, სადმე სხვაგანაც თუ ხდება მსგავსი, მხოლოდ გავიხარებ)...

grisha
0

ლევან მშვილდაძე ქალაქის მერად რა თქმა უნდა ბატონი კახის შემდეგ, როცა მას აღარ ენდომება

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ბებომ, რომელიც სახლიდან იშვიათად გამოდის, მისი უსაყვარლესი სათამაშოები ჩამოგვიტანა" - როგორ მოეწყო ულამაზესი საახალწლო სივრცე თბილისის "ყველაზე სუფთა ქუჩაზე"?

"ბებომ, რომელიც სახლიდან იშვიათად გამოდის, მისი უსაყვარლესი სათამაშოები ჩამოგვიტანა" - როგორ მოეწყო ულამაზესი საახალწლო სივრცე თბილისის "ყველაზე სუფთა ქუჩაზე"?

სოციალურ ქსელში საახალწლოდ ძალიან ლამაზად გაფორმებული ქუჩის ფოტოები გამოჩნდა. როგორც გაირკვა, ის საოცარი საახალწლო განათებები, ნაძვის ხეები და დეკორაციები ზაქარიაძის ქუჩის მოსახლეობას ერთობლივი ძალებით გაუკეთებიათ. ჩვენ მოვძებნეთ ამ საქმის ორგანიზატორი და ერთ-ერთი კორპუსის თავმჯდომარე ლევან მშვილდაძე.

- მადლობა, რომ მოგეწონათ ჩვენი ქუჩა და მისი დეკორაციები. ნოემბრიდან დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რა გაგვეკეთებინა და როგორ მოგვერთო ჩვენი ქუჩა. დავუკავშირდი მეგობრებს, ჩემს მეზობლებს - პენსიონერებს, მოხუცებს, უხუცესებს, ახალგაზრდებს და მოვილაპარაკეთ, რა და როგორ გაგვეკეთებინა. ასათიანის შემოსახვევიდან დაწყებული, გადაწყდა, რომ თითოეული კორპუსის მიმდებარედ, ყველგან საახალწლო განწყობა შეგვექმნა.

- დღეს ყველა კორპუსთან არის სადღესასწაულო განწყობა, ზოგან განათებები, ნაძვის ხე...

- კი, ყველას მოჰქონდა სათამაშოები, საახალწლო დეკორაციები, რაც ჰქონდათ. ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო ერთ-ერთი მოხუცი ბებოს საქციელი, რომელიც სახლიდან გარეთ იშვიათად გამოდის. დამირეკა, სათამაშოები გადავაწყვე და როდის მოგაწოდოთო. მერე ჩამოვიდა მეხუთე სართულიდან და თავისი ხელით გადაწყობილი მისი უსაყვარლესი სამი სათამაშო ჩამომიტანა. 85 წლის ბებოს ამ დამოკიდებულებამ, სიყვარულმა ყველაფერი გადაწონა... მთავარი, სიყვარულით და გულით იყოს საქმე გაკეთებული და ვინ ფუმფულა სათამაშოს მოიტანს და ვინ კოშკებს ააშენებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მოკლედ, ავაგეთ ნაძვის ხეები, შევკარით გარკვეული კონსტრუქციები...

- ე.ი. მთელი ქუჩა სიხარულით ჩაერთო ქუჩის საახალწლო მოწყობაში.

- კი, შედუღება მამუკამ იცოდა, ელექტრობა ლევანი ძიამ ითავა, კონსტრუქციის გაკეთება ოთარი ბაბუამ შემოგვთავაზა და დაგვეხმარა იმაში, როგორ აგვეგო, მეგობარმა დიზაინერმა თავის კუთხით იმუშავა. ვისაც რა შეგვეძლო, ისე ვერთვებოდით ამაში. ყველაფრის ორგანიზატორი მე გახლდით, რომ ხალხი შემეკრიბა და ამ ერთი იდეის გარშემო გავერთიანებულიყავით. ჩემს ავტოფარეხში ვისაც რა შეეძლო, მოჰქონდა, სათამაშო, წვიმა, ნაძის ხე. საბოლოოდ გაჩნდა სლოგანი - „სიყვარული(თ)ბილისი 2023 წელი“. მერე პაატამ თქვა - მოდი, „თ“ გულში ჩავსვათო. ეს სლოგანი ნაძვის ხეზეც დავაწერეთ და ახლა ის არის ჩვენი 2023 წლის მთავარი სლოგანი. ყველაფერს ამ სლოგანით შევქმნით და გავაკეთებთ ზაქარიაძის ქუჩაზე.

- თოვლმაც როგორ გაგილამაზათ საახალწლო დეკორაციები...

- კი და შევკრიბეთ ბავშვები გავაკეთეთ ერთობლივად თოვლის ბაბუაც... მანამდე კი, 29 დეკემბერს 7 საათზე ბავშვებს შევხვდით. პატარები მშობლებთან ერთად მოვიდნენ, რომლებმაც თოვლის ბაბუას წერილები მოუტანეს. სანამ თოვლის ბაბუა მოვიდოდა და წერილებს წაიღებდა, მეგობარი ფანრით ეძებდა მას. იმ დროს კი მე „თოვლის ბაბუა“ სახურავზე ვიყავი. ჩამოვუშვი ტომარა, რომელშიც წერილები ჩაიყარა... გავახარეთ ბაბუები, ბებიები, ბავშვები, გამვლელები. ჩვენ შეგვიძლია, სხვა ადამიანებიც გავახაროთ. ამ თითოეული დეტალის გაკეთებაში დიდი შრომა ჩაიდო. ეს ყველაფერი ჩვენია, ყველასი ერთად. ამიტომ ყველამ რომ ვიგრძნოთ შინაგანად ერთად რა შეგვიძლია, არავის დაველოდებოდით. ვის უნდა დაველოდოთ, სიკეთე თვითონ ვაკეთოთ, რომ ერთმანეთი გავახაროთ.

- მოსახლეობა გაგებით ეკიდება და არ ანაგვიანებს ტერიტორიას?

- ახლა ფსიქოლოგებთან ვმუშაობთ იმაზე, რომ როგორ ჩავნერგოთ ადამიანებში ის, რომ არ გადაყარონ ნაგავი ფანჯრიდან, სამშენებლო ნაგავი არ მიიტანონ ბუნკერთან, საკუთარი ძაღლის ფეკალიები თავად აიღონ... ადამიანებს არ გვინდა აგრესიით მივმართოთ და ამიტომაც სწორად რომ გაკეთდეს ყველაფერი, ფსიქოლოგებთან ერთად ვიმოქმედებთ. დამზადდება წარწერები სიტყვაზე ასეთი - „არ დაყაროთ ნაგავი“, „გთხოვთ, ავიღოთ ძაღლის ფეკალიები“, „მანქანას ზებრაზე ნუ გააჩერებთ“, „ნაგავი ურნასთან მივიტანოთ“ - ასეთი ნიშნულები მთელ ქუჩაზე გვექნება. მერე კანონებით ავუხსნით, რომ ამა თუ იმ არასწორი ქმედებისას რა ჯარიმის გადახდა მოუწევთ. თუ არ მოხდა ამ ყველაფრის დაცვა და მაინც დაარღვიეს, ამას კამერები დააფიქრებს და დაჯარიმდებიან.

- მწვანე ნარგავებიც საკმარისად გაქვთ გარშემო დარგული...

- კი, ასობით ნერგია დარგული, მათ შორის, ზეთის ხილის ხე, რომელიც 1500 ლარი გადავიხადეთ ყველამ ერთად. ბევრი ძვირფასი მარადმწვანე ხეა. პროფესიით ექიმი და ეკონომისტი ვარ, ამასთან, სნოუბორდის ფედერაციის პრეზიდენტი, მაგრამ მომიწია ამ საქმის შესწავლაც. კარგად გავთვითცნობიერდი მებაღეობაში. როდესაც ამ ხეებს ვრგავდი, პირდაპირ კორპუსიდან 82 წლის ბატონი გოგი გოთუა გამოვიდა და დეტალურად ამიხსნა, რა როგორ უნდა გამეკეთებინა. რა მცენარეს რა სჭირდებოდა. მერე ამ ადამიანს დავუახლოვდი. ის მანანა დოიჯაშვილის, კონსერვატორიის რექტორის მეუღლე აღმოჩნდა, ბატონი გოგი 45 წელიწადია, ლანდშაფტის დიზაინერია და მსოფლიო აქვს მოვლილი.

- როგორც მითხარით, თქვენს ქუჩას ასევე ყველაზე სუფთა ქუჩის სტატუსი აქვს მინიჭებული...

- 2 წელიწადია, რაც „სუფთა ქალაქი, სუფთა ქუჩა“ კონკურსი ტარდება. მას ნინო ჩხობაძე, შვედეთის საელჩო და გარემოს დაცვის სამინისტრო ატარებს. ეს რომ გავიგეთ, ფოტოები გავგზავნეთ და გავიმარჯვეთ ზედიზედ 2021 წელს და 2022-ში. ყველაზე ლამაზი და სუფთა ქუჩის სტატუსი მოვიპოვეთ. დაგვაჯილდოვეს. არ გვეგონა, თუ ასეთი მასშტაბური კონკურსი და საინტერესო ჟიური იქნებოდა. ახლა „სიყვარულითბილისი 2023 წელი“ - ამ სლოგანით, როგორც გითხარით, ბევრ პროექტს გავაკეთებთ მოსახლეობა.