სპორტი
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უილ სმიტის ცოლის სახელი თქვენი საძაგელი პირით არ ახსენოთ“ - ედი მერფის ხუმრობა "ოქროს გლობუსზე" და სამი წესი წარმატების მისაღწევად მსახიობისგან
"უილ სმიტის ცოლის სახელი თქვენი საძაგელი პირით არ ახსენოთ“ - ედი მერფის ხუმრობა "ოქროს გლობუსზე" და სამი წესი წარმატების მისაღწევად მსახიობისგან

ლოს ან­ჯე­ლეს­ში, სას­ტუმ­რო Beverley Hilton-ში "ოქ­როს გლო­ბუ­სით" და­ჯილ­დო­ე­ბის რი­გით მე-80 ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა და გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა ვარ­სკვლა­ვე­ბი კი­დევ ერთხელ იხი­ლა წი­თელ ხა­ლი­ჩა­სა და სცე­ნა­ზე.

და­ჯილ­დო­ე­ბულ მსა­ხი­ო­ბებს შო­რის 61 წლის ედი მერ­ფიც იყო, რო­მე­ლიც სე­სილ დე­მი­ლის ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი გახ­და. წარ­სულ­ში ეს პრი­ზი მი­ღე­ბუ­ლი აქვს ჯორჯ ქლუ­ნის, ჯეინ ფონ­დას, მორ­გან ფრი­მენს, ჯუდი ფოს­ტერს, სტი­ვენ სპილ­ბერგს, რო­ბინ უი­ლი­ამსს, ტომ ჰენკს და კი­დევ მრა­ვალ სხვას.

ედიმ, სა­მად­ლო­ბე­ლი სი­ტყვის წარ­მოთ­ქმის შემ­დეგ, "ოს­კა­რის“ და­ჯილ­დო­ე­ბის შარ­შან­დე­ლი ცე­რე­მო­ნია გა­იხ­სე­ნა, კონ­კრე­ტუ­ლად კი ის ეპი­ზო­დი, როცა უილ სმი­ტი სცე­ნა­ზე ავი­და და კრის როკს სილა გა­აწ­ნა, რად­გან მან უი­ლის ცო­ლის, ჯე­ი­და პინ­კეტ სმი­ტის შე­სა­ხებ უხე­შად იხუმ­რა. სცე­ნა­ზე ას­ვლამ­დე კი კრისს ასე უყ­ვი­რო­და - "ჩემი ცო­ლის სა­ხე­ლი შენი სა­ძა­გე­ლი პი­რით არ ახ­სე­ნო."

  • ედი მერ­ფიმ სცე­ნი­დან აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე ხუმ­რო­ბა გა­და­წყვი­ტა.

"46 წე­ლია, რაც შოუ-ბიზ­ნეს­ში ვარ, ფილ­მე­ბის ინ­დუსტრი­ა­ში კი, 41. თა­ვი­სუფ­ლად შე­მიძ­ლია ვიდ­გე აქ და სა­ხე­ლე­ბი მა­ნამ­დე ჩა­მოვ­თვა­ლო, სა­ნამ ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე არ და­ი­წყე­ბენ დაკ­ვრას, მაგ­რამ მოკ­ლედ ვი­ტყვი. ყვე­ლა ახალ­ბე­და მე­ოც­ნე­ბეს და ხე­ლო­ვანს, რო­მე­ლიც დღეს აქ არის, მინ­და რა­ღაც ვურ­ჩიო.

მინ­და გი­თხრათ, რომ არ­სე­ბობს უკვე შედ­გე­ნი­ლი გეგ­მა, რო­მელ­საც შე­გიძ­ლი­ათ მიჰ­ყვეთ, რათა წარ­მა­ტე­ბას, კე­თილ­დღე­ო­ბას, დღეგ­რძე­ლო­ბას და სიმ­შვი­დეს მი­აღ­წი­ოთ.“

ედი მერ­ფიმ ყვე­ლას გა­უ­ზი­ა­რა ამ ყვე­ლაფ­რის მი­საღ­წე­ვად სამი "ოქ­როს წესი":

"ეს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, სამი რამ უნდა გა­ა­კე­თოთ: გა­და­ი­ხა­დოთ გა­და­სა­ხა­დე­ბი, თქვენს საქ­მეს მი­ხე­დოთ და უილ სმი­ტის ცო­ლის სა­ხე­ლი თქვე­ნი სა­ძა­გე­ლი პი­რით არ ახ­სე­ნოთ“.

წყა­რო: people

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოლომონი
2

საღოლ ვილ სმიტს!!!! არც სახელი აკლია და არც ფული!! ეს მასხარები ჩაივლიან, გაქრებიან, მაგრამ რაც მან მეუღლის დასაცავად გააკეთა სამუდამოდ დარჩება!!! 

,,რიკი-ტიკი-ტავი,,
0

რა მაგარი ქალი დაუთრევია?! მაგ; რობერტ დე ნიროს ,,შავკანიანი,, ქალები მოსწოხს, ამას პირიქით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"უილ სმიტის ცოლის სახელი თქვენი საძაგელი პირით არ ახსენოთ“ - ედი მერფის ხუმრობა "ოქროს გლობუსზე" და სამი წესი წარმატების მისაღწევად მსახიობისგან

"უილ სმიტის ცოლის სახელი თქვენი საძაგელი პირით არ ახსენოთ“ - ედი მერფის ხუმრობა "ოქროს გლობუსზე" და სამი წესი წარმატების მისაღწევად მსახიობისგან

ლოს ანჯელესში, სასტუმრო Beverley Hilton-ში "ოქროს გლობუსით" დაჯილდოების რიგით მე-80 ცერემონია გაიმართა და გულშემატკივარმა ვარსკვლავები კიდევ ერთხელ იხილა წითელ ხალიჩასა და სცენაზე.

დაჯილდოებულ მსახიობებს შორის 61 წლის ედი მერფიც იყო, რომელიც სესილ დემილის ჯილდოს მფლობელი გახდა. წარსულში ეს პრიზი მიღებული აქვს ჯორჯ ქლუნის, ჯეინ ფონდას, მორგან ფრიმენს, ჯუდი ფოსტერს, სტივენ სპილბერგს, რობინ უილიამსს, ტომ ჰენკს და კიდევ მრავალ სხვას.

ედიმ, სამადლობელი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, "ოსკარის“ დაჯილდოების შარშანდელი ცერემონია გაიხსენა, კონკრეტულად კი ის ეპიზოდი, როცა უილ სმიტი სცენაზე ავიდა და კრის როკს სილა გააწნა, რადგან მან უილის ცოლის, ჯეიდა პინკეტ სმიტის შესახებ უხეშად იხუმრა. სცენაზე ასვლამდე კი კრისს ასე უყვიროდა - "ჩემი ცოლის სახელი შენი საძაგელი პირით არ ახსენო."

  • ედი მერფიმ სცენიდან აღნიშნულ თემაზე ხუმრობა გადაწყვიტა.

"46 წელია, რაც შოუ-ბიზნესში ვარ, ფილმების ინდუსტრიაში კი, 41. თავისუფლად შემიძლია ვიდგე აქ და სახელები მანამდე ჩამოვთვალო, სანამ ფორტეპიანოზე არ დაიწყებენ დაკვრას, მაგრამ მოკლედ ვიტყვი. ყველა ახალბედა მეოცნებეს და ხელოვანს, რომელიც დღეს აქ არის, მინდა რაღაც ვურჩიო.

მინდა გითხრათ, რომ არსებობს უკვე შედგენილი გეგმა, რომელსაც შეგიძლიათ მიჰყვეთ, რათა წარმატებას, კეთილდღეობას, დღეგრძელობას და სიმშვიდეს მიაღწიოთ.“

ედი მერფიმ ყველას გაუზიარა ამ ყველაფრის მისაღწევად სამი "ოქროს წესი":

"ეს ძალიან მარტივია, სამი რამ უნდა გააკეთოთ: გადაიხადოთ გადასახადები, თქვენს საქმეს მიხედოთ და უილ სმიტის ცოლის სახელი თქვენი საძაგელი პირით არ ახსენოთ“.

წყარო: people

მოამზადა: ანა სიბოშვილმა