მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სანქციები მოქმედებს ფალსიფიცირებული სათამაშოების რეალიზატორების მიმართ და რატომ არიან ბავშვები საფრთხის ქვეშ?
რა სანქციები მოქმედებს ფალსიფიცირებული სათამაშოების რეალიზატორების მიმართ და რატომ არიან ბავშვები საფრთხის ქვეშ?

ევ­რო­პის ბევ­რი ქვეყ­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნო სა­თა­მა­შო­ე­ბი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად იყი­დე­ბა. მათ შეხ­ვდე­ბით ბაზ­რო­ბებ­ზე, სა­ვაჭ­რო მო­ლებ­ში, ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ზე მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ებ­ში და ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის „ფე­ის­ბუქ“ და ვებგ­ვერ­დებ­ზეც.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 2020 წლის 20 იან­ვარს დამ­ტკიც­და მთავ­რო­ბის N47 დად­გე­ნი­ლე­ბა სა­თა­მა­შო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის დამ­ტკი­ცე­ბის თა­ო­ბა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­თა­მა­შო­ე­ბი უნდა შე­მოწ­მდეს რო­გორც დო­კუ­მენ­ტუ­რად, ისე ვი­ზუ­ა­ლუ­რად და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და სა­ხელ­მწი­ფომ კონ­ტრო­ლი გა­ამ­კაც­რა. სა­კი­თხი მა­ინც პრობ­ლე­მუ­რად რჩე­ბა. 2020 წელს დამ­ტკი­ცე­ბულ რეგ­ლა­მენ­ტში ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და და სა­ბო­ლოო სა­ხით 2021 წლის ივ­ლის­ში ამოქ­მედ­და.

დღეს სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტი იმ­პორ­ტი­რე­ბულ სა­თა­მა­შო­ებს აკონ­ტრო­ლებს და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ექ­სპერ­ტი­ზა­საც უტა­რებს, თუმ­ცა ბავ­შვე­ბამ­დე მა­ინც აღ­წევს ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი.

პრო­დუქ­ტის გა­ყალ­ბე­ბის სა­კი­თხი იყო­ფა სამ ნა­წი­ლად: პირ­ვე­ლი - შე­იძ­ლე­ბა სა­თა­მა­შო გა­ყალ­ბე­ბუ­ლი სა­სა­ქონ­ლო ნიშ­ნით იყი­დე­ბო­დეს, მე­ო­რე - პრო­დუქ­ტი ტყვი­ას და ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­შიშ სხვა ნივ­თი­ე­რე­ბებს შე­ი­ცავ­დეს და მე­სა­მე - შე­იძ­ლე­ბა, ორი­ვე პრობ­ლე­მა ერთ პრო­დუქ­ტში გვხვდე­ბო­დეს. რა ბერ­კე­ტე­ბი არ­სე­ბობს ამ პრობ­ლე­მას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად და რა სან­ქცი­ე­ბი ეკის­რე­ბათ ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბის რე­ა­ლი­ზა­ტო­რებს, ამის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი თაქთა­ქიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა:

რამ­დე­ნად პრობ­ლე­მუ­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­თა­მა­შო­ებ­ზე ყალ­ბი სა­სა­ქონ­ლო ნიშ­ნის და­ტა­ნა და ძი­რი­თა­დად რა სა­ხის პრო­დუქ­ცი­ა­ზე ხდე­ბა ეს?

ეს ქვეყ­ნის­თვის ნამ­დვი­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მაა, რად­გან ყალ­ბი სა­ქო­ნელბ­რუნ­ვის მას­შტა­ბე­ბი საკ­მა­ოდ დი­დია, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, აღ­ნიშ­ნუ­ლი მას­შტა­ბე­ბი სფე­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით გან­სხვავ­დე­ბა. ისეთ სფე­რო­ებ­ში, რო­გო­რიც არის ტა­ნი­სა­მო­სით, სა­ა­თე­ბით, სუ­ნა­მო­ე­ბით, სა­თა­მა­შო­ე­ბით ვაჭ­რო­ბა, ბაზ­რის ძა­ლი­ან დიდი წილი ყალბ პრო­დუქ­ცი­ას უჭი­რავს.

სა­ბა­ჟო სამ­სა­ხუ­რი აქ­ტი­უ­რად ებ­რძვის ამ პრობ­ლე­მას რო­გორც სა­თა­მა­შო­ე­ბის, ისე სხვა პრო­დუქ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­მიძ­ლია გა­ვიხ­სე­ნო შემ­თხვე­ვა, რომ 4 000 ერ­თე­უ­ლი ყალ­ბი სა­ქო­ნე­ლი შე­უ­ჩე­რე­ბი­ათ სა­ბა­ჟო­ზე, სა­თა­მა­შო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც აღ­მო­უ­ჩე­ნი­ათ ასე­უ­ლო­ბით ასე­თი პრო­დუქ­ტი და ა. შ.

კარ­გია, რომ სა­ხელ­მწი­ფო აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი ამ ბრძო­ლა­ში სა­სა­ქონ­ლო ნიშ­ნე­ბის მფლო­ბე­ლებ­თან ერ­თად. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ პრობ­ლე­მის და­საძ­ლე­ვად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თვი­თონ ავ­თენ­ტუ­რი პრო­დუქ­ცი­ის მწარ­მო­ებ­ლე­ბი იჩენ­დნენ ინი­ცი­ა­ტი­ვას და სა­ხელ­მწი­ფოს მი­მარ­თავ­დნენ შე­სა­ბა­მი­სი მო­თხოვ­ნით, რად­გან ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა აქ­ტი­უ­რი და აგ­რე­სი­უ­ლი ბრძო­ლის შე­დე­გად ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ნა­კა­დი იკ­ლებს ან უბ­რა­ლოდ აღარ შე­მო­დის ქვე­ყა­ნა­ში, რად­გან მისი იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი ხე­და­ვენ, რომ პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბათ.

ანუ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ავ­თენ­ტუ­რი პრო­დუქ­ცი­ის მწარ­მო­ებ­ლე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა, ბაზ­რი­დან გაქ­რეს ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც გარ­და იმი­სა, რომ მათ ფი­ნან­სუ­რად აზა­რა­ლებს და იმი­ჯის ულა­ხავს, შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვი­საც კი იყოს სა­ზი­ა­ნო?

დიახ, ეს არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბა. ამ ეტაპს წინ უძღვის ორი მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტი: პირ­ვე­ლი - უნდა არ­სე­ბობ­დეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რად­გან მის გა­რე­შე ბრენ­დის მფლო­ბე­ლი ვე­რა­ფერს მი­აღ­წევს და მე­ო­რე - უნდა არ­სე­ბობ­დეს მისი აღ­სრუ­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო მე­ქა­ნიზ­მე­ბი ანუ სა­ბა­ჟო სამ­სა­ხუ­რი, რო­მელ­საც სა­ზღვარ­ზე გა­ყალ­ბე­ბულ სა­ქო­ნელ­თან ბრძო­ლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გა­აჩ­ნია. კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ­სე­ბობს და სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტიც პრო­დუქ­ცი­ას ამოწ­მებს, თუმ­ცა უფ­ლე­ბის მფლო­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის აქ­ტი­უ­რო­ბა, ყალ­ბი პრო­დუქ­ცი­ის შე­მო­დი­ნე­ბას­თან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბრძო­ლის მე­სა­მე აუ­ცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ზო­მებს იღებს სა­ხელ­მწი­ფო უკვე ბა­ზარ­ზე მოხ­ვედ­რი­ლი და აღ­მო­ჩე­ნი­ლი ყალ­ბი პრო­დუქ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ?

გა­ყალ­ბე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას სა­სა­ქონ­ლო ნიშ­ნის მფლო­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა ებ­რძო­ლოს სამი მე­თო­დით: პირ­ვე­ლი - სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მარ­თლებ­რი­ვი წე­სით და­ვის აღ­ძვრით. ამ შემ­თხვე­ვა­ში შემ­დე­გი ტი­პის ამო­ცა­ნე­ბი დგას: მო­პა­სუ­ხის­თვის შემ­დგომ­ში იგი­ვე ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნის აკ­რძალ­ვა, მე­ო­რე - პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბამ­დე სა­ქონ­ლის და­ყა­და­ღე­ბა და შემ­დეგ მისი გა­ნად­გუ­რე­ბა და მე­სა­მე - ფუ­ლა­დი კომ­პენ­სა­ცი­ის და­კის­რე­ბა, რომ­ლის ოდე­ნო­ბაც და­მო­კი­დე­ბუ­ლია დარ­ღვე­ვის მას­შტაბ­ზე. ეს არის გრძე­ლი გზა. არ­სე­ბობს მოკ­ლე გზაც, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს სა­ხელ­მწი­ფოს ჩარ­თუ­ლო­ბას და დამ­რღვე­ვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ან სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მას.

რა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლი ტი­პის სან­ქცია გა­მო­ი­ყე­ნე­ბა დამ­რღვე­ვის მი­მართ? – ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია დარ­ღვე­ვის მას­შტაბ­ზე. დღეს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, რო­მე­ლიც იმე­დია, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­და­ი­სინ­ჯე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გამ­კაცრ­დე­ბა, ასე­თი ვი­თა­რე­ბა გვაქვს:

ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან იმიჯ­ნე­ბა ორი კრი­ტე­რი­უ­მის მი­ხედ­ვით: თუ აღ­მოჩ­ნდა, რომ ყალ­ბი სა­ქო­ნე­ლი 1000 ერ­თე­ულ­ზე მე­ტია ან მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 5 000 ლარს აღე­მა­ტე­ბა, მა­შინ საქ­მე­ში ერ­თვე­ბა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი და საქ­მე მი­დის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის კუ­თხით. თუკი აღ­მო­ჩე­ნი­ლი ყალ­ბი პრო­დუქ­ცი­ის რა­ო­დე­ნო­ბა 1000 ცალ­ზე ნაკ­ლე­ბია, ხოლო მისი სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ აღე­მა­ტე­ბა 5 000 ლარს, მა­შინ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი იწყებს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პრო­ცე­დუ­რას, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ყალ­ბი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ტორს, ყალ­ბი სა­ქონ­ლის კონ­ფის­კა­ცი­ას­თან ერ­თად, შე­იძ­ლე­ბა და­ე­კის­როს ჯა­რი­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის დად­გო­მის შემ­თხვე­ვა­ში, კა­ნო­ნი ფორ­მა­ლუ­რად ჯა­რი­მა­საც და თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს.

იმი­სათ­ვის, რომ პრობ­ლე­მას უფრო ეფექ­ტი­ა­ნად ვებ­რძო­ლოთ და ორი­გი­ნა­ლი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ტორ­თა და მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბი მე­ტად და­ცუ­ლი იყოს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კა­ნო­ნის უფრო ეფექ­ტი­ა­ნად აღ­სრუ­ლე­ბა და მისი კი­დევ უფრო გამ­კაც­რე­ბა.

ძი­რი­თა­დად, რა სა­ხის სა­თა­მა­შო­ე­ბი ყალბ­დე­ბა და რამ­დე­ნად გა­ი­ზარ­და იმ ბრენ­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ვინც ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვის?

გა­ყალ­ბე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ის სა­ქო­ნე­ლი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია და მას­ზე მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნაა, ასე ხდე­ბა სა­თა­მა­შო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ 10 წლის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა ბრენ­დის გა­ყალ­ბე­ბა იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კი უკვე ავ­თენ­ტუ­რი პრო­დუქ­ცი­ის მწარ­მო­ებ­ლე­ბი იჩე­ნენ ინი­ცი­ა­ტი­ვას, და­იც­ვან თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბი. ამას­თან, რად­გა­ნაც სა­ხელ­მწი­ფო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლით, მწარ­მო­ებ­ლებ­საც უჩ­ნდე­ბათ მო­ლო­დი­ნი, რომ მათ სა­ხელ­მწი­ფოს­გან ადეკ­ვა­ტუ­რი თა­ნად­გო­მა ექ­ნე­ბათ.

რამ­დე­ნად მიგ­ვიყ­ვანს აღ­ნიშ­ნუ­ლი ტენ­დენ­ცია იქამ­დე, რომ მა­ღა­ზი­ის თა­რო­ე­ბამ­დე საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი და ყალ­ბი სა­თა­მა­შო­ე­ბი აღარ მივა?

გა­ყალ­ბე­ბუ­ლი სა­ქო­ნე­ლი იყი­დე­ბა ყველ­გან, მათ შო­რის გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­შიც, მაგ­რამ ასეთ ქვეყ­ნებ­ში გა­ყალ­ბე­ბუ­ლი სა­ქო­ნე­ლი არ რე­ა­ლიზ­დე­ბა ისე­თი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ფორ­მით, რო­გორც ჩვენ­თან. სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან ორი­გი­ნა­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბის მსხვი­ლი იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი და რი­თე­ი­ლე­რე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც მომ­ხმა­რებ­ლის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი და მათ სან­დო­ო­ბაც მა­ღა­ლია. იმი­სათ­ვის, რომ მათი უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი იყოს, მკაც­რად უნდა კონ­ტროლ­დე­ბო­დეს ყალ­ბი და რიგ შემ­თხვე­ვებ­ში საფრ­თხის შემ­ცვე­ლი სა­ქონ­ლის შე­მო­ტა­ნა-რე­ა­ლი­ზა­ცია.

თუ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ გამ­კაცრ­და და თუ სა­ხელ­მწი­ფომ რე­ა­ლუ­რად არ და­ი­წყო ამ პრობ­ლე­მას­თან ბრძო­ლა,ვი­თა­რე­ბა არ დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა და ორი­გი­ნა­ლი პრო­დუქ­ცი­ის რი­თე­ი­ლე­რი კომ­პა­ნი­ე­ბი ისევ უმ­ცი­რე­სო­ბა­ში იქ­ნე­ბი­ან.

მეც ვიცი რაღაც
0

კანონმდებლობა და კონტროლი საკმაოდ მკაცრია-არსებობს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო (საელმწიფო ორგანო)TACSA, რომელიც ბაზარზე განთავსებამდე აკონტროლებს მავნეობაზე ყველა საქონელს.ჯერ სანამდაწერდეთ გეკითხათ GOOGLE-სათვის მაინც!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

რა სანქციები მოქმედებს ფალსიფიცირებული სათამაშოების რეალიზატორების მიმართ და რატომ არიან ბავშვები საფრთხის ქვეშ?

რა სანქციები მოქმედებს ფალსიფიცირებული სათამაშოების რეალიზატორების მიმართ და რატომ არიან ბავშვები საფრთხის ქვეშ?

ევროპის ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში ფალსიფიცირებული, რიგ შემთხვევებში ბავშვის ჯანმრთელობისთვის საზიანო სათამაშოები ორგანიზებულად იყიდება. მათ შეხვდებით ბაზრობებზე, სავაჭრო მოლებში, ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე მაღაზიებში და ელექტრონული კომერციის „ფეისბუქ“ და ვებგვერდებზეც.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 20 იანვარს დამტკიცდა მთავრობის N47 დადგენილება სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე, რომლის თანახმად, სათამაშოები უნდა შემოწმდეს როგორც დოკუმენტურად, ისე ვიზუალურად და ლაბორატორიულად და სახელმწიფომ კონტროლი გაამკაცრა. საკითხი მაინც პრობლემურად რჩება. 2020 წელს დამტკიცებულ რეგლამენტში ცვლილებები განხორციელდა და საბოლოო სახით 2021 წლის ივლისში ამოქმედდა.

დღეს საბაჟო დეპარტამენტი იმპორტირებულ სათამაშოებს აკონტროლებს და საჭიროების შემთხვევაში, ლაბორატორიულ ექსპერტიზასაც უტარებს, თუმცა ბავშვებამდე მაინც აღწევს ფალსიფიცირებული სათამაშოები.

პროდუქტის გაყალბების საკითხი იყოფა სამ ნაწილად: პირველი - შეიძლება სათამაშო გაყალბებული სასაქონლო ნიშნით იყიდებოდეს, მეორე - პროდუქტი ტყვიას და ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიშ სხვა ნივთიერებებს შეიცავდეს და მესამე - შეიძლება, ორივე პრობლემა ერთ პროდუქტში გვხვდებოდეს. რა ბერკეტები არსებობს ამ პრობლემასთან საბრძოლველად და რა სანქციები ეკისრებათ ფალსიფიცირებული სათამაშოების რეალიზატორებს, ამის შესახებ დეტალურად ადვოკატი გიორგი თაქთაქიშვილი გვესაუბრა:

რამდენად პრობლემურია საქართველოში სათამაშოებზე ყალბი სასაქონლო ნიშნის დატანა და ძირითადად რა სახის პროდუქციაზე ხდება ეს?

ეს ქვეყნისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან ყალბი საქონელბრუნვის მასშტაბები საკმაოდ დიდია, რასაკვირველია, აღნიშნული მასშტაბები სფეროების მიხედვით განსხვავდება. ისეთ სფეროებში, როგორიც არის ტანისამოსით, საათებით, სუნამოებით, სათამაშოებით ვაჭრობა, ბაზრის ძალიან დიდი წილი ყალბ პროდუქციას უჭირავს.

საბაჟო სამსახური აქტიურად ებრძვის ამ პრობლემას როგორც სათამაშოების, ისე სხვა პროდუქციის მიმართულებით. შემიძლია გავიხსენო შემთხვევა, რომ 4 000 ერთეული ყალბი საქონელი შეუჩერებიათ საბაჟოზე, სათამაშოების შემთხვევაშიც აღმოუჩენიათ ასეულობით ასეთი პროდუქტი და ა. შ.

კარგია, რომ სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული ამ ბრძოლაში სასაქონლო ნიშნების მფლობელებთან ერთად. უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემის დასაძლევად მნიშვნელოვანია თვითონ ავთენტური პროდუქციის მწარმოებლები იჩენდნენ ინიციატივას და სახელმწიფოს მიმართავდნენ შესაბამისი მოთხოვნით, რადგან ხშირია შემთხვევები, როცა აქტიური და აგრესიული ბრძოლის შედეგად ფალსიფიცირებული პროდუქციის ნაკადი იკლებს ან უბრალოდ აღარ შემოდის ქვეყანაში, რადგან მისი იმპორტიორები ხედავენ, რომ პრობლემები ექმნებათ.

ანუ ყველაზე მნიშვნელოვანია, ავთენტური პროდუქციის მწარმოებლების დაინტერესება, ბაზრიდან გაქრეს ფალსიფიცირებული პროდუქტი, რომელიც გარდა იმისა, რომ მათ ფინანსურად აზარალებს და იმიჯის ულახავს, შეიძლება ჯანმრთელობისთვისაც კი იყოს საზიანო?

დიახ, ეს არის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. ამ ეტაპს წინ უძღვის ორი მთავარი კომპონენტი: პირველი - უნდა არსებობდეს კანონმდებლობა, რადგან მის გარეშე ბრენდის მფლობელი ვერაფერს მიაღწევს და მეორე - უნდა არსებობდეს მისი აღსრულებისთვის საჭირო მექანიზმები ანუ საბაჟო სამსახური, რომელსაც საზღვარზე გაყალბებულ საქონელთან ბრძოლის უფლებამოსილება გააჩნია. კანონმდებლობა არსებობს და საბაჟო დეპარტამენტიც პროდუქციას ამოწმებს, თუმცა უფლების მფლობელი კომპანიის აქტიურობა, ყალბი პროდუქციის შემოდინებასთან წარმატებული ბრძოლის მესამე აუცილებელი წინაპირობაა.

საინტერესოა, რა ზომებს იღებს სახელმწიფო უკვე ბაზარზე მოხვედრილი და აღმოჩენილი ყალბი პროდუქციის წინააღმდეგ?

გაყალბებული პროდუქციის რეალიზაციას სასაქონლო ნიშნის მფლობელი შეიძლება ებრძოლოს სამი მეთოდით: პირველი - სამოქალაქო სამართლებრივი წესით დავის აღძვრით. ამ შემთხვევაში შემდეგი ტიპის ამოცანები დგას: მოპასუხისთვის შემდგომში იგივე ქმედების ჩადენის აკრძალვა, მეორე - პროცესის დასრულებამდე საქონლის დაყადაღება და შემდეგ მისი განადგურება და მესამე - ფულადი კომპენსაციის დაკისრება, რომლის ოდენობაც დამოკიდებულია დარღვევის მასშტაბზე. ეს არის გრძელი გზა. არსებობს მოკლე გზაც, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს ჩართულობას და დამრღვევის ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას.

რაზეა დამოკიდებული, რომელი ტიპის სანქცია გამოიყენება დამრღვევის მიმართ? – ეს დამოკიდებულია დარღვევის მასშტაბზე. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, რომელიც იმედია, უახლოეს მომავალში გადაისინჯება და პასუხისმგებლობა გამკაცრდება, ასეთი ვითარება გვაქვს:

ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან იმიჯნება ორი კრიტერიუმის მიხედვით: თუ აღმოჩნდა, რომ ყალბი საქონელი 1000 ერთეულზე მეტია ან მისი ღირებულება 5 000 ლარს აღემატება, მაშინ საქმეში ერთვება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და საქმე მიდის სისხლის სამართლებრივი დევნის კუთხით. თუკი აღმოჩენილი ყალბი პროდუქციის რაოდენობა 1000 ცალზე ნაკლებია, ხოლო მისი საბაზრო ღირებულება არ აღემატება 5 000 ლარს, მაშინ შემოსავლების სამსახური იწყებს ადმინისტრაციულ პროცედურას, რომლის ფარგლებშიც ყალბი პროდუქციის რეალიზატორს, ყალბი საქონლის კონფისკაციასთან ერთად, შეიძლება დაეკისროს ჯარიმა.

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის შემთხვევაში, კანონი ფორმალურად ჯარიმასაც და თავისუფლების შეზღუდვასაც ითვალისწინებს.

იმისათვის, რომ პრობლემას უფრო ეფექტიანად ვებრძოლოთ და ორიგინალი პროდუქციის რეალიზატორთა და მომხმარებელთა უფლებები მეტად დაცული იყოს, მნიშვნელოვანია კანონის უფრო ეფექტიანად აღსრულება და მისი კიდევ უფრო გამკაცრება.

ძირითადად, რა სახის სათამაშოები ყალბდება და რამდენად გაიზარდა იმ ბრენდების რაოდენობა, ვინც ფალსიფიცირებული პროდუქციის წინააღმდეგ იბრძვის?

გაყალბებას ექვემდებარება ის საქონელი, რომელიც ცნობილია და მასზე მაღალი მოთხოვნაა, ასე ხდება სათამაშოების შემთხვევაშიც.

წარმოიდგინეთ, რომ 10 წლის წინ საქართველოში ფაქტობრივად, ყველა ბრენდის გაყალბება იყო შესაძლებელი. წლების განმავლობაში კი უკვე ავთენტური პროდუქციის მწარმოებლები იჩენენ ინიციატივას, დაიცვან თავიანთი უფლებები. ამასთან, რადგანაც სახელმწიფო დაინტერესებულია ფალსიფიცირებული პროდუქციის წინააღმდეგ ბრძოლით, მწარმოებლებსაც უჩნდებათ მოლოდინი, რომ მათ სახელმწიფოსგან ადეკვატური თანადგომა ექნებათ.

რამდენად მიგვიყვანს აღნიშნული ტენდენცია იქამდე, რომ მაღაზიის თაროებამდე საფრთხისშემცველი და ყალბი სათამაშოები აღარ მივა?

გაყალბებული საქონელი იყიდება ყველგან, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც, მაგრამ ასეთ ქვეყნებში გაყალბებული საქონელი არ რეალიზდება ისეთი ორგანიზებული ფორმით, როგორც ჩვენთან. საქართველოში არიან ორიგინალი სათამაშოების მსხვილი იმპორტიორები და რითეილერები, რომელთა შესახებაც მომხმარებლისთვის კარგად არის ცნობილი და მათ სანდოობაც მაღალია. იმისათვის, რომ მათი უფლებები დაცული იყოს, მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს ყალბი და რიგ შემთხვევებში საფრთხის შემცველი საქონლის შემოტანა-რეალიზაცია.

თუ პასუხისმგებლობა არ გამკაცრდა და თუ სახელმწიფომ რეალურად არ დაიწყო ამ პრობლემასთან ბრძოლა,ვითარება არ დასტაბილურდება და ორიგინალი პროდუქციის რითეილერი კომპანიები ისევ უმცირესობაში იქნებიან.