პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩანაწერი არც გვჭირდებოდა... "ლაივშიც" გვაქვს მოსმენილი მელიას მიერ სააკაშვილის მისამართით გამოთქმული "სიტყვები" - რას წერს თაკო ჩარკვიანი?
"ჩანაწერი არც გვჭირდებოდა... "ლაივშიც" გვაქვს მოსმენილი მელიას მიერ სააკაშვილის მისამართით გამოთქმული "სიტყვები" - რას წერს თაკო ჩარკვიანი?

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი თაკო ჩარ­კვი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა ნიკა მე­ლი­ას ფა­რულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერს, რომ­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბაც ჯერ­ჯე­რო­ბით არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა.

ჩარ­კვი­ა­ნი ნიკა მე­ლი­ას აკ­რი­ტი­კებს და წერს, რომ მას ჩა­ნა­წე­რის გა­რე­შეც აქვს მოს­მე­ნი­ლი ნიკა მე­ლი­ას მიერ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმუ­ლი "სი­ტყვე­ბი".

"გავ­რცელ­და ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი ნიკა მე­ლი­ას სა­უბ­რი­სა, სა­დაც ის მე­სა­მე პრე­ზი­დენტს უდი­ე­რად-უწ­მა­წუ­რად მო­იხ­სე­ნი­ებს. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მკი­თხეს აზრი ამის თა­ო­ბა­ზე: ზო­გა­დად ვერ ვი­ტან ჩამ­წე­რებს, გა­მავ­რცე­ლებ­ლებს და ამი­ტო­მაც ჩემს ფბ კე­დელ­ზე არ დავ­დე ეს ჩა­ნა­წე­რი, ჩემს ბავ­შვო­ბა­ში "ანო­ნიმსჩი­კებს" ეძახ­დნენ მთე­ლი არ­სე­ბით ვებ­რძვი მათ ......

არც მის ავ­თენ­ტუ­რო­ბა­ზე ვი­სა­უბ­რებ, თუმ­ცა მე და ბევ­რს ჩა­ნა­წე­რი არ გვჭირ­დე­ბო­და, ისე­დაც გვაქვს მოს­მე­ნი­ლი "ლა­ივ­ში" მე­ლი­ას მიერ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმუ­ლი "სი­ტყვე­ბი". არც მისი ერთ-ერთი მომ­ხრის პა­სუ­ხი მო­მე­წო­ნა თე­რით - "ეს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის სტი­ლი­აო", რად­გან ამ პა­სუ­ხი-ბრალ­დე­ბით ზუს­ტად იგი­ვე გა­ა­კე­თა, რაც ამ ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რის ავ­ტორ­მა. ერთი ფაქ­ტია, რომ ნი­კა­ნორ მე­ლი­ას თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა ზო­გა­დად ეს "წუმ­პე" ურ­თირთდა­პი­რის­პი­რე­ბა, ტროლ-ბო­ტე­ბი, უმოქ­მე­დო­ბა, ოპო­ნენ­ტებ­თან (პარ­ტი­ა­ში) ჩხუ­ბი, და­სავ­ლუ­რი პარ­ტი­ის ნაც მოძ­რა­ო­ბის რე­ი­ტინ­გის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ვარ­დნა - ეს ფაქ­ტია ვე­რა­ვინ ვერ­სად წა­უ­ვა.

ფა­რუ­ლი ჩა­წე­რე­ბი, ჩამ­წე­რე­ბი, ტი­პე­ბი სა­ზი­ზღრო­ბაა რა თქმა უნდა, ოღონდ ამ ჩა­ნა­წე­რის გა­რე­შე, რა­საც აფ­რქვევს ეს თავ­მჯდო­მა­რე და "მოღ­ვა­წე­ობს" მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აი ამის გამო უნდა წა­ვი­დეს ჩემი აზ­რით თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან. თავ­ზე ჩა­მო­გაქ­ცი­ათ -ჩა­მოგ­ვაქ­ცია პრო­ცე­სი, რად გინ­დათ ან ვინ­მეს რაში სჭირ­დე­ბა ეს "ფა­რუ­ლი ტა­ლა­ხი", ღია "ტა­ლახს" მი­ხე­დეთ "პა­ივ­ცე­მუ­ლე­ბო" უხ­ვად აფ­რქვევს და­სავ­ლუ­რი ვექ­ტო­რის მსხვი­ლი ოპო პარ­ტი­ის გა­ნად­გუ­რე­ბის "მოქ­მე­დე­ბა­ში" მო­სუ­ლი უმოქ­მე­დო თავ­მჯდო­მა­რე" - წერს ჩარ­კვი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის და რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
$$$
1

მელიად წოდებული მამიკოს ზაქი(((

ქეთინო
0

თაკო ჩარკვიანი და მისი მეუღლე, ჯონი გიგანი, ლევან ხაბეიშვილის აშკარა მხარდამჭერები არიან. ხაბეიშვილი მათ ოფისში ძალიან ხშირად დადიოდა და ფულსაც აძლევდნენ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჩანაწერი არც გვჭირდებოდა... "ლაივშიც" გვაქვს მოსმენილი მელიას მიერ სააკაშვილის მისამართით გამოთქმული "სიტყვები" - რას წერს თაკო ჩარკვიანი?

"ჩანაწერი არც გვჭირდებოდა... "ლაივშიც" გვაქვს მოსმენილი მელიას მიერ სააკაშვილის მისამართით გამოთქმული "სიტყვები" - რას წერს თაკო ჩარკვიანი?

ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება ნიკა მელიას ფარულ აუდიოჩანაწერს, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

ჩარკვიანი ნიკა მელიას აკრიტიკებს და წერს, რომ მას ჩანაწერის გარეშეც აქვს მოსმენილი ნიკა მელიას მიერ სააკაშვილის მისამართით გამოთქმული "სიტყვები".

"გავრცელდა ფარული ჩანაწერი ნიკა მელიას საუბრისა, სადაც ის მესამე პრეზიდენტს უდიერად-უწმაწურად მოიხსენიებს. ჟურნალისტებმა მკითხეს აზრი ამის თაობაზე: ზოგადად ვერ ვიტან ჩამწერებს, გამავრცელებლებს და ამიტომაც ჩემს ფბ კედელზე არ დავდე ეს ჩანაწერი, ჩემს ბავშვობაში "ანონიმსჩიკებს" ეძახდნენ მთელი არსებით ვებრძვი მათ ......

არც მის ავთენტურობაზე ვისაუბრებ, თუმცა მე და ბევრს ჩანაწერი არ გვჭირდებოდა, ისედაც გვაქვს მოსმენილი "ლაივში" მელიას მიერ სააკაშვილის მისამართით გამოთქმული "სიტყვები". არც მისი ერთ-ერთი მომხრის პასუხი მომეწონა თერით - "ეს ვანო მერაბიშვილის სტილიაო", რადგან ამ პასუხი-ბრალდებით ზუსტად იგივე გააკეთა, რაც ამ ფარული ჩანაწერის ავტორმა. ერთი ფაქტია, რომ ნიკანორ მელიას თავმჯდომარეობას უკავშირდება ზოგადად ეს "წუმპე" ურთირთდაპირისპირება, ტროლ-ბოტები, უმოქმედობა, ოპონენტებთან (პარტიაში) ჩხუბი, დასავლური პარტიის ნაც მოძრაობის რეიტინგის კატასტროფული ვარდნა - ეს ფაქტია ვერავინ ვერსად წაუვა.

ფარული ჩაწერები, ჩამწერები, ტიპები საზიზღრობაა რა თქმა უნდა, ოღონდ ამ ჩანაწერის გარეშე, რასაც აფრქვევს ეს თავმჯდომარე და "მოღვაწეობს" მიზანმიმართულად აი ამის გამო უნდა წავიდეს ჩემი აზრით თავმჯდომარეობიდან. თავზე ჩამოგაქციათ -ჩამოგვაქცია პროცესი, რად გინდათ ან ვინმეს რაში სჭირდება ეს "ფარული ტალახი", ღია "ტალახს" მიხედეთ "პაივცემულებო" უხვად აფრქვევს დასავლური ვექტორის მსხვილი ოპო პარტიის განადგურების "მოქმედებაში" მოსული უმოქმედო თავმჯდომარე" - წერს ჩარკვიანი.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის და რომლის თანახმადაც, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.