სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სირცხვილია უკრაინისთვის "ბუკ“-ის სისტემების მიცემაზე უარის თქმა - პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ" - სააკაშვილი
"სირცხვილია უკრაინისთვის "ბუკ“-ის სისტემების მიცემაზე უარის თქმა - პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ" - სააკაშვილი

სირ­ცხვი­ლია უკ­რა­ი­ნის­თვის "ბუკ“-ის სის­ტე­მე­ბის მი­ცე­მა­ზე უა­რის თქმა!- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, პრე­ზი­დენტ იუშ­ჩენ­კოს დახ­მა­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლომ ისი­ნი მი­ნი­მა­ლურ ფას­ში იყი­და თა­ვის დრო­ზე.

"სირ­ცხვი­ლია უკ­რა­ი­ნის­თვის "ბუკ“-ის სის­ტე­მე­ბის მი­ცე­მა­ზე უა­რის თქმა! პრე­ზი­დენტ იუშ­ჩენ­კოს დახ­მა­რე­ბით ჩვენ ისი­ნი მი­ნი­მა­ლურ ფას­ში ვი­ყი­დეთ თა­ვის დრო­ზე. რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­ში ია­ნუ­კო­ვი­ჩი მო­ვი­და, იუშ­ჩენ­კოს წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მეც კი აღ­ძრეს "ბუკ“-ის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გად­მო­ცე­მის გამო და ეს გა­ა­კე­თეს რუ­სე­თის და­ვა­ლე­ბით. უფრო მე­ტიც, ინ­სტრუქ­ტო­რი - პოლ­კოვ­ნი­კი მამ­ჩუ­რი, რო­მე­ლიც "ბუკ“-ის გა­მო­ყე­ნე­ბას გვას­წავ­ლი­და, რუ­სე­თის აგენ­ტებ­მა მოკ­ლეს როვ­ნო­ში 2017 წელს.

ახლა ამე­რი­კე­ლებ­მა უკ­რა­ი­ნას გა­დას­ცეს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით რა­კე­ტე­ბი "ბუკ“-ის­თვის. რაც მთა­ვა­რია, ამ ნა­ბი­ჯით ჩვენ არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნე­ლებს ვუ­თხა­რით უარი, არა­მედ ამე­რი­კე­ლებ­საც, მათი "ჯა­ვე­ლი­ნე­ბის“ უკ­რა­ი­ნის­თვის სეს­ხე­ბა­ზე.

ეს არის ღა­ლა­ტი და ასე­თი ღა­ლა­ტის ეპი­ზო­დე­ბი მძი­მე ლა­ქად დარ­ჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლო-უკ­რა­ი­ნის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ის­ტო­რი­ა­ში“,- წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნის საქ­მე­თა დრო­ე­ბით­მა რწმუ­ნე­ბულ­მა ან­დრეი კა­სი­ა­ნოვ­მა გუ­შინ აღ­ნიშ­ნა, რომ კი­ევ­მა ითხო­ვა "ბუ­კის“ კომ­პლექ­სე­ბის გა­და­ცე­მა, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნამ სა­ქარ­თვე­ლოს 2008 წლის ომის დროს გა­დას­ცა. მი­სი­ვე თქმით, უკ­რა­ი­ნის თხოვ­ნა მო­ი­ცავ­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­და­ცე­მულ Javelin-ის სის­ტე­მებს და ამ უკა­ნას­კნელ­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო არა მხო­ლოდ თან­ხმო­ბა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მხრი­დან, არა­მედ მათი ახა­ლი კომ­პლექ­სე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბის წი­ნა­და­დე­ბაც კი.

ასე­ვე იხილთ:

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -70
1

საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის ალბათ საინტერესო იქნება ჩვენთვის საგულისხმო სტატია „საქართველო არ მოდის კონტაქტზე: რა დგას უკრაინისათვის უარის თქმის უკან“, რომელიც გუშინ (11.01.22) გამოქვეყნდა უკრაინულ საიტზე კორესპონდენტ. ნეტ.

აღნიშნულ სტატიაში განხილულია ის მიზეზები, რომლის გამოც ქვეყნის ხელმძღვანელობა უკრაინას არ უბრუნებს (???) თავის დროზე მისგან გაყიდულ და ჩვენს მიერ შესყიდულ თვითმავალ საზენიტო (ჰაერსაწინაღო) სარაკეტო სისტემებს სახელწოდებით „Бук-М1“.

დასახელებულია სავარაუდო 20 მილიონი დოლარი, რომელიც გადახდილია მის შეძენაში.

შესაძლოა, რომ ისი­ნი მართლაც მი­ნი­მა­ლურ ფას­ში იყი­და სააკაშვილის ყოფილმა ხელისუფლებამ, პირადად მე ნამდვილად არ ვიცი...

მოკლედ, გამომდინარე შექმნილი სიტუაციიდან დასაშვებად მიმაჩნია ჰაერსაწინაღო რაკეტული სისტემა „ბუკების“ გადაცემა, ანუ ჩუქება, ვინაიდან ისინი ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენენ ლეტალურ, მაგრამ საბოლოო ჯამში თავდაცვით იარაღს.

ასევე დასაშვებად მიმაჩნია „ჯაველინების“ გადაცემაც - ოღონდ აშშ-თან შეთანხმებით. აღნიშნული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები ასევე წარმოადგენენ ლეტალურ, მაგრამ საბოლოო ჯამში თავდაცვით იარაღს.

ვატო
2

რა "მინიმალურ" ფასში. თავდაცვის სამინისტრომ ისრაელის "რაფაელები", რომლებიც გაცილებით ხარისხიანია, 1978 წელს გამოშვებულ, მეორად საბჭოთა "ბუკ"-ზე იაფად შეიძინა. უკრაინასთან "ატკატები" რომ გაადვილებულიყო, 2007 წელს შუამავალი კომპანია ოფშორში, სეიშელის კუნძულებზე დაარეგისტრირეს. 

ავტორი:

"სირცხვილია უკრაინისთვის "ბუკ“-ის სისტემების მიცემაზე უარის თქმა - პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ" - სააკაშვილი

"სირცხვილია უკრაინისთვის "ბუკ“-ის სისტემების მიცემაზე უარის თქმა - პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ" - სააკაშვილი

სირცხვილია უკრაინისთვის "ბუკ“-ის სისტემების მიცემაზე უარის თქმა!- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით საქართველომ ისინი მინიმალურ ფასში იყიდა თავის დროზე.

"სირცხვილია უკრაინისთვის "ბუკ“-ის სისტემების მიცემაზე უარის თქმა! პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ თავის დროზე. როდესაც უკრაინაში იანუკოვიჩი მოვიდა, იუშჩენკოს წინააღმდეგ საქმეც კი აღძრეს "ბუკ“-ის საქართველოსთვის გადმოცემის გამო და ეს გააკეთეს რუსეთის დავალებით. უფრო მეტიც, ინსტრუქტორი - პოლკოვნიკი მამჩური, რომელიც "ბუკ“-ის გამოყენებას გვასწავლიდა, რუსეთის აგენტებმა მოკლეს როვნოში 2017 წელს.

ახლა ამერიკელებმა უკრაინას გადასცეს დიდი რაოდენობით რაკეტები "ბუკ“-ისთვის. რაც მთავარია, ამ ნაბიჯით ჩვენ არა მხოლოდ უკრაინელებს ვუთხარით უარი, არამედ ამერიკელებსაც, მათი "ჯაველინების“ უკრაინისთვის სესხებაზე.

ეს არის ღალატი და ასეთი ღალატის ეპიზოდები მძიმე ლაქად დარჩება საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ისტორიაში“,- წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა გუშინ აღნიშნა, რომ კიევმა ითხოვა "ბუკის“ კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. მისივე თქმით, უკრაინის თხოვნა მოიცავდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის სისტემებს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ თანხმობა შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.

ასევე იხილთ: