მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება ცნობილი შეწყალებულ პატიმარზე, რომელიც უკრაინაში იბრძოდა: პრიგოჟინის "ვაგნერის" ერთ-ერთი მკვლელის ისტორია - "საშინელი ადამიანი", რომლის გამოჩენამაც ნაცნობები დაზაფრა
რა ხდება ცნობილი შეწყალებულ პატიმარზე, რომელიც უკრაინაში იბრძოდა: პრიგოჟინის "ვაგნერის" ერთ-ერთი მკვლელის ისტორია - "საშინელი ადამიანი", რომლის გამოჩენამაც ნაცნობები დაზაფრა

PMC Wagner-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის თქმით, პა­ტიმ­რე­ბის პირ­ველ ჯგუფს, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნა­ში იბ­რძოდ­ნენ, ფრონტზე გა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­ვსთვი­ა­ნი ვა­დის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, უკვე შე­ე­ხოთ შე­წყა­ლე­ბა. რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო RIA Novosti-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ არ­თმევს ხელს პრი­გო­ჟი­ნი უნი­ფორ­მი­ან მა­მა­კა­ცებს და ულო­ცავს თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ვი­დე­ო­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 20 კაცი ჩანს. რის­თვის იხ­დიდ­ნენ ისი­ნი სას­ჯელს, უც­ნო­ბია.

ჩა­ნა­წე­რით ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ მათი კრი­მი­ნა­ლუ­რი დო­სი­ე­ე­ბი "გა­ა­სუფ­თა­ვეს" და "გამ­ბე­და­ო­ბის­თვის“ ისი­ნი რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ე­ბი­თაც და­ა­სა­ჩუქ­რეს...

ვი­დე­ო­ზე ნაჩ­ვე­ნებ პა­ტიმ­რებს შო­რის BBC-მ ამო­იც­ნო არა­ერ­თგზის მსჯავ­რდე­ბუ­ლი 34 წლის ანა­ტო­ლი სალ­მი­ნი, რო­მე­ლიც ლე­ნინ­გრა­დის რე­გი­ო­ნი­დან გახ­ლავთ. სალ­მი­ნი ამო­იც­ნეს ნაც­ნო­ბებ­მაც. ვი­დე­ო­ში პრი­გო­ჟი­ნის ფრა­ზა­ზე: "ალ­კოჰო­ლი ბო­რო­ტე­ბაა, ნარ­კო­ტი­კე­ბი ბო­რო­ტე­ბაა, ქა­ლე­ბი კარ­გია", პრი­გო­ჟი­ნის მარ­ჯვნივ მდგო­მი სალ­მი­ნი იწყებს სი­ცილს.

2010 წლამ­დე ის არა­ერ­თხელ იყო გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი, მათ შო­რის სამ­სა­ხუ­რის ად­გი­ლის არა­სან­ქცი­რე­ბუ­ლი მი­ტო­ვე­ბი­სა და მან­ქა­ნის ქურ­დო­ბის­თვის. ის პი­რო­ბით ვა­და­ზე ადრე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

  • მკვლე­ლო­ბა მძი­მე გა­რე­მო­ე­ბე­ბით

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ სალ­მი­ნი თა­ვის ნაც­ნობ­თან ერ­თად სა­თევ­ზა­ოდ წა­ვი­და, სა­დაც ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ იჩხუ­ბეს. 2011 წელს გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნის თა­ნახ­მად, სალ­მინ­მა თა­ნა­მებ­რძო­ლი მი­წა­ზე და­აგ­დო და თავ­ში ქვა რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­არ­ტყა. რო­დე­საც კაც­მა გო­ნე­ბა და­კარ­გა, სალ­მინ­მა ის მდი­ნა­რემ­დე მი­ათ­რია, კი­სერ­ში მოჰ­კი­და ხელი და რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თავს წყალ­ში აყო­ფი­ნებ­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მა­მა­კა­ცი გონს მო­ვი­და და ხე­ლე­ბის ქნე­ვა და­ი­წყო, მაგ­რამ 3-4 წუ­თის შემ­დეგ მოძ­რა­ო­ბა შე­წყვი­ტა. სალ­მინ­მა მისი ცხე­და­რი წყალ­ში და­ტო­ვა და წა­ვი­და.

სა­სა­მარ­თლომ სალ­მი­ნი დამ­ნა­შა­ვედ ცნო გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში და ცხრა წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. მაგ­რამ მან ციხე 2018 წელს, ისევ ვა­და­ზე ადრე და­ტო­ვა...

სალ­მინს ახლო ნა­თე­სა­ვი არ ჰყავს, ის ბავ­შვთა სახ­ლშია გაზ­რდი­ლი. სა­სა­მარ­თლო დო­კუ­მენ­ტებ­ში წე­რია, რომ მას აქვს სა­შუ­ა­ლო სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა. სალ­მი­ნი მუ­შა­ობ­და სან­ტექ­ნი­კო­სად, თუმ­ცა არა­სო­დეს ჰქონ­და ოფი­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო.

მისი ერთ-ერთი ნაც­ნო­ბი BBC-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს:

"ის იყო ძა­ლი­ან კარ­გი, კე­თი­ლი, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ მას შემ­დეგ მკვეთ­რად შე­იც­ვა­ლა, რაც ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა და­ი­წყო. ის სას­ტი­კი გახ­და".

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ სალ­მი­ნი პი­კა­ლე­ვო­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც ის რე­გუ­ლა­რუ­ლად ჰპა­რავ­და მე­ზობ­ლებს ბა­ლა­ხის საკ­რეჭს, ტე­ლე­ვი­ზორს, მიკ­რო­ტალ­ღურ ღუ­მელს ან სა­რე­ცხის მან­ქა­ნას, რის შემ­დე­გაც ის კი­დევ ერთხელ და­ა­კა­ვეს და გა­ა­სა­მარ­თლეს. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე სალ­მინ­მა აღი­ა­რა ყვე­ლა ქურ­დო­ბა.

”ეს არის მცი­რე ნა­წი­ლი იმ და­ნა­შა­უ­ლე­ბი­სა, რაც მან ჩა­ი­დი­ნა,” - ამ­ბობს მისი ნაც­ნო­ბი. - ეს მხო­ლოდ ის ხალ­ხია, ვინც გა­ბე­და მის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ცხა­დე­ბის და­წე­რა. მაგ­რამ არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც დუმ­დნენ, რომ­ლებ­საც ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან ეში­ნი­ათ, რომ ის ჩვენს ქა­ლაქ­ში დაბ­რუნ­დე­ბა. და მეც ძა­ლი­ან მე­ში­ნია, რომ ის შურს იძი­ებს. სალ­მი­ნი სა­ში­ნე­ლი ადა­მი­ა­ნია".

ერთ-ერთი რეს­პონ­დენ­ტი ამ­ბობს, რომ ის შე­იძ­ლე­ბა ასე­ვე გა­რე­უ­ლი იყოს სას­ტიკ და­ნა­შა­ულ­ში, რომ­ლის მსხვერ­პლიც მისი საყ­ვა­რე­ლი ქალი იყო.

სა­სა­მარ­თლომ მრა­ვა­ლი ქურ­დო­ბის საქ­მე გა­ნი­ხი­ლა და სალ­მინს ორ­წელ­ნა­ხევ­რი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მკაც­რი რე­ჟი­მის ცი­ხე­ში მი­უ­სა­ჯა. ის სწო­რედ კო­ლო­ნი­ა­ში ყოფ­ნი­სას შე­ვი­და "PMC Wagner“-ის რი­გებ­ში და გა­ემ­გზავ­რა უკ­რა­ი­ნა­ში.

”ვი­ცო­დი, რომ ის საბ­რძოლ­ვე­ლად იყო წა­სუ­ლი, მაგ­რამ აგ­ვის­ტო­ში გა­ვი­გე ჭო­რე­ბი, რომ თით­ქოს იქ მოკ­ლეს. ახლა კი ვნა­ხე ეს ვი­დეო, თუ რო­გორ და­ა­ჯილ­დო­ვეს... რის­თვის? ჩემ­თვის ეს სი­ვე­ლუ­რეა, რო­დე­საც ანა­ტო­ლის მსგავს ადა­მი­ანს გმირს უწო­დე­ბენ", - გა­ნუ­ცხა­და სალ­მი­ნის ნაც­ნობ­მა BBC-ს.

პრი­გო­ჟინ­თან შეხ­ვედ­რის ვი­დე­ო­ში შე­წყა­ლე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ომმა შეც­ვა­ლა ისი­ნი და ახლა სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი გახ­დნენ.

"ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ აქ შე­ვი­ძი­ნე ოჯა­ხი - ძმე­ბი, მენ­ტო­რე­ბი - უფ­რო­სი ძმე­ბი და მე­თა­უ­რე­ბი - მა­მე­ბი. მე თვი­თონ ვარ ბავ­შვთა სახ­ლი­დან და ისი­ნი არა­სო­დეს მყო­ლია", - ამ­ბობს სალ­მი­ნი ვი­დე­ო­ში...

  • ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი

პირ­ვე­ლი ცნო­ბე­ბი, რომ რუ­სე­თის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის კო­ლო­ნი­ე­ბი­დან უკ­რა­ი­ნის ომში პა­ტიმ­რე­ბის რეკ­რუ­ტი­რე­ბა და­ი­წყეს, 2022 წლის ივ­ნის­ში გა­მოჩ­ნდა.

სექ­ტემ­ბერ­ში, ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩანს, რომ მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინს ჰგავს, მო­ე­დან­ზე გა­მოყ­ვა­ნილ პა­ტიმ­რებს ესა­უბ­რე­ბა და უხ­სნის რეკ­რუ­ტი­რე­ბის პი­რო­ბებს. მა­მა­კა­ცის თქმით, PMC მსჯავ­რდე­ბუ­ლებ­თან ექ­ვსთვი­ან კონ­ტრაქტს აფორ­მებს. ვინც ამ ექვს თვეს ფრონ­ტის ხაზ­ზე გა­ა­ტა­რებს და ცო­ცხა­ლი გა­დარ­ჩე­ბა, შე­ი­წყა­ლე­ბენ და შე­საძ­ლოა, კო­ლო­ნი­ა­ში აღარ დაბ­რუნ­დეს.

ფე­დე­რა­ლუ­რი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­სა და ოქ­ტომ­ბერ­ში რუ­სე­თის გა­მო­სას­წო­რე­ბელ კო­ლო­ნი­ებ­ში პა­ტი­მარ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 23 ათა­სი ადა­მი­ა­ნით შემ­ცირ­და. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "Rus Sitting"-ის ცნო­ბით, ნო­ემ­ბრის­თვის 30 000-ზე მეტი პა­ტი­მა­რი გა­ემ­გზავ­რა ფრონტზე შე­მად­გენ­ლო­ბა­ში.

დე­კემ­ბრის ბო­ლოს სამ­ხედ­რო პენ­სი­ო­ნერ­მა ვი­ტა­ლი ვო­ტა­ნოვ­სკიმ იპო­ვა PMC Wagner-ის სა­საფ­ლაო კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში, სა­დაც დაკ­რძა­ლუ­ლი არი­ან უკ­რა­ი­ნა­ში და­ღუ­პუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი. 20 დე­კემ­ბერს აქ­ტი­ვის­ტმა იქ 47 საფ­ლა­ვი დათ­ვა­ლა, 2 იან­ვარს კი უკვე ასზე მეტი იყო.

ის ფაქ­ტი, რომ "ვაგ­ნე­რის" სამ­ხედ­რო­ე­ბი სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს, კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­მა აღი­ა­რა. 67 დაკ­რძა­ლუ­ლის მო­ნა­ცე­მე­ბის შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ BBC-მ და­ად­გი­ნა, რომ ყვე­ლა მათ­გა­ნი ნა­სა­მარ­თლე­ვია. ბევ­რი მათ­გა­ნი გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი იყო მძი­მე და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის, მათ შო­რის ახლო ნა­თე­სა­ვე­ბის მი­მართ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რონი
0

ეს არის პიარი ან იბრძოდა უკრაინაში და ან არა.. იმის საჩვენებლად რომ სხვა პატიმრებმაც მიბაზონ და საზარბაზნე ხორცად წავიდნენ... ან მაგარი იღბალი უნდა გქონდეს ეხლა უკრაინაში რო გადარჩე ან მართლა ჭკვიანი მებრძოლი იყო გამოცდილი..... ეს სიკო არც ერთია და არც მეორე! 

:))))
3

რუსი ჯაბა იოსელიანია პრიგიჟინი უბრალოდ უფრო დიდი მასშტაბია ესენი უკან რომ დაბრუნდებიან იგივეს იზავენ რაც მხედრიონმა ქნა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რა ხდება ცნობილი შეწყალებულ პატიმარზე, რომელიც უკრაინაში იბრძოდა: პრიგოჟინის "ვაგნერის" ერთ-ერთი მკვლელის ისტორია - "საშინელი ადამიანი", რომლის გამოჩენამაც ნაცნობები დაზაფრა

რა ხდება ცნობილი შეწყალებულ პატიმარზე, რომელიც უკრაინაში იბრძოდა: პრიგოჟინის "ვაგნერის" ერთ-ერთი მკვლელის ისტორია - "საშინელი ადამიანი", რომლის გამოჩენამაც ნაცნობები დაზაფრა

PMC Wagner-ის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინის თქმით, პატიმრების პირველ ჯგუფს, რომლებიც უკრაინაში იბრძოდნენ, ფრონტზე გატარებული ექვსთვიანი ვადის დასრულების შემდეგ, უკვე შეეხოთ შეწყალება. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA Novosti-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ართმევს ხელს პრიგოჟინი უნიფორმიან მამაკაცებს და ულოცავს თავისუფლებას. ვიდეოზე დაახლოებით 20 კაცი ჩანს. რისთვის იხდიდნენ ისინი სასჯელს, უცნობია.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?21" data-telegram-post="rian_ru/190566" data-width="100%"></script>

ჩანაწერით ცნობილი ხდება, რომ მათი კრიმინალური დოსიეები "გაასუფთავეს" და "გამბედაობისთვის“ ისინი რუსეთის სახელმწიფო ჯილდოებითაც დაასაჩუქრეს...

ვიდეოზე ნაჩვენებ პატიმრებს შორის BBC-მ ამოიცნო არაერთგზის მსჯავრდებული 34 წლის ანატოლი სალმინი, რომელიც ლენინგრადის რეგიონიდან გახლავთ. სალმინი ამოიცნეს ნაცნობებმაც. ვიდეოში პრიგოჟინის ფრაზაზე: "ალკოჰოლი ბოროტებაა, ნარკოტიკები ბოროტებაა, ქალები კარგია", პრიგოჟინის მარჯვნივ მდგომი სალმინი იწყებს სიცილს.

2010 წლამდე ის არაერთხელ იყო გასამართლებული, მათ შორის სამსახურის ადგილის არასანქცირებული მიტოვებისა და მანქანის ქურდობისთვის. ის პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

  • მკვლელობა მძიმე გარემოებებით

გათავისუფლების შემდეგ სალმინი თავის ნაცნობთან ერთად სათევზაოდ წავიდა, სადაც ალკოჰოლის მიღების შემდეგ იჩხუბეს. 2011 წელს გამოტანილი განაჩენის თანახმად, სალმინმა თანამებრძოლი მიწაზე დააგდო და თავში ქვა რამდენჯერმე ჩაარტყა. როდესაც კაცმა გონება დაკარგა, სალმინმა ის მდინარემდე მიათრია, კისერში მოჰკიდა ხელი და რამდენიმე წუთის განმავლობაში თავს წყალში აყოფინებდა. მოულოდნელად მამაკაცი გონს მოვიდა და ხელების ქნევა დაიწყო, მაგრამ 3-4 წუთის შემდეგ მოძრაობა შეწყვიტა. სალმინმა მისი ცხედარი წყალში დატოვა და წავიდა.

სასამართლომ სალმინი დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობაში და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მაგრამ მან ციხე 2018 წელს, ისევ ვადაზე ადრე დატოვა...

სალმინს ახლო ნათესავი არ ჰყავს, ის ბავშვთა სახლშია გაზრდილი. სასამართლო დოკუმენტებში წერია, რომ მას აქვს საშუალო სპეციალიზებული განათლება. სალმინი მუშაობდა სანტექნიკოსად, თუმცა არასოდეს ჰქონდა ოფიციალური სამსახური. დაქორწინებული იყო.

მისი ერთ-ერთი ნაცნობი BBC-სთან საუბარში ამბობს:

"ის იყო ძალიან კარგი, კეთილი, პასუხისმგებლიანი ადამიანი, მაგრამ მას შემდეგ მკვეთრად შეიცვალა, რაც ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო. ის სასტიკი გახდა".

გათავისუფლების შემდეგ სალმინი პიკალევოში ცხოვრობდა, სადაც ის რეგულარულად ჰპარავდა მეზობლებს ბალახის საკრეჭს, ტელევიზორს, მიკროტალღურ ღუმელს ან სარეცხის მანქანას, რის შემდეგაც ის კიდევ ერთხელ დააკავეს და გაასამართლეს. სასამართლო პროცესზე სალმინმა აღიარა ყველა ქურდობა.

”ეს არის მცირე ნაწილი იმ დანაშაულებისა, რაც მან ჩაიდინა,” - ამბობს მისი ნაცნობი. - ეს მხოლოდ ის ხალხია, ვინც გაბედა მის წინააღმდეგ განცხადების დაწერა. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც დუმდნენ, რომლებსაც ჯერ კიდევ ძალიან ეშინიათ, რომ ის ჩვენს ქალაქში დაბრუნდება. და მეც ძალიან მეშინია, რომ ის შურს იძიებს. სალმინი საშინელი ადამიანია".

ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ ის შეიძლება ასევე გარეული იყოს სასტიკ დანაშაულში, რომლის მსხვერპლიც მისი საყვარელი ქალი იყო.

სასამართლომ მრავალი ქურდობის საქმე განიხილა და სალმინს ორწელნახევრიანი პატიმრობა მკაცრი რეჟიმის ციხეში მიუსაჯა. ის სწორედ კოლონიაში ყოფნისას შევიდა "PMC Wagner“-ის რიგებში და გაემგზავრა უკრაინაში.

”ვიცოდი, რომ ის საბრძოლველად იყო წასული, მაგრამ აგვისტოში გავიგე ჭორები, რომ თითქოს იქ მოკლეს. ახლა კი ვნახე ეს ვიდეო, თუ როგორ დააჯილდოვეს... რისთვის? ჩემთვის ეს სიველურეა, როდესაც ანატოლის მსგავს ადამიანს გმირს უწოდებენ", - განუცხადა სალმინის ნაცნობმა BBC-ს.

პრიგოჟინთან შეხვედრის ვიდეოში შეწყალებული პატიმრები ამბობენ, რომ ომმა შეცვალა ისინი და ახლა სხვა ადამიანები გახდნენ.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აქ შევიძინე ოჯახი - ძმები, მენტორები - უფროსი ძმები და მეთაურები - მამები. მე თვითონ ვარ ბავშვთა სახლიდან და ისინი არასოდეს მყოლია", - ამბობს სალმინი ვიდეოში...

  • ხელშეკრულების პირობები

პირველი ცნობები, რომ რუსეთის სასჯელაღსრულების კოლონიებიდან უკრაინის ომში პატიმრების რეკრუტირება დაიწყეს, 2022 წლის ივნისში გამოჩნდა.

სექტემბერში, ინტერნეტში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მამაკაცი, რომელიც ევგენი პრიგოჟინს ჰგავს, მოედანზე გამოყვანილ პატიმრებს ესაუბრება და უხსნის რეკრუტირების პირობებს. მამაკაცის თქმით, PMC მსჯავრდებულებთან ექვსთვიან კონტრაქტს აფორმებს. ვინც ამ ექვს თვეს ფრონტის ხაზზე გაატარებს და ცოცხალი გადარჩება, შეიწყალებენ და შესაძლოა, კოლონიაში აღარ დაბრუნდეს.

ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში რუსეთის გამოსასწორებელ კოლონიებში პატიმართა რაოდენობა 23 ათასი ადამიანით შემცირდა. უფლებადამცველი ორგანიზაცია "Rus Sitting"-ის ცნობით, ნოემბრისთვის 30 000-ზე მეტი პატიმარი გაემგზავრა ფრონტზე შემადგენლობაში.

დეკემბრის ბოლოს სამხედრო პენსიონერმა ვიტალი ვოტანოვსკიმ იპოვა PMC Wagner-ის სასაფლაო კრასნოდარის მხარეში, სადაც დაკრძალული არიან უკრაინაში დაღუპული პატიმრები. 20 დეკემბერს აქტივისტმა იქ 47 საფლავი დათვალა, 2 იანვარს კი უკვე ასზე მეტი იყო.

ის ფაქტი, რომ "ვაგნერის" სამხედროები სასაფლაოზე დაკრძალეს, კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა აღიარა. 67 დაკრძალულის მონაცემების შემოწმების შემდეგ BBC-მ დაადგინა, რომ ყველა მათგანი ნასამართლევია. ბევრი მათგანი გასამართლებული იყო მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, მათ შორის ახლო ნათესავების მიმართ.

იხილეთ ასევე: