მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს სხვენი ერთგვარ საწყობად იქცა, სადაც ოჯახებს პირადი ნივთები ამოჰქონდათ... ამანაც განაპირობა ის მდგომარეობა, რაც იხილეთ" - რას წერს საფრანგეთში საქართველოს ელჩი ლევილის მამულზე
"ეს სხვენი ერთგვარ საწყობად იქცა, სადაც ოჯახებს პირადი ნივთები ამოჰქონდათ... ამანაც განაპირობა ის მდგომარეობა, რაც იხილეთ" - რას წერს საფრანგეთში საქართველოს ელჩი ლევილის მამულზე

"ძა­ლი­ან გულ­სატ­კე­ნია, როცა შენი ქვეყ­ნის სა­ა­მა­ყო, ის­ტო­რი­უ­ლი სიმ­ბო­ლო, ლე­ვი­ლის შატო ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, მაგ­რამ ფო­კუ­სის მხო­ლოდ მტვრი­ან და მო­უ­წეს­რი­გე­ბელ­ზე მი­ტა­ნა და იმის არხსე­ნე­ბა, რაც გა­კეთ­და ან კეთ­დე­ბა, არ არის კარ­გი, - ამის შე­სა­ხებ საფ­რან­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი გოჩა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

  • მი­სი­ვე თქმით, ქვე­ყა­ნამ ლე­ვი­ლის მა­მუ­ლის პრო­ექ­ტის­თვის 5,6 მი­ლი­ო­ნი ევრო გა­მო­ყო და საქ­მე ნელ-ნელა წინ მი­ი­წევს.

"არა­ვის კრი­ტი­კა არ არის ჩემი მი­ზა­ნი და იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­საც კარ­გად მეს­მის, ვინც მი­წო­დე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბით შექ­მნი­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბით გულ­წრფე­ლი წუ­ხი­ლი და აღ­შფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტა. უფრო მე­ტიც, ყვე­ლა გულ­წრფე­ლად შე­წუ­ხე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის მად­ლი­ე­რიც კი ვარ. უბ­რა­ლოდ, ჩემი წილი ობი­ექ­ტუ­რო­ბი­თა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბით მო­გაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას ლე­ვილ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.

და­ვი­წყოთ იქი­დან, რომ არა­ვინ და­ვობს იმა­ზე, რომ ლე­ვი­ლის შატო (მე-17 და მე-18 სა­უ­კუ­ნე­ში აშე­ნე­ბუ­ლი შე­ნო­ბა) ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ამას აც­ნო­ბი­ე­რებს მთავ­რო­ბაც და ყვე­ლა, ვი­საც მა­მულ­თან აქვს ან წარ­სუ­ლი­დან ან დღეს შე­ხე­ბა. როცა სა­ქარ­თვე­ლოს 2016 წლის სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის რთუ­ლი და ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სის შემ­დეგ მა­მუ­ლი და ეს უკვე ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბა გად­მო­ე­ცა, არა­ვი­თა­რი ტექ­ნი­კუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცია არ არ­სე­ბობ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ნე­ბის­მი­ე­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სათ­ვის რიგი ექ­სპერ­ტი­ზე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი და ამ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა, დაკ­ვე­თა, რე­ა­ლი­ზე­ბა და შემ­დეგ დო­სი­ე­ბის შედ­გე­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით მო­უ­წია. ალ­ბათ, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ფრან­გუ­ლი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი და ვა­დე­ბი.

მხო­ლოდ ლე­ვი­ლის გენ. გეგ­მა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას თით­ქმის 2 წელი დას­ჭირ­და, რად­გან ლე­ვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს მა­მუ­ლის მთე­ლი ტე­რი­ტო­რია მთლი­ა­ნად აკ­რძა­ლულ ზო­ნად ჰქონ­და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტის გა­რე­შე ვე­რა­ნა­ირ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ვერ და­ვი­წყებ­დით. ახლა, როცა ლე­ვი­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის საქ­მე­ში დი­ნა­მი­კა გაჩ­ნდა და მა­მუ­ლი­სა და შა­ტოს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია რე­ა­ლუ­რად იწყე­ბა, მხო­ლოდ არე­უ­ლი სხვე­ნის ჩვე­ნე­ბა მთლი­ან ობი­ექ­ტურ სუ­რათს ამა­ხინ­ჯებს. ბო­ლოს და ბო­ლოს, მხო­ლოდ მოყვრის გუ­ლის გა­სა­ხეთ­ქად ხომ არ გარ­ჯი­ლან ეს პა­ტი­ო­სა­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი. იქვე არის ბევ­რი რამ, რაც გა­კე­თე­ბულ­საც მოწ­მობს და ცოტა რამ ამ ამ­ბავ­ზეც მო­ე­თხროთ.

შედ­გა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სათ­ვის სა­ერ­თო, გლო­ბა­ლუ­რი პრო­ექ­ტი და სწო­რედ იმ რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ შე­ნო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წიგ­ნე­ბი და არ­ქი­ვი არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო, ამას­თან მუდ­მი­ვი სტა­ტუ­სით მცხოვ­რე­ბი პი­რე­ბი შა­ტოს შე­ნო­ბი­დან (რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სათ­ვის) გა­მოგ­ვეყ­ვა­ნა, ორან­ჟე­რი­ის პრო­ექ­ტი გლო­ბა­ლურ პრო­ექტს მა­შინ­ვე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად გა­მო­ე­ყო და შა­ტოს უკა­ნა მხა­რეს ბიბ­ლი­ო­თე­კა მო­ე­წყო. სწო­რედ იქაა ბიბ­ლი­ო­თე­კა მო­წყო­ბი­ლი, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის თა­ნამ­შრო­მელ­თა ხან­გრძლი­ვი შრო­მით, ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში, კა­ტა­ლო­გი­ზა­ცი­ით, თე­მა­ტუ­რად, ენე­ბი­სა და ავ­ტო­რე­ბის მი­ხედ­ვი­თაა და­ხა­რის­ხე­ბუ­ლი და სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ძე­ნილ თა­რო­ებ­ზეა და­ლა­გე­ბუ­ლი. ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გუნ­დმა ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტი ლე­ვი­ლი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ემიგ­რა­ცი­ის ის­ტო­რი­ი­დან გა­ა­ციფ­რუ­ლა და ნე­ბის­მი­ე­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

  • რაც კად­რებ­ში ჩანს, შე­მაძ­რწუ­ნებ­ლად მტვრი­ა­ნი და მი­უ­ხე­და­ვი გახ­ლავთ შა­ტოს შე­ნო­ბის სხვე­ნი, სა­დაც, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­გახ­სე­ნებთ, არ არის დარ­ჩე­ნი­ლი არც ერთი ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის დო­კუ­მენ­ტის დე­და­ნი. იმ­დენ­მა ის­ტო­რი­კოს­მა, მკვლე­ვარ­მა, დოქ­ტო­რან­ტმა თუ სტუ­დენ­ტმა, იმ­დენ­მა ბიბ­ლი­ო­თე­კარ­მა იმუ­შა­ვა ამ სხვენ­ში, იმ­დე­ნი წიგ­ნი ჩა­მო­ვი­ტა­ნეთ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, იმ­დე­ნი გა­მო­ვაგ­ზავ­ნეთ (პარ­ტი­ე­ბად) თბი­ლის­ში, გარ­წმუ­ნებთ არა­ფე­რია იქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე დო­კუ­მენ­ტი დარ­ჩე­ნი­ლი. ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვი­ლი რომ არა­ფერ ღი­რე­ბულს და­ტო­ვებ­და იმ სხვენ­ში, ვინც მას იც­ნობს, და­მე­თან­ხმე­ბა.

მეს­მის, რომ ჩემ­გან ამ დო­კუ­მენ­ტე­ბის "ღი­რე­ბუ­ლე­ბის“ გან­სა­ზღვრა უხერ­ხუ­ლია, ამი­ტომ უფრო დე­ტა­ლუ­რად მო­გახ­სე­ნებთ. ეს სხვე­ნი, შა­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გად­მო­ცე­მამ­დე უფრო და მე­რეც ერ­თგვარ სა­წყო­ბად იქცა, სა­დაც ოჯა­ხებს პი­რა­დი ნივ­თე­ბი და წიგ­ნე­ბი ამოჰ­ქონ­დათ, ან ვინ­მე თუ გარ­და­იც­ვლე­ბო­და, მის ბი­ნას დაც­ლიდ­ნენ და ნივ­თებს სხვენ­ში უწეს­რი­გოდ ტო­ვებ­დნენ. ამა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა ის მდგო­მა­რე­ო­ბა, რაც იქ იხი­ლეთ.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ღი­რე­ბუ­ლია კარ­ლო ინა­სა­რი­ძის მიერ "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის“ მომ­ზა­დე­ბუ­ლი გა­და­ცე­მე­ბის სცე­ნა­რე­ბის ას­ლე­ბი, კა­ლის­ტრა­ტე სა­ლი­ას წე­რი­ლის ას­ლიც მისი დო­კუ­მენ­ტე­ბის ყუთ­ში იდო. არ არის არც ერთი დე­და­ნი. კა­ლის­ტრა­ტე სა­ლი­ას ლე­ვილ­ში არ უცხოვ­რია და კა­ლის­ტრა­ტე და ნინო სა­ლი­ებ­მა სი­ცო­ცხლე­ში­ვე გა­დას­ცეს სა­ქარ­თვე­ლოს პი­რა­დი არ­ქი­ვი. რა­დიო გა­და­ცე­მის­თვის სცე­ნარ­შიც უწე­რია კარ­ლო ინა­სა­რი­ძეს, რომ იმ დღეს მის წე­რილ­ზე ისა­უბ­რებ­და.

ცხო­ნე­ბულ­მა კარ­ლო ინა­სა­რი­ძე­მაც თა­ვის სი­ცო­ცხლე­ში­ვე მო­ა­წყო პა­ტა­რა ბიბ­ლი­ო­თე­კა შა­ტოს უკა­ნა შე­ნო­ბა­ში, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი ღი­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის, მისი გა­და­ცე­მე­ბის ფი­რე­ბი­სა და სცე­ნა­რე­ბის დედ­ნე­ბია შე­ნა­ხუ­ლი. სხვენ­ში დარ­ჩე­ნი­ლია საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი­კა, მნა­თო­ბის, ცის­კა­რის, დიდ შეკ­ვრე­ბად გა­ზე­თე­ბი და ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­მო­ცე­მუ­ლი გა­ზე­თე­ბის დარ­ჩე­ნი­ლი ეგ­ზემპლა­რე­ბი.

ცნო­ბი­ლია, რომ ისი­ნი 3000 ეგ­ზემპლა­რად ბეჭ­დავ­დნენ, 1000-მდე ავ­რცე­ლებ­დნენ და 2000 რჩე­ბო­და. ფო­ტო­ებ­ზე რაც ჩანს იმ წიგ­ნე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლე­ბის მრა­ვა­ლი ეგ­ზემპლა­რია უკვე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ არ­ქივ­შიც, ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­შიც და ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა­შიც. ასე­ვე შე­ნა­ხუ­ლია ლე­ვი­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და სხვენ­ში დარ­ჩა ზედ­მე­ტი ეგ­ზემპლა­რე­ბი. სხვენ­ში დი­ა­პო­ზი­ტი­ვე­ბი რაც არის დარ­ჩე­ნი­ლი, ძი­რი­თა­დად სა­ბავ­შვო თე­მა­ტი­კი­საა და მა­მია ბე­რიშ­ვი­ლის სარ­და­ფი რომ დავ­ცა­ლეთ, ვა­ი­თუ რამე ღი­რე­ბუ­ლი იყოს-მეთ­ქი, გა­და­საყ­რე­ლად და­მე­ნა­ნა და მე ავი­ტა­ნე სხვენ­ში. მერე აღ­მოჩ­ნდა, რომ ტი­ე­რი ბე­რიშ­ვი­ლის ბავ­შვო­ბის­დრო­ინ­დე­ლი დი­ა­პო­ზი­ტი­ვე­ბი ყო­ფი­ლა. იქ­ვეა საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლოს დრო­ინ­დე­ლი თბი­ლი­სი­სა და ჭი­ა­თუ­რის დი­ა­პო­ზი­ტი­ვე­ბი, რო­მე­ლიც რო­გორც ჩანს, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში, მო­ნატ­რე­ბუ­ლი ემიგ­რან­ტე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩაჰ­ქონ­დათ. ვიცი, ზოგი მი­საყ­ვე­დუ­რებს ზედ­მე­ტი რას ჰქვი­აო. რას ჰქვია და ათა­სო­ბით ეგ­ზემპლა­რი რომ გაქვს, ყველ­გან რომ შე­ი­ნა­ხავთ და მა­ინც კი­დევ ბლო­მად და­გირ­ჩე­ბათ, თქვენც ალ­ბათ სად­მე სივ­რცე­ში მო­ა­თავ­სებთ. პი­რო­ბე­ბი დღეს არ არის კარ­გი. რაც გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ნა­ხეთ ის ამ ბოლო წლებ­ში არ გა­ფუ­ჭე­ბუ­ლა. საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის გა­მო­ცე­მე­ბის გა­დარ­ჩე­ნა არც არა­ვის უც­დია, სა­ქარ­თვე­ლო­შიც საკ­მა­რის­ზე მე­ტია. ემიგ­რა­ცი­ა­ში და­ბეჭ­დი­ლი მა­სა­ლა იყო ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი და ასო­ბით ეგ­ზემპლა­რი, რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ გა­და­ნა­ხუ­ლია ყვე­ლა გა­მო­ცე­მი­სა და ყვე­ლა ნომ­რის.

ძა­ლი­ან გულ­სატ­კე­ნია, როცა შენი ქვეყ­ნის სა­ა­მა­ყო, ის­ტო­რი­უ­ლი სიმ­ბო­ლო, ლე­ვი­ლის შატო ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ამის აღ­ნიშ­ვნა და შეხ­სე­ნე­ბაც კარ­გია, მაგ­რამ ფო­კუ­სის მხო­ლოდ მტვრი­ან და მო­უ­წეს­რი­გე­ბელ­ზე მი­ტა­ნა და და­ნარ­ჩენ­ზე, რაც გა­კეთ­და ან კეთ­დე­ბა ამი­სი არ ხსე­ნე­ბა არ არის კარ­გი. ბიბ­ლი­ო­თე­კა ნა­ხეთ რა დღე­ში­აო - ეს არ არის სწო­რი, როცა სხვე­ნი არც ბიბ­ლი­ო­თე­კაა და არც სხვე­ნი­დან რე­მონ­ტის და­წყე­ბა იქ­ნე­ბო­და გა­მარ­თლე­ბუ­ლი. პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი სწო­რედ ამ მიზ­ნით და­ი­სა­ხა, რომ გა­დაგ­ვერ­ჩი­ნა, რისი გა­დარ­ჩე­ნაც ჯერ კი­დევ შე­იძ­ლე­ბო­და. კო­ვი­დის პან­დე­მი­ას სრუ­ლად რომ არ გა­ე­ჩე­რე­ბი­ნა პრო­ცე­სი წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი, ახლა, მერ­წმუ­ნეთ, სხვა სუ­რა­თი დაგ­ხვდე­ბო­დათ. არა­ფერს ვი­ტყო­დი, რომ არ ვი­ცო­დე რო­გო­რი გუ­ლით ეკი­დე­ბა ამ საქ­მეს, მა­მუ­ლის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მმარ­თვე­ლი - კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო. მარ­ტი­ვი რო­დია დის­ტან­ცი­უ­რად მარ­თო და მო­ა­წეს­რი­გო ყვე­ლა სა­კი­თხი და დე­ტა­ლი, საქ­მე კი ბევ­რი კეთ­დე­ბა, რაც ვერც კადრში მოხ­ვდა და არც სი­ტყვა თქმუ­ლა. 5,6 მი­ლი­ო­ნი ევრო გა­მო­ყო ქვე­ყა­ნამ, რო­მელ­საც შიგ­ნი­თაც ბევ­რი პრობ­ლე­მა აქვს გა­და­სა­წყვე­ტი და ნელ-ნელა პრო­ექ­ტი წინ მი­დის,“ - წერს გოჩა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში“.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქიტესა
0

გამოქექეს ნაცებმა სალაპარაკო. სხვენი არ ყოფილა თურმე დალაგებული.

ლაშა
0

ესენი ვის აბოლებენ???? დაფაცურდნენ უკვე???? ხალხი მართლა დებილი გონიათ!!!!

ავტორი:

"ეს სხვენი ერთგვარ საწყობად იქცა, სადაც ოჯახებს პირადი ნივთები ამოჰქონდათ... ამანაც განაპირობა ის მდგომარეობა, რაც იხილეთ" - რას წერს საფრანგეთში საქართველოს ელჩი ლევილის მამულზე

"ეს სხვენი ერთგვარ საწყობად იქცა, სადაც ოჯახებს პირადი ნივთები ამოჰქონდათ... ამანაც განაპირობა ის მდგომარეობა, რაც იხილეთ" - რას წერს საფრანგეთში საქართველოს ელჩი ლევილის მამულზე

"ძალიან გულსატკენია, როცა შენი ქვეყნის საამაყო, ისტორიული სიმბოლო, ლევილის შატო ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ ფოკუსის მხოლოდ მტვრიან და მოუწესრიგებელზე მიტანა და იმის არხსენება, რაც გაკეთდა ან კეთდება, არ არის კარგი, - ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

  • მისივე თქმით, ქვეყანამ ლევილის მამულის პროექტისთვის 5,6 მილიონი ევრო გამოყო და საქმე ნელ-ნელა წინ მიიწევს.

"არავის კრიტიკა არ არის ჩემი მიზანი და იმ ადამიანებისაც კარგად მესმის, ვინც მიწოდებული ფოტოებით შექმნილი შთაბეჭდილებით გულწრფელი წუხილი და აღშფოთება გამოხატა. უფრო მეტიც, ყველა გულწრფელად შეწუხებული ადამიანის მადლიერიც კი ვარ. უბრალოდ, ჩემი წილი ობიექტურობითა და სამართლიანობით მოგაწვდით ინფორმაციას ლევილში არსებული მდგომარეობის შესახებ.

დავიწყოთ იქიდან, რომ არავინ დავობს იმაზე, რომ ლევილის შატო (მე-17 და მე-18 საუკუნეში აშენებული შენობა) ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ამას აცნობიერებს მთავრობაც და ყველა, ვისაც მამულთან აქვს ან წარსულიდან ან დღეს შეხება. როცა საქართველოს 2016 წლის სექტემბრის ბოლოს, მოლაპარაკებების რთული და ხანგრძლივი პროცესის შემდეგ მამული და ეს უკვე ავარიული შენობა გადმოეცა, არავითარი ტექნიკური დოკუმენტაცია არ არსებობდა. მოგეხსენებათ, ნებისმიერი რეაბილიტაციისათვის რიგი ექსპერტიზებია ჩასატარებელი და ამ ყველაფრის გაკეთება, დაკვეთა, რეალიზება და შემდეგ დოსიების შედგენა, საქართველოს საკუთარი ხარჯებით მოუწია. ალბათ, წარმოგიდგენიათ ფრანგული ბიუროკრატიული ადმინისტრაციული პროცედურები და ვადები.

მხოლოდ ლევილის გენ. გეგმაში ცვლილებების შეტანას თითქმის 2 წელი დასჭირდა, რადგან ლევილის მუნიციპალიტეტს მამულის მთელი ტერიტორია მთლიანად აკრძალულ ზონად ჰქონდა გამოცხადებული და ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის გარეშე ვერანაირ რეაბილიტაციას ვერ დავიწყებდით. ახლა, როცა ლევილის რეაბილიტაციის საქმეში დინამიკა გაჩნდა და მამულისა და შატოს რეაბილიტაცია რეალურად იწყება, მხოლოდ არეული სხვენის ჩვენება მთლიან ობიექტურ სურათს ამახინჯებს. ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ მოყვრის გულის გასახეთქად ხომ არ გარჯილან ეს პატიოსანი ახალგაზრდები. იქვე არის ბევრი რამ, რაც გაკეთებულსაც მოწმობს და ცოტა რამ ამ ამბავზეც მოეთხროთ.

შედგა რეაბილიტაციისათვის საერთო, გლობალური პროექტი და სწორედ იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ სავალალო მდგომარეობაში მყოფ შენობაში მნიშვნელოვანი წიგნები და არქივი არ დაზიანებულიყო, ამასთან მუდმივი სტატუსით მცხოვრები პირები შატოს შენობიდან (რეაბილიტაციისათვის) გამოგვეყვანა, ორანჟერიის პროექტი გლობალურ პროექტს მაშინვე პრიორიტეტულად გამოეყო და შატოს უკანა მხარეს ბიბლიოთეკა მოეწყო. სწორედ იქაა ბიბლიოთეკა მოწყობილი, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ხანგრძლივი შრომით, ნორმალურ პირობებში, კატალოგიზაციით, თემატურად, ენებისა და ავტორების მიხედვითაა დახარისხებული და სპეციალურად შეძენილ თაროებზეა დალაგებული. ეროვნული ბიბლიოთეკის გუნდმა ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი ლევილისა და პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიიდან გააციფრულა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.

  • რაც კადრებში ჩანს, შემაძრწუნებლად მტვრიანი და მიუხედავი გახლავთ შატოს შენობის სხვენი, სადაც, სრული პასუხისმგებლობით მოგახსენებთ, არ არის დარჩენილი არც ერთი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის დედანი. იმდენმა ისტორიკოსმა, მკვლევარმა, დოქტორანტმა თუ სტუდენტმა, იმდენმა ბიბლიოთეკარმა იმუშავა ამ სხვენში, იმდენი წიგნი ჩამოვიტანეთ ბიბლიოთეკაში, იმდენი გამოვაგზავნეთ (პარტიებად) თბილისში, გარწმუნებთ არაფერია იქ განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტი დარჩენილი. ლევან თაქთაქიშვილი რომ არაფერ ღირებულს დატოვებდა იმ სხვენში, ვინც მას იცნობს, დამეთანხმება.

მესმის, რომ ჩემგან ამ დოკუმენტების "ღირებულების“ განსაზღვრა უხერხულია, ამიტომ უფრო დეტალურად მოგახსენებთ. ეს სხვენი, შატოს საქართველოსთვის გადმოცემამდე უფრო და მერეც ერთგვარ საწყობად იქცა, სადაც ოჯახებს პირადი ნივთები და წიგნები ამოჰქონდათ, ან ვინმე თუ გარდაიცვლებოდა, მის ბინას დაცლიდნენ და ნივთებს სხვენში უწესრიგოდ ტოვებდნენ. ამანაც განაპირობა ის მდგომარეობა, რაც იქ იხილეთ.

რასაკვირველია, ღირებულია კარლო ინასარიძის მიერ "რადიო თავისუფლებისთვის“ მომზადებული გადაცემების სცენარების ასლები, კალისტრატე სალიას წერილის ასლიც მისი დოკუმენტების ყუთში იდო. არ არის არც ერთი დედანი. კალისტრატე სალიას ლევილში არ უცხოვრია და კალისტრატე და ნინო სალიებმა სიცოცხლეშივე გადასცეს საქართველოს პირადი არქივი. რადიო გადაცემისთვის სცენარშიც უწერია კარლო ინასარიძეს, რომ იმ დღეს მის წერილზე ისაუბრებდა.

ცხონებულმა კარლო ინასარიძემაც თავის სიცოცხლეშივე მოაწყო პატარა ბიბლიოთეკა შატოს უკანა შენობაში, სადაც ყველაფერი ღირებული, მათ შორის, მისი გადაცემების ფირებისა და სცენარების დედნებია შენახული. სხვენში დარჩენილია საბჭოთა პერიოდიკა, მნათობის, ცისკარის, დიდ შეკვრებად გაზეთები და ემიგრაციაში გამოცემული გაზეთების დარჩენილი ეგზემპლარები.

ცნობილია, რომ ისინი 3000 ეგზემპლარად ბეჭდავდნენ, 1000-მდე ავრცელებდნენ და 2000 რჩებოდა. ფოტოებზე რაც ჩანს იმ წიგნებისა და ჟურნალების მრავალი ეგზემპლარია უკვე საქართველოს ეროვნულ არქივშიც, ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც და ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშიც. ასევე შენახულია ლევილის ბიბლიოთეკაში და სხვენში დარჩა ზედმეტი ეგზემპლარები. სხვენში დიაპოზიტივები რაც არის დარჩენილი, ძირითადად საბავშვო თემატიკისაა და მამია ბერიშვილის სარდაფი რომ დავცალეთ, ვაითუ რამე ღირებული იყოს-მეთქი, გადასაყრელად დამენანა და მე ავიტანე სხვენში. მერე აღმოჩნდა, რომ ტიერი ბერიშვილის ბავშვობისდროინდელი დიაპოზიტივები ყოფილა. იქვეა საბჭოთა საქართველოს დროინდელი თბილისისა და ჭიათურის დიაპოზიტივები, რომელიც როგორც ჩანს, საბჭოთა პერიოდში, მონატრებული ემიგრანტებისთვის საქართველოდან ჩაჰქონდათ. ვიცი, ზოგი მისაყვედურებს ზედმეტი რას ჰქვიაო. რას ჰქვია და ათასობით ეგზემპლარი რომ გაქვს, ყველგან რომ შეინახავთ და მაინც კიდევ ბლომად დაგირჩებათ, თქვენც ალბათ სადმე სივრცეში მოათავსებთ. პირობები დღეს არ არის კარგი. რაც გაფუჭებული ნახეთ ის ამ ბოლო წლებში არ გაფუჭებულა. საბჭოთა პერიოდის გამოცემების გადარჩენა არც არავის უცდია, საქართველოშიც საკმარისზე მეტია. ემიგრაციაში დაბეჭდილი მასალა იყო ჩვენთვის პრიორიტეტი და ასობით ეგზემპლარი, როგორც მოგახსენეთ გადანახულია ყველა გამოცემისა და ყველა ნომრის.

ძალიან გულსატკენია, როცა შენი ქვეყნის საამაყო, ისტორიული სიმბოლო, ლევილის შატო ცუდ მდგომარეობაშია, ამის აღნიშვნა და შეხსენებაც კარგია, მაგრამ ფოკუსის მხოლოდ მტვრიან და მოუწესრიგებელზე მიტანა და დანარჩენზე, რაც გაკეთდა ან კეთდება ამისი არ ხსენება არ არის კარგი. ბიბლიოთეკა ნახეთ რა დღეშიაო - ეს არ არის სწორი, როცა სხვენი არც ბიბლიოთეკაა და არც სხვენიდან რემონტის დაწყება იქნებოდა გამართლებული. პრიორიტეტები სწორედ ამ მიზნით დაისახა, რომ გადაგვერჩინა, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლებოდა. კოვიდის პანდემიას სრულად რომ არ გაეჩერებინა პროცესი წელიწადნახევარი, ახლა, მერწმუნეთ, სხვა სურათი დაგხვდებოდათ. არაფერს ვიტყოდი, რომ არ ვიცოდე როგორი გულით ეკიდება ამ საქმეს, მამულის ამჟამინდელი მმართველი - კულტურის სამინისტრო. მარტივი როდია დისტანციურად მართო და მოაწესრიგო ყველა საკითხი და დეტალი, საქმე კი ბევრი კეთდება, რაც ვერც კადრში მოხვდა და არც სიტყვა თქმულა. 5,6 მილიონი ევრო გამოყო ქვეყანამ, რომელსაც შიგნითაც ბევრი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი და ნელ-ნელა პროექტი წინ მიდის,“ - წერს გოჩა ჯავახიშვილი "ფეისბუქში“.