მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ადვოკატები დღესვე შეიკრიბებიან და იმსჯელებენ რადიკალური ზომების გატარებაზე. მისივე თქმით, დაცვის სტრატეგია შეიცვლება.
როგორც ხაჭაპურიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ადვოკატები მზად არის მიხეილ სააკაშვილის საქმე საერთაშორისო სასამართლოებში გაიტანონ.
"ადვოკატები დღესვე შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ რადიკალური ზომების გატარებაზე, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია.
მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, მას კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობა გააჩნია, გამოიყენოს შეწყალების აქტი. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის გადასარჩენი. ხვალ და ზეგ დაგვიანებული იქნება.
დაცვის სტრატეგია შეიცვლება, იმიტომ, რომ დრო არ არის. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის საფრთხეში. მას რამე რომ მოუვიდეს, ძალიან ბევრი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. მზად ვართ იმისთვის, რომ საერთაშორისო სასამართლოებში იქნას ეს საქმე გატანილი“,- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
შეუმჩნევლად ვერ შემოიპარა, ხელისუფლება ვერ დაამხო, მეორე ფრონტი ვერ გახსნა, "ოსურმა სპეცნაზმა" არ მოიტაცა, ფოტიგამ, კუბილიუსმა და ვიოლეტამ ვერ უშველეს, პრეზიდენტმა არ შეიწყალა, ფეიკინმა ვერ გამოიყვანა ხალხი პროტესტზე, ამერიკელ ადვოკატს საკმარისი არ გადაუხადეს, ავადმყოფობის სიმულიაციამ არ იმუშავა. რა ახალი სტრატეგია აქვს ხაჭაპურას?)))
ეტყობა ჰონორარს "სტრატეგიის შეცვლის" მიხედვით უმატებს ეს უმაქნისი ადვოკატი
საქმეს გავაკეთებო და ექსპერტიზის ერთი კატეგორიული დასკვნა ვერ წარუდგინა სასამართლოს. ვარაუდი და მოსაზრება გრამაფონშია