მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უთხრა, ბუტას მეგობარი ვარო და ჰკითხა, - თუ გახსოვს ბუტა რობაქიძეო, რაზეც მერაბიშვილს უპასუხია - რაღა დროს ბუტააო" - ადვოკატი მერაბიშვილ - შარაშიძის დაპირისპირების დეტალებს ჰყვება
"უთხრა, ბუტას მეგობარი ვარო და ჰკითხა, - თუ გახსოვს ბუტა რობაქიძეო, რაზეც მერაბიშვილს უპასუხია - რაღა დროს ბუტააო" -  ადვოკატი მერაბიშვილ - შარაშიძის დაპირისპირების დეტალებს ჰყვება

ად­ვო­კა­ტი გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის სი­ძის ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს. მომ­ღე­რალ გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის (უც­ნო­ბი) სი­ძის, გი­ორ­გი შა­რა­ში­ძის ად­ვო­კა­ტის, გელა ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, შა­რა­ში­ძის­თვის ბრა­ლის წარ­დგე­ნა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა­ზე.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში გი­ორ­გი შა­რა­ში­ძის და­კი­თხვის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ბუტა რო­ბა­ქი­ძის სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბას მოჰ­ყვა.

ად­ვო­კა­ტის თქმით, გი­ორ­გი შა­რა­ში­ძე მის სახ­ლთან მდე­ბა­რე აფ­თი­აქ­ში ბი­ძის­თვის წამ­ლე­ბის სა­ყიდ­ლად შე­ვი­და, სა­დაც და­ი­ნა­ხა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი.

"გი­ორ­გი ტე­ლე­ფონ­ზე სა­უბ­რობ­და და რო­დე­საც ტე­ლე­ფონ­ზე სა­უ­ბა­რი და­ას­რუ­ლა, ჰკი­თხა - ვანო ხარ მე­რა­ბიშ­ვი­ლი? - კი, მე ვარო.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა გი­ორ­გი და ბუტა რო­ბა­ქი­ძე ბავ­შვო­ბი­დან მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, გი­ორ­გი შა­რა­ში­ძეს აინ­ტე­რე­სებ­და, რა რე­აქ­ცია ექ­ნე­ბო­და და "გა­ნიც­დი­და თუ არა ადა­მი­ა­ნურ სი­ნა­ნულს ბუტა რო­ბა­ქი­ძის სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა­ზე ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი“. მან უთხრა, ბუ­ტას მე­გო­ბა­რი ვარო და ჰკი­თხა, - თუ გახ­სოვს ბუტა რო­ბა­ქი­ძეო, რა­ზეც ვანო მე­რა­ბიშ­ვილს უპა­სუ­ხია - რაღა დროს ბუ­ტა­აო... ამან გი­ორ­გი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა და წო­ნას­წო­რო­ბი­დან გა­მო­ვი­და. რამ­დენ­ჯერ­მე ხელი მო­უქ­ნია, ოღონდ ზუს­ტად არ ახ­სოვს სხე­უ­ლის რა ნა­წილ­ში გა­არ­ტყა ხელი. შემ­დეგ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი აფ­თი­ა­ქი­დან გა­იქ­ცა, რა დრო­საც ფეხი მო­უქ­ნია. აფ­თი­აქთან ახ­ლოს ჰყავ­და მან­ქა­ნა და ვიდ­რე ჩაჯ­დე­ბო­და, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბი მი­ა­ძა­ხა“, - აღ­ნიშ­ნა ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა.

ად­ვო­კა­ტის თქმით, რო­გორც გი­ორ­გი შა­რა­ში­ძემ და­კი­თხვა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცია ვანო მე­რა­ბიშ­ვილს არ ჰქო­ნია და "მან მხო­ლოდ ხელი აი­ფა­რა“.

ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თუ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ მას არ გა­ნუც­დია ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი არ არ­სე­ბობს. "ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა­ზე“, - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ შს ყო­ფილ მი­ნის­ტრ, ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 126-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 62 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიზი
3

 ვანო მერაბიშვილმა როგორც ვიცი მოიხადა სასჯელი და არც მხდალი გაგრუშას და სკანდალში გახვეული გაჩეჩილაძეების საცემი და საბლატაო რა არის ამ ქვეყანაში 

ნუკრი
7

ხელისუფლებაში ხომ იყო რატომ არ გააპროტესტა უდანაშაულო ბიჭის მკვლელობა,რომელიც ხელისუფლებამ ჩაიდინა,მაგრამ არა პირიქით კი გააკეთა,გვირგვლიანის სიკვდილი,მაგის და მაგის მეუღლის კისერზეა ,7 ნოემბერი, ორი გვამი თუ ეს არაფერია ნაცებო,მერე რა მოხდა არაა,,

ძალადობა ცუდია,ქვეყანაში წესრიგი უნდა იყოს,თუარა ისე ვანოს და ვანოსნაირებს სახის ტერიტორია უნდა გაუირთიანო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"უთხრა, ბუტას მეგობარი ვარო და ჰკითხა, - თუ გახსოვს ბუტა რობაქიძეო, რაზეც მერაბიშვილს უპასუხია - რაღა დროს ბუტააო" - ადვოკატი მერაბიშვილ - შარაშიძის დაპირისპირების დეტალებს ჰყვება

"უთხრა, ბუტას მეგობარი ვარო და ჰკითხა, - თუ გახსოვს ბუტა რობაქიძეო, რაზეც მერაბიშვილს უპასუხია - რაღა დროს ბუტააო" -  ადვოკატი მერაბიშვილ - შარაშიძის დაპირისპირების დეტალებს ჰყვება

ადვოკატი გია გაჩეჩილაძის სიძის ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირების დეტალებზე საუბრობს. მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძის, გიორგი შარაშიძის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, შარაშიძისთვის ბრალის წარდგენა დამოკიდებულია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჩვენებაზე.

როგორც ადვოკატმა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გიორგი შარაშიძის დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ვანო მერაბიშვილთან ფიზიკური დაპირისპირება ბუტა რობაქიძის სახელის ხსენებას მოჰყვა.

ადვოკატის თქმით, გიორგი შარაშიძე მის სახლთან მდებარე აფთიაქში ბიძისთვის წამლების საყიდლად შევიდა, სადაც დაინახა ვანო მერაბიშვილი.

"გიორგი ტელეფონზე საუბრობდა და როდესაც ტელეფონზე საუბარი დაასრულა, ჰკითხა - ვანო ხარ მერაბიშვილი? - კი, მე ვარო.

როგორც აღმოჩნდა გიორგი და ბუტა რობაქიძე ბავშვობიდან მეგობრები იყვნენ. ადვოკატის განცხადებით, გიორგი შარაშიძეს აინტერესებდა, რა რეაქცია ექნებოდა და "განიცდიდა თუ არა ადამიანურ სინანულს ბუტა რობაქიძის სახელის ხსენებაზე ვანო მერაბიშვილი“. მან უთხრა, ბუტას მეგობარი ვარო და ჰკითხა, - თუ გახსოვს ბუტა რობაქიძეო, რაზეც ვანო მერაბიშვილს უპასუხია - რაღა დროს ბუტააო... ამან გიორგი გააღიზიანა და წონასწორობიდან გამოვიდა. რამდენჯერმე ხელი მოუქნია, ოღონდ ზუსტად არ ახსოვს სხეულის რა ნაწილში გაარტყა ხელი. შემდეგ ვანო მერაბიშვილი აფთიაქიდან გაიქცა, რა დროსაც ფეხი მოუქნია. აფთიაქთან ახლოს ჰყავდა მანქანა და ვიდრე ჩაჯდებოდა, შეურაცხმყოფელი სიტყვები მიაძახა“, - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.

ადვოკატის თქმით, როგორც გიორგი შარაშიძემ დაკითხვაზე განაცხადა, საპასუხო რეაქცია ვანო მერაბიშვილს არ ჰქონია და "მან მხოლოდ ხელი აიფარა“.

ნიკოლაიშვილის განცხადებით, თუ დაზარალებული ამბობს, რომ მას არ განუცდია ფიზიკური ტკივილი, ასეთ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ არსებობს. "ყველაფერი დამოკიდებულია ვანო მერაბიშვილის ჩვენებაზე“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შს ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: