საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 ძირითადი საკითხი, რომლის მიხედვითაც სტომატოლოგიური კლინიკა უნდა შეარჩიოთ
3 ძირითადი საკითხი, რომლის მიხედვითაც სტომატოლოგიური კლინიკა უნდა შეარჩიოთ

ხა­რის­ხი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა საკ­მა­ოდ დიდ გა­მოწ­ვე­ვებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამა თუ იმ სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბამ­დე არა­ერ­თი კრი­ტე­რი­უ­მი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ. ანა­ლო­გი­უ­რად უნდა მო­იქ­ცეთ სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კის შერ­ჩე­ვის დრო­საც. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით, თბი­ლის­ში ძა­ლი­ან ბევ­რი სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კაა და კონ­კუ­რენ­ცი­აც საკ­მა­ოდ მძაფ­რია. ამ ფაქ­ტმა შე­იძ­ლე­ბა გა­ფიქ­რე­ბი­ნოთ, რომ სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შერ­ჩე­ვა არ სჭირ­დე­ბა და ამა თუ იმ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას ნე­ბის­მი­ერ მათ­გან­ში შეძ­ლებთ. სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ მომ­სა­ხუ­რე­ბას მარ­თლაც ყვე­ლა მათ­გან­ში მი­ი­ღებთ, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კის მომ­სა­ხუ­რე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იძ­ლე­ბა გან­სხვავ­დე­ბო­დეს.

სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კის არ­ჩე­ვის დროს მარ­თლაც ბევ­რი სა­კი­თხი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, მათ შო­რის სამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სა­კითხს ამ სტა­ტი­ა­ში გან­ვი­ხი­ლავთ.

  • ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და სა­მუ­შაო მა­სა­ლე­ბი

მე­დი­ცი­ნა მუდ­მი­ვად ვი­თარ­დე­ბა და მათ შო­რი­საა სტო­მა­ტო­ლო­გი­აც. დღეს თა­ნა­მედ­რო­ვე სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კე­ბი სრუ­ლად ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით მუ­შა­ო­ბენ. მა­გა­ლი­თად, ასე­თია CEREC სის­ტე­მა. ის ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა. თუ ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით მუ­შა­ო­ბის დროს სპე­ცი­ა­ლის­ტი ანა­ბეჭ­დის ასა­ღე­ბად იყე­ნებს თა­ბა­შირს ან სი­ლი­კონს, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით მუ­შა­ო­ბის დროს პრო­ცე­სი სრუ­ლად ციფ­რუ­ლია. სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა პი­რის ღრუს ციფ­რუ­ლი სკა­ნი­რე­ბა, რაც ცდო­მი­ლე­ბას მი­ნი­მუ­მამ­დე ამ­ცი­რებს. ციფ­რულ ფორ­მატ­ში მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გი ციფ­რუ­ლად­ვე იგ­ზავ­ნე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, სა­დაც კბი­ლე­ბის მო­დე­ლი­რე­ბა/დამ­ზა­დე­ბა ხდე­ბა. პრო­ცე­სი სრუ­ლად ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლია, რაც შე­დე­გის სი­ზუს­ტეს გან­სა­ზღვრავს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ციფ­რუ­ლი ტე­ნო­ლო­გით მო­მუ­შა­ვე წამ­ყვა­ნი სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კა - Blits dental clinic გახ­სნის დღი­დან სწო­რედ ამ ტექ­ნო­ლო­გი­ით მუ­შა­ობს. Blits Dental მსოფ­ლი­ო­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი აპა­რა­ტუ­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი მწარ­მო­ებ­ლის, Dentsply Sirona-ს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რია კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში.

თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გარ­და, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ კლი­ნი­კა უახ­ლე­სი სა­მუ­შაო მა­სა­ლე­ბით მუ­შა­ობ­დეს. ასე­თი პრო­დუქ­ცია არის ჰი­პო­ა­ლერ­გი­უ­ლი, ბი­ო­თავ­სე­ბა­დი, მდგრა­დი და ბუ­ნებ­რი­ვი კბი­ლის ვი­ზუ­ა­ლურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი.

  • სტო­მა­ტო­ლო­გის კვა­ლი­ფი­კა­ცია

ხა­რის­ხი­ა­ნი სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა მხო­ლოდ მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ სპე­ცი­ა­ლისტს შე­უძ­ლია. მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კი არ ნიშ­ნავს იმას, რომ ექიმ­მა სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცე­სი ამით დას­რულ­და. ექი­მის­თვის გა­მოც­დი­ლე­ბა ბევ­რს ნიშ­ნავს, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ის უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცეს­ში იყოს ჩარ­თუ­ლი. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი აპა­რა­ტუ­რა და სა­მუ­შაო მა­სა­ლე­ბი მუდ­მი­ვად ვი­თარ­დე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის სტო­მა­ტო­ლო­გე­ბი გა­დი­ოდ­ნენ მუდ­მივ გა­დამ­ზა­დე­ბას ახალ აპა­რა­ტუ­რა­სა და მა­სა­ლებ­თან მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბის­თვის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა კლი­ნი­კე­ბის წამ­ყვან უცხო­ურ კლი­ნი­კებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ეს უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ მათ მიერ გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა იყოს ხა­რის­ხი­ა­ნი, შე­დე­გი კი - მდგრა­დი და ხან­გრძლი­ვი.

  • სერ­ვი­სი დონე

სტო­მა­ტო­ლო­გია არაა მხო­ლოდ კბი­ლის დაბ­ჟე­ნა, რა­საც სტო­მა­ტო­ლოგ-თე­რა­პევ­ტი აკე­თებს. ის ბევ­რად უფრო რთულ სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებს მო­ი­ცავს. ამ პრო­ცეს­ში ხში­რად სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლის­ტის ჩარ­თუ­ლო­ბაა სა­ჭი­რო. რო­გორც წესი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში ერ­თობ­ლი­ვად ჩარ­თუ­ლი არი­ან: თე­რა­პევ­ტი, ქი­რურ­გი, ორ­თო­დონ­ტი, ორ­თო­პე­დი, გნა­თო­ლო­გი, პა­რო­დონ­ტო­ლო­გი, რო­მელ­თა ერ­თობ­ლივ მუ­შა­ო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლია გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის დონე. სწო­რედ ამი­ტომ, სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კის შერ­ჩე­ვი­სას გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხიც. კლი­ნი­კა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი უნდა იყ­ვნენ სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. სა­სურ­ვე­ლია, ცალ­კე მი­მარ­თუ­ლე­ბად იყოს ბავ­შვთა სტო­მა­ტო­ლო­გი­აც.

სერ­ვი­სის დო­ნეს გან­სა­ზღვრავს გა­რე­მოც, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად მომ­ხმა­რე­ბელ­ზე უნდა იყოს მორ­გე­ბუ­ლი.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხე­ბი­სა, ცხოვ­რე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე სტი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კის მდე­ბა­რე­ო­ბა, შშმ პი­რებ­ზე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მო და სა­პარ­კინ­გე სივ­რცის არ­სე­ბო­ბის სა­კი­თხიც.

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

3 ძირითადი საკითხი, რომლის მიხედვითაც სტომატოლოგიური კლინიკა უნდა შეარჩიოთ

3 ძირითადი საკითხი, რომლის მიხედვითაც სტომატოლოგიური კლინიკა უნდა შეარჩიოთ

ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება საკმაოდ დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. ამა თუ იმ სერვისით სარგებლობამდე არაერთი კრიტერიუმი უნდა გაითვალისწინოთ. ანალოგიურად უნდა მოიქცეთ სტომატოლოგიური კლინიკის შერჩევის დროსაც. დღეს საქართველოში და განსაკუთრებით, თბილისში ძალიან ბევრი სტომატოლოგიური კლინიკაა და კონკურენციაც საკმაოდ მძაფრია. ამ ფაქტმა შეიძლება გაფიქრებინოთ, რომ სტომატოლოგიურ კლინიკას განსაკუთრებული შერჩევა არ სჭირდება და ამა თუ იმ მანიპულაციის ჩატარებას ნებისმიერ მათგანში შეძლებთ. სტომატოლოგიურ მომსახურებას მართლაც ყველა მათგანში მიიღებთ, თუმცა სხვადასხვა კლინიკის მომსახურება ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად შეიძლება განსხვავდებოდეს.

სტომატოლოგიური კლინიკის არჩევის დროს მართლაც ბევრი საკითხი უნდა გაითვალისწინოთ, მათ შორის სამ უმნიშვნელოვანეს საკითხს ამ სტატიაში განვიხილავთ.

  • ტექნიკური აღჭურვილობა და სამუშაო მასალები

მედიცინა მუდმივად ვითარდება და მათ შორისაა სტომატოლოგიაც. დღეს თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკები სრულად ციფრული ტექნოლოგიით მუშაობენ. მაგალითად, ასეთია CEREC სისტემა. ის ტრადიციული მეთოდისგან რადიკალურად განსხვავდება. თუ ტრადიციული მეთოდით მუშაობის დროს სპეციალისტი ანაბეჭდის ასაღებად იყენებს თაბაშირს ან სილიკონს, ახალი ტექნოლოგიით მუშაობის დროს პროცესი სრულად ციფრულია. სპეციალური აპარატის საშუალებით ხდება პირის ღრუს ციფრული სკანირება, რაც ცდომილებას მინიმუმამდე ამცირებს. ციფრულ ფორმატში მიღებული შედეგი ციფრულადვე იგზავნება ლაბორატორიაში, სადაც კბილების მოდელირება/დამზადება ხდება. პროცესი სრულად ავტომატიზებულია, რაც შედეგის სიზუსტეს განსაზღვრავს. საქართველოში ციფრული ტენოლოგით მომუშავე წამყვანი სტომატოლოგიური კლინიკა - Blits dental clinic გახსნის დღიდან სწორედ ამ ტექნოლოგიით მუშაობს. Blits Dental მსოფლიოში პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებლის, Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია კავკასიის რეგიონში.

თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ კლინიკა უახლესი სამუშაო მასალებით მუშაობდეს. ასეთი პროდუქცია არის ჰიპოალერგიული, ბიოთავსებადი, მდგრადი და ბუნებრივი კბილის ვიზუალურ მახასიათებლებთან მაქსიმალურად მიახლოებული.

  • სტომატოლოგის კვალიფიკაცია

ხარისხიანი სტომატოლოგიური მომსახურების გაწევა მხოლოდ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს შეუძლია. მაღალკვალიფიციური კი არ ნიშნავს იმას, რომ ექიმმა სამედიცინო განათლება მიიღო უნივერსიტეტში და განათლების პროცესი ამით დასრულდა. ექიმისთვის გამოცდილება ბევრს ნიშნავს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ის უწყვეტი განათლების პროცესში იყოს ჩართული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტომატოლოგიური აპარატურა და სამუშაო მასალები მუდმივად ვითარდება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა მიმართულების სტომატოლოგები გადიოდნენ მუდმივ გადამზადებას ახალ აპარატურასა და მასალებთან მუშაობის შესახებ. ამ მიმართულებით განვითარებისთვის კარგი საშუალებაა კლინიკების წამყვან უცხოურ კლინიკებთან თანამშრომლობა. ეს უზრუნველყოფს, რომ მათ მიერ გაწეული მომსახურება იყოს ხარისხიანი, შედეგი კი - მდგრადი და ხანგრძლივი.

  • სერვისი დონე

სტომატოლოგია არაა მხოლოდ კბილის დაბჟენა, რასაც სტომატოლოგ-თერაპევტი აკეთებს. ის ბევრად უფრო რთულ სამედიცინო მანიპულაციებს მოიცავს. ამ პროცესში ხშირად სხვადასხვა სპეციალისტის ჩართულობაა საჭირო. როგორც წესი, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთობლივად ჩართული არიან: თერაპევტი, ქირურგი, ორთოდონტი, ორთოპედი, გნათოლოგი, პაროდონტოლოგი, რომელთა ერთობლივ მუშაობაზეა დამოკიდებულია გაწეული მომსახურების დონე. სწორედ ამიტომ, სტომატოლოგიური კლინიკის შერჩევისას გაითვალისწინეთ აღნიშნული საკითხიც. კლინიკაში დასაქმებული უნდა იყვნენ სხვადასხვა მიმართულების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. სასურველია, ცალკე მიმართულებად იყოს ბავშვთა სტომატოლოგიაც.

სერვისის დონეს განსაზღვრავს გარემოც, რომელიც მაქსიმალურად მომხმარებელზე უნდა იყოს მორგებული.

გარდა აღნიშნული საკითხებისა, ცხოვრების თანამედროვე სტილიდან გამომდინარე საკმაოდ მნიშვნელოვანია სტომატოლოგიური კლინიკის მდებარეობა, შშმ პირებზე ადაპტირებული გარემო და საპარკინგე სივრცის არსებობის საკითხიც.

(R)

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"