მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სტალინმა და პუტინმა, არსებითი ფაქტორი არ გაითვალისწინეს..." - ფინეთის პრეზიდენტი
"სტალინმა და პუტინმა, არსებითი ფაქტორი არ გაითვალისწინეს..." - ფინეთის პრეზიდენტი

ფი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტის, სა­უ­ლი ნი­ი­ნის­ტეს გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნი­სად­მი ფი­ნე­თის, ევ­რო­პი­სა და და­სავ­ლე­თის მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რა წელ­საც გაგ­რძელ­დე­ბა.

ფი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტის თქმით, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რა­სა და ფი­ნეთ­ში ზამ­თრის ომს შო­რის მსგავ­სე­ბას ხე­დავს, რად­გან რუ­სეთ­მა და საბ­ჭო­თა კავ­შირ­მაც შეც­დო­მა და­უშ­ვეს და სჯე­რო­დათ, რომ ისი­ნი სწრა­ფად და­ა­ჩო­ქებ­დნენ უკ­რა­ი­ნას და ფი­ნეთს.

"ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი ქვეყ­ნის ლი­დე­რებ­მა, სტა­ლინ­მა და პუ­ტინ­მა, არ­სე­ბი­თი ფაქ­ტო­რი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს. თა­ვი­სუ­ფალ ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნებს ნება და რწმე­ნა აქვთ და ხალ­ხი, რო­მე­ლიც ერ­თად მოქ­მე­დებს, დიდი ძა­ლაა", - გა­ნა­ცხა­და ფი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, რუ­სე­თის მე­ო­რე არას­წო­რი გათ­ვლა ის იყო, რომ ფიქ­რობ­დნენ, ევ­რო­პი­სა და და­სავ­ლე­თის სიმ­პა­თი­ე­ბი უკ­რა­ი­ნის მი­მართ შე­სუს­ტდე­ბო­და.

"ეს არ მოხ­და, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ბედს ისი­ნი ღრმა თა­ნაგ­რძნო­ბით გა­ნიც­დი­ან“, - აღ­ნიშ­ნა სა­უ­ლი ნი­ი­ნის­ტემ.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოტე
4

სტალინის ფინეთში შეჭრის გეგმა ლენინგრადისთვის ბუფერული ტერიტორიის შექმნა იყო. საკმაოდ დიდი ცოცხალი ძალის დანაკარგით, მაგრამ გეგმა შესრულდა. სტატისტიკურად, სსრკ-სათვის 130 ათასამდე ჯარისკაცის დანაკარგი გაცილებით მცირე ზარალი იყო, ვიდრე 3,7 მილიონიანი ფინეთისთვის 30 ათასამდე დანაკარგი. სსრკ-ფინეთის ის ომი სსრკ-ს გამარჯვებით დასრულდა. ეს ფაქტია. ლენინგრადიდან საზღვარი დიდ მანძილზე გადაიწია, მთლიანად სსრკ-ში მოექცა ლადოგის ტბა, რომელიც მე-2 მსოფლიო ომის დროს სტრატეგიულ ტერიტორიად იქცა. სსრკ-ს 30 წლიანი არენდით, ფინეთის ყურის ჩრდილო შესასვლელი, ხანკოს ნახევარკუნძული გადაეცა, ესტონეთის მიერთების შემდეგ ფინეთის ყურეზეც სსრკ-ს სრული კონტროლი დაწესდა. რაც მთავარია, ფინეთი მე-2 მსოფლიო ომიდან, როგორც საფრთხე, გამოითიშა. ის რომ, ე.წ. "ზამთრის ომი" ფინეთმა მოიგო, პროპაგანდაა და მეტი არაფერი. რეალურად, ფინეთმა ცოცხალი ძალის და ტექნიკის უდიდესი დანაკარგი განიცადა და ტერიტორიები დაკარგა.

თუ შელამაზებულ ისტორიას გავშლით და ვითომ ფინეთის "გამარჯვებას" და სსრკ-ს "მარცხს" ნებისმიერ სხვა ბრძოლაზე განვავრცობთ, გამოვა, რომ რადგან გერმანიამ სსრკ-ზე ნაკლები ჯარისკაცი დაჰკარგა, ომიც მას მოუგია. ან, ნებისმიერი შუა საუკუნების ბრძოლა, სადაც დიდი ქვეყნები პატარებს ებრძოდნენ, თურმე ის პატარები იმარჯვებდნენ, რადგან ნაკლები მსხვერპლი ჰქონდათ. ანუ, თურქეთი დამარცხებულა ბალკანეთში, კავკასიაში და ა.შ. გულს კი ნუ იფხანთ და პროპაგანდას ჰყვებით, ფაქტებით და შედეგებით იმსჯელეთ. პუტინის რუსეთი სად რას მოიმოქმედებს და რა შედეგს მიიღებს, არ ვიცი და მაგას მხოლოდ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ დავინახავთ, მაგრამ, ვიმეორებ, "ზამთრის ომი" სსრკ-მ მოიგო, ფინეთი დამარცხდა. 

ხალხის მტერი
11

სტალინის მოყვარულებო, ძალიან მაინტერესებს, ის რომ ქართული წარმოშობის არ ყოფილიყო და რუსი ყოფილიყო, მაშინაც ასე იამაყებდით მისით თუ სხვა დამოკიდებულება გექნებოდათ მისადმი? და პუტინი რომ დადასტურებულად ქართული წარმოშობის იყოს, ახლა დაამარცხოს უკრაინა, მერე შეიერთოს საქართველოც, დაიპყროს ბალტიისპირეთიც, პოლონეთიც, სომხეთიც, აზერბაიჯანიც, ყაზახეთიც და ა.შ. რა თქმა უნდა დიდი სისხლისღვრის შედეგად და შექმნას ახალი რუსეთის იმპერია, იამაყებდით მისით?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"სტალინმა და პუტინმა, არსებითი ფაქტორი არ გაითვალისწინეს..." - ფინეთის პრეზიდენტი

"სტალინმა და პუტინმა, არსებითი ფაქტორი არ გაითვალისწინეს..." - ფინეთის პრეზიდენტი

ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტეს განცხადებით, უკრაინისადმი ფინეთის, ევროპისა და დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა წელსაც გაგრძელდება.

ფინეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ფინეთში ზამთრის ომს შორის მსგავსებას ხედავს, რადგან რუსეთმა და საბჭოთა კავშირმაც შეცდომა დაუშვეს და სჯეროდათ, რომ ისინი სწრაფად დააჩოქებდნენ უკრაინას და ფინეთს.

"ავტორიტარული ქვეყნის ლიდერებმა, სტალინმა და პუტინმა, არსებითი ფაქტორი არ გაითვალისწინეს. თავისუფალ ქვეყანაში ადამიანებს ნება და რწმენა აქვთ და ხალხი, რომელიც ერთად მოქმედებს, დიდი ძალაა", - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუსეთის მეორე არასწორი გათვლა ის იყო, რომ ფიქრობდნენ, ევროპისა და დასავლეთის სიმპათიები უკრაინის მიმართ შესუსტდებოდა.

"ეს არ მოხდა, უკრაინელების ბედს ისინი ღრმა თანაგრძნობით განიცდიან“, - აღნიშნა საული ნიინისტემ.