"ნაციონალური მოძრაობის" წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სულხან მოლაშვილი ციხიდან გამოსვლის შემდეგ 7 წელში გარდაიცვალა ღვიძლის დაშლით და მიხეილ სააკაშვილს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
მისივე თქმით, ნარკოტიკისგან და სმისგან მოლაშვილს ღვიძლი ჰქონდა დაშლილი.
"და რაც შეეხება კორუმპირებულ მოლაშვილს, რომელსაც ჩამპალი ჰქონდა ნარკოტიკისგან და ლოთობისგან ღვიძლი, ციხიდან გამოსვლიდან 7 წლის შემდეგ მოკვდა ღვიძლის დაშლით, თქვე გარეწრებო, 7 წლის შემდეგ და თუ ციხეში ვინმე აწამა, მიშა რა შუაშია, ნაძირლებო, როცა ბოკერიას ადებდა თავად ხელს რაც, არც მაშინ დამიჯერებია და არც ახლა მჯერა!
გეყოფათ გვამებით ვაჭრობა, თქვენ მიეწიეთ მოლაშვილს! გეყოთ, რუსის ამონარწყევებო, კმარა!," - წერს მეგი გოცირიძე.
ასევე იხილეთ:
სააკაშვილი სახელმწიფოს ხარჯზე შოფინგისა და დროსტარებისათვის კი არა,პოლიტიკური დანაშაულებისათვის, იმ დიქტატორული მმართველობის შემოღებისათვის, კლანური მონოპოლიზმის, სამოხელეო და სამართალდამცავ ჩინოვნიკთა პარპაშის სისტემის სამართლებრივი საფუძვლების ჩაყრისათვის უნდა დაისაჯოს , ის იმხილება და ის არის იდეოლოგი და წარმმართველი დღეს არსებული ელიტარული მარაზმის (აბა ამას კაპიტალიზმი არ ქვია) , სამოხელეო პლუტოკრატიული დიქტატურის, თანამედროვე ელიტარული კომუნიზმი ნაკომკავშირალ ბანკოკრატ ოლიგარქთა შრეში , სიყალბისა და სიცრუის ტირაჟირების, სამმაგი სტანდარტის და ჟანდარმული პოლიტიკური რეჟიმის, უპერსპექტივო , უკუსვლითი ეკონომიკური მდგომარეობის წინაპირობის შექმნაში ! თქვენ კოსტუმების მითვისებისა და სუშის უზომოდ მირთმევისათვის თუ შეიწყალებთ , მორიგი განსასჯელი თქვენ იქნებით, რადგან სააკაშვილის რეჟიმზე ჯეჯილობთ !
უფალმა განგსაჯოს. რაღაცას ზღვარი ხომ აქვს?