საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ფინანსური რესურსით გეგმავს სახელმწიფო ანაკლიის პორტის მშენებლობაში თანამონაწილეობას - "თანხა შესაძლოა, საპენსიო ფონდიდანაც გამოვიყენოთ"
რა ფინანსური რესურსით გეგმავს სახელმწიფო ანაკლიის პორტის მშენებლობაში თანამონაწილეობას - "თანხა შესაძლოა, საპენსიო ფონდიდანაც გამოვიყენოთ"

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რა ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სით გეგ­მავს სა­ხელ­მწი­ფო ანაკ­ლი­ის პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

  • რო­გორც ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, სა­ხელ­მწი­ფოს აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბი გა­აჩ­ნია, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო სა­წარ­მო­ე­ბის კუ­თხით, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ მსგავ­სი ტი­პის პრო­ექ­ტე­ბის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, ისე გა­ნი­ხი­ლე­ბა სა­პენ­სიო ფონ­დის და­ნა­ზო­გე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაც.

"ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჩვენ ვმუ­შა­ობ­დით პარტნი­ორ სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ებ­თან, შერ­ჩე­უ­ლი გვყავს ორი სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია ბრი­ტა­ნე­თი­დან და ნი­დერ­ლან­დე­ბი­დან იმის­თვის, რომ ინ­ტე­რეს­თა გა­მო­ხატ­ვის პი­რო­ბე­ბი დაგ­ვე­მუ­შა­ვე­ბი­ნა და ამ ეტა­პის­თვის, და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა უკვე გა­მო­ა­ცხა­და, რომ უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში, მოხ­დე­ბა პრო­ექ­ტის იმპლე­მენ­ტა­ცია და ზუს­ტად ამის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და სა­მი­ნის­ტრო, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი მუ­შა­ობ­და კონ­სულ­ტანტ კომ­პა­ნი­ებ­თან. ასე­ვე, მუ­შა­ობ­და გარ­კვე­ულ ცვლი­ლე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო იყო სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი­ყო სა­ჯა­რო და კერ­ძო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში იმის­თვის, რომ ის ყო­ფი­ლი­ყო ადეკ­ვა­ტუ­რი და პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის ყო­ფი­ლი­ყო გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი. ჩვენ უკვე იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში და­ვი­წყებთ ინ­ტე­რეს­თა გა­მო­ხატ­ვის შე­დე­გად პო­ტენ­ცი­უ­რი პარტნი­ო­რი ინ­ვეს­ტო­რე­ბის შერ­ჩე­ვას. რო­გორც პრე­მი­ერ­მაც გა­მო­ა­ცხა­და, სა­ხელ­მწი­ფოს როლი იქ­ნე­ბა წამ­ყვა­ნი ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. ვფიქ­რობ, რომ ეს იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­თე­ბუ­ლი და პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. შემ­დგომ ეტა­პებ­ზე და­ზუს­ტდე­ბა პრო­ექ­ტის თან­ხე­ბი. სხვა­დას­ხვა ეტა­პია ანაკ­ლი­ის პორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით სამი გა­მო­ყო­ფი­ლი ეტა­პი. პირ­ვე­ლი ეტა­პის­თვის ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა დაჯ­დეს 300 მლნ დო­ლა­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო­ებს, ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ამის რე­სურ­სე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს გა­აჩ­ნია. მათ შო­რის სა­ხელ­მწი­ფო სა­წარ­მო­ე­ბის კუ­თხით და სა­ხელ­მწი­ფო სა­წარ­მო­ე­ბი, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ მსგავ­სი ტი­პის პრო­ექ­ტე­ბის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. ვფიქ­რობთ, რომ მათ ჯან­სა­ღი, კარ­გი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვთ იმის­თვის, რომ მო­ი­ზი­დონ ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბი, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­გან, ისე ჩვენ გვაქვს შიდა რე­სურ­სე­ბი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც შეგ­ვიძ­ლია. ჩვენ გრძელ­ვა­დი­ან სტრა­ტე­გი­ულ პრო­ექ­ტებ­ში ვფიქ­რობთ, რომ გა­მო­ვი­ყე­ნებთ გრძელ­ვა­დი­ან და­ნა­ზო­გებს, რო­მე­ლიც იგი­ვე სა­პენ­სიო ფონ­დი­დან შე­იძ­ლე­ბა მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს და კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში ჩვენ ამ ფი­ნან­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას უპ­რობ­ლე­მოდ შევ­ძლებთ. ესეც შე­ფა­სე­ბუ­ლი გვაქვს.

  • თან­ხა შე­საძ­ლოა, რომ სა­პენ­სიო ფონ­დი­და­ნაც გა­მო­ვი­ყე­ნოთ, ზუს­ტად ეს არის მი­ზა­ნი, ამ როლ­საც ას­რუ­ლებს ეკო­ნო­მი­კა­ში ეს ფონ­დი.

არ­სე­ბობს გრძელ­ვა­დი­ა­ნი და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო, რო­მე­ლიც უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბის შე­საქ­მნე­ლად. იცით, რომ ბო­ლოს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, სა­პენ­სიო ფონდს ვაძ­ლევთ სა­შუ­ა­ლე­ბას, ასე­თი ტი­პის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შეძ­ლოს. ვფიქ­რობ, რომ 2023 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ეტაპ­ზე უნდა გა­და­ვი­დეთ. მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, პო­ტენ­ცი­ურ პარტნი­ო­რებ­თან და ინ­ვეს­ტო­რებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ძა­ლი­ან ბევ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რეა“, - გა­ნა­ცხა­და და­ვი­თაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

სხვათაშორის არასაბანკო დეპოზიტებზე 40 მილიარდია უსაქმოდ დაყუდებული, ასე თხუთმეტი წლის წინ აიბარტყა ნულიდან-პლუტოკრატიისაა, არ არის ივანიშვილის და არიცხავენ კოლოსალურ სარგო პროცენტებს, რომელთაც თქვენ იხდით პატივცემულებო, ძვირი რომ გაქვთ კრედიტი, მაგიტომაა ძვირი ! ფაბლიქ პრაივათ ჯოინთ სთოქ ქომფანი არ გაგიგიათ ? გამოუშვით აქციები და ემიგრაცია დაიდგამს წელებზე მეტად ფეხს და თვეში ას დოლარს დამატებით გამოიმუშავებს და იყიდიან მაგ საინვესტიციო სახელობით აქციებს , მილიარდებს მოგიტანენ და ახლა რომ აქეთ გზავნიან ოჯახების შესანახად , დივიდენდებს წაიღებენ და კიდევ იყიდიან , ასე დაკარგეთ თქვენ ამ 30 წელიწადში 50 მილიარდი სამამულო ინვესტიცია და ტყეში პანტას დასდევთ თურაშაულის პატრონები , გადაგიყვანთ ეგერად, ეგარი ! არა გცოდნიათ -არეგულირებდეს უნდა ნორმატიული აქტებით სახელმწიფო, მართავდეს უნდა აქციონერთა საბჭო და მათი დანიშნული მენეჯმენტი და არა წითელი ნაკომკავშირალი "ინგლისურენოვანი "ჩინოვნიკი მოხელე ! მასეთი ინგლისური ფოსტის უფროსმა ივანე რუსმაც იცოდა !

777
0

........ჭირი იქა, ლხინი აქა!!!....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რა ფინანსური რესურსით გეგმავს სახელმწიფო ანაკლიის პორტის მშენებლობაში თანამონაწილეობას - "თანხა შესაძლოა, საპენსიო ფონდიდანაც გამოვიყენოთ"

რა ფინანსური რესურსით გეგმავს სახელმწიფო ანაკლიის პორტის მშენებლობაში თანამონაწილეობას - "თანხა შესაძლოა, საპენსიო ფონდიდანაც გამოვიყენოთ"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი განმარტავს, რა ფინანსური რესურსით გეგმავს სახელმწიფო ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში თანამონაწილეობას.

  • როგორც ლევან დავითაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, სახელმწიფოს აღნიშნული რესურსები გააჩნია, როგორც სახელმწიფო საწარმოების კუთხით, რომლებსაც შეუძლიათ მსგავსი ტიპის პროექტების თანადაფინანსებაში მონაწილეობის მიღება, ისე განიხილება საპენსიო ფონდის დანაზოგების გამოყენებაც.

"ანაკლიის პორტის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა რამდენიმე თვის განმავლობაში. ჩვენ ვმუშაობდით პარტნიორ საკონსულტაციო კომპანიებთან, შერჩეული გვყავს ორი საკონსულტაციო კომპანია ბრიტანეთიდან და ნიდერლანდებიდან იმისთვის, რომ ინტერესთა გამოხატვის პირობები დაგვემუშავებინა და ამ ეტაპისთვის, დამუშავებულია. პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოაცხადა, რომ უახლოეს ხანებში, მოხდება პროექტის იმპლემენტაცია და ზუსტად ამისთვის ემზადებოდა სამინისტრო, სპეციალური სამუშაო ჯგუფი მუშაობდა კონსულტანტ კომპანიებთან. ასევე, მუშაობდა გარკვეულ ცვლილებებზე, რომელიც საჭირო იყო საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილიყო საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონმდებლობაში იმისთვის, რომ ის ყოფილიყო ადეკვატური და პროექტის განხორციელებისთვის ყოფილიყო გამოსაყენებელი. ჩვენ უკვე იანვარ-თებერვალში დავიწყებთ ინტერესთა გამოხატვის შედეგად პოტენციური პარტნიორი ინვესტორების შერჩევას. როგორც პრემიერმაც გამოაცხადა, სახელმწიფოს როლი იქნება წამყვანი ამ პროექტის განხორციელებაში. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ხელისუფლების აბსოლუტურად მართებული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. შემდგომ ეტაპებზე დაზუსტდება პროექტის თანხები. სხვადასხვა ეტაპია ანაკლიის პორტის განვითარების, დაახლოებით სამი გამოყოფილი ეტაპი. პირველი ეტაპისთვის ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება დაჯდეს 300 მლნ დოლარი.

რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის რესურსები სახელმწიფოს გააჩნია. მათ შორის სახელმწიფო საწარმოების კუთხით და სახელმწიფო საწარმოები, რომლებსაც შეუძლიათ მსგავსი ტიპის პროექტების თანადაფინანსებაში მონაწილეობის მიღება. ვფიქრობთ, რომ მათ ჯანსაღი, კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვთ იმისთვის, რომ მოიზიდონ ფინანსური რესურსები, როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან, ისე ჩვენ გვაქვს შიდა რესურსები, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია. ჩვენ გრძელვადიან სტრატეგიულ პროექტებში ვფიქრობთ, რომ გამოვიყენებთ გრძელვადიან დანაზოგებს, რომელიც იგივე საპენსიო ფონდიდან შეიძლება მომდინარეობდეს და კომბინაციაში ჩვენ ამ ფინანსების მობილიზებას უპრობლემოდ შევძლებთ. ესეც შეფასებული გვაქვს.

  • თანხა შესაძლოა, რომ საპენსიო ფონდიდანაც გამოვიყენოთ, ზუსტად ეს არის მიზანი, ამ როლსაც ასრულებს ეკონომიკაში ეს ფონდი.

არსებობს გრძელვადიანი დაფინანსების წყარო, რომელიც უნდა იყოს მიმართული გრძელვადიანი სტრატეგიული პროექტების შესაქმნელად. იცით, რომ ბოლოს განხორციელებული ცვლილებებით, საპენსიო ფონდს ვაძლევთ საშუალებას, ასეთი ტიპის ინვესტიციების განხორციელება შეძლოს. ვფიქრობ, რომ 2023 წლის განმავლობაში, სამშენებლო სამუშაოების ეტაპზე უნდა გადავიდეთ. მთელი წლის განმავლობაში, პოტენციურ პარტნიორებთან და ინვესტორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ძალიან ბევრი დაინტერესებული მხარეა“, - განაცხადა დავითაშვილმა.