საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ხომ არარეალურია, ცარიელი სიტყვებია" - სერგეი შამბა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე
"ეს ხომ არარეალურია, ცარიელი სიტყვებია" - სერგეი შამბა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა სა­ქარ­თვე­ლოს შეს­თა­ვა­ზა, რე­პა­რა­ცი­ის სა­ხით, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და­პი­რე­ბუ­ლი 10 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­დოს. ამის შე­სა­ხებ მან რუ­სულ gazeta.ru-ს გა­ნუ­ცხა­და.

ამით ის გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ ქვე­ყა­ნა მზად არის გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ინ­ვეს­ტი­ცია აფხა­ზეთ­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ში რეს­პუბ­ლი­კე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

"ეს ხომ არა­რე­ა­ლუ­რია. ეს ცა­რი­ე­ლი სი­ტყვე­ბია. რა­საც ისი­ნი გვთა­ვა­ზო­ბენ, შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო ომის შემ­დეგ, რო­დე­საც მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის­თვის რე­პა­რა­ცი­ე­ბის გა­დახ­და იყო სა­ჭი­რო - ეს თან­ხა ზუს­ტად ჯდე­ბა ამ ციფ­რებ­ში. ეს თან­ხე­ბი მოხ­მარ­დე­ბო­და ომის დროს მათ მიერ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აღ­დგე­ნას“ , - გა­ნა­ცხა­და შამ­ბამ.

ის ასე­ვე მი­იჩ­ნევს, რომ აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან შე­სა­რი­გებ­ლად სა­ქარ­თვე­ლომ მტრულ ქმე­დე­ბებ­ზე უარი უნდა თქვას.

შამ­ბას თქმით, რეს­პუბ­ლი­კე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში 10 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბის მზად­ყოფ­ნის შე­სა­ხებ ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბით, თბი­ლი­სი მხო­ლოდ მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ა­მოვ­ნე­ბას ცდი­ლობს.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია პირ­ველ სამ წე­ლი­წად­ში, 10 მი­ლი­არ­დის ინ­ვეს­ტი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დეს აფხა­ზეთ­სა და სა­მა­ჩაბ­ლო­ში.

" აფხა­ზე­თი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მე­ო­რე მო­ნა­კო და სო­ხუ­მი - მე­ო­რე მონ­ტე-კარ­ლო“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინგა
29

მე გუშინ დავწერე და გავიმეორებ - ხალხს შორის ნდობის აღდგენაა მთავარი, თორე ღარიბაშვილს და შამბას კი ენდობა ყველა. ომის დროს ყველა ნაძირალა თავს გამოავლენს ხოლმე - მათ ეროვნება არააქვთ. ამ ე.წ. ომში აფხაზების გამარჯვება საართველოს დამარცხება არაა. საჭიროა დიალოგი, ანალიზი და პრიორიტეტების განსაზღვრა შერიგების გზაზე.... 

1
1

აფხაზეთი საქართველოა და საერთოდ ვინ ვის რას თავაზობს და რის სანაცვლოდ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ეს ხომ არარეალურია, ცარიელი სიტყვებია" - სერგეი შამბა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე

"ეს ხომ არარეალურია, ცარიელი სიტყვებია" - სერგეი შამბა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა საქართველოს შესთავაზა, რეპარაციის სახით, ოკუპირებული აფხაზეთის განვითარებისთვის დაპირებული 10 მილიარდი დოლარი გადაუხადოს. ამის შესახებ მან რუსულ gazeta.ru-ს განუცხადა.

ამით ის გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყანა მზად არის განახორციელოს ინვესტიცია აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რესპუბლიკების საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შემთხვევაში.

"ეს ხომ არარეალურია. ეს ცარიელი სიტყვებია. რასაც ისინი გვთავაზობენ, შეიძლებოდა ყოფილიყო ომის შემდეგ, როდესაც მიყენებული ზიანისთვის რეპარაციების გადახდა იყო საჭირო - ეს თანხა ზუსტად ჯდება ამ ციფრებში. ეს თანხები მოხმარდებოდა ომის დროს მათ მიერ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას“ , - განაცხადა შამბამ.

ის ასევე მიიჩნევს, რომ აფხაზურ საზოგადოებასთან შესარიგებლად საქართველომ მტრულ ქმედებებზე უარი უნდა თქვას.

შამბას თქმით, რესპუბლიკების განვითარებაში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადების მზადყოფნის შესახებ ასეთი განცხადებებით, თბილისი მხოლოდ მსოფლიო საზოგადოების სიამოვნებას ცდილობს.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლებელია პირველ სამ წელიწადში, 10 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდეს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.

" აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი - მეორე მონტე-კარლო“, - განაცხადა პრემიერმა.

ასევე იხილეთ: