პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ზურაბიშვილისთვის მიუღებელი იყო რა პოზიციაზე იდგა ჩემი რომელიმე თანაგუნდელი 2007 წელს, შეეძლო გაცილებით ადრე ეთქვა" - სარჯველაძე
"თუ ზურაბიშვილისთვის მიუღებელი იყო რა პოზიციაზე იდგა ჩემი რომელიმე თანაგუნდელი 2007 წელს, შეეძლო გაცილებით ადრე ეთქვა" - სარჯველაძე

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ბევ­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უმუ­შა­ვია იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, ვის­ზეც ახლა კრი­ტი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს - თუ მის­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო ჩემი რო­მე­ლი­მე თა­ნა­გუნ­დე­ლი 2007 წელს რა პო­ზი­ცი­ა­ზე იდგა, შე­ეძ­ლო ეს გა­ცი­ლე­ბით ადრე ეთ­ქვა, ახლა ამა­ზე სა­უბ­რის და­წყე­ბა სხვა რა­ღა­ცა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს! - ასე პა­სუ­ხობს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძე პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბი­თაც, ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შე­წყა­ლე­ბის სა­კი­თხზე “მო­რალს უკი­თხა­ვენ“, 2007 წლის მერე იყ­ვნენ მი­შას შტაბ­ში, "ქარ­თუ ბან­კში" ან სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე.

პრე­ზი­დენ­ტის პა­სუ­ხად სარ­ჯვე­ლა­ძემ ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ თუ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბას აპი­რებს, უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ იგი­ვე მო­თხოვ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით მას და­ნარ­ჩე­ნი 9 000 პა­ტიმ­რის­თვის მო­უ­წევს პა­სუ­ხის გა­ცე­მა.

ამა­ვე კონ­ტექ­სტში სარ­ჯვე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ პრე­ზი­დენ­ტმა ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რა არის სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ის სა­კუ­თა­რი სი­ტყვე­ბის მი­მართ პრინ­ცი­პუ­ლად უნდა იყოს გამ­სჭვა­ლუ­ლი.

“არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იმის ახ­სნა და გან­მარ­ტე­ბა, აქ­ცი­ა­ზე ია მეტ­რე­ვე­ლი თუ სხვე­ბი ვი­ღა­ცის და­ძა­ხე­ბით მი­ვიდ­ნენ თუ არა და უნდა გა­მო­ხა­ტონ თუ არა პრე­ტენ­ზია და მო­თხოვ­ნა, რაც მათ გა­აჩ­ნი­ათ. არ მგო­ნია, რომ სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი თუ სხვე­ბი ასეთ შე­ფა­სე­ბას იმ­სა­ხუ­რე­ბენ. პრე­ზი­დენ­ტმა თა­ვად თქვა, რომ ეს ის ხალ­ხია ვის­თან ერ­თა­დაც იბ­რძო­და და სამ­წუ­ხა­როდ, იგი­ვე ადა­მი­ა­ნებს უპა­ტივ­ცე­მუ­ლოდ შეხ­ვდა - შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია მათ­ზე იმის თქმა, თით­ქოს ვი­ღა­ცის და­ძა­ხი­ლით და­დი­ან! ეს ის ხალ­ხი არ არის, ვინც ასეთ შე­ფა­სე­ბა­სა და გან­ცხა­დე­ბას იმ­სა­ხუ­რებს.

ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ, რისი უფ­ლე­ბაც მათ აქვთ, ისე­ვე რო­გორც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე ნე­ბის­მი­ერ სხვა ადა­მი­ანს. პრობ­ლე­მუ­რად მეჩ­ვე­ნე­ბა, როცა პრე­ზი­დენ­ტი ერთი მხა­რის­გან ნათ­ქვამს შე­იძ­ლე­ბა ზე­წო­ლად აღიქ­ვამ­დეს, ხოლო მე­ო­რე მხა­რის­გან ნათ­ქვამს - ასე არ მი­იჩ­ნევ­დეს. ეს სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ არის“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძემ.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mimino
2

2012 წლის მერე გამოჩნდა ეგ კაცი, მანამდე ჩირგვში იჯდა აკანკალებდა:)))) 2012 წლის მერე, იცოცხლე, გულადი გახდა:]))))))

112
21

ეს მართლა საიდან გაჩნდა? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"თუ ზურაბიშვილისთვის მიუღებელი იყო რა პოზიციაზე იდგა ჩემი რომელიმე თანაგუნდელი 2007 წელს, შეეძლო გაცილებით ადრე ეთქვა" - სარჯველაძე

"თუ ზურაბიშვილისთვის მიუღებელი იყო რა პოზიციაზე იდგა ჩემი რომელიმე თანაგუნდელი 2007 წელს, შეეძლო გაცილებით ადრე ეთქვა" - სარჯველაძე

სალომე ზურაბიშვილს ბევრი წლის განმავლობაში უმუშავია იმ ადამიანებთან ერთად, ვისზეც ახლა კრიტიკული დამოკიდებულება აქვს - თუ მისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო ჩემი რომელიმე თანაგუნდელი 2007 წელს რა პოზიციაზე იდგა, შეეძლო ეს გაცილებით ადრე ეთქვა, ახლა ამაზე საუბრის დაწყება სხვა რაღაცაზე მიანიშნებს! - ასე პასუხობს “ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომლის განცხადებითაც, ადამიანები, ვინც მას მიხეილ სააკაშვილს შეწყალების საკითხზე “მორალს უკითხავენ“, 2007 წლის მერე იყვნენ მიშას შტაბში, "ქართუ ბანკში" ან სხვა თანამდებობებზე.

პრეზიდენტის პასუხად სარჯველაძემ ისიც აღნიშნა, რომ თუ ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებას აპირებს, უნდა გაითვალისწინოს, რომ იგივე მოთხოვნასთან დაკავშირებით მას დანარჩენი 9 000 პატიმრისთვის მოუწევს პასუხის გაცემა.

ამავე კონტექსტში სარჯველაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, რა არის სწორი გადაწყვეტილება და ის საკუთარი სიტყვების მიმართ პრინციპულად უნდა იყოს გამსჭვალული.

“არ არის აუცილებელი იმის ახსნა და განმარტება, აქციაზე ია მეტრეველი თუ სხვები ვიღაცის დაძახებით მივიდნენ თუ არა და უნდა გამოხატონ თუ არა პრეტენზია და მოთხოვნა, რაც მათ გააჩნიათ. არ მგონია, რომ სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრები თუ სხვები ასეთ შეფასებას იმსახურებენ. პრეზიდენტმა თავად თქვა, რომ ეს ის ხალხია ვისთან ერთადაც იბრძოდა და სამწუხაროდ, იგივე ადამიანებს უპატივცემულოდ შეხვდა - შეურაცხმყოფელია მათზე იმის თქმა, თითქოს ვიღაცის დაძახილით დადიან! ეს ის ხალხი არ არის, ვინც ასეთ შეფასებასა და განცხადებას იმსახურებს.

ადამიანები საკუთარ მოსაზრებას გამოხატავენ, რისი უფლებაც მათ აქვთ, ისევე როგორც განსხვავებული შეხედულებების მქონე ნებისმიერ სხვა ადამიანს. პრობლემურად მეჩვენება, როცა პრეზიდენტი ერთი მხარისგან ნათქვამს შეიძლება ზეწოლად აღიქვამდეს, ხოლო მეორე მხარისგან ნათქვამს - ასე არ მიიჩნევდეს. ეს სწორი დამოკიდებულება არ არის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ნახეთ ასევე: