მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექიმმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა, არ გაუწია დახმარება და კლინიკის ტერიტორია დატოვა" - აცრის შემდეგ გარდაცვლილი ქალის საქმე: რას აცხადებს პროკურატურა?
"ექიმმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა, არ გაუწია დახმარება და კლინიკის ტერიტორია დატოვა" - აცრის შემდეგ გარდაცვლილი ქალის საქმე: რას აცხადებს პროკურატურა?

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ "ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კა იმე­დის“ ექთ­ნის, მეგი ბაქ­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ამა­ვე კლი­ნი­კის ექიმს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე პრო­კუ­რორ­მა თა­მარ ია­კო­ბი­ძემ ისა­უბ­რა.

პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, კო­ვიდ 19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ, ექიმ­მა მეგი ბაქ­რა­ძე სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იხი­ლა, ის ვალ­დე­ბუ­ლი იყო მის­თვის შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა, თუმ­ცა, არა­სა­პა­ტიო მი­ზე­ზით, ექთანს სა­თა­ნა­დო პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა არ გა­უ­წია და კლი­ნი­კის ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა.

ექიმს ბრალ­დე­ბა წარ­დგე­ნი­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 130-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (ავად­მყო­ფის გან­საც­დელ­ში მი­ტო­ვე­ბა, რა­მაც მისი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია), რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 3-დან 5 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ "ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კა იმე­დი“-ს ექთ­ნის, მეგი ბაქ­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ამა­ვე კლი­ნი­კის ექი­მის მი­მართ ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2021 წლის 18 მარტს, ქ. ახალ­ცი­ხე­ში, შპს "ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კა იმედ­ში“, ამა­ვე კლი­ნი­კის თა­ნამ­შრო­მელს - ექთან მეგი ბაქ­რა­ძეს ას­ტრა­ზე­ნე­კას ვაქ­ცი­ნით "კო­ვიდ 19“-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

კო­ვიდ-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­ნერგვი­სა და იმუ­ნი­ზა­ცი­ის მარ­თვის წე­სის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი პირი 30 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რა დრო­საც ექი­მი ვალ­დე­ბუ­ლი იყო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დგო­მი შე­საძ­ლო გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტის­თვის გა­და­უ­დე­ბე­ლი პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია.

ექიმ­მა ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუ­თის შემ­დეგ, მეგი ბაქ­რა­ძე და­ყოვ­ნე­ბის ოთახ­ში ნახა, რა დრო­საც მას კის­რის და გულ­მკერ­დის ზე­და­პირ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და სი­წით­ლე და ვე­ნა­ში კა­თე­ტე­რის ჩად­გმა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რაც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დგომ გარ­თუ­ლე­ბას და ანა­ფი­ლაქ­სი­ად მიჩ­ნე­ულ მდგო­მა­რე­ო­ბას წარ­მო­ად­გენ­და. აქვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ანა­ფი­ლაქ­სია შე­ფა­სე­ბუ­ლია რო­გორც სწრა­ფად მა­ნი­ფეს­ტი­რე­ბა­დი სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში რე­აქ­ცია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხსე­ნე­ბულ­მა ექიმ­მა მეგი ბაქ­რა­ძე სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იხი­ლა და ვალ­დე­ბუ­ლი იყო შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა, არა­სა­პა­ტიო მი­ზე­ზით არ გა­უ­წია სა­თა­ნა­დო პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა და კლი­ნი­კის ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა.

ვი­ნა­ი­დან მეგი ბაქ­რა­ძეს, ექი­მის მიერ არ გა­ე­წია დრო­უ­ლი და ადეკ­ვა­ტუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და, რის გა­მოც კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დამ პა­ცი­ენ­ტი თბი­ლის­ში, მდე­ბა­რე "თსსუ პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში“ გა­და­იყ­ვა­ნა, სა­დაც მეგი ბაქ­რა­ძე ას­ტრა­ზე­ნე­კას ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ წარ­მოქ­მნი­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შო­კით, 2021 წლის 19 მარტს გარ­და­იც­ვა­ლა.

ექი­მის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლია ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 130-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (ავად­მყო­ფის გან­საც­დელ­ში მი­ტო­ვე­ბა, რა­მაც მისი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია), რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 3-დან 5 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ ამა­ვე საქ­მე­ზე, პი­რა­დი მო­ტი­ვით ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის ფაქ­ტზე სამ პირს, მათ შო­რის ხსე­ნე­ბულ ექიმს აქვს ბრალ­დე­ბა წარ­დგე­ნი­ლი და თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს”, - გა­ნა­ცხა­და ია­კო­ბი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გეგა
7

ეჩქარებოდა ექიმს ალბათ და კარგად იქნებაო იფიქრა, გადასხმას გაუკეთებენო და ვსიო. იმ კლინიკაში მაგ ერთი ექიმის მეტი არავინ იყო? სხვა სამედიცინო პერსონალი რას შვებოდა? აწი კაი დროსია თავში ხელის რტყმა ან ვინმეს დასჯა, მაგ საწყალს მაინც ვერ გააცოცხლებს. 

ანა
0

და ამის შემდეგ რამეს რომ დაწერ ექიმზე, შემოგივარდებიან ექიმები როგორ ბედავთ ექიმზე ცუდის დაწერასო. ექიმი ბიბლუოთეკარი ხომარაა წიგნი შეეშალოს და შეცვალოს მერე? შეცდომა ხდება ადამიანის სიკვდილის მიზეზი, ამიტომ ყველა ექიმი უნდ აკონტროლდებოდეს და ოდნავი გადაცდომისას ეკრძალებოდეს ექიმად მუშაობის გაგრძელება. ეს არ არის შეცდომები რომ მოსულა ის პროფესია, აქ შეცდომა იწვევს სხვის სიკვდილსსს. ამიტომ არის რომ ექიმთან მისვლის გვეშინია, ის კი არა რომ არ მოგვარჩიბოს, რომ არ მოგვკლას იმიტომ და გვიწევს გადავამოწმოთ ანალიზები, დიაგნოზები და სამმაგს ვიხდით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ექიმმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა, არ გაუწია დახმარება და კლინიკის ტერიტორია დატოვა" - აცრის შემდეგ გარდაცვლილი ქალის საქმე: რას აცხადებს პროკურატურა?

"ექიმმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა, არ გაუწია დახმარება და კლინიკის ტერიტორია დატოვა" - აცრის შემდეგ გარდაცვლილი ქალის საქმე: რას აცხადებს პროკურატურა?

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ "ახალციხის კლინიკა იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ამავე კლინიკის ექიმს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა თამარ იაკობიძემ ისაუბრა.

პროკურორის განმარტებით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ექიმმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა, ის ვალდებული იყო მისთვის შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, თუმცა, არასაპატიო მიზეზით, ექთანს სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება არ გაუწია და კლინიკის ტერიტორია დატოვა.

ექიმს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საქართველოს პროკურატურამ "ახალციხის კლინიკა იმედი“-ს ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ამავე კლინიკის ექიმის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 18 მარტს, ქ. ახალციხეში, შპს "ახალციხის კლინიკა იმედში“, ამავე კლინიკის თანამშრომელს - ექთან მეგი ბაქრაძეს ასტრაზენეკას ვაქცინით "კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა.

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ ბრძანების თანახმად, ვაქცინირებული პირი 30 წუთის განმავლობაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო, რა დროსაც ექიმი ვალდებული იყო ვაქცინაციის შემდგომი შესაძლო გართულების შემთხვევაში პაციენტისთვის გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია.

ექიმმა ვაქცინაციიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, მეგი ბაქრაძე დაყოვნების ოთახში ნახა, რა დროსაც მას კისრის და გულმკერდის ზედაპირზე აღენიშნებოდა სიწითლე და ვენაში კათეტერის ჩადგმა მიმდინარეობდა, რაც ვაქცინაციის შემდგომ გართულებას და ანაფილაქსიად მიჩნეულ მდგომარეობას წარმოადგენდა. აქვე, აღსანიშნავია, რომ ანაფილაქსია შეფასებულია როგორც სწრაფად მანიფესტირებადი სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია.

მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულმა ექიმმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა და ვალდებული იყო შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, არასაპატიო მიზეზით არ გაუწია სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება და კლინიკის ტერიტორია დატოვა.

ვინაიდან მეგი ბაქრაძეს, ექიმის მიერ არ გაეწია დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც კატასტროფის ბრიგადამ პაციენტი თბილისში, მდებარე "თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ გადაიყვანა, სადაც მეგი ბაქრაძე ასტრაზენეკას ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების შედეგად, ანაფილაქსიური შოკით, 2021 წლის 19 მარტს გარდაიცვალა.

ექიმის მიმართ გამოტანილია ბრალდების შესახებ დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამავე საქმეზე, პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე სამ პირს, მათ შორის ხსენებულ ექიმს აქვს ბრალდება წარდგენილი და თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს”, - განაცხადა იაკობიძემ.