პოლიტიკა
მსოფლიო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შინ შუქი არ გვაქვს. სიბნელეში ჯდომას, აქ ყოფნა სჯობია" - როგორ აღნიშნავენ უკრაინელები შობა-ახალ წელს საჰაერო თავდასხმების ფონზე?
"შინ შუქი არ გვაქვს. სიბნელეში ჯდომას, აქ ყოფნა სჯობია" - როგორ აღნიშნავენ უკრაინელები შობა-ახალ წელს საჰაერო თავდასხმების ფონზე?

შო­ბის ღა­მეს, როცა უკ­რა­ი­ნე­ლი კა­თო­ლი­კე­ე­ბი დღე­სას­წა­უ­ლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ლვო­ვის ლა­თი­ნურ სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში შე­იკ­რიბ­ნენ, ელექტრო­ე­ნერ­გია გა­თი­შუ­ლი იყო. სამ­წუ­ხა­როდ, შო­ბის მე­ო­რე დღეს, მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი კვლავ სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის გან­გა­შის ხმამ გა­აღ­ვი­ძა. რუ­სე­თი დღე­სას­წა­უ­ლის დრო­საც გა­ნაგ­რძობ­და უკ­რა­ი­ნის სა­მო­ქა­ლა­ქო ცენ­ტრე­ბის და­ბომბვას. შო­ბის ღა­მეს, ხერ­სონ­ში, თავ­დას­ხმის შე­დე­გად 10 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

ომის ფონ­ზე ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა მა­ინც ცდი­ლობს, რომ სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბა შე­იქ­მნას და უი­მე­დო­ბას არ მის­ცეს თავი. Guardian-ი ლვო­ვის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის მრევლს, 50 წლის ოკ­სა­ნა მი­ხა­ი­ლოვ­ნას ესა­უბ­რა ომის პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე დღე­სას­წა­უ­ლის შე­სა­ხებ. ქა­ლის თქმით, მისი ოჯა­ხი წელს ორ­ჯერ აღ­ნიშ­ნავს შო­ბის დღე­სას­წა­ულს, 25 დე­კემ­ბერს და 7 იან­ვარს: "მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ვა­პი­რებთ აღ­ნიშ­ვნას. არ გვაქვს სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბა. ზო­გა­დად, სამ­სა­ხურ­ში კო­ლე­გე­ბი ერ­თმა­ნეთს რე­ცეპ­ტებს ვუ­ზი­ა­რებთ ხოლ­მე, ახლა კი მხო­ლოდ სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმებ­ზე ვლა­პა­რა­კობთ, რაც გან­წყო­ბას გვი­ფუ­ჭებს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც ვი­ვახ­შმებთ 24-სა და 6-ში ღა­მით, რათა ოჯახს ერ­თად შეკ­რე­ბის მი­ზე­ზი გვქონ­დეს".

შო­ბის კა­თო­ლი­კუ­რი კა­ლენ­დრით, 25 დე­კემ­ბერს აღ­ნიშ­ვნა, ომის გამო პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი სა­კი­თხი გახ­და. პუ­ტი­ნის შეჭ­რის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნის მარ­თლმა­დი­დებ­ლურ­მა ეკ­ლე­სი­ამ მო­სახ­ლე­ო­ბას ნება დარ­თო, რომ შობა, 7 იან­ვრის ნაც­ვლად, 25 დე­კემ­ბერს აღე­ნიშ­ნათ. ამ­გვა­რი საქ­ცი­ე­ლით, უკ­რა­ი­ნე­ლებს სურთ, თავი გა­ნა­რი­დონ რუ­სეთს და და­სავ­ლეთს და­უ­ახ­ლოვ­დნენ.

უკ­რა­ი­ნის მო­სახ­ლე­ო­ბი­სად­მი მი­ძღვნილ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას ზამ­თარ­თან გამ­კლა­ვე­ბა დას­ჭირ­დე­ბა და შო­ბის აღ­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ა­მა­ტა:

"ჩვენ ვიმ­ღე­რებთ სა­შო­ბაო სიმ­ღე­რებს - უფრო მხი­ა­რუ­ლად, ვიდ­რე ოდეს­მე - უფრო ხმა­მაღ­ლა, ვიდ­რე გე­ნე­რა­ტო­რის ხმაა. ტო­ტა­ლურ სიბ­ნე­ლე­შიც კი, ვი­პო­ვით ერ­თმა­ნეთს იმის­თვის, რომ მაგ­რად ჩა­ვე­ხუ­ტოთ და თუ გათ­ბო­ბა არ იქ­ნე­ბა, ერ­თმა­ნეთს ჩა­ხუ­ტე­ბით გა­ვათ­ბობთ. აღ­ვნიშ­ნავთ ჩვენს დღე­სას­წა­უ­ლებს, რო­გორც ყო­ველ­თვის, გა­ვი­ღი­მებთ და ბედ­ნი­ე­რე­ბი ვიქ­ნე­ბით, რო­გორც ყო­ველ­თვის. გან­სხვა­ვე­ბა ერ­თია. ჩვენ არ და­ვე­ლო­დე­ბით სას­წა­ულს, ბო­ლოს და ბო­ლოს, ჩვენ თვი­თონ ვქმნით მას“.

კი­ე­ვის გა­რე­უ­ბან­ში, VDNG-ის პარკში მი­სუ­ლი ოჯა­ხე­ბი, ნაძ­ვის ხის წინ საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის ძეგ­ლე­ბის ფონ­ზე იღებ­დნენ სელ­ფებს. შემ­დეგ მუ­შებ­მა ცა­რი­ე­ლი სა­ცი­გუ­რაო მო­ე­და­ნი გა­ა­სუფ­თა­ვეს და სტენ­დე­ბი დად­გეს, რომ­ლე­ბიც გრილ­ზე შემ­წვა­რი ხორ­ცი­სა და ბოსტნე­უ­ლის­გან დამ­ზა­დე­ბულ ტრა­დი­ცი­ულ კერ­ძებს ყიდ­დნენ. ალი­ნა ვლა­სი­უ­კი თა­ვის ორ მცი­რე­წლო­ვან ვაჟ­თან და ძმას­თან ერ­თად გა­მო­ვი­და პარკში, რათა შვი­ლის­თვის ტკბი­ლე­უ­ლი ეყი­და:

"ახ­ლოს ვცხოვ­რობთ და აქ იმი­ტომ გა­მო­ვე­დით, რომ სახ­ლში შუქი არ გვაქვს. სიბ­ნე­ლე­ში ჯდო­მას, აქ ყოფ­ნა ჯო­ბია“, - ქალ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ წელს მისი ოჯა­ხი შო­ბის დღე­სას­წა­ულს პირ­ვე­ლად აღ­ნიშ­ნავ­და 25 დე­კემ­ბერს.

რუ­სე­თის თავ­დას­ხმის სა­შიშ­რო­ე­ბის გამო, კი­ე­ვის სო­ფი­ევ­სკას მო­ე­დან­ზე ბაზ­რო­ბა არ გა­ი­მარ­თა და მხო­ლოდ ნაძ­ვის ხე აღ­მარ­თეს. მე­რის, ვი­ტა­ლი კლი­ჩკო­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ, ხე დად­გეს კი­ე­ვის მთა­ვარ რკი­ნიგ­ზის სად­გურ­თა­ნაც. სა­ა­ხალ­წლო დე­კო­რა­ცი­ე­ბი გა­კეთ­და ზო­გი­ერთ მეტ­როს სად­გურ­ზეც, რომ­ლებ­საც, სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბი­სას, მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი თავ­შე­საფ­რე­ბად იყე­ნებ­დნენ.

წმინ­და სო­ფი­ას სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში მგა­ლო­ბელ­თა გუნ­დის დი­რი­ჟო­რი და და­მა­არ­სე­ბე­ლი, მი­კო­ლა ჰობ­დი­ჩი ამ­ბობს: "წელს მხო­ლოდ იმის­თვის ვლო­ცუ­ლობ, რომ ელექტრო­ე­ნერ­გია გვქონ­დეს. 22-ე სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობ და სახ­ლში მის­ვლი­სას სულ კორ­პუ­სის ფან­ჯრებს ვუ­ყუ­რებ, რომ გა­ვი­გო, არის თუ არა დენი. ასე ვი­გებ, მუ­შა­ობს თუ არა ლიფ­ტი, მექ­ნე­ბა თუ არა ცხე­ლი სა­დი­ლი და შეძ­ლე­ბენ თუ არა ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი ჩემ­თან სტუმ­რო­ბას.“

კა­ტე­რი­ნა ბა­ლა­კაი და მისი 9 წლის ვაჟი გლე­ბი, ჩამ­ქრა­ლი ნა­თუ­რე­ბით მორ­თულ ნაძ­ვის ხეს­თან.

კა­ტე­რი­ნა ბა­ლა­კაი და მისი ვაჟი, გლე­ბი მა­ინც ცდი­ლო­ბენ სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა შე­იქ­მნან ომის ფონ­ზე. სან­ტა კლა­უ­სის­თვის მი­წე­რილ წე­რილ­ში, გლებ­მა მას ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ნივ­თის ყიდ­ვა სთხო­ვა, რად­გან ფიქ­რობს, რომ წელს, სან­ტას ძვი­რი­ა­ნი სა­ჩუქ­რის სა­ყიდ­ლად საკ­მა­რი­სი ფული არ ექ­ნე­ბა. ბი­ჭუ­ნამ სან­ტას ომის დას­რუ­ლე­ბაც სთხო­ვა.

ყვე­ლა უკ­რა­ი­ნე­ლის სა­შო­ბაო სურ­ვილს კი, იუ­ლია ახ­მო­ვა­ნებს: "ჩემი და ჩემი ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლია, რომ წელს ომში გა­ვი­მარ­ჯვოთ და დიდი ხნის ნა­ნატ­რი მშვი­დო­ბა დამ­ყარ­დეს ქვე­ყა­ნა­ში“,- ამ­ბობს იუ­ლია ლე­ბე­დი­ნი, წლი­ნა­ხევ­რის პო­ლი­ნას დედა.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მახო
11

სამაგიეროდ ნატოში შეხვალთ სამშაბათს და გაბედნიერდებით.

დიკო
8

უკრაინელებო, არ დანებდეთ, ბოლოსდაბოლოს ესიმპერიალისტი რუსები უნდა დამარცხდნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"შინ შუქი არ გვაქვს. სიბნელეში ჯდომას, აქ ყოფნა სჯობია" - როგორ აღნიშნავენ უკრაინელები შობა-ახალ წელს საჰაერო თავდასხმების ფონზე?

"შინ შუქი არ გვაქვს. სიბნელეში ჯდომას, აქ ყოფნა სჯობია" - როგორ აღნიშნავენ უკრაინელები შობა-ახალ წელს საჰაერო თავდასხმების ფონზე?

შობის ღამეს, როცა უკრაინელი კათოლიკეები დღესასწაულის აღსანიშნავად ლვოვის ლათინურ საკათედრო ტაძარში შეიკრიბნენ, ელექტროენერგია გათიშული იყო. სამწუხაროდ, შობის მეორე დღეს, მაცხოვრებლები კვლავ საჰაერო თავდასხმის განგაშის ხმამ გააღვიძა. რუსეთი დღესასწაულის დროსაც განაგრძობდა უკრაინის სამოქალაქო ცენტრების დაბომბვას. შობის ღამეს, ხერსონში, თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.

ომის ფონზე ელექტროენერგიის გარეშე დატოვებული უკრაინის მოსახლეობა მაინც ცდილობს, რომ სადღესასწაულო განწყობა შეიქმნას და უიმედობას არ მისცეს თავი. Guardian-ი ლვოვის საკათედრო ტაძრის მრევლს, 50 წლის ოკსანა მიხაილოვნას ესაუბრა ომის პარალელურად მიმდინარე დღესასწაულის შესახებ. ქალის თქმით, მისი ოჯახი წელს ორჯერ აღნიშნავს შობის დღესასწაულს, 25 დეკემბერს და 7 იანვარს: "მოკრძალებულად ვაპირებთ აღნიშვნას. არ გვაქვს სადღესასწაულო განწყობა. ზოგადად, სამსახურში კოლეგები ერთმანეთს რეცეპტებს ვუზიარებთ ხოლმე, ახლა კი მხოლოდ სარაკეტო თავდასხმებზე ვლაპარაკობთ, რაც განწყობას გვიფუჭებს. მიუხედავად ამისა, მაინც ვივახშმებთ 24-სა და 6-ში ღამით, რათა ოჯახს ერთად შეკრების მიზეზი გვქონდეს".

შობის კათოლიკური კალენდრით, 25 დეკემბერს აღნიშვნა, ომის გამო პოლიტიზებული საკითხი გახდა. პუტინის შეჭრის შემდეგ, უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მოსახლეობას ნება დართო, რომ შობა, 7 იანვრის ნაცვლად, 25 დეკემბერს აღენიშნათ. ამგვარი საქციელით, უკრაინელებს სურთ, თავი განარიდონ რუსეთს და დასავლეთს დაუახლოვდნენ.

უკრაინის მოსახლეობისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში, ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოსახლეობას ზამთართან გამკლავება დასჭირდება და შობის აღნიშვნასთან დაკავშირებით დაამატა:

"ჩვენ ვიმღერებთ საშობაო სიმღერებს - უფრო მხიარულად, ვიდრე ოდესმე - უფრო ხმამაღლა, ვიდრე გენერატორის ხმაა. ტოტალურ სიბნელეშიც კი, ვიპოვით ერთმანეთს იმისთვის, რომ მაგრად ჩავეხუტოთ და თუ გათბობა არ იქნება, ერთმანეთს ჩახუტებით გავათბობთ. აღვნიშნავთ ჩვენს დღესასწაულებს, როგორც ყოველთვის, გავიღიმებთ და ბედნიერები ვიქნებით, როგორც ყოველთვის. განსხვავება ერთია. ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ თვითონ ვქმნით მას“.

კიევის გარეუბანში, VDNG-ის პარკში მისული ოჯახები, ნაძვის ხის წინ საბჭოთა პერიოდის ძეგლების ფონზე იღებდნენ სელფებს. შემდეგ მუშებმა ცარიელი საციგურაო მოედანი გაასუფთავეს და სტენდები დადგეს, რომლებიც გრილზე შემწვარი ხორცისა და ბოსტნეულისგან დამზადებულ ტრადიციულ კერძებს ყიდდნენ. ალინა ვლასიუკი თავის ორ მცირეწლოვან ვაჟთან და ძმასთან ერთად გამოვიდა პარკში, რათა შვილისთვის ტკბილეული ეყიდა:

"ახლოს ვცხოვრობთ და აქ იმიტომ გამოვედით, რომ სახლში შუქი არ გვაქვს. სიბნელეში ჯდომას, აქ ყოფნა ჯობია“, - ქალმა აღნიშნა, რომ წელს მისი ოჯახი შობის დღესასწაულს პირველად აღნიშნავდა 25 დეკემბერს.

რუსეთის თავდასხმის საშიშროების გამო, კიევის სოფიევსკას მოედანზე ბაზრობა არ გაიმართა და მხოლოდ ნაძვის ხე აღმართეს. მერის, ვიტალი კლიჩკოსა და მუნიციპალიტეტის მოლაპარაკების შემდეგ, ხე დადგეს კიევის მთავარ რკინიგზის სადგურთანაც. საახალწლო დეკორაციები გაკეთდა ზოგიერთ მეტროს სადგურზეც, რომლებსაც, საჰაერო თავდასხმებისას, მაცხოვრებლები თავშესაფრებად იყენებდნენ.

წმინდა სოფიას სახელობის ტაძარში მგალობელთა გუნდის დირიჟორი და დამაარსებელი, მიკოლა ჰობდიჩი ამბობს: "წელს მხოლოდ იმისთვის ვლოცულობ, რომ ელექტროენერგია გვქონდეს. 22-ე სართულზე ვცხოვრობ და სახლში მისვლისას სულ კორპუსის ფანჯრებს ვუყურებ, რომ გავიგო, არის თუ არა დენი. ასე ვიგებ, მუშაობს თუ არა ლიფტი, მექნება თუ არა ცხელი სადილი და შეძლებენ თუ არა ოჯახის წევრები და მეგობრები ჩემთან სტუმრობას.“

კატერინა ბალაკაი და მისი 9 წლის ვაჟი გლები, ჩამქრალი ნათურებით მორთულ ნაძვის ხესთან.

კატერინა ბალაკაი და მისი ვაჟი, გლები მაინც ცდილობენ საახალწლო განწყობა შეიქმნან ომის ფონზე. სანტა კლაუსისთვის მიწერილ წერილში, გლებმა მას იაფფასიანი ნივთის ყიდვა სთხოვა, რადგან ფიქრობს, რომ წელს, სანტას ძვირიანი საჩუქრის საყიდლად საკმარისი ფული არ ექნება. ბიჭუნამ სანტას ომის დასრულებაც სთხოვა.

ყველა უკრაინელის საშობაო სურვილს კი, იულია ახმოვანებს: "ჩემი და ჩემი ოჯახის ერთადერთი სურვილია, რომ წელს ომში გავიმარჯვოთ და დიდი ხნის ნანატრი მშვიდობა დამყარდეს ქვეყანაში“,- ამბობს იულია ლებედინი, წლინახევრის პოლინას დედა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა