პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასტრაზენეკას" ინიციატივით, ფილტვის კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
"ასტრაზენეკას" ინიციატივით, ფილტვის კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

„ას­ტრა­ზე­ნე­კა იუ­ქეი ლი­მი­თე­დი“-ის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ, ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის ჯგუფ­თან ფილ­ტვის კი­ბოს ად­რე­ულ დი­აგ­ნოს­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა. შეხ­ვედ­რა პრო­ექ­ტის „ფილ­ტვის კი­ბოს სტიგ­მის გა­დაჭ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი“ ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და.

ღო­ნის­ძი­ე­ბა მიზ­ნად ისა­ხავს პრე­ვენ­ცი­ის, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბი­სა და სწო­რი დი­აგ­ნოს­ტი­კი­სათ­ვის ორი მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ხილ­ვას: პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის ჯგუ­ფის ეფექ­ტი­ა­ნი ჩარ­თვის გზე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი სა­ინ­ფორ­მა­ციო/სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კამ­პა­ნი­ის და­გეგ­მვა.

შეხ­ვედ­რა­ზე სი­ტყვით გა­მო­ვიდ­ნენ „ას­ტრა­ზე­ნე­კა იუ­ქეი ლი­მი­თედ“-ის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის დი­რექ­ტო­რი მაია მა­ი­სუ­რა­ძე და კომ­პა­ნი­ის ონ­კო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის მე­ნე­ჯე­რი ეკა­ტე­რი­ნე მე­ლი­ქი­ძე. ღო­ნის­ძი­ე­ბის მე­ო­რე ნა­წი­ლი დის­კუ­სი­ის ფორ­მატ­ში წა­რი­მარ­თა, სა­დაც მოწ­ვე­ულ ექი­მებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­ან­თი ხედ­ვა გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნათ. შეხ­ვედ­რა­ზე გაჟ­ღერ­და და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კის ერ­თი­ა­ნი პრო­ტო­კო­ლის შექ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის სა­კი­თხი.

პრო­ექ­ტი „ფილ­ტვის კი­ბოს სტიგ­მის გა­დაჭ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი“ მიზ­ნად ისა­ხავს რო­გორც ექი­მე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის გაზ­რდას ფილ­ტვის კი­ბოს ად­რე­ულ დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა­ში, ასე­ვე - პა­ცი­ენ­ტე­ბის მაქ­სი­მა­ლურ ინ­ფორ­მი­რე­ბას ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კის მნიშ­ვნე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

„ას­ტრა­ზე­ნე­კა იუ­ქეი ლი­მი­თედ“-ის შე­სა­ხებ

ას­ტრა­ზე­ნე­კა გლო­ბა­ლუ­რი, ბი­ო­ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ქმნის, აწარ­მო­ებს ფარ­თო გა­მო­ყე­ნე­ბის მე­დი­კა­მენ­ტებს სხვა­დას­ხვა თე­რა­პი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით და მუ­შა­ობს მათ დის­ტრი­ბუ­ცი­ა­სა და კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით.

„ას­ტრა­ზე­ნე­კა იუ­ქეი ლი­მი­თედ“-ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში 2009 წლის 1 სექ­ტემ­ბერს და­ფუძნ­და და 18 სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის პრე­პა­რა­ტი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა შე­სა­ბა­მი­სი თე­რა­პი­უ­ლი კლა­სის ლი­დე­რია რო­გორც მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში, ასე­ვე - სა­ქარ­თვე­ლო­ში. კომ­პა­ნია გა­მო­ირ­ჩე­ვა ეთი­კუ­რი სტან­დარ­ტე­ბის მკაც­რი დაც­ვით, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სათ­ვის უახ­ლე­სი სა­მეც­ნი­ე­რო მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბი­თა და მათი სის­ტე­მა­ტუ­რი გა­ნახ­ლე­ბით.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ასტრაზენეკას" ინიციატივით, ფილტვის კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

"ასტრაზენეკას" ინიციატივით, ფილტვის კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

„ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედი“-ის საქართველოს წარმომადგენლობამ, ქართველი ექიმების ჯგუფთან ფილტვის კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრა პროექტის „ფილტვის კიბოს სტიგმის გადაჭრის შესაძლებლობები“ ფარგლებში ჩატარდა.

ღონისძიება მიზნად ისახავს პრევენციის, რაციონალური მკურნალობისა და სწორი დიაგნოსტიკისათვის ორი მიმართულების განხილვას: პირველადი ჯანდაცვის ჯგუფის ეფექტიანი ჩართვის გზები და შესაბამისი საინფორმაციო/საგანმანათლებლო კამპანიის დაგეგმვა.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ „ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედ“-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი მაია მაისურაძე და კომპანიის ონკოლოგიური მიმართულების მენეჯერი ეკატერინე მელიქიძე. ღონისძიების მეორე ნაწილი დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც მოწვეულ ექიმებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პრობლემის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით თავიანთი ხედვა გაეზიარებინათ. შეხვედრაზე გაჟღერდა დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის ერთიანი პროტოკოლის შექმნის აუცილებლობის საკითხი.

პროექტი „ფილტვის კიბოს სტიგმის გადაჭრის შესაძლებლობები“ მიზნად ისახავს როგორც ექიმების ჩართულობის გაზრდას ფილტვის კიბოს ადრეულ დიაგნოსტირებაში, ასევე - პაციენტების მაქსიმალურ ინფორმირებას ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

„ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედ“-ის შესახებ

ასტრაზენეკა გლობალური, ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც სამეცნიერო კვლევების საფუძველზე ქმნის, აწარმოებს ფართო გამოყენების მედიკამენტებს სხვადასხვა თერაპიული მიმართულებით და მუშაობს მათ დისტრიბუციასა და კომერციალიზაციაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

„ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედ“-ის წარმომადგენლობა საქართველოში 2009 წლის 1 სექტემბერს დაფუძნდა და 18 სხვადასხვა დასახელების პრეპარატითაა წარმოდგენილი. მათი უმრავლესობა შესაბამისი თერაპიული კლასის ლიდერია როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ასევე - საქართველოში. კომპანია გამოირჩევა ეთიკური სტანდარტების მკაცრი დაცვით, სპეციალისტებისათვის უახლესი სამეცნიერო მიღწევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებითა და მათი სისტემატური განახლებით.

R