მისი უწმინდესობის აღსაყდრებიდან დღეს 45 წელიწადი შესრულდა, 4 იანვარს კი პატრიარქს დაბადებიდან 90 წელი უსრულდება. ილია მეორეს აღსაყდრების საიუბილეო თარიღი საქართველოს მთავრობის, ხელოვნებისა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებმა მიულოცეს. საზეიმო მიღების ფოტოებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აქვეყნებს.
ამ დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ წმინდა სინოდის წევრ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა.
მის უწმინდესობას საპატრიარქო რეზიდენციაში ეწვივნენ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.



გარდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა, პატრიარქს საიუბილეო თარიღის მისალოცად ესტუმრნენ ხლოვნებისა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებიც.
მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ისტორიული თარიღი მიულოცეს, მადლობა გადაუხადეს მამამთავრობის პერიოდში ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის გაწეული უმნიშვნელოვანესი ღვაწლისთვის და კვლავაც ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს.


მისმა უწმინდესობამ დალოცა საქართველო, სტუმრები, მადლობა გადაუხადა კეთილი სურვილებისთვის და დასძინა, რომ პატრიარქობის მძიმე ჯვრის მტვირთველობაში ჩვენი ხალხის სიყვარულის არაჩვეულებრივი უნარი განამტკიცებდა და ძალას მატებდა.
ასევე იხილეთ: