სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან კარგი ადამიანია, ჩვენ ბევრი საერთო ღირებულება გვაქვს" - ვინ არის და რას საქმიანობს რუსკა ქარქაშაძის რჩეული?
"ძალიან კარგი ადამიანია, ჩვენ ბევრი საერთო ღირებულება გვაქვს" - ვინ არის და რას საქმიანობს რუსკა ქარქაშაძის რჩეული?

13 წლის იყო, როცა "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვის" მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ კას­ტინგზე მი­ვი­და და 500 ბავ­შვს შო­რის რჩე­უ­ლი გახ­და. "კას­ტინ­გის მე­ო­რე ტუ­რის გავ­ლის შემ­დეგ მი­თხრეს, რომ ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მი­კავ­შირ­დე­ბოდ­ნენ. 2 კვი­რა­ზე მეტი გა­ვი­და, არ და­მი­რე­კეს და მეც, იმე­დი გა­და­მე­წუ­რა. და­ახ­ლო­ე­ბით 3 კვი­რის შემ­დეგ, მა­მას და­უ­რე­კეს. აღ­მოჩ­ნდა, რომ ნომ­რე­ბი არე­ვი­ათ და მე­ძებ­დნენ. მა­მას უთხრეს: ერთ გო­გო­ნას ვე­ძებთ, თქვე­ნი შვი­ლი კას­ტინგზე ხომ არ იყოო? მერე ჩემი ფოტო მა­მას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გად­მო­უგ­ზავ­ნეს. აი, ასე მი­პო­ვეს და როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს", - ამ­ბობ­და რუს­კა ქარ­ქა­შა­ძე პირ­ველ ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­მე­ლიც 2016 წელს "გზა­ში" და­ი­ბეჭ­და. პა­ტა­რა გოგო რე­დაქ­ცი­ა­ში დე­დამ მო­იყ­ვა­ნა. "ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა" მა­ყუ­რე­ბელ­მა მალე შე­იყ­ვა­რა, პერ­სო­ნა­ჟი მე­ლა­ნო კი სე­რი­ა­ლის გა­მორ­ჩე­უ­ლი სახე გახ­და.

სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბი 6 წლის შემ­დეგ გა­ნახ­ლდა. რუს­კა ქარ­ქა­შა­ძე ისევ "გზის" რეს­პონ­დენ­ტია.

- მა­შინ­დე­ლი გან­ცდე­ბი ემო­ცია, რო­გო­რი იყო?

- ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ­დი.

- ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მა­შინ სა­თა­ნა­დოდ აც­ნო­ბი­ე­რებ­დი?

- მა­შინ მე­გო­ნა, ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ცო­ტა­თი მსუ­ბუ­ქად ვუ­ყუ­რებ­დი.

- პირ­ვე­ლი დღე გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე რო­გო­რი იყო, ძა­ლი­ან ღე­ლავ­დი?

- რა თქმა უნდა, მაგ­რამ ჩემი პარტნი­ო­რე­ბი ხომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მსა­ხი­ო­ბე­ბი იყ­ვნენ, ისი­ნი სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას მი­ზი­ა­რებ­დნენ, მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, რჩე­ვებს მაძ­ლევ­დნენ.

- პირ­ვე­ლი სცე­ნა ვის­თან გქონ­და?

- ეკა დე­მეტ­რა­ძეს­თან. მახ­სოვს, მთე­ლი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი რო­გორ მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და.

- ეს აღ­მოჩ­ნდა როლი, რო­მელ­მაც ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­გიხ­სნა, მე­თან­ხმე­ბი?

- ნამ­დვი­ლად ასე იყო.

- უეც­რად მო­სუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, ძა­ლი­ან მალე ქრე­ბა, რა­საც შენ­ზე ვერ ვი­ტყვი. რო­გორ აე­წყო შემ­დეგ შენი ცხოვ­რე­ბა, ვინ გეხ­მა­რე­ბო­და იმა­ში, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა მო­გეხ­დი­ნა?

- ამ სფე­რო­ში არას­დროს არა­ვინ დამ­ხმა­რე­ბია, ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფერს თა­ვად ვა­კე­თებ­დი. არც ერთი წუ­თით სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა არ შე­მი­წყვე­ტია, ახ­ლაც ასეა. ყვე­ლა­ფერს თა­ვად ვა­კე­თებ. სე­რი­ა­ლი რომ და­ი­ხუ­რა და 6 წელი ეთერ­ში აღარ გა­სუ­ლა, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, სულ ვცდი­ლობ­დი, სა­კუ­თა­რი თავი სხვა­დას­ხვა საქ­მე­ში გა­მო­მე­ცა­და, რაც გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­მეხ­მა­რა. მთა­ვა­რია, არ გა­ჩერ­დე, ამ მოძ­რო­ბა­ში გა­მოც­დი­ლე­ბაც გიგ­როვ­დე­ბა და მერე ნე­ბის­მი­ე­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბის­თვის მზად ხარ.

- რო­გორ ფიქ­რობ, რომ არა მე­ლა­ნო, ასე­თი ფორ­მით გან­ვი­თარ­დე­ბო­და შენი ცხოვ­რე­ბა თუ პრი­ო­რი­ტე­ტი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და?

- არა მგო­ნია, სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა ამერ­ჩია, იგი­ვე პრო­ფე­სია მექ­ნე­ბო­და. ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ და მი­ხა­რია, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ასე რომ მოხ­და.

- უეც­რად მო­სულ პო­პუ­ლა­რო­ბას, მა­შინ პა­ტა­რა გოგო, რო­გორ აღიქ­ვამ­დი?

- ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და, მა­ყუ­რებ­ლის­გან ბევრ და­დე­ბით ემო­ცი­ას ვი­ღებ­დი, ეს ყვე­ლა­ზე კარ­გი ნა­წი­ლი იყო. სე­რი­ა­ლი რომ გა­ვი­და, მე­ო­რე დღეს სხვა რე­ა­ლო­ბა­ში გა­ვიღ­ვი­ძე. მა­შინ, ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ან გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ვი­ყა­ვი, ან - სკო­ლა­ში, ან - სახ­ლში, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კონ­ტაქ­ტი ნაკ­ლე­ბად მქონ­და. როცა ქუ­ჩა­ში გა­ვე­დი და და­დე­ბი­თი ემო­ცი­ის ზღვა წა­მო­ვი­და, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, მსი­ა­მოვ­ნებ­და. ჩემი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი აფეთ­ქდა, მე­გობ­რო­ბის უამ­რა­ვი მო­თხოვ­ნა მო­მი­ვი­და, ყვე­ლა მწერ­და, კო­მენ­ტარს მი­ტო­ვებ­და; ვცდი­ლობ­დი, ყვე­ლას­თვის მე­პა­სუ­ხა, უყუ­რა­დღე­ბოდ არა­ვინ და­მე­ტო­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ მალე მივ­ხვდი, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

- 6 წლის შემ­დეგ, რო­დე­საც იმა­ვე რო­ლით ბრუნ­დე­ბი გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, მაგ­რამ უკვე სხვა გა­მოც­დი­ლე­ბით, ახლა რას გრძნობ?

- კი­დევ უფრო დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. ამ სე­რი­ალს სხვა თა­მა­სა აქვს და არ გვაქვს უფ­ლე­ბა ხა­რის­ხი და­ვაგ­დოთ. მა­ყუ­რე­ბე­ლი ინ­ტე­რე­სით ელო­დე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად უნდა იყოს. მთე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი ვეც­დე­ბით, მა­ყუ­რე­ბელს იმე­დი არ გა­ვუც­რუ­ოთ. როცა სე­რი­ა­ლი გა­დი­ო­და, პა­რა­ლე­ლუ­რად ხდე­ბო­და გა­და­ღე­ბე­ბი. ეს იმ­დე­ნად შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მე იყო, სე­რი­ებს ვერც ვუ­ყუ­რებ­დი. გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გვი­ღამ­დე­ბო­და და გვი­თენ­დე­ბო­და. ყვე­ლა სე­რია დას­რუ­ლე­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ ვნა­ხე.

- და რო­გორ შე­ა­ფა­სე, რა­მეს შეც­ვლი­დი?

- ბევრ რა­მეს შევ­ცვლი­დი. ახლა რომ იმა­ვე სცე­ნას ვთა­მა­შობ­დე, სხვაგ­ვა­რად შე­ვას­რუ­ლებ­დი.

- თუმ­ცა სე­რი­ა­ლის შემ­ქმნე­ლებ­მა მა­შინ შენს ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნას უწო­დეს "გა­მობრწყი­ნე­ბა".

- ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა.

- ახლა რა ხდე­ბა მე­ლა­ნოს ცხოვ­რე­ბა­ში? მისი ამ­ბის გან­ვი­თა­რე­ბა თა­ვად რო­გორც წარ­მო­გედ­გი­ნა, სცე­ნა­რის­ტის ჩა­ნა­ფიქ­რთან თან­ხვედ­რა­შია?

- დიახ, აც­დე­ნა არ მომ­ხდა­რა. მე­ლა­ნოს ამ­ბავს ლო­გი­კუ­რი გაგ­რძე­ლე­ბა აქვს. ბუ­ნებ­რი­ვია, დე­ტა­ლებს ვერ გა­ვამ­ხელ, მაგ­რამ ვი­ტყვი, რომ სე­რი­ალს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გან­ვი­თა­რე­ბა აქვს, ბევ­რი კარ­გი ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟი შე­მო­დის, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა.

- რო­გო­რი იყო შენ­თვის 2022 წელი?

- ძა­ლი­ან კარ­გი წელი იყო, სე­რი­ა­ლი გა­ვაგ­რძე­ლეთ, მქონ­და ბევ­რი კარ­გი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.

- 2022 წლის მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი რა იყო, რი­თაც ეს წელი სულ გე­მახ­სოვ­რე­ბა?

- ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ამ­ბის და­სა­ხე­ლე­ბა მი­ჭირს. ყვე­ლა­ფერ­მა, რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­და, ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ცდა მო­მი­ტა­ნა. იმე­დი მაქვს, მო­მა­ვა­ლი წე­ლიც კარ­გი იქ­ნე­ბა.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ, ამას არ მა­ლავ. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რუს­კა რო­გო­რია, შენ­ში ახა­ლი რა აღ­მო­ა­ჩი­ნე?

- როცა ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხარ, ბუ­ნებ­რი­ვია, გარ­შე­მო ყვე­ლა­ფერს სხვაგ­ვა­რად უყუ­რებ, უფრო ბედ­ნი­ე­რი ხარ, უფრო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი ძა­ლე­ბით - მე ასე­თი ვარ.

- შენს რჩე­ულ­ზე რას გვე­ტყვი?

- ბევ­რს ვე­რა­ფერს. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია, რაც ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვენ ბევ­რი სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა გვაქვს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორი­ვე ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვართ, ვა­ხერ­ხებთ იმას, რომ ერ­თმა­ნეთს დრო და­ვუთ­მოთ.

- ის რას საქ­მი­ა­ნობს?

- შო­უ­ბიზ­ნეს­თან და ხე­ლოვ­ნე­ბას­თან კავ­ში­რი არ აქვს. ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობს. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

შოთიკო
8

ნეტა რა არის ის „საერთო ღირებულებები"? 🤓

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ძალიან კარგი ადამიანია, ჩვენ ბევრი საერთო ღირებულება გვაქვს" - ვინ არის და რას საქმიანობს რუსკა ქარქაშაძის რჩეული?

"ძალიან კარგი ადამიანია, ჩვენ ბევრი საერთო ღირებულება გვაქვს" - ვინ არის და რას საქმიანობს რუსკა ქარქაშაძის რჩეული?

13 წლის იყო, როცა "ფორმულა კრეატივის" მიერ გამოცხადებულ კასტინგზე მივიდა და 500 ბავშვს შორის რჩეული გახდა. "კასტინგის მეორე ტურის გავლის შემდეგ მითხრეს, რომ ორი კვირის განმავლობაში დამიკავშირდებოდნენ. 2 კვირაზე მეტი გავიდა, არ დამირეკეს და მეც, იმედი გადამეწურა. დაახლოებით 3 კვირის შემდეგ, მამას დაურეკეს. აღმოჩნდა, რომ ნომრები არევიათ და მეძებდნენ. მამას უთხრეს: ერთ გოგონას ვეძებთ, თქვენი შვილი კასტინგზე ხომ არ იყოო? მერე ჩემი ფოტო მამას სოციალურ ქსელში გადმოუგზავნეს. აი, ასე მიპოვეს და როლზე დამამტკიცეს", - ამბობდა რუსკა ქარქაშაძე პირველ ინტერვიუში, რომელიც 2016 წელს "გზაში" დაიბეჭდა. პატარა გოგო რედაქციაში დედამ მოიყვანა. "ხელოვნური სუნთქვა" მაყურებელმა მალე შეიყვარა, პერსონაჟი მელანო კი სერიალის გამორჩეული სახე გახდა.

სერიალის გადაღებები 6 წლის შემდეგ განახლდა. რუსკა ქარქაშაძე ისევ "გზის" რესპონდენტია.

- მაშინდელი განცდები ემოცია, როგორი იყო?

- ძალიან გახარებული ვიყავი და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი.

- ამ პასუხისმგებლობას მაშინ სათანადოდ აცნობიერებდი?

- მაშინ მეგონა, ვაცნობიერებდი, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ცოტათი მსუბუქად ვუყურებდი.

- პირველი დღე გადასაღებ მოედანზე როგორი იყო, ძალიან ღელავდი?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი პარტნიორები ხომ არაჩვეულებრივი მსახიობები იყვნენ, ისინი საკუთარ გამოცდილებას მიზიარებდნენ, მეხმარებოდნენ, რჩევებს მაძლევდნენ.

- პირველი სცენა ვისთან გქონდა?

- ეკა დემეტრაძესთან. მახსოვს, მთელი გადამღები ჯგუფი როგორ მგულშემატკივრობდა.

- ეს აღმოჩნდა როლი, რომელმაც ახალი შესაძლებლობები გაგიხსნა, მეთანხმები?

- ნამდვილად ასე იყო.

- უეცრად მოსული პოპულარობა, ზოგიერთ შემთხვევაში, ძალიან მალე ქრება, რასაც შენზე ვერ ვიტყვი. როგორ აეწყო შემდეგ შენი ცხოვრება, ვინ გეხმარებოდა იმაში, რომ საკუთარი თავის რეალიზება მოგეხდინა?

- ამ სფეროში არასდროს არავინ დამხმარებია, ყოველთვის ყველაფერს თავად ვაკეთებდი. არც ერთი წუთით საკუთარ თავზე მუშაობა არ შემიწყვეტია, ახლაც ასეა. ყველაფერს თავად ვაკეთებ. სერიალი რომ დაიხურა და 6 წელი ეთერში აღარ გასულა, ამ ხნის განმავლობაში, სულ ვცდილობდი, საკუთარი თავი სხვადასხვა საქმეში გამომეცადა, რაც განვითარებაში დამეხმარა. მთავარია, არ გაჩერდე, ამ მოძრობაში გამოცდილებაც გიგროვდება და მერე ნებისმიერი შემოთავაზებისთვის მზად ხარ.

- როგორ ფიქრობ, რომ არა მელანო, ასეთი ფორმით განვითარდებოდა შენი ცხოვრება თუ პრიორიტეტი სხვა მიმართულება იქნებოდა?

- არა მგონია, სხვა მიმართულება ამერჩია, იგივე პროფესია მექნებოდა. ძალიან მადლიერი ვარ და მიხარია, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ასე რომ მოხდა.

- უეცრად მოსულ პოპულარობას, მაშინ პატარა გოგო, როგორ აღიქვამდი?

- ძალიან მიხაროდა, მაყურებლისგან ბევრ დადებით ემოციას ვიღებდი, ეს ყველაზე კარგი ნაწილი იყო. სერიალი რომ გავიდა, მეორე დღეს სხვა რეალობაში გავიღვიძე. მაშინ, ასაკიდან გამომდინარე ან გადასაღებ მოედანზე ვიყავი, ან - სკოლაში, ან - სახლში, ფართო საზოგადოებასთან კონტაქტი ნაკლებად მქონდა. როცა ქუჩაში გავედი და დადებითი ემოციის ზღვა წამოვიდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი, მსიამოვნებდა. ჩემი სოციალური ქსელი აფეთქდა, მეგობრობის უამრავი მოთხოვნა მომივიდა, ყველა მწერდა, კომენტარს მიტოვებდა; ვცდილობდი, ყველასთვის მეპასუხა, უყურადღებოდ არავინ დამეტოვებინა, მაგრამ მალე მივხვდი, ეს შეუძლებელი იყო.

- 6 წლის შემდეგ, როდესაც იმავე როლით ბრუნდები გადასაღებ მოედანზე, მაგრამ უკვე სხვა გამოცდილებით, ახლა რას გრძნობ?

- კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას. ამ სერიალს სხვა თამასა აქვს და არ გვაქვს უფლება ხარისხი დავაგდოთ. მაყურებელი ინტერესით ელოდება, ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ვეცდებით, მაყურებელს იმედი არ გავუცრუოთ. როცა სერიალი გადიოდა, პარალელურად ხდებოდა გადაღებები. ეს იმდენად შრომატევადი საქმე იყო, სერიებს ვერც ვუყურებდი. გადასაღებ მოედანზე გვიღამდებოდა და გვითენდებოდა. ყველა სერია დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ ვნახე.

- და როგორ შეაფასე, რამეს შეცვლიდი?

- ბევრ რამეს შევცვლიდი. ახლა რომ იმავე სცენას ვთამაშობდე, სხვაგვარად შევასრულებდი.

- თუმცა სერიალის შემქმნელებმა მაშინ შენს ეკრანზე გამოჩენას უწოდეს "გამობრწყინება".

- ძალიან დიდი მადლობა.

- ახლა რა ხდება მელანოს ცხოვრებაში? მისი ამბის განვითარება თავად როგორც წარმოგედგინა, სცენარისტის ჩანაფიქრთან თანხვედრაშია?

- დიახ, აცდენა არ მომხდარა. მელანოს ამბავს ლოგიკური გაგრძელება აქვს. ბუნებრივია, დეტალებს ვერ გავამხელ, მაგრამ ვიტყვი, რომ სერიალს ძალიან საინტერესო განვითარება აქვს, ბევრი კარგი ახალი პერსონაჟი შემოდის, ბევრი საინტერესო სიახლე იქნება.

- როგორი იყო შენთვის 2022 წელი?

- ძალიან კარგი წელი იყო, სერიალი გავაგრძელეთ, მქონდა ბევრი კარგი შემოთავაზება და თანამშრომლობა.

- 2022 წლის მთავარი ამბავი რა იყო, რითაც ეს წელი სულ გემახსოვრება?

- ერთი კონკრეტული ამბის დასახელება მიჭირს. ყველაფერმა, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ბედნიერების განცდა მომიტანა. იმედი მაქვს, მომავალი წელიც კარგი იქნება.

- შეყვარებული ხარ, ამას არ მალავ. შეყვარებული რუსკა როგორია, შენში ახალი რა აღმოაჩინე?

- როცა ამ მდგომარეობაში ხარ, ბუნებრივია, გარშემო ყველაფერს სხვაგვარად უყურებ, უფრო ბედნიერი ხარ, უფრო მოტივირებული, გაორმაგებული ძალებით - მე ასეთი ვარ.

- შენს რჩეულზე რას გვეტყვი?

- ბევრს ვერაფერს. ძალიან კარგი ადამიანია, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ბევრი საერთო ღირებულება გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ძალიან დაკავებული ვართ, ვახერხებთ იმას, რომ ერთმანეთს დრო დავუთმოთ.

- ის რას საქმიანობს?

- შოუბიზნესთან და ხელოვნებასთან კავშირი არ აქვს. ბიზნესის სფეროში საქმიანობს. განაგრძეთ კითხვა