პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმა, ევროპაში ომის დაბრუნებაა... უკრაინელების საშინელი ტანჯვები, ჩვენ ქვეყანაში ბევრ ადამიანს აშინებს" - გერმანიის პრეზიდენტი
"უკრაინაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმა, ევროპაში ომის დაბრუნებაა... უკრაინელების საშინელი ტანჯვები, ჩვენ ქვეყანაში ბევრ ადამიანს აშინებს" - გერმანიის პრეზიდენტი

გერ­მა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტი ფრანკ-ვალ­ტერ შტა­ინ­მა­ი­ე­რი წი­ნა­სა­შო­ბაო მი­მარ­თვა­ში უკ­რა­ი­ნე­ლებს სა­მარ­თლი­ან მშვი­დო­ბას უსურ­ვებს.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ Deutsche Welle ავ­რცე­ლებს.

"სა­ნამ მშვი­დო­ბა არ დად­გა, ჩვენ უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ მათი მხარ­და­ჭე­რა, ვინც თავ­დას­ხმე­ბის, მუ­ქა­რე­ბი­სა და ჩაგ­ვრის მსხვერ­პლი ხდე­ბა. უკ­რა­ი­ნა­ზე რუ­სე­თის სას­ტი­კი თავ­დას­ხმა, ევ­რო­პა­ში ომის დაბ­რუ­ნე­ბა, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის სა­ში­ნე­ლი ტან­ჯვე­ბი, ისე­ვე რო­გორც საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის ეს­კა­ლა­ცი­ის ში­შე­ბი - ეს ბევრ ადა­მი­ანს აში­ნებს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში”, - აღ­ნიშ­ნავს შტა­ინ­მა­ი­ე­რი მი­მარ­თვა­ში.

გერ­მა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტის თქმით, „ამ წელს ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე დიდი სურ­ვი­ლია, რომ კვლავ დად­გეს მშვი­დო­ბა“.

ამავდრო­უ­ლად შტა­ინ­მა­ი­ერ­მა რუ­სეთ­თან შე­საძ­ლო სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის მკა­ფიო სა­ზღვრე­ბი აღ­ნიშ­ნა.

"ეს სა­მარ­თლი­ა­ნი მშვი­დო­ბა უნდა იყოს, რო­მე­ლიც არ ახა­ლი­სებს მი­წე­ბის და­პყრო­ბას და უკ­რა­ი­ნელ ერს ოკუ­პან­ტე­ბის თვით­ნე­ბო­ბას­თან და ძა­ლა­დო­ბას­თან მარ­ტოდ­მარ­ტო არ ტო­ვებს”, - თქვა შტა­ინ­მა­ი­ერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ასე­თი მშვი­დო­ბა „ჯერ არ იგ­რძნო­ბა“. გერ­მა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ასე­ვე ისა­უბ­რა გერ­მა­ნე­ლე­ბის­თვის უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის შე­დე­გებ­ზე, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­ხის.

„ჩვენ არ ავ­ყე­ვით პა­ნი­კას, არ მი­ვე­ცით ჩვენს რი­გებ­ში გახ­ლე­ჩის შე­მო­ტა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა. ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო [მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და კომ­პა­ნი­ებს] მძი­მე ტვირთს უმ­სუ­ბუ­ქებს, და ბევ­რი კომ­პა­ნია იმა­ზე მუ­შა­ობს, რომ კრი­ზი­სი­დან ახა­ლი ძა­ლე­ბით გა­მო­ვიდ­ნენ“, - თქვა შტა­ინ­მა­ი­ერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ყოველგვარი მიკერძოების გარეშე.
4

რეებს ბოდიალობს. თუ დგას დედამიწაზე. მსოფლიოს ლიდერებიდან, განსჯაში, ერთ-ერთი ყველაზე რეალური და ობიექტურია ერდოღანი.

Ნაცისტ პუტინს
1

Დამპყრობელი დაიქცევა ადრე თუ გვიან. Დრონი მეფობენ და არა მეფენი. Ყველაფერი დროის საკითხია. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"უკრაინაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმა, ევროპაში ომის დაბრუნებაა... უკრაინელების საშინელი ტანჯვები, ჩვენ ქვეყანაში ბევრ ადამიანს აშინებს" - გერმანიის პრეზიდენტი

"უკრაინაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმა, ევროპაში ომის დაბრუნებაა... უკრაინელების საშინელი ტანჯვები, ჩვენ ქვეყანაში ბევრ ადამიანს აშინებს" - გერმანიის პრეზიდენტი

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი წინასაშობაო მიმართვაში უკრაინელებს სამართლიან მშვიდობას უსურვებს.

ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

"სანამ მშვიდობა არ დადგა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა, ვინც თავდასხმების, მუქარებისა და ჩაგვრის მსხვერპლი ხდება. უკრაინაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმა, ევროპაში ომის დაბრუნება, უკრაინელების საშინელი ტანჯვები, ისევე როგორც საბრძოლო მოქმედებების ესკალაციის შიშები - ეს ბევრ ადამიანს აშინებს ჩვენს ქვეყანაში”, - აღნიშნავს შტაინმაიერი მიმართვაში.

გერმანიის პრეზიდენტის თქმით, „ამ წელს ჩვენი ყველაზე დიდი სურვილია, რომ კვლავ დადგეს მშვიდობა“.

ამავდროულად შტაინმაიერმა რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების მკაფიო საზღვრები აღნიშნა.

"ეს სამართლიანი მშვიდობა უნდა იყოს, რომელიც არ ახალისებს მიწების დაპყრობას და უკრაინელ ერს ოკუპანტების თვითნებობასთან და ძალადობასთან მარტოდმარტო არ ტოვებს”, - თქვა შტაინმაიერმა.

მისივე თქმით, ასეთი მშვიდობა „ჯერ არ იგრძნობა“. გერმანიის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა გერმანელებისთვის უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური სახის.

„ჩვენ არ ავყევით პანიკას, არ მივეცით ჩვენს რიგებში გახლეჩის შემოტანის საშუალება. ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფო [მოქალაქეებსა და კომპანიებს] მძიმე ტვირთს უმსუბუქებს, და ბევრი კომპანია იმაზე მუშაობს, რომ კრიზისიდან ახალი ძალებით გამოვიდნენ“, - თქვა შტაინმაიერმა.