მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ უხარიათ ივანიშვილის დასანქცირება ჩემთვის გაუგებარია... დასანქციერება მას კიდევ უფრო გააბოროტებს" - გია ხუხაშვილი
"რატომ უხარიათ ივანიშვილის დასანქცირება ჩემთვის გაუგებარია... დასანქციერება მას კიდევ უფრო გააბოროტებს" - გია ხუხაშვილი

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ნა­რა­ტი­ვი რუ­სულ ტალ­ღა­ზე ზის - სა­ა­კაშ­ვი­ლის ოდი­ო­ზუ­რი ვო­ი­ა­ჟი, თურ­მე ზე­ლენ­სკის მო­გო­ნი­ლი ყო­ფი­ლა, ასეთ შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ებს რუ­სე­თიც კი არ კად­რუ­ლობს, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

ექ­სპერ­ტმა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მის­მა ფი­ზი­კურ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ იმ­დე­ნად არ შე­ა­წუ­ხა, რამ­დე­ნა­დაც ფსი­ქო­ლო­გი­ურ­მა.

"ამ ქვე­ყა­ნა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის თე­მას სამი გან­ზო­მი­ლე­ბა აქვს. ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი, სა­მარ­თლებ­რი­ვი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის ში­შით კვე­ბავს თა­ვის მხარ­დამ­ჭე­რებს, მისი ფორ­მი­რე­ბა მოხ­და ბო­რო­ტე­ბის სიმ­ბო­ლოდ და ამ ბო­რო­ტე­ბის სიმ­ბო­ლოს ირ­გვლივ აგე­ბენ სა­კუ­თარ ძა­ლა­უფ­ლე­ბას. რო­დე­საც ად­ვო­კა­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ნახ­მაა წა­ვი­დეს პო­ლი­ტი­კი­დან, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ უნდა მისი გაშ­ვე­ბა პო­ლი­ტი­კი­დან, მი­სით ხე­დავს სარ­გე­ბელს.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფი­ზი­კურ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ იმ­დე­ნად არ შე­მა­წუ­ხა, რამ­დე­ნა­დაც მის­მა ფსი­ქო­ლო­გი­ურ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ. მე და­ვი­ნა­ხე მის ქცე­ვა­ში დე­მენ­ცი­ის ნიშ­ნე­ბი. თუ ეს და­ა­ვა­დე­ბა რე­ა­ლუ­რია მის ლა­პა­რაკ­ში და ქცე­ვა­ში ლო­გი­კის ძებ­ნა არ შე­იძ­ლე­ბა. ასე­თი ტი­პის მსჯე­ლო­ბე­ბი არ არის ჰუ­მა­ნუ­რი“,- აღ­ნიშ­ნა ექ­სპერ­ტმა.

კი­თხვა­ზე, რა პრო­ცე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ზღვარ­გა­რეთ სამ­კურ­ნა­ლოდ გაშ­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რა და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი ფაქ­ტო­რი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, ხუ­ხაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ა­კაშ­ვი­ლი უნდა იყოს გაშ­ვე­ბუ­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ სამ­კურ­ნა­ლოდ. მისი თქმით, ამით სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის თემა დღის წეს­რი­გი­დან მო­იხ­სნე­ბა.

„გა­იხ­სნე­ბა სივ­რცე, იმი­სათ­ვის, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი წა­ვი­დეს ჯან­სა­ღი მი­მარ­თუ­ლე­ბით. რამ­დე­ნი­მე თვე ეს ქვე­ყა­ნა და­ის­ვე­ნებს. სა­ქარ­თვე­ლოს ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი აქვს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვენ ვცხოვ­რობთ ამ დღის წეს­რი­გით: დი­ლით სი­ცხეს ვუ­ზო­მავთ სა­ა­კაშ­ვილს და სა­ღა­მოს წნე­ვას.

გარ­და ამი­სა, მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პლუ­სი აქვს: აგ­რე­სი­უ­ლი მო­ნო­ლო­გე­ბი ერთი მხრი­დან და მე­ო­რე მხრი­დან გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით გა­ჩერ­დე­ბა, ხალ­ხი და­წყნარ­დე­ბა“,- აღ­ნიშ­ნა ხუ­ხაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, პო­ლი­ტი­კუ­რად რას შე­იძ­ლე­ბა ნიშ­ნავ­დეს რე­ზო­ლუ­ცი­ებ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოლი­გარ­ქად მოხ­სე­ნი­ე­ბა და ამა­ვე დროს მის და­სან­ქცი­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი, ექ­სპერ­ტი პა­სუ­ხობს, რომ და­სან­ქცი­ე­რე­ბა მას კი­დევ უფრო გა­ა­ბო­რო­ტებს და ქვე­ყა­ნა კი­დევ უფრო რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა.

"რა­ტომ უხა­რია ამ ხალ­ხს ივა­ნიშ­ვი­ლის და­სან­ქცი­რე­ბა ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია. და­სან­ქცი­ე­რე­ბა მას კი­დევ უფრო გა­ა­ბო­რო­ტებს, ქვე­ყა­ნა კი­დევ უფრო რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა. მისი თან­ხე­ბი რა­ტომ უნდა იყოს სა­დღაც გა­ყი­ნუ­ლი? ცოტა თუ ბევ­რი ამ ქვე­ყა­ნას ხმარ­დე­ბა. ამა­ზე ქირ­ქი­ლი არ არის ლო­გი­კუ­რი.

მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არ არის სა­ა­კაშ­ვი­ლი, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მიმ­დი­ნა­რე გლო­ბა­ლუ­რი ომი­სად­მი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ნა­რა­ტი­ვი რუ­სულ ტალ­ღა­ზე ზის. რუ­სულ პრო­პა­გან­და­საც არ ჰყოფ­ნის ფან­ტა­ზია ისეთ რა­ღა­ცებს ამ­ბო­ბენ.

სა­ა­კაშ­ვი­ლის ოდი­ო­ზუ­რი ვო­ი­ა­ჟი, თურ­მე ზე­ლენ­სკის მო­გო­ნი­ლი ყო­ფი­ლა. ასეთ შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ებს რუ­სე­თიც კი არ კად­რუ­ლობს", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, რა მიზ­ნით ჩა­მო­ვი­და სა­ა­კაშ­ვი­ლი, როცა იცო­და რომ აქ და­პა­ტიმ­რე­ბა ელო­და, ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, მას­ზე მუ­შა­ობ­დნენ.

"უმ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, რომ საკ­მა­რი­სია სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნა და რა­ღაც პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყე­ბა. ეს სი­სუ­ლე­ლე იყო მისი მხრი­დან. თუ სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ზე გვინ­და შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ის მოს­მე­ნა, მე სხვა თე­ო­რი­ას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ - ეს იყო ბი­ძი­ნას და უკ­რა­ი­ნე­ლი ოლი­გარ­ქე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი რო­გორ­მე ჩა­მო­ე­ტყუ­ე­ბი­ნათ სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ა­კაშ­ვი­ლი მა­შინ რომ არ ჩა­მო­სუ­ლი­ყო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ­ჩევ­ნებს ვერ მო­ი­გებ­და. მი­შას ჩა­მოს­ვლამ ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა. თუ შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია გვინ­და, სპე­ცო­პე­რა­ცია ბი­ძი­ნამ და პო­რო­შენ­კომ და­გეგ­მეს და „შე­უს­რუ­ლეს“ მი­შას“,- აღ­ნიშ­ნა ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლილე
3

როგორც ყოველთვის, ყველაზე ჭკვიანურს ამბობს.

სულია
1

ხუხა კმარა. მერე გვიან იქნება. ხო მართლა ერთი მიშა რომ გენახა

ავტორი:

"რატომ უხარიათ ივანიშვილის დასანქცირება ჩემთვის გაუგებარია... დასანქციერება მას კიდევ უფრო გააბოროტებს" - გია ხუხაშვილი

"რატომ უხარიათ ივანიშვილის დასანქცირება ჩემთვის გაუგებარია... დასანქციერება მას კიდევ უფრო გააბოროტებს" - გია ხუხაშვილი

ხელისუფლების პროპაგანდისტული ნარატივი რუსულ ტალღაზე ზის - სააკაშვილის ოდიოზური ვოიაჟი, თურმე ზელენსკის მოგონილი ყოფილა, ასეთ შეთქმულების თეორიებს რუსეთიც კი არ კადრულობს, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ექსპერტმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისმა ფიზიკურმა მდგომარეობამ იმდენად არ შეაწუხა, რამდენადაც ფსიქოლოგიურმა.

"ამ ქვეყანაში სააკაშვილის თემას სამი განზომილება აქვს. ეს არის პოლიტიკური, სამართლებრივი და ჰუმანიტარული. ხელისუფლება სააკაშვილის შიშით კვებავს თავის მხარდამჭერებს, მისი ფორმირება მოხდა ბოროტების სიმბოლოდ და ამ ბოროტების სიმბოლოს ირგვლივ აგებენ საკუთარ ძალაუფლებას. როდესაც ადვოკატები ამბობენ, რომ სააკაშვილი თანახმაა წავიდეს პოლიტიკიდან, ხელისუფლებას არ უნდა მისი გაშვება პოლიტიკიდან, მისით ხედავს სარგებელს.

მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურმა მდგომარეობამ იმდენად არ შემაწუხა, რამდენადაც მისმა ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ. მე დავინახე მის ქცევაში დემენციის ნიშნები. თუ ეს დაავადება რეალურია მის ლაპარაკში და ქცევაში ლოგიკის ძებნა არ შეიძლება. ასეთი ტიპის მსჯელობები არ არის ჰუმანური“,- აღნიშნა ექსპერტმა.

კითხვაზე, რა პროცესები შეიძლება განვითარდეს საქართველოში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვების შემთხვევაში, რა დადებითი და უარყოფითი ფაქტორი შეიძლება ჰქონდეს, ხუხაშვილმა უპასუხა, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე სააკაშვილი უნდა იყოს გაშვებული საზღვარგარეთ სამკურნალოდ. მისი თქმით, ამით სააკაშვილის ჯანმრთელობის თემა დღის წესრიგიდან მოიხსნება.

„გაიხსნება სივრცე, იმისათვის, რომ პოლიტიკური პროცესი წავიდეს ჯანსაღი მიმართულებით. რამდენიმე თვე ეს ქვეყანა დაისვენებს. საქართველოს ბევრი გამოწვევები აქვს სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ვცხოვრობთ ამ დღის წესრიგით: დილით სიცხეს ვუზომავთ სააკაშვილს და საღამოს წნევას.

გარდა ამისა, მეორე მნიშვნელოვანი პლუსი აქვს: აგრესიული მონოლოგები ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან გარკვეული პერიოდით გაჩერდება, ხალხი დაწყნარდება“,- აღნიშნა ხუხაშვილმა.

კითხვაზე, პოლიტიკურად რას შეიძლება ნიშნავდეს რეზოლუციებში ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება და ამავე დროს მის დასანქცირებაზე საუბარი, ექსპერტი პასუხობს, რომ დასანქციერება მას კიდევ უფრო გააბოროტებს და ქვეყანა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

"რატომ უხარია ამ ხალხს ივანიშვილის დასანქცირება ჩემთვის გაუგებარია. დასანქციერება მას კიდევ უფრო გააბოროტებს, ქვეყანა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მისი თანხები რატომ უნდა იყოს სადღაც გაყინული? ცოტა თუ ბევრი ამ ქვეყანას ხმარდება. ამაზე ქირქილი არ არის ლოგიკური.

მთავარი პრობლემა არ არის სააკაშვილი, მთავარი პრობლემაა რა დამოკიდებულება აქვს ჩვენს ხელისუფლებას მიმდინარე გლობალური ომისადმი. ხელისუფლების პროპაგანდისტული ნარატივი რუსულ ტალღაზე ზის. რუსულ პროპაგანდასაც არ ჰყოფნის ფანტაზია ისეთ რაღაცებს ამბობენ.

სააკაშვილის ოდიოზური ვოიაჟი, თურმე ზელენსკის მოგონილი ყოფილა. ასეთ შეთქმულების თეორიებს რუსეთიც კი არ კადრულობს", - განაცხადა ხუხაშვილმა.

კითხვაზე, რა მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილი, როცა იცოდა რომ აქ დაპატიმრება ელოდა, ხუხაშვილის თქმით, მასზე მუშაობდნენ.

"უმტკიცებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილს პრობლემები ჰქონდა, რომ საკმარისია სააკაშვილის გამოჩენა და რაღაც პროცესები დაიწყება. ეს სისულელე იყო მისი მხრიდან. თუ სპეცოპერაციაზე გვინდა შეთქმულების თეორიის მოსმენა, მე სხვა თეორიას შემოგთავაზებთ - ეს იყო ბიძინას და უკრაინელი ოლიგარქების სპეცოპერაცია, რომ სააკაშვილი როგორმე ჩამოეტყუებინათ საქართველოში. სააკაშვილი მაშინ რომ არ ჩამოსულიყო, ხელისუფლება არჩევნებს ვერ მოიგებდა. მიშას ჩამოსვლამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. თუ შეთქმულების თეორია გვინდა, სპეცოპერაცია ბიძინამ და პოროშენკომ დაგეგმეს და „შეუსრულეს“ მიშას“,- აღნიშნა ხუხაშვილმა.