პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდებოდა ორბელიანის მოედანზე, სადაც კახა კალაძემ "საახალწლო სოფელი" გახსნა? (ფოტოები)
რა ხდებოდა ორბელიანის მოედანზე, სადაც კახა კალაძემ "საახალწლო სოფელი" გახსნა? (ფოტოები)

ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­ზე "სა­ა­ხალ­წლო სო­ფე­ლი“ სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­სნა. ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ედ­ნის გარ­და მო­ი­ცავს 9 აპ­რი­ლის ბაღს და ათო­ნე­ლის ქუ­ჩას, 13 იან­ვრის ჩათ­ვლით პა­ტა­რე­ბის­თვის და არა მარ­ტო მათ­თვის, ჯა­დოს­ნურ სივ­რცედ იქ­ცე­ვა.

"სა­შო­ბაო სოფ­ლის“ გახ­სნას დე­და­ქა­ლა­ქის მერი, კახა კა­ლა­ძე საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე, გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძეს­თან, მე­რის მო­ად­გი­ლე, ან­დრია ბა­სი­ლა­ი­ას­თან, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­თან, პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან და ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს­თან ერ­თად და­ეს­წრო.

„ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­იხ­სნა სა­შო­ბაო სო­ფე­ლი. მი­ხა­რია, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და. სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო და გან­წყო­ბაა. ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ მშვი­დო­ბას, კე­თილ­დღე­ო­ბას, წინსვლას. დღე­ი­დან 14 იან­ვრამ­დე, ადა­მი­ა­ნებს ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ეს­ტუმ­რონ ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დანს, სა­დაც სხვა­დას­ხვა თე­ატ­რა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნა და კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თე­ბა. გე­ლო­დე­ბით, ერ­თად გა­ვა­ტა­როთ ეს სა­სი­ა­მოვ­ნო დღე­ე­ბი. ჩა­ვი­ფიქ­როთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სურ­ვი­ლე­ბი, რომ 2023 წელი კი­დევ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი, სი­ცო­ცხლით, სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე იყოს და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩა­ვი­ფიქ­როთ მშვი­დო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

„სა­ა­ხალ­წლო სო­ფე­ლი“ ფლეშ­მო­ბით გა­იხ­სნა, რო­მე­ლიც სცე­ნა­ზე თოვ­ლის ბა­ბუ­ას შე­მოს­ვლით დას­რულ­და. სა­ზე­ი­მო სა­ღა­მო კონ­ცერ­ტით გაგ­რძელ­და, რო­მელ­შიც წამ­ყვა­ნე­ბი - გვან­ცა და­რა­სე­ლია და აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვი­ლი, ასე­ვე, მომ­ღერ­ლე­ბი: ლელა წურ­წუ­მია, ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი, ანრი ჯო­ხა­ძე, დუ­ე­ტი „ჯორ­ჯია“, აჩი­კო მე­ფა­რი­ძე, ჯგუ­ფი „ფორ­ტე“, დათო გო­მარ­თე­ლი, მას­ტე­რი და ნა­თია დუმ­ბა­ძე, ასე­ვე, ან­სამ­ბლი „შვიდ­კა­ცა“ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე „ქა­რა­ვა­ნის სცე­ნა­ზე“ კი დათო ევ­გე­ნი­ძის და ბენ­დის კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა.

„სა­ა­ხალ­წლო სო­ფელ­ში“ გან­თავ­სე­ბუ­ლია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი დე­კო­რა­ცი­ე­ბი და ინ­სტა­ლა­ცი­ე­ბი, თოვ­ლის ბა­ბუ­ას სახ­ლი, სა­კონ­ცერ­ტო სცე­ნე­ბი, სა­შო­ბაო ბაზ­რო­ბა, კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი, ფო­ტო­ზო­ნა და სა­ბავ­შვო სივ­რცე ჯა­დოს­ნუ­რი შო­უ­ე­ბის­თვის. აღ­ნიშ­ნულ სივ­რცე­ში ყო­ველ­დღი­უ­რად მო­ე­წყო­ბა სა­ბავ­შვო-გა­სარ­თო­ბი წარ­მოდ­გე­ნე­ბი და ზღაპ­რის გმი­რე­ბის სა­დღე­სას­წა­უ­ლო მსვლე­ლო­ბე­ბი. ასე­ვე, გა­სარ­თო­ბი აქ­ტი­ვო­ბე­ბი - სან­ტას სა­ხე­ლოს­ნო და ვორ­ქშო­ფე­ბი, ცეკ­ვის კა­რა­ო­კე და ა.შ. ასე­ვე, გა­ი­მარ­თე­ბა ტკბი­ლე­უ­ლის ფეს­ტი­ვა­ლი.

„სა­ა­ხალ­წლო სო­ფელ­ში“ მო­წყო­ბილ სხვა­დას­ხვა სცე­ნა­ზე კონ­ცერ­ტე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად, 13 იან­ვრის ჩათ­ვლით გა­ი­მარ­თე­ბა. 3-კვი­რი­ა­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი პროგ­რა­მა მო­ი­ცავს SALIO-ს, 90-ია­ნე­ბის კონ­ცერტს, Killages-ს, ზუკა ხუ­ციშ­ვილ­სა და ბენ­დს, „არას“, ჯე­რო­ნი­მო­სა და ბენ­დს, „ნი­უ­ტონს“, 4D Monster Lobsters-ს, Goofy Land-ს, „თა­მა­დას“, SvanSikh-ს, „ფრანს“, „რე­გე­ონს“, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის კონ­ცერტს "შო­ბის მო­ლო­დინ­ში", თბი­ლი­სის ბიგ-ბენ­დს, Bedford Falls-ს, ქარ­თუ­ლი ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვე­ბის კონ­ცერტს, ეთ­ნო­მუ­სი­კის კონ­ცერტს, და­ვით ილუ­რი­ძის ბენ­დს, სოფო გე­ლო­ვანს, დათო ევ­გე­ნი­ძეს, FE PROJECT-ს, „თუ­თარ­ჩე­ლას“, LOUDspeakers-ს, ელე­ნე კა­ლან­და­ძეს და ერეკ­ლე გე­წა­ძეს, Tika Balanchine & New One-ს, მიშო ურუ­შა­ძეს, ბენ­დს „შე­რე­კი­ლე­ბი“, გი­ორ­გი გი­გაშ­ვილს, ნინი ნუ­ცუ­ბი­ძეს და კატო კვა­რა­ცხე­ლი­ას.

სა­ბავ­შვო კონ­ცერ­ტე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა ათო­ნე­ლის ქუ­ჩის სცე­ნა­ზე. ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ N STUDIO და მისი მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი ნუცა ჯა­ნე­ლი­ძე, თა­მარ ბო­ლაშ­ვი­ლი, რუ­სი­კო ბახ­ტა­ძის სტუ­დია, „ქენ­დი სტუ­დიო“, „ბზი­კე­ბი სტუ­დიო“, სა­მეც­ნი­ე­რო მუ­ზე­უ­მი „ექ­სპე­რი­მენ­ტო­რი­უ­მი“, „მეკო სტუ­დია“, სტუ­დია „ანა-ბანა“, „ვო­კა­ლის აკა­დე­მია“, ეროვ­ნუ­ლი სა­სახ­ლის ფოკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბის კონ­ცერ­ტი, „ბას­ტი-ბუბუ“, ბავ­შვთა ვო­კა­ლუ­რი სტუ­დია „ჩიკო“, ნუკ­რი კა­პა­ნა­ძის სა­სიმ­ღე­რო სტუ­დია, სტუ­დია „თინ­ქლა­ბი“, გუნ­დი „დო­რე­მი“, სტუ­დია „ვე­ლო­სი­პე­დი“, „ნია სტუ­დიო“, სა­ქარ­თვე­ლოს თო­ჯი­ნე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა - თბი­ლი­სის თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რი, „სტუ­დიო 1,2 3“, პრო­ექტ „რა­ნი­ნას“ ყვე­ლა სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლე, ეროვ­ნუ­ლი სა­სახ­ლის ვო­კა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი და კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხათუნა უგულავა
2

მაგარი ხარ კახი, გაიხარე

გოგა
2

რა და საცობში მდგომი ხალხი გლოცავდათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რა ხდებოდა ორბელიანის მოედანზე, სადაც კახა კალაძემ "საახალწლო სოფელი" გახსნა? (ფოტოები)

რა ხდებოდა ორბელიანის მოედანზე, სადაც კახა კალაძემ "საახალწლო სოფელი" გახსნა? (ფოტოები)

ორბელიანის მოედანზე "საახალწლო სოფელი“ საზეიმოდ გაიხსნა. ტერიტორია, რომელიც ორბელიანის მოედნის გარდა მოიცავს 9 აპრილის ბაღს და ათონელის ქუჩას, 13 იანვრის ჩათვლით პატარებისთვის და არა მარტო მათთვის, ჯადოსნურ სივრცედ იქცევა.

"საშობაო სოფლის“ გახსნას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძესთან, მერის მოადგილე, ანდრია ბასილაიასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძესთან ერთად დაესწრო.

„ოფიციალურად გაიხსნა საშობაო სოფელი. მიხარია, რომ ბევრი ადამიანი მოვიდა. სასიამოვნო გარემო და განწყობაა. ყველას ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას, წინსვლას. დღეიდან 14 იანვრამდე, ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, ესტუმრონ ორბელიანის მოედანს, სადაც სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენა და კონცერტი გაიმართება. გელოდებით, ერთად გავატაროთ ეს სასიამოვნო დღეები. ჩავიფიქროთ მნიშვნელოვანი სურვილები, რომ 2023 წელი კიდევ უფრო წარმატებული, სიცოცხლით, სიყვარულით სავსე იყოს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩავიფიქროთ მშვიდობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„საახალწლო სოფელი“ ფლეშმობით გაიხსნა, რომელიც სცენაზე თოვლის ბაბუას შემოსვლით დასრულდა. საზეიმო საღამო კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც წამყვანები - გვანცა დარასელია და აჩიკო სოლოღაშვილი, ასევე, მომღერლები: ლელა წურწუმია, ლიზა ბაგრატიონი, ანრი ჯოხაძე, დუეტი „ჯორჯია“, აჩიკო მეფარიძე, ჯგუფი „ფორტე“, დათო გომართელი, მასტერი და ნათია დუმბაძე, ასევე, ანსამბლი „შვიდკაცა“ მონაწილეობდნენ. ორბელიანის მოედანზე მდებარე „ქარავანის სცენაზე“ კი დათო ევგენიძის და ბენდის კონცერტი გაიმართა.

„საახალწლო სოფელში“ განთავსებულია მრავალფეროვანი დეკორაციები და ინსტალაციები, თოვლის ბაბუას სახლი, საკონცერტო სცენები, საშობაო ბაზრობა, კვების ობიექტები, ფოტოზონა და საბავშვო სივრცე ჯადოსნური შოუებისთვის. აღნიშნულ სივრცეში ყოველდღიურად მოეწყობა საბავშვო-გასართობი წარმოდგენები და ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები. ასევე, გასართობი აქტივობები - სანტას სახელოსნო და ვორქშოფები, ცეკვის კარაოკე და ა.შ. ასევე, გაიმართება ტკბილეულის ფესტივალი.

„საახალწლო სოფელში“ მოწყობილ სხვადასხვა სცენაზე კონცერტები ყოველდღიურად, 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება. 3-კვირიანი მუსიკალური პროგრამა მოიცავს SALIO-ს, 90-იანების კონცერტს, Killages-ს, ზუკა ხუციშვილსა და ბენდს, „არას“, ჯერონიმოსა და ბენდს, „ნიუტონს“, 4D Monster Lobsters-ს, Goofy Land-ს, „თამადას“, SvanSikh-ს, „ფრანს“, „რეგეონს“, ქართული სიმღერის კონცერტს "შობის მოლოდინში", თბილისის ბიგ-ბენდს, Bedford Falls-ს, ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტს, ეთნომუსიკის კონცერტს, დავით ილურიძის ბენდს, სოფო გელოვანს, დათო ევგენიძეს, FE PROJECT-ს, „თუთარჩელას“, LOUDspeakers-ს, ელენე კალანდაძეს და ერეკლე გეწაძეს, Tika Balanchine & New One-ს, მიშო ურუშაძეს, ბენდს „შერეკილები“, გიორგი გიგაშვილს, ნინი ნუცუბიძეს და კატო კვარაცხელიას.

საბავშვო კონცერტები გაიმართება ათონელის ქუჩის სცენაზე. ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ N STUDIO და მისი მუსიკალური ხელმძღვანელი ნუცა ჯანელიძე, თამარ ბოლაშვილი, რუსიკო ბახტაძის სტუდია, „ქენდი სტუდიო“, „ბზიკები სტუდიო“, სამეცნიერო მუზეუმი „ექსპერიმენტორიუმი“, „მეკო სტუდია“, სტუდია „ანა-ბანა“, „ვოკალის აკადემია“, ეროვნული სასახლის ფოკლორული ანსამბლების კონცერტი, „ბასტი-ბუბუ“, ბავშვთა ვოკალური სტუდია „ჩიკო“, ნუკრი კაპანაძის სასიმღერო სტუდია, სტუდია „თინქლაბი“, გუნდი „დორემი“, სტუდია „ველოსიპედი“, „ნია სტუდიო“, საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება - თბილისის თოჯინების თეატრი, „სტუდიო 1,2 3“, პროექტ „რანინას“ ყველა სეზონის მონაწილე, ეროვნული სასახლის ვოკალური ჯგუფები და კლასიკური მუსიკის შემსრულებლები.