მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპასთან უნდა ურთიერთობა, მაგრამ ისე, რომ დემოკრატიაზე ზედმეტად არ "გაუჩმახონ" - გია ნოდია ბიძინა ივანიშვილზე
"ევროპასთან უნდა ურთიერთობა, მაგრამ ისე, რომ დემოკრატიაზე ზედმეტად არ "გაუჩმახონ" - გია ნოდია ბიძინა ივანიშვილზე

ევ­რო­პას­თან უნდა ურ­თი­ერ­თო­ბა [ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს], მაგ­რამ ისე, რომ დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე ზედ­მე­ტად არ „გა­უჩ­მა­ხონ“, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა გია ნო­დი­ამ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე წელი პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით შე­ა­ფა­სა.

ნო­დი­ას თქმით­ვე, 1992-1993 წლე­ბის შემ­დეგ ეს წელი ყვე­ლა­ზე ცუდი იყო და „დი­ნა­მი­კის თვალ­საზ­რი­სით ყვე­ლა­ზე უფრო მკვეთ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბაა ქვეყ­ნის ზო­გა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით“.

"ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის წე­სით, იდე­ა­ლუ­რია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა ევ­რო­პას­თან მი­მარ­თე­ბით. ევ­რო­პას სჭირ­დე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი გა­ზის­თვის, ნავ­თო­ბის­თვის და დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე იმ­დე­ნად ვე­ღარ ელა­პა­რა­კე­ბა. ევ­რო­პას­თან უნდა ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ ისე, რომ დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე არ „გა­უჩ­მა­ხონ“ ზედ­მე­ტად - სა­სა­მარ­თლოს თავი და­ა­ნე­ბონ და გაზ­სა­დე­ნი, ელექტრო­სა­დე­ნი, კი, ბა­ტო­ნო, სი­ა­მოვ­ნე­ბით, მაგ­რამ ეს დე­მოკ­რა­ტია არ გვინ­და, დაგ­ვა­ნე­ბეთ თავი“,- გა­ნა­ცხა­და ნო­დი­ამ.

ამას­თან, ნო­დი­ას თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­სავ­ლე­თი არ უნდა, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს თუ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს მის­ცე­მენ, „შე­ი­ფე­რე­ბენ“. ექ­სპერ­ტი იმ სა­ვა­რა­უ­დო ვა­რი­ან­ტებ­საც ასა­ხე­ლებს, რის გა­მოც წელს პირ­ვე­ლად გახ­და „ევ­რო­პის მი­უ­ღებ­ლო­ბა დის­კურ­სის სა­გა­ნი“.

"ცალ­სა­ხად ვერ ვი­ტყვი, რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი არ უნ­დათ, ეს არ არის პრობ­ლე­მა. არ უნ­დათ და­სავ­ლე­თი და ევ­რო­პა. ევ­რო­პამ რომ მა­ინც მის­ცეთ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, ალ­ბათ, შე­ი­ფე­რე­ბენ და იტყვი­ან, მაგ­რე­ბი ვარ­თო. ევ­რო­პის მი­უ­ღებ­ლო­ბა პირ­ვე­ლად გახ­და ოფი­ცი­ა­ლუ­რად დის­კურ­სის სა­გა­ნი. რა­ტომ წელს, ეს, რა თქმა უნდა, სა­ინ­ტე­რე­სოა. ამა­ზე ცალ­სა­ხა პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ არ­სე­ბობს შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­უ­ლი ახ­სნა, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად პუ­ტინ­მა და­უ­რე­კა და რუ­სე­თის ზე­წო­ლაა, რა­საც ვერ გა­მოვ­რი­ცხავ. გა­სა­გე­ბია, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს აქვს ის კავ­ში­რე­ბი და ბი­ოგ­რა­ფია, რაც აქვს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რუ­სეთს ზე­წო­ლის ბერ­კე­ტე­ბი ჰქონ­დეს. მაგ­რამ ეს ვერ ხსნის იმას, რა­ტომ მოხ­და ეს ცვლი­ლე­ბა წელს. 2014 ან 2015 წელს არ იცოდ­ნენ მოს­კოვ­ში ივა­ნიშ­ვი­ლის ტე­ლე­ფო­ნი? გა­სა­გე­ბია, რომ ომის შე­ე­შინ­და და შოკი აქვს, რომ უკ­რა­ი­ნას ეს და­ე­მარ­თა და ჩვენც არ დაგ­ვე­მარ­თოს, რუ­სე­თი ჩვენ­კე­ნაც არ შე­მობ­რუნ­დეს - ესეც ვა­რი­ან­ტია, თუმ­ცა არ ვამ­ბობ, რომ მეც ვი­ზი­ა­რებ ამას. შე­იძ­ლე­ბო­და ეს გვე­ფიქ­რა 25 ან 27 თე­ბერ­ვალს, თუმ­ცა იმის შემ­დეგ ომი სხვა­ნა­ი­რად მი­დის და პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში, ვინც აქამ­დე ვერ უბე­დავ­და რუ­სეთს რა­ღა­ცებს, ახლა უბე­დავს. ყვე­ლა გა­ყო­ჩაღ­და ჩვენ გარ­და. შე­იძ­ლე­ბა ფსი­ქო­პა­თო­ლო­გი­უ­რი ახ­სნა ჰქონ­დეს - რო­დე­საც პო­ლი­ტი­კას უც­ნა­უ­რი ხა­სი­ა­თის ერთი ადა­მი­ა­ნი გან­სა­ზღვრავს, შე­იძ­ლე­ბა მას რა­ღაც შე­მო­უტ­რი­ალ­და თავ­ში. ჩემი პი­რა­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბაა, რომ შე­საძ­ლოა მას სჯე­რო­დეს შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბი­სა, შვე­ი­ცა­რი­ის ბანკთან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ამე­რი­კა უწყობს ამას და უნ­დათ, რომ ომში ჩაგ­ვით­რი­ონ. რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის ეს სრუ­ლი აბ­სურ­დია, მაგ­რამ შე­საძ­ლოა მას ეს სჯე­რო­დეს.

კი­დევ ერთი ვა­რა­უ­დია, რა­საც მე ვფიქ­რობ - ამ წელს ნახ­ტო­მი მოხ­და, თუმ­ცა ტენ­დენ­ცია წელს არ და­წყე­ბუ­ლა. ბოლო წლე­ბია, რაც „ოც­ნე­ბა“ აქეთ მი­დის. ივა­ნიშ­ვილს, რო­გორც ჩანს, 2018 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ შე­ე­შინ­და, რომ შე­იძ­ლე­ბა, არ­ჩევ­ნე­ბი წა­ა­გოს. ოპო­ზი­ცია ახლა ისეთ დღე­შია, შე­იძ­ლე­ბა გვი­თხრან, რომ აბა, ეს ოპო­ზი­ცია რას მო­ი­გებს, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ის მხარ­და­ჭე­რა ნამ­დვი­ლად აღარ აქვს და შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ ოპო­ზი­ცი­ამ მო­ი­გოს“,- გა­ნა­ცხა­და გია ნო­დი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მომპირკეთებელი
1

ქვეყანას სჭირდება იმდენი დემოკრატია, რამდენისთვისაც საზოგადოებაა მზად! ჩვენზე არადემოკრატიული და კორუმპირებული ევროპაში ბევრია, მათ შორის ევროკავშის წევრებიც (ევროკავშირიც!) : რუმინეთი, თურქეთი, ალბანეთი სერბია, კოსოვო, ჩერნოგორია, ბოსნია, მაკედონია, ბულგარეთი, უნგრეთი, პოლონეთი ... ე.ი. ევროკავშირში მიღებას ხოშზე წყვეტენ; და თუ მკაფიოდ იტყვიან, რომ სააკაშვილი გაათავისუფლეთ, თუ არადა არ მიგიღებთო, ყველაფერი გარკვეული იქნება

ნოდო
0

დემოკრატიაზე კი არა, საქართველოს ინტერესებზე ზედმეტად, რომ არ გაუჩმახონ იმაზე ზრუნავს ადამიანი. მაგან თუ არ იზრუნა, სხვა აბა არავინ ზრუნავს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ევროპასთან უნდა ურთიერთობა, მაგრამ ისე, რომ დემოკრატიაზე ზედმეტად არ "გაუჩმახონ" - გია ნოდია ბიძინა ივანიშვილზე

"ევროპასთან უნდა ურთიერთობა, მაგრამ ისე, რომ დემოკრატიაზე ზედმეტად არ "გაუჩმახონ" - გია ნოდია ბიძინა ივანიშვილზე

ევროპასთან უნდა ურთიერთობა [ბიძინა ივანიშვილს], მაგრამ ისე, რომ დემოკრატიაზე ზედმეტად არ „გაუჩმახონ“, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ნოდიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა, სადაც მიმდინარე წელი პოლიტიკური თვალსაზრისით შეაფასა.

ნოდიას თქმითვე, 1992-1993 წლების შემდეგ ეს წელი ყველაზე ცუდი იყო და „დინამიკის თვალსაზრისით ყველაზე უფრო მკვეთრი გაუარესებაა ქვეყნის ზოგადი მიმართულების თვალსაზრისით“.

"ივანიშვილისთვის წესით, იდეალურია აზერბაიჯანის მდგომარეობა ევროპასთან მიმართებით. ევროპას სჭირდება აზერბაიჯანი გაზისთვის, ნავთობისთვის და დემოკრატიაზე იმდენად ვეღარ ელაპარაკება. ევროპასთან უნდა ურთიერთობა, მაგრამ ისე, რომ დემოკრატიაზე არ „გაუჩმახონ“ ზედმეტად - სასამართლოს თავი დაანებონ და გაზსადენი, ელექტროსადენი, კი, ბატონო, სიამოვნებით, მაგრამ ეს დემოკრატია არ გვინდა, დაგვანებეთ თავი“,- განაცხადა ნოდიამ.

ამასთან, ნოდიას თქმით, ხელისუფლებას დასავლეთი არ უნდა, თუმცა საქართველოს თუ კანდიდატის სტატუსს მისცემენ, „შეიფერებენ“. ექსპერტი იმ სავარაუდო ვარიანტებსაც ასახელებს, რის გამოც წელს პირველად გახდა „ევროპის მიუღებლობა დისკურსის საგანი“.

"ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ კანდიდატის სტატუსი არ უნდათ, ეს არ არის პრობლემა. არ უნდათ დასავლეთი და ევროპა. ევროპამ რომ მაინც მისცეთ კანდიდატის სტატუსი, ალბათ, შეიფერებენ და იტყვიან, მაგრები ვართო. ევროპის მიუღებლობა პირველად გახდა ოფიციალურად დისკურსის საგანი. რატომ წელს, ეს, რა თქმა უნდა, საინტერესოა. ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, მაგრამ არსებობს შეთქმულების თეორიული ახსნა, რომ რაღაცნაირად პუტინმა დაურეკა და რუსეთის ზეწოლაა, რასაც ვერ გამოვრიცხავ. გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ის კავშირები და ბიოგრაფია, რაც აქვს, აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაა, რუსეთს ზეწოლის ბერკეტები ჰქონდეს. მაგრამ ეს ვერ ხსნის იმას, რატომ მოხდა ეს ცვლილება წელს. 2014 ან 2015 წელს არ იცოდნენ მოსკოვში ივანიშვილის ტელეფონი? გასაგებია, რომ ომის შეეშინდა და შოკი აქვს, რომ უკრაინას ეს დაემართა და ჩვენც არ დაგვემართოს, რუსეთი ჩვენკენაც არ შემობრუნდეს - ესეც ვარიანტია, თუმცა არ ვამბობ, რომ მეც ვიზიარებ ამას. შეიძლებოდა ეს გვეფიქრა 25 ან 27 თებერვალს, თუმცა იმის შემდეგ ომი სხვანაირად მიდის და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვინც აქამდე ვერ უბედავდა რუსეთს რაღაცებს, ახლა უბედავს. ყველა გაყოჩაღდა ჩვენ გარდა. შეიძლება ფსიქოპათოლოგიური ახსნა ჰქონდეს - როდესაც პოლიტიკას უცნაური ხასიათის ერთი ადამიანი განსაზღვრავს, შეიძლება მას რაღაც შემოუტრიალდა თავში. ჩემი პირადი შთაბეჭდილებაა, რომ შესაძლოა მას სჯეროდეს შეთქმულების თეორიებისა, შვეიცარიის ბანკთან დაკავშირებით, რომ ამერიკა უწყობს ამას და უნდათ, რომ ომში ჩაგვითრიონ. რაციონალურად მოაზროვნე ადამიანისთვის ეს სრული აბსურდია, მაგრამ შესაძლოა მას ეს სჯეროდეს.

კიდევ ერთი ვარაუდია, რასაც მე ვფიქრობ - ამ წელს ნახტომი მოხდა, თუმცა ტენდენცია წელს არ დაწყებულა. ბოლო წლებია, რაც „ოცნება“ აქეთ მიდის. ივანიშვილს, როგორც ჩანს, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეეშინდა, რომ შეიძლება, არჩევნები წააგოს. ოპოზიცია ახლა ისეთ დღეშია, შეიძლება გვითხრან, რომ აბა, ეს ოპოზიცია რას მოიგებს, მაგრამ საზოგადოებაში ის მხარდაჭერა ნამდვილად აღარ აქვს და შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ოპოზიციამ მოიგოს“,- განაცხადა გია ნოდიამ.