სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაოგნებული ვარ, რამ აიძულა შალვა ხაჭაპურიძე, რომ ამ კონტექსტში მოეხსენიებინა ჩემი პერსონა - შეიძლება მომიბოდიშოს" - ალექსანდრე გეჯაძე
"გაოგნებული ვარ, რამ აიძულა შალვა ხაჭაპურიძე, რომ ამ კონტექსტში მოეხსენიებინა ჩემი პერსონა - შეიძლება მომიბოდიშოს" - ალექსანდრე გეჯაძე

2012 წლამ­დე 1-2 ეპი­ზო­დი იყო, მაგ­რამ 2012 წლი­დან არა­ნა­ი­რი ზარი, არა­ნა­ი­რი პირ­და­პი­რი ან ირი­ბი, გაკ­ვრი­თი მი­თი­თე­ბა ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის მხრი­დან ექ­სპერ­ტი­ზას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ ყო­ფი­ლა , - ამის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძემ „მე­დი­ა­ცენ­ტრ მთა­ვარ­ში“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ის გა­მო­ეხ­მა­უ­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძის გან­ცხა­დე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ გე­ჯა­ძემ „ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რის, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე „ის დას­კვნა დადო, რო­მე­ლიც შსს-ს აწყობ­და“.

რო­გორც გე­ჯა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რას­თან და ექ­სპერ­ტი­ზას­თან მი­მარ­თე­ბით მხო­ლოდ მა­შინ აქვს კო­მუ­ნი­კა­ცია, რო­დე­საც საქ­მე მათ მიერ და­ნიშ­ნულ ექ­სპერ­ტი­ზას ეხე­ბა.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტის გან­მარ­ტე­ბით, ის გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და გა­ოგ­ნე­ბუ­ლია ხა­ჭა­პუ­რი­ძის სი­ტყვე­ბით, რად­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სტრუქ­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში მას­თან მუ­შა­ო­ბის წლე­ბი აკავ­ში­რებს.

„და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ცენ­ტრი „ვექ­ტო­რი“ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს სა­მარ­თლებ­რივ სივ­რცე­ში 2005 წლი­დან დღემ­დე. 2005-დან 2012 წლამ­დე ჯო­ჯო­ხე­თი გა­ვი­ა­რეთ სა­მარ­თლებ­რი­ვად - პრო­ფე­სი­ულ ჯო­ჯო­ხეთს ვგუ­ლის­ხმობ, რად­გან ჩვე­ნი, „ვექ­ტო­რის“ დას­კვნე­ბი მი­დი­ო­და სტრას­ბურ­გში და სხვა არა­ვინ მუ­შა­ობ­და იმ პე­რი­ოდ­ში. ყვე­ლა ბუჩ­ქებ­ში იყო და­მა­ლუ­ლი. ერ­თა­დერ­თი დას­კვნე­ბი არა­ერთ რე­ზო­ნან­სულ საქ­მე­ზე ჩვენ გა­ვე­ცით - მო­ლაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, აფ­რა­სი­ძე­ე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და კი­დევ ბევრ სხვა საქ­მე­ზე გა­დი­ო­და სტრას­ბურ­გში. ექ­სპერტ ცენ­ტრმა „ვექ­ტორ­მა“ მა­შინ სპე­ცი­ა­ლის­ტის დას­კვნის ფორ­მატ­ში ამუ­შა­ვებ­და დას­კვნებს. 2012 წლამ­დე იყო 1-2 ეპი­ზო­დი, თუმ­ცა ამას თავი და­ვა­ნე­ბოთ, მაგ­რამ 2012 წლი­დან არა­ნა­ი­რი ზარი, მი­თი­თე­ბა, არა­ნა­ი­რი პირ­და­პი­რი ან ირი­ბი რა­ღაც გაკ­ვრი­თი მი­თი­თე­ბა ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის მხრი­დან ექ­სპერ­ტი­ზას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ ყო­ფი­ლა.

შალ­ვას მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლად იყო ის, რომ ექ­სპერ­ტი­ზა აღარ და­ნიშ­ნუ­ლი­ყო, არც სამ­ხა­რა­უ­ლის, არც ჩვე­ნი სტრუქ­ტუ­რის და არც კი­დევ ერთი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ექ­სპერ­ტო სტრუქ­ტუ­რის. ეს შალ­ვას აწყობ­და, რად­გან პრო­ცე­სი კი­დევ ერთხელ გა­ჭი­ა­ნურ­დე­ბო­და და შალ­ვა თა­ვი­სი სტრა­ტე­გი­ით მი­აღ­წია თა­ვის სა­წა­დელს და მო­სა­მარ­თლეს და­უმ­ტკი­ცა, რომ ახლა აზრი არ აქვს ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბას. ეს თა­ვი­სი სტრა­ტე­გია და მი­ზა­ნი რო­გორ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მო­რა­ლუ­რად, გარ­კვე­ულ კი­თხვის ნიშ­ნებს იწ­ვევს. ალ­ბათ, შალ­ვა და­მი­კავ­შირ­დე­ბა და შე­იძ­ლე­ბა მი­თხრას - „ალე­კო, სხვა გზა არ მქონ­და და ჩემს სტრა­ტე­გი­ას ასე სჭირ­დე­ბო­და“. შე­იძ­ლე­ბა მან მო­მი­ბო­დი­შოს და ასე რომც გვე­ლა­პა­რა­კა და მე ჩა­მე­წე­რა, არ გე­წყი­ნო­სო.

რბი­ლად რომ ვთქვა, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ, რად­გან ბა­ტონ შალ­ვას­თან წლე­ბი მა­კავ­ში­რებს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სტრუქ­ტუ­რის არ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში. რამ აი­ძუ­ლა ბა­ტო­ნი შალ­ვა, რომ ამ კონ­ტექ­სტში მო­ეხ­სე­ნი­ე­ბი­ნა ჩემი პერ­სო­ნა, რომ თურ­მე მე ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის შეკ­ვე­თებ­ზე ვმუ­შა­ობ, თურ­მე მე, ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძე პირ­ნათ­ლად ვას­რუ­ლებ იმას, რა­საც ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი მი­მი­თი­თე­ბენ და ა.შ“,- აცხა­დებს გე­ჯა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
,,AMPREDUZZO,,
1

ბ-ნო ალექსანდრე! გაოგნება, შეშფოთება, აღშფოთება და ა.შ. მიღებელია, ამ არაკაცმა თქვენ მოგიხსენიათ, თავის მეგობრად რომელმაც ფარულად ,,ჩაგწერათ და კომპრომატი,, საგულდაგულოდ შენახული აქვს, რატომღაც ძაალიან მგონია, რომ ,,მიხილას ვექილი,, ტყუის.

ბაკარია
0

ხაჭაპურიძე რა "სააკაშვილიც" ყოფილა საბოლოოდ დადასტურდა! გეჯაძე თუ მას სასამართლოსი არ უჩივლებს, ამ ლაფს ბოლომდე სხვანაირად ვერ ჩამოირეცხავს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"გაოგნებული ვარ, რამ აიძულა შალვა ხაჭაპურიძე, რომ ამ კონტექსტში მოეხსენიებინა ჩემი პერსონა - შეიძლება მომიბოდიშოს" - ალექსანდრე გეჯაძე

"გაოგნებული ვარ, რამ აიძულა შალვა ხაჭაპურიძე, რომ ამ კონტექსტში მოეხსენიებინა ჩემი პერსონა - შეიძლება მომიბოდიშოს" - ალექსანდრე გეჯაძე

2012 წლამდე 1-2 ეპიზოდი იყო, მაგრამ 2012 წლიდან არანაირი ზარი, არანაირი პირდაპირი ან ირიბი, გაკვრითი მითითება ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ექსპერტიზასთან დაკავშირებით არ ყოფილა , - ამის შესახებ სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის წარმომადგენელმა, ალექსანდრე გეჯაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ გეჯაძემ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე „ის დასკვნა დადო, რომელიც შსს-ს აწყობდა“.

როგორც გეჯაძემ განაცხადა, ძალოვან სტრუქტურასთან და ექსპერტიზასთან მიმართებით მხოლოდ მაშინ აქვს კომუნიკაცია, როდესაც საქმე მათ მიერ დანიშნულ ექსპერტიზას ეხება.

დამოუკიდებელი ექსპერტის განმარტებით, ის გაკვირვებული და გაოგნებულია ხაჭაპურიძის სიტყვებით, რადგან დამოუკიდებელი სტრუქტურის პირობებში მასთან მუშაობის წლები აკავშირებს.

„დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ვექტორი“ ფუნქციონირებს სამართლებრივ სივრცეში 2005 წლიდან დღემდე. 2005-დან 2012 წლამდე ჯოჯოხეთი გავიარეთ სამართლებრივად - პროფესიულ ჯოჯოხეთს ვგულისხმობ, რადგან ჩვენი, „ვექტორის“ დასკვნები მიდიოდა სტრასბურგში და სხვა არავინ მუშაობდა იმ პერიოდში. ყველა ბუჩქებში იყო დამალული. ერთადერთი დასკვნები არაერთ რეზონანსულ საქმეზე ჩვენ გავეცით - მოლაშვილთან დაკავშირებით, აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით და კიდევ ბევრ სხვა საქმეზე გადიოდა სტრასბურგში. ექსპერტ ცენტრმა „ვექტორმა“ მაშინ სპეციალისტის დასკვნის ფორმატში ამუშავებდა დასკვნებს. 2012 წლამდე იყო 1-2 ეპიზოდი, თუმცა ამას თავი დავანებოთ, მაგრამ 2012 წლიდან არანაირი ზარი, მითითება, არანაირი პირდაპირი ან ირიბი რაღაც გაკვრითი მითითება ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ექსპერტიზასთან დაკავშირებით არ ყოფილა.

შალვას მთავარი მიზანი სტრატეგიულად იყო ის, რომ ექსპერტიზა აღარ დანიშნულიყო, არც სამხარაულის, არც ჩვენი სტრუქტურის და არც კიდევ ერთი დამოუკიდებელი საექსპერტო სტრუქტურის. ეს შალვას აწყობდა, რადგან პროცესი კიდევ ერთხელ გაჭიანურდებოდა და შალვა თავისი სტრატეგიით მიაღწია თავის საწადელს და მოსამართლეს დაუმტკიცა, რომ ახლა აზრი არ აქვს ექსპერტიზის ჩატარებას. ეს თავისი სტრატეგია და მიზანი როგორ განახორციელა მორალურად, გარკვეულ კითხვის ნიშნებს იწვევს. ალბათ, შალვა დამიკავშირდება და შეიძლება მითხრას - „ალეკო, სხვა გზა არ მქონდა და ჩემს სტრატეგიას ასე სჭირდებოდა“. შეიძლება მან მომიბოდიშოს და ასე რომც გველაპარაკა და მე ჩამეწერა, არ გეწყინოსო.

რბილად რომ ვთქვა, გაკვირვებული და გაოგნებული ვარ, რადგან ბატონ შალვასთან წლები მაკავშირებს დამოუკიდებელი სტრუქტურის არსებობის პირობებში. რამ აიძულა ბატონი შალვა, რომ ამ კონტექსტში მოეხსენიებინა ჩემი პერსონა, რომ თურმე მე ძალოვანი სტრუქტურების შეკვეთებზე ვმუშაობ, თურმე მე, ალექსანდრე გეჯაძე პირნათლად ვასრულებ იმას, რასაც ძალოვანი სტრუქტურები მიმითითებენ და ა.შ“,- აცხადებს გეჯაძე.