რუსეთის მთავრობაში არსებობს განსხვავებული შეხედულებები უკრაინაში რუსული ჯარების მიერ ზამთარში ახალი შეტევის დაწყების მიზანშეწონილობის თაობაზე. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა BBC-ს განუცხადა.
მისი ინფორმაციით, მთავრობაში არიან ისეთებიც, რომლებიც მხარს უჭერენ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ არიან სხვებიც, რომლებსაც რეალური კითხვები აქვთ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით.
„რუსებს მოუწევთ, გაითვალისწინონ უკრაინის გადაწყვეტილება, განაგრძოს თავისი ტერიტორიის დაბრუნება. გარდა ამისა, შეერთებული შტატები ხედავს რუსული ჯარების საბრძოლო მასალის „ძალიან მნიშვნელოვან“ დეფიციტს. ისინი ხალხს „ბრძოლაში ყრიან“ წვრთნისა და კოორდინაციის გარეშე, რაც ზღუდავს შეტევების ეფექტურობას. ეს ყველაფერი რუსულ გეგმებს ზღუდავს, მაგრამ რუსული სამხედრო მანქანა მაინც უზარმაზარია მიუხედავად იმისა, რომ ის საშინლად ხარჯიანია“ , - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი.
ქართველს.
არ გაიშვას შენი ქართველობა. რაზე უნდა დაითანხმონ უკრაინა? იქნება უბრძოლველად ჩააბაროს რუსეთს მთელი ქვეყანა.
ამ ინფორმაციას... "წყალი არ გაუვა"... ჰკითხეთ პ. მანჯგალაძეს და მის შეფს, გიორგი-ჭიჭე ვაშაძე-აღმაშენებელს. მათ ხომ ყველაფერი ზუსტად იციან... დაჟე "ხუხაზე" უკეთ!!!