მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელისუფლებას უნდა რუსთაველზე ნაძვის ხის მაგივრად ჩამოკიდოს სააკაშვილი და რომ არ იყოს დასავლეთი, მკვდრის წინაშე იდგებოდით მიკროფონით" - გიგი უგულავა
"ხელისუფლებას უნდა რუსთაველზე ნაძვის ხის მაგივრად ჩამოკიდოს სააკაშვილი და რომ არ იყოს დასავლეთი, მკვდრის წინაშე იდგებოდით მიკროფონით" - გიგი უგულავა

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ დღეს რო­დე­საც "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბა და­ი­ნა­ხა, მათ­თვის ეს დიდი დის­კომ­ფორ­ტი იქ­ნე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა, გიგი უგუ­ლა­ვამ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის მი­მარ­თვას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბა იმე­დის­მომ­ცე­მია.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკი მხარ­ში უდ­გას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან დღეს ზე­ლენ­სკის სი­ტყვას უს­მენს ყვე­ლა ჩვე­ნი პარტნი­ო­რი და შე­სა­ბა­მი­სად აფა­სებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და უმაღ­ლე­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან ვხე­დავთ გი­ნე­ბას და შე­უ­რა­ცხყო­ფას ომში მყო­ფი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, მა­ინც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ დღეს, რო­დე­საც "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" და­ი­ნა­ხა ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბა, მათ­თვის ეს იქ­ნე­ბო­და დიდი დის­კომ­ფორ­ტი. უნდა ეს­მო­დეს კო­ბა­ხი­ძე­საც და თი­თო­ე­ულ ასეთ სუ­ბი­ექტს, რომ ყვე­ლა ის ფული, რაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს გა­აჩ­ნია, და­სავ­ლეთ­შია. ასე რომ, რამ­დე­ნიც არ უნდა ლან­ძღონ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში ვინ ვის გა­მო­ლან­ძღავს და ვის­კენ დარ­ჩე­ბა სი­მარ­თლე და გა­მარ­ჯვე­ბა, გა­მოჩ­ნდე­ბა. ამი­ტომ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბა არის იმე­დის­მომ­ცე­მი, თუმ­ცა ჩვენ არ უნდა მოვ­დუნ­დეთ ამის გამო და უფრო მეტი ძა­ლის­ხმე­ვაა სა­ჭი­რო, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლდეს“, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის მტე­რი და მო­ღა­ლა­ტეა.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არის მო­ღა­ლა­ტე, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და ღა­რი­ბაშ­ვი­ლი არი­ან მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი, ვინც მათ ემ­სა­ხუ­რე­ბა არის ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მო­ღა­ლა­ტე, მაგ­რამ ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, ან უვი­ცია, ან კრე­ტი­ნი და ამას ხელ­ფა­სის გამო აკე­თებს. მათ უნ­დათ, რომ რუს­თა­ველ­ზე ნაძ­ვის ხის მა­გივ­რად ჩა­მო­კი­დონ სა­ა­კაშ­ვი­ლი და რომ არ იყოს და­სავ­ლე­თი იდ­გე­ბო­დით მიკრო­ფო­ნით მკვდრის წი­ნა­შე. ეს არის დღეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", ამი­ტომ ყვე­ლას უნდა ეს­მო­დეს, რო­დე­საც ასეთ ძა­ლას ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან - ყვე­ლას თა­ვი­სი მო­ე­კი­თხე­ბა და ივა­ნიშ­ვილს და ვი­ღაც ჭან­ჭიკს, რა თქმა უნდა, ერ­თნა­ი­რად არ მო­ე­კი­თხე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ედიკა
3

ეგ ჩამოკიდებული, თქვენ უფრო გჭირდებათ....

ურო
6

შენ რომ ჩაენაცვლო სააკაშვილს და მის ნაცვლად სადმე დაეკიდო?

ავტორი:

"ხელისუფლებას უნდა რუსთაველზე ნაძვის ხის მაგივრად ჩამოკიდოს სააკაშვილი და რომ არ იყოს დასავლეთი, მკვდრის წინაშე იდგებოდით მიკროფონით" - გიგი უგულავა

"ხელისუფლებას უნდა რუსთაველზე ნაძვის ხის მაგივრად ჩამოკიდოს სააკაშვილი და რომ არ იყოს დასავლეთი, მკვდრის წინაშე იდგებოდით მიკროფონით" - გიგი უგულავა

დარწმუნებული ვარ, რომ დღეს როდესაც "ქართულმა ოცნებამ“ ზელენსკის განცხადება დაინახა, მათთვის ეს დიდი დისკომფორტი იქნებოდა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ზელენსკის განცხადება იმედისმომცემია.

"მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მხარში უდგას მიხეილ სააკაშვილს. მნიშვნელოვანია, რადგან დღეს ზელენსკის სიტყვას უსმენს ყველა ჩვენი პარტნიორი და შესაბამისად აფასებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ "ქართული ოცნების“ და უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვხედავთ გინებას და შეურაცხყოფას ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ დღეს, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" დაინახა ზელენსკის განცხადება, მათთვის ეს იქნებოდა დიდი დისკომფორტი. უნდა ესმოდეს კობახიძესაც და თითოეულ ასეთ სუბიექტს, რომ ყველა ის ფული, რაც ბიძინა ივანიშვილს გააჩნია, დასავლეთშია. ასე რომ, რამდენიც არ უნდა ლანძღონ, საბოლოო ჯამში ვინ ვის გამოლანძღავს და ვისკენ დარჩება სიმართლე და გამარჯვება, გამოჩნდება. ამიტომ ზელენსკის განცხადება არის იმედისმომცემი, თუმცა ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ ამის გამო და უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ სააკაშვილი გათავისუფლდეს“, - განაცხადა უგულავამ.

მანვე აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ინტერესების მტერი და მოღალატეა.

"ბიძინა ივანიშვილი არის მოღალატე, ირაკლი კობახიძე და ღარიბაშვილი არიან მოღალატეები, ვინც მათ ემსახურება არის ხშირ შემთხვევაში მოღალატე, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, ან უვიცია, ან კრეტინი და ამას ხელფასის გამო აკეთებს. მათ უნდათ, რომ რუსთაველზე ნაძვის ხის მაგივრად ჩამოკიდონ სააკაშვილი და რომ არ იყოს დასავლეთი იდგებოდით მიკროფონით მკვდრის წინაშე. ეს არის დღეს "ქართული ოცნება", ამიტომ ყველას უნდა ესმოდეს, როდესაც ასეთ ძალას ემსახურებიან - ყველას თავისი მოეკითხება და ივანიშვილს და ვიღაც ჭანჭიკს, რა თქმა უნდა, ერთნაირად არ მოეკითხება“, - განაცხადა უგულავამ.