კონფლიქტები
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამერიკა საიქიოსავით არის - აქ ბევრი ჩამოდის და უკან ცოტა ბრუნდება“ - ქართველი რესტორატორი, რომელმაც ამერიკელებს ხაჭაპური და ხინკალი შეაყვარა
"ამერიკა საიქიოსავით არის - აქ ბევრი ჩამოდის და უკან ცოტა ბრუნდება“ - ქართველი რესტორატორი, რომელმაც ამერიკელებს ხაჭაპური და ხინკალი შეაყვარა

იმე­და ლონ­და­რი­ძე ამე­რი­კა­ში, ოჯახ­თან ერ­თად, თით­ქმის 16 წლის წინ გა­ემ­გზავ­რა. სულ ცოტა ხნის წინ კი, მან ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში სა­კუ­თა­რი რეს­ტო­რა­ნი სა­ხელ­წო­დე­ბით "სა­ქარ­თვე­ლო“ გახ­სნა.

- რო­დის და რა­ტომ წახ­ვე­დით სა­ქარ­თვე­ლო­დან?

- სა­ქარ­თვე­ლო 2007 წლის მა­ის­ში დავ­ტო­ვე და სა­ცხოვ­რებ­ლად ამე­რი­კა­ში გად­მო­ვე­დით. აქ წა­მოს­ვლის მი­ზე­ზი "მწვა­ნე ბა­რა­თი“ იყო, რო­მე­ლიც ოჯახ­მა მო­ვი­გეთ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნეს­ში არ ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი, ჩემი ბოლო სამ­სა­ხუ­რი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია იყო. ისეთ დროს ჩა­მო­ვე­დით ამე­რი­კა­ში, რო­დე­საც ჯერ კი­დევ ასე­თი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი არ იყო მსოფ­ლიო, რო­გო­რიც დღეს არის. დღეს ბევ­რად ად­ვი­ლია ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა, ვიდ­რე 10-15 წლის უკან და ეს სწო­რედ ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა გან­ვი­თა­რე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა.

აქ შე­და­რე­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლია ბიზ­ნე­სი და მისი კე­თე­ბაც ად­ვი­ლია. ბოლო წლებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რმა ადა­მი­ან­მა და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო - ამა­ზე სა­ხელ­მწი­ფომ უნდა იფიქ­როს და გას­ცეს პა­სუ­ხი კი­თხვას - რა­ტომ? ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და ხალ­ხს. ეს გა­ჭირ­ვე­ბა კი, ჩემი აზ­რით, ქვეყ­ნის არას­წორ­მა მარ­თვამ გა­ნა­პი­რო­ბა. სა­ხელ­მწი­ფო ბიზ­ნე­სი­ვით არის: თუ სწო­რად მარ­თავ, შე­დეგს იღებ, თუ არა, კოტ­რდე­ბი. მე ყო­ველ­თვის ვამ­ბობ,- თუ ფულს სწო­რად ხარ­ჯავ და შემ­დეგ სწო­რად მარ­თავ, კარგ შე­დე­გებს იღებ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა­ფე­რი კრა­ხით სრულ­დე­ბა.

- რო­დის გა­იხ­სნა რეს­ტო­რა­ნი "სა­ქარ­თვე­ლო“?

- ჩემი რეს­ტო­რა­ნი 2022 წლის 14 ნო­ემ­ბერს გა­იხ­სნა, თუმ­ცა გეგ­მის მი­ხედ­ვით ეს სექ­ტემ­ბერ­ში უნდა მომ­ხდა­რი­ყო.

- რა ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი შეგ­ხვდათ რეს­ტორ­ნის გახ­სნის პრო­ცეს­ში ამე­რი­კა­ში?

- აქ შე­და­რე­ბით ად­ვი­ლია ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბა, როცა იცი, რა და რო­დის უნდა გა­ა­კე­თო, მთა­ვა­რია თან­მიმ­დევ­რუ­ლად მიჰ­ყვე. სა­ხელ­მწი­ფოს­გან ხე­ლის შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი არ არ­სე­ბობს.

- რა ეროვ­ნე­ბის ხალ­ხი გყავთ და­საქ­მე­ბუ­ლი და სულ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს თქვენ­თან?

- ამ მო­მენ­ტის­თვის რეს­ტო­რან­ში ჯამ­ში 11 ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს და ყვე­ლა ქარ­თვე­ლია, უმ­რავ­ლე­სო­ბა ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი.

- რო­გორც ჩანს, ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი გაქვთ მე­ნი­უ­ში - შეფ-მზა­რე­უ­ლი ქარ­თვე­ლია?

- ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლოს ყო­ველ­თვის უნდა ჰყავ­დეს ქარ­თვე­ლი შეფ-მზა­რე­უ­ლი და მა­შინ არის ნამ­დვი­ლად ქარ­თუ­ლი. ჩვენც, რა თქმა უნდა, ქარ­თვე­ლი გვყავს. ად­გი­ლობ­რი­ვებ­ში ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დია ცო­მე­უ­ლი, მა­გა­ლი­თად, აჭა­რუ­ლი, იმე­რუ­ლი, მეგ­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რე­ბი. შემ­დეგ სა­ლა­თე­ბი, ხინ­კა­ლი. ბოლო დროს ნელ-ნელა პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა ხორ­ცე­უ­ლი - მწვა­დი და ქა­ბა­ბი.

ასე­ვე გვაქვს ქარ­თუ­ლი ღვი­ნო, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია.

- სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხე­ბაც რომ გვი­თხრათ...

- სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს რაც შე­ე­ხე­ბა, იდე­ა­ში გვაქვს კი­დევ ერთი რეს­ტორ­ნის გახ­ნა. მხო­ლოდ ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში 1.6 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და ვფიქ­რობ, აუ­ცი­ლე­ბე­ლიც არის კი­დევ ერთი ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი.

ეს არა მხო­ლოდ ჩემი ბიზ­ნე­სი და წარ­მა­ტე­ბაა, არამ­დედ ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბაც არის. რაც მეტი ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი იქ­ნე­ბა, მით მეტი გა­იც­ნობს სა­ქარ­თვე­ლოს, შე­სა­ბა­მი­სად, მეტი ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია გა­ი­ყი­დე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვი­საც მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა, იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მეტი ფული შე­მო­ვა.

- სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას აპი­რებთ?

- დაბ­რუ­ნე­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვფიქ­რობ და არ ვიცი, რა იქ­ნე­ბა, ალ­ბათ დავ­ბრუნ­დე­ბი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში შვი­ლებს ყო­ველ ზა­ფხულს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­ტა­რე­ბი­ნებ და ვცდი­ლობ, არ და­ი­ვი­წყონ, სა­ი­დან არი­ან.

ამე­რი­კა სა­ი­ქი­ო­სა­ვით არის - აქ ბევ­რი ჩა­მო­დის და უკან ცოტა ბრუნ­დე­ბა...

  • ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
izi
5

ამერიკა საიქიოსავითაა, ბევრი მიდის ცოტა ბრუნდება - ამის შემეგ ინტერვიუ აღარ მაინტერესებს. ისე, შეგიძლია დაიმახსოვრო-საიქიოდან ცოტა კი არა არავინ ბრუნდება. შგიძლია თავი იგრძნო საიქიოში.

საქართველო უპირველეს ყოვლისა
0

ჩემს საოცარ საქართველოს, ჩემს კავკასიურ გენს შემოევლოს ევროპაც, აზიაც და ამერკაც!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ამერიკა საიქიოსავით არის - აქ ბევრი ჩამოდის და უკან ცოტა ბრუნდება“ - ქართველი რესტორატორი, რომელმაც ამერიკელებს ხაჭაპური და ხინკალი შეაყვარა

"ამერიკა საიქიოსავით არის - აქ ბევრი ჩამოდის და უკან ცოტა ბრუნდება“ - ქართველი რესტორატორი, რომელმაც ამერიკელებს ხაჭაპური და ხინკალი შეაყვარა

იმედა ლონდარიძე ამერიკაში, ოჯახთან ერთად, თითქმის 16 წლის წინ გაემგზავრა. სულ ცოტა ხნის წინ კი, მან ფილადელფიაში საკუთარი რესტორანი სახელწოდებით "საქართველო“ გახსნა.

- როდის და რატომ წახვედით საქართველოდან?

- საქართველო 2007 წლის მაისში დავტოვე და საცხოვრებლად ამერიკაში გადმოვედით. აქ წამოსვლის მიზეზი "მწვანე ბარათი“ იყო, რომელიც ოჯახმა მოვიგეთ.

საქართველოში ბიზნესში არ ვიყავი ჩართული, ჩემი ბოლო სამსახური არასამთავრობო ორგანიზაცია იყო. ისეთ დროს ჩამოვედით ამერიკაში, როდესაც ჯერ კიდევ ასეთი განვითარებული არ იყო მსოფლიო, როგორიც დღეს არის. დღეს ბევრად ადვილია ბიზნესის კეთება, ვიდრე 10-15 წლის უკან და ეს სწორედ ტექნოლოგიურმა განვითარებამ განაპირობა.

აქ შედარებით თავისუფალია ბიზნესი და მისი კეთებაც ადვილია. ბოლო წლებში ძალიან ბევრმა ადამიანმა დატოვა საქართველო - ამაზე სახელმწიფომ უნდა იფიქროს და გასცეს პასუხი კითხვას - რატომ? ძალიან გაუჭირდა ხალხს. ეს გაჭირვება კი, ჩემი აზრით, ქვეყნის არასწორმა მართვამ განაპირობა. სახელმწიფო ბიზნესივით არის: თუ სწორად მართავ, შედეგს იღებ, თუ არა, კოტრდები. მე ყოველთვის ვამბობ,- თუ ფულს სწორად ხარჯავ და შემდეგ სწორად მართავ, კარგ შედეგებს იღებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი კრახით სრულდება.

- როდის გაიხსნა რესტორანი "საქართველო“?

- ჩემი რესტორანი 2022 წლის 14 ნოემბერს გაიხსნა, თუმცა გეგმის მიხედვით ეს სექტემბერში უნდა მომხდარიყო.

- რა ბიუროკრატიული პროცესები შეგხვდათ რესტორნის გახსნის პროცესში ამერიკაში?

- აქ შედარებით ადვილია ბიზნესის წამოწყება, როცა იცი, რა და როდის უნდა გააკეთო, მთავარია თანმიმდევრულად მიჰყვე. სახელმწიფოსგან ხელის შემშლელი ფაქტორები არ არსებობს.

- რა ეროვნების ხალხი გყავთ დასაქმებული და სულ რამდენი ადამიანი მუშაობს თქვენთან?

- ამ მომენტისთვის რესტორანში ჯამში 11 ადამიანი მუშაობს და ყველა ქართველია, უმრავლესობა ახალი ჩამოსული.

- როგორც ჩანს, ტრადიციული ქართული კერძები გაქვთ მენიუში - შეფ-მზარეული ქართველია?

- ქართულ სამზარეულოს ყოველთვის უნდა ჰყავდეს ქართველი შეფ-მზარეული და მაშინ არის ნამდვილად ქართული. ჩვენც, რა თქმა უნდა, ქართველი გვყავს. ადგილობრივებში ყველაზე მოთხოვნადია ცომეული, მაგალითად, აჭარული, იმერული, მეგრული ხაჭაპურები. შემდეგ სალათები, ხინკალი. ბოლო დროს ნელ-ნელა პოპულარული ხდება ხორცეული - მწვადი და ქაბაბი.

ასევე გვაქვს ქართული ღვინო, რომელიც ძალიან პოპულარულია.

- სამომავლო გეგმების შესახებაც რომ გვითხრათ...

- სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, იდეაში გვაქვს კიდევ ერთი რესტორნის გახნა. მხოლოდ ფილადელფიაში 1.6 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და ვფიქრობ, აუცილებელიც არის კიდევ ერთი ქართული რესტორანი.

ეს არა მხოლოდ ჩემი ბიზნესი და წარმატებაა, არამდედ ჩვენი ქვეყნის წარმატებაც არის. რაც მეტი ქართული რესტორანი იქნება, მით მეტი გაიცნობს საქართველოს, შესაბამისად, მეტი ქართული პროდუქცია გაიყიდება და ეს ყველაფერი საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვისაც მომგებიანი იქნება, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში მეტი ფული შემოვა.

- სამშობლოში დაბრუნებას აპირებთ?

- დაბრუნებას ჯერჯერობით არ ვფიქრობ და არ ვიცი, რა იქნება, ალბათ დავბრუნდები, ყოველ შემთხვევაში შვილებს ყოველ ზაფხულს საქართველოში ვატარებინებ და ვცდილობ, არ დაივიწყონ, საიდან არიან.

ამერიკა საიქიოსავით არის - აქ ბევრი ჩამოდის და უკან ცოტა ბრუნდება...

  • ავტორი: ეკა დარჩიაშვილი