სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მოქმედებს სურნელი ჩვენს გადაწყვეტილებებზე მაგიურად? – 3 ყველზე ძლიერი არომატი
რატომ მოქმედებს სურნელი ჩვენს გადაწყვეტილებებზე მაგიურად? – 3 ყველზე ძლიერი არომატი

არის რა­ღაც, რაც კონ­კრე­ტულ ად­გი­ლებ­სა და ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­სე­ბუ­რად გვა­მახ­სოვ­რებს: შე­იძ­ლე­ბა არ გახ­სოვ­დეს, რო­მე­ლი ყავა გა­სინ­ჯე იმ პა­ტა­რა, მყუდ­რო კა­ფე­ში, მაგ­რამ არას­დროს და­გა­ვი­წყდე­ბა სურ­ნე­ლი, რო­მე­ლიც ფინ­ჯნის მა­გი­დას­თან მორ­თმე­ვის­თა­ნა­ვე შე­იგ­რძე­ნი. ან­დაც, თუ დაჰ­კვირ­ვე­ბი­ხართ, რომ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს თა­ვი­სი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო სურ­ნე­ლი აქვს? სურ­ნე­ლი, რო­მე­ლიც არ მე­ორ­დე­ბა და რო­მელ­საც ვერ ვი­ვი­წყებთ.

ადა­მი­ა­ნის უნარს, გა­სა­ო­ცა­რი სი­ზუს­ტით და­ი­მახ­სოვ­როს სურ­ნე­ლი, მარ­კე­ტინ­გში დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ. არო­მა მარ­კე­ტინგ კომ­პა­ნია „არო­მა­კო­ში“

გვი­ამ­ბო­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­თუ მსხვი­ლი, არა­მედ სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სიც კი იყე­ნებს და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სურ­ნელს, რათა მომ­ხმა­რე­ბელს თავი და­ა­მახ­სოვ­როს და კვლა­ვაც გა­უ­ჩი­ნოს უკან დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი.

რო­გორ ხდე­ბა ეს? „არო­მა­კო­ში“ გან­გვი­მარ­ტეს, რომ სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი არო­მა­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, სა­ნა­ყი­ნეს­თან ჩავ­ლი­სას შე­იძ­ლე­ბა შე­იგ­რძნოთ ვა­ნი­ლის მა­დი­საღ­მძვრე­ლი სურ­ნე­ლი, რაც გა­ფიქ­რე­ბი­ნებთ, რომ აქ უგემ­რი­ე­ლე­სი ნა­ყი­ნის და­გე­მოვ­ნე­ბას შეძ­ლებთ და და­უ­გეგ­მა­ვად ეს­ტუმ­როთ მას. სა­შო­ბა­ოდ მორ­თულ ქუ­ჩა­ზე ჩავ­ლი­სას სა­ფუნ­თუ­ში­დან თუ და­რი­ჩი­ნი­სა და ფორ­თოხ­ლის სურ­ნე­ლი შე­იგ­რძე­ნით, ეს ნიშ­ნავს, რომ ობი­ექ­ტი თქვე­ნი სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბის ამაღ­ლე­ბა­სა და მა­დის აღ­ძვრა­ზე ზრუ­ნავს. თუ სპა სა­ლონ­ში გა­რე­მო­მაც კი და­გამ­შვი­დათ, იცო­დეთ, რომ ამა­ში ლა­ვან­დის ნო­ტე­ბის „ხე­ლიც ურე­ვია“ და ა. შ.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ინ­დუსტრია კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი იყო იდე­ა­ლუ­რი სი­სუფ­თა­ვის რეკ­ლა­მი­რე­ბა­ზე. კომ­პა­ნი­ე­ბი უდი­დეს ძა­ლის­ხმე­ვას იჩენ­დნენ, მომ­ხმა­რე­ბე­ლი და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნათ, რომ სწო­რედ მათი პრო­დუქ­ტი რე­ცხავ­და ტან­საც­მელს იდე­ა­ლუ­რად. ეს მე­სი­ჯი ბო­ლომ­დე მა­ინც არ მუ­შა­ობ­და, სა­ნამ მარ­კე­ტე­რებ­მა არ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ გა­მორ­ჩათ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი: სურ­ნე­ლი. მომ­ხმა­რე­ბელს სჭირ­დე­ბო­და შე­ეგ­რძნო ის სი­სუფ­თა­ვე, რო­მელ­საც ჰპირ­დე­ბოდ­ნენ. დღეს, თით­ქმის ყვე­ლა სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი იყე­ნებს სპე­ცი­ა­ლურ ნო­ტებს, რომ­ლე­ბიც ტექ­სტილს სი­სუფ­თა­ვი­სა და სი­ახ­ლის სურ­ნელს ანი­ჭებს. ამ­გვა­რად, მომ­ხმა­რე­ბე­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მისი პე­რან­გი ნამ­დვი­ლად სუფ­თაა.

ამ­დე­ნად ძლი­ერ მოქ­მე­დია არო­მა მარ­კე­ტინ­გი ადა­მი­ა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე და მა­ინც, რო­მე­ლია ის სამი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი სურ­ნე­ლი, რო­მე­ლიც ჩვენს გან­წყო­ბა­ზე მა­გი­უ­რად მოქ­მე­დებს?

„არო­მა­კო“, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლამ­დე ის­რა­ე­ლის ბა­ზარ­ზე ოპე­რი­რე­ბის 19-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, გა­მო­არ­ჩევს სამ უნი­ვერ­სა­ლურ და ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ სურ­ნელს: ვა­ნი­ლი, ციტ­რუ­სი და და­რი­ჩი­ნი. ამ ჩა­მო­ნათ­ვალს მოს­დევს ახ­ლად დაფ­ქუ­ლი ყა­ვის, შო­კო­ლა­დის, ჯინ­ჯე­რის, ქო­ქო­სის, ლა­ვან­დის, ვარ­დი­სა და სხვა სა­სი­ა­მოვ­ნო სურ­ნე­ლი, თუმ­ცა ჩვენ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ­ზე შევ­ჩერ­დეთ:

ვა­ნი­ლი - მისი მოტ­კბო სურ­ნე­ლი აღ­ვი­ძებს მო­გო­ნე­ბებს და ქმნის მყუდ­რო გა­რე­მოს. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, მისი არო­მა­ტი ხე­ლის კრემ­ში, სუ­ნა­მო­ში, ნამ­ცხვარ­ში, ნა­ყინ­ში თუ კა­ფეს ინ­ტე­რი­ერ­შია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ნე­ბის­მი­ერ გა­რე­მო­ში ვა­ნი­ლი ადა­მი­ან­ზე მა­გი­უ­რად მოქ­მე­დებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით აახ­ლებს ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბებს, რაც სენ­ტი­მენ­ტა­ლურ შეგ­რძნე­ბებს გვი­ჩენს იმ ობი­ექ­ტის თუ პრო­დუქ­ტის მი­მართ, სა­დაც ვიმ­ყო­ფე­ბით. თუ გახ­სოვთ, წლე­ბის წინ ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი და ბე­ბი­ე­ბი ნამ­ცხვრის გა­მო­ცხო­ბი­სას ვა­ნი­ლის პა­ტა­რა, კრე­მის­ფერ შე­ფუთ­ვებს რომ იყე­ნებ­დნენ? ჩვე­უ­ლებ­რივ, ასე­თი ფუს­ფუ­სი დღე­სას­წა­უ­ლე­ბის­თვის იყო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და შე­უძ­ლე­ბე­ლია, ის დრო არ გაგ­ვახ­სენ­დეს და არ გაგ­ვე­ღი­მოს. ვა­ნი­ლის არო­მა­ტე­ბი სწო­რედ ასე­თი პა­ტა­რა და სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბე­ბის გა­საღ­ვი­ძებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

ამას­თან, ის საკ­მა­ოდ მა­დი­საღ­მძვრე­ლია და გვი­ჩენს გან­ცდას, რომ ფუნ­თუ­შა, რო­მელ­საც მი­ვირ­თმევთ, იმა­ზე გემ­რი­ე­ლია, ვიდ­რე შე­იძ­ლე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში იყოს.

ციტ­რუ­სი - მა­ში­ნაც კი, როცა სახ­ლში ფორ­თო­ხალს ან მან­და­რინს მი­ვირ­თმევთ, უცებ გვეც­ვლე­ბა გან­წყო­ბა, ვცო­ცხლდე­ბით და სი­ახ­ლის შეგ­რძნე­ბა გვე­უფ­ლე­ბა. ციტ­რუ­სის ეს სა­სი­ა­მოვ­ნო ნო­ტე­ბი ხში­რად „შე­ფა­რუ­ლად“ და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლად არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტი­სა და სერ­ვი­სის გა­სა­ყი­დად.

ლი­მო­ნის ნამ­ცხვა­რიც კი იმა­ზე ჯან­სა­ღი და ახა­ლი გვეჩ­ვე­ნე­ბა, ვიდ­რე სხვა ნე­ბის­მი­ე­რი, თუნ­დაც ბა­ნა­ნის ნამ­ცხვა­რი მოგ­ვეჩ­ვე­ნე­ბო­და, რად­გან მას­ში ციტ­რუ­სის ნო­ტე­ბია.

ფორ­თოხ­ლის სურ­ნე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია სა­შო­ბაო პე­რი­ოდ­ში. მას გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რად მი­მარ­თა­ვენ სა­ფუნ­თუ­შე­ე­ბი, სა­შო­ბაო სოფ­ლე­ბი თუ სა­ა­ხალ­წლო პრო­დუქ­ცი­ის მა­ღა­ზი­ე­ბი. გან­წყო­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად მას­თან ხში­რად სინ­თეზ­შია და­რი­ჩი­ნის სურ­ნე­ლიც. ამ ერ­თობ­ლი­ო­ბის გავ­ლე­ნის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა კი მარ­თლაც შე­უძ­ლე­ბე­ლია ხოლ­მე, ამი­ტომ გირ­ჩევთ, და­ნებ­დეთ და გა­სინ­ჯოთ ის მა­დი­საღ­მძვრე­ლი ფუნ­თუ­შა, რო­მელ­მაც სა­შო­ბაო სურ­ნე­ლი და­ატ­რი­ა­ლა.

და­რი­ჩი­ნი - ჩა­ი­ში, ყა­ვა­ში, გლინტვა­ინ­ში, ნამ­ცხვარ­ში, ფუნ­თუ­შა­ში - ეს პრო­დუქ­ტი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ყვე­ლა­ფერ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა წინ შობა-ახა­ლი წე­ლია. თუ სა­ა­ხალ­წლო სო­ფელ­ში გა­ივ­ლით და გლინტვა­ი­ნის გა­სინ­ჯვას გა­და­წყვეტთ, შე­იძ­ლე­ბა იმ მო­მენ­ტში ვერ მიხ­ვდეთ, მაგ­რამ დიდი ალ­ბა­თო­ბით, ეს და­რი­ჩი­ნის მძაფ­რი და სა­სი­ა­მოვ­ნო ნო­ტე­ბის გამო გა­და­წყვი­ტეთ.

მისი სურ­ნე­ლი თბილ, მყუდ­რო, რო­მან­ტი­კულ და სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბას ქმნის. თუ მკი­თხავთ, რა სურ­ნე­ლი ასო­ცირ­დე­ბა ახალ წელ­თან, და­უ­ფიქ­რებ­ლად და­რი­ჩი­ნის არო­მატს გი­პა­სუ­ხებ­დით.

არ გა­გიკ­ვირ­დეთ, თუ მის და­ბალ ნო­ტებს სა­ცა­ლო გა­ყიდ­ვე­ბის მა­ღა­ზი­ებ­შიც შე­იგ­რძნობთ, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა თა­რო­ებ­ზე ნაძ­ვის ხის სა­თა­მა­შო­ე­ბი და სა­ა­ხალ­წლო აქ­სე­სუ­ა­რე­ბია გა­მო­ტა­ნი­ლი.

და­სას­რულ, „არო­მა­კოს“ ექ­სპერ­ტებ­მა სახ­ლში სა­სი­ა­მოვ­ნო, მშვი­დი და მყუდ­რო გან­წყო­ბის შე­საქ­მნე­ლად გვირ­ჩი­ეს ლა­ვან­დის სურ­ნე­ლი, რო­მე­ლიც, მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გან­სა­კუთ­რე­ბით და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ბავ­შვებ­ზე.

თუ და­გა­ინ­ტე­რე­სათ, მა­ინც რო­მე­ლი სურ­ნე­ლი შე­ე­სა­ბა­მე­ბა თქვენს ბიზ­ნეს­სა თუ სა­ცხოვ­რე­ბელ გა­რე­მოს, მი­მარ­თეთ „არო­მა­კოს“ ექ­სპერ­ტებს, რომ­ლე­ბიც თქვენ­თვის სა­უ­კე­თე­სო ნო­ტებს მო­ძებ­ნი­ან.

მიშა
1

ჩემი დაკვირვებით, ყნოსვითი მეხსიერება ყველაზე გამძლეა. ათეულობით წლების მერეც კი არ იკარგება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რატომ მოქმედებს სურნელი ჩვენს გადაწყვეტილებებზე მაგიურად? – 3 ყველზე ძლიერი არომატი

რატომ მოქმედებს სურნელი ჩვენს გადაწყვეტილებებზე მაგიურად? – 3 ყველზე ძლიერი არომატი

არის რაღაც, რაც კონკრეტულ ადგილებსა და ადამიანებს თავისებურად გვამახსოვრებს: შეიძლება არ გახსოვდეს, რომელი ყავა გასინჯე იმ პატარა, მყუდრო კაფეში, მაგრამ არასდროს დაგავიწყდება სურნელი, რომელიც ფინჯნის მაგიდასთან მორთმევისთანავე შეიგრძენი. ანდაც, თუ დაჰკვირვებიხართ, რომ საყვარელ ადამიანს თავისი დამახასიათებელი, ყველაზე სასიამოვნო სურნელი აქვს? სურნელი, რომელიც არ მეორდება და რომელსაც ვერ ვივიწყებთ.

ადამიანის უნარს, გასაოცარი სიზუსტით დაიმახსოვროს სურნელი, მარკეტინგში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. არომა მარკეტინგ კომპანია „არომაკოში“

გვიამბობენ, რომ საქართველოში არათუ მსხვილი, არამედ საშუალო ბიზნესიც კი იყენებს დამახასიათებელ სურნელს, რათა მომხმარებელს თავი დაამახსოვროს და კვლავაც გაუჩინოს უკან დაბრუნების სურვილი.

როგორ ხდება ეს? „არომაკოში“ განგვიმარტეს, რომ სხვადასხვა სფეროში განსხვავებული არომატები გამოიყენება. მაგალითად, სანაყინესთან ჩავლისას შეიძლება შეიგრძნოთ ვანილის მადისაღმძვრელი სურნელი, რაც გაფიქრებინებთ, რომ აქ უგემრიელესი ნაყინის დაგემოვნებას შეძლებთ და დაუგეგმავად ესტუმროთ მას. საშობაოდ მორთულ ქუჩაზე ჩავლისას საფუნთუშიდან თუ დარიჩინისა და ფორთოხლის სურნელი შეიგრძენით, ეს ნიშნავს, რომ ობიექტი თქვენი სადღესასწაულო განწყობის ამაღლებასა და მადის აღძვრაზე ზრუნავს. თუ სპა სალონში გარემომაც კი დაგამშვიდათ, იცოდეთ, რომ ამაში ლავანდის ნოტების „ხელიც ურევია“ და ა. შ.

წლების განმავლობაში, სარეცხი საშუალებების ინდუსტრია კონცენტრირებული იყო იდეალური სისუფთავის რეკლამირებაზე. კომპანიები უდიდეს ძალისხმევას იჩენდნენ, მომხმარებელი დაერწმუნებინათ, რომ სწორედ მათი პროდუქტი რეცხავდა ტანსაცმელს იდეალურად. ეს მესიჯი ბოლომდე მაინც არ მუშაობდა, სანამ მარკეტერებმა არ აღმოაჩინეს, რომ გამორჩათ მნიშვნელოვანი დეტალი: სურნელი. მომხმარებელს სჭირდებოდა შეეგრძნო ის სისუფთავე, რომელსაც ჰპირდებოდნენ. დღეს, თითქმის ყველა სარეცხი საშუალების მწარმოებელი იყენებს სპეციალურ ნოტებს, რომლებიც ტექსტილს სისუფთავისა და სიახლის სურნელს ანიჭებს. ამგვარად, მომხმარებელი დარწმუნებულია, რომ მისი პერანგი ნამდვილად სუფთაა.

ამდენად ძლიერ მოქმედია არომა მარკეტინგი ადამიანის გადაწყვეტილებებზე და მაინც, რომელია ის სამი ყველაზე გამორჩეული სურნელი, რომელიც ჩვენს განწყობაზე მაგიურად მოქმედებს?

„არომაკო“, რომელსაც საქართველოში შემოსვლამდე ისრაელის ბაზარზე ოპერირების 19-წლიანი გამოცდილება აქვს, გამოარჩევს სამ უნივერსალურ და ყველაზე გამორჩეულ სურნელს: ვანილი, ციტრუსი და დარიჩინი. ამ ჩამონათვალს მოსდევს ახლად დაფქული ყავის, შოკოლადის, ჯინჯერის, ქოქოსის, ლავანდის, ვარდისა და სხვა სასიამოვნო სურნელი, თუმცა ჩვენ ყველაზე პოპულარულზე შევჩერდეთ:

ვანილი - მისი მოტკბო სურნელი აღვიძებს მოგონებებს და ქმნის მყუდრო გარემოს. მნიშვნელობა არ აქვს, მისი არომატი ხელის კრემში, სუნამოში, ნამცხვარში, ნაყინში თუ კაფეს ინტერიერშია გამოყენებული, ნებისმიერ გარემოში ვანილი ადამიანზე მაგიურად მოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ ვანილი განსაკუთრებით აახლებს ბავშვობის მოგონებებს, რაც სენტიმენტალურ შეგრძნებებს გვიჩენს იმ ობიექტის თუ პროდუქტის მიმართ, სადაც ვიმყოფებით. თუ გახსოვთ, წლების წინ ჩვენი მშობლები და ბებიები ნამცხვრის გამოცხობისას ვანილის პატარა, კრემისფერ შეფუთვებს რომ იყენებდნენ? ჩვეულებრივ, ასეთი ფუსფუსი დღესასწაულებისთვის იყო დამახასიათებელი და შეუძლებელია, ის დრო არ გაგვახსენდეს და არ გაგვეღიმოს. ვანილის არომატები სწორედ ასეთი პატარა და სასიამოვნო მოგონებების გასაღვიძებლად გამოიყენება.

ამასთან, ის საკმაოდ მადისაღმძვრელია და გვიჩენს განცდას, რომ ფუნთუშა, რომელსაც მივირთმევთ, იმაზე გემრიელია, ვიდრე შეიძლება სინამდვილეში იყოს.

ციტრუსი - მაშინაც კი, როცა სახლში ფორთოხალს ან მანდარინს მივირთმევთ, უცებ გვეცვლება განწყობა, ვცოცხლდებით და სიახლის შეგრძნება გვეუფლება. ციტრუსის ეს სასიამოვნო ნოტები ხშირად „შეფარულად“ და დაბალანსებულად არის გამოყენებული სხვადასხვა პროდუქტისა და სერვისის გასაყიდად.

ლიმონის ნამცხვარიც კი იმაზე ჯანსაღი და ახალი გვეჩვენება, ვიდრე სხვა ნებისმიერი, თუნდაც ბანანის ნამცხვარი მოგვეჩვენებოდა, რადგან მასში ციტრუსის ნოტებია.

ფორთოხლის სურნელი განსაკუთრებით აქტუალურია საშობაო პერიოდში. მას განსაკუთრებით ხშირად მიმართავენ საფუნთუშეები, საშობაო სოფლები თუ საახალწლო პროდუქციის მაღაზიები. განწყობის ასამაღლებლად მასთან ხშირად სინთეზშია დარიჩინის სურნელიც. ამ ერთობლიობის გავლენისგან თავის დაღწევა კი მართლაც შეუძლებელია ხოლმე, ამიტომ გირჩევთ, დანებდეთ და გასინჯოთ ის მადისაღმძვრელი ფუნთუშა, რომელმაც საშობაო სურნელი დაატრიალა.

დარიჩინი - ჩაიში, ყავაში, გლინტვაინში, ნამცხვარში, ფუნთუშაში - ეს პროდუქტი გამოიყენება ყველაფერში, განსაკუთრებით მაშინ, როცა წინ შობა-ახალი წელია. თუ საახალწლო სოფელში გაივლით და გლინტვაინის გასინჯვას გადაწყვეტთ, შეიძლება იმ მომენტში ვერ მიხვდეთ, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს დარიჩინის მძაფრი და სასიამოვნო ნოტების გამო გადაწყვიტეთ.

მისი სურნელი თბილ, მყუდრო, რომანტიკულ და სადღესასწაულო განწყობას ქმნის. თუ მკითხავთ, რა სურნელი ასოცირდება ახალ წელთან, დაუფიქრებლად დარიჩინის არომატს გიპასუხებდით.

არ გაგიკვირდეთ, თუ მის დაბალ ნოტებს საცალო გაყიდვების მაღაზიებშიც შეიგრძნობთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა თაროებზე ნაძვის ხის სათამაშოები და საახალწლო აქსესუარებია გამოტანილი.

დასასრულ, „არომაკოს“ ექსპერტებმა სახლში სასიამოვნო, მშვიდი და მყუდრო განწყობის შესაქმნელად გვირჩიეს ლავანდის სურნელი, რომელიც, მათი ინფორმაციით, განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ბავშვებზე.

თუ დაგაინტერესათ, მაინც რომელი სურნელი შეესაბამება თქვენს ბიზნესსა თუ საცხოვრებელ გარემოს, მიმართეთ „არომაკოს“ ექსპერტებს, რომლებიც თქვენთვის საუკეთესო ნოტებს მოძებნიან.