სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი და დაშავებულები არ გვყავს" - რას აცხადებს ბათუმის მერი მაღალსართულიან შენობაში გაჩენილ ხანძარზე?
"ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი და დაშავებულები არ გვყავს" - რას აცხადებს ბათუმის მერი მაღალსართულიან შენობაში გაჩენილ ხანძარზე?

ბა­თუ­მის მე­რის არ­ჩილ ჩი­ქო­ვა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ბა­თუმ­ში, მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ბოლო სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე რეს­ტო­რან "ვოქსში" ხან­ძრის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან, მიმ­დი­ნა­რე­ობს ხან­ძრის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

მე­რის თქმით, ხან­ძრის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა და მომ­ხდარ­ზე უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცია, ხვალ დი­ლის­თვის გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

"ხან­ძრის გა­ჩე­ნის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან ყვე­ლა სამ­სა­ხუ­რი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იქნა დრო­უ­ლად, მათ შო­რის სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი, პო­ლი­ცი­ის უწყე­ბე­ბი, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი. დრო­უ­ლად მოხ­და ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, ად­გილ­ზე მცხოვ­რე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ევა­კუ­ა­ცია. ამ ეტა­პის­თვის, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსხვერ­პლი და და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი არ გვყავს, სა­ბედ­ნი­ე­როდ. მიმ­დი­ნა­რე­ობს ხან­ძრის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. და­ნარ­ჩენ მო­ნა­ცე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორც ჩვენ, ასე­ვე შსს ხვალ დი­ლის­თვის გან­ვა­ახ­ლებთ მო­ნა­ცე­მებს, სრულ­ყო­ფი­ლად მო­გა­წო­დებთ, მათ შო­რის იცით, რომ და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა ხან­ძრის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩა­ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, შეგ­როვ­დე­ბა მო­ნა­ცე­მე­ბი და შემ­დგომ შე­ვა­ჯა­მებთ და გა­ვა­კე­თებთ კო­მენ­ტარს", - გა­ნა­ცხა­და ჩი­ქო­ვან­მა.

ჩი­ქო­ვა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რეს­ტო­რა­ნი ბოლო პე­რი­ოდ­ში არ მუ­შა­ობ­და.

"ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი რეს­ტო­რა­ნი არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და, ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუხს გას­ცემს შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა. გა­მო­ძი­ე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ხვა­ლის­თვის გა­კეთ­დე­ბა შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რი",- გა­ნა­ცხა­და ჩი­ქო­ვან­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tamar
0

იმ კიორპუსის მცხოვრებლების ტვინში ჩამახედა რა.რესტორანი თავზე ვერ არიან ეს ხალხი

??.
0

თუ არ ფუნქციონირებდა რესტორანი, ცხადია, თავისით ვერ წაეკიდებიდა ცეცხლი! ე. ი. ?...

ავტორი:

"ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი და დაშავებულები არ გვყავს" - რას აცხადებს ბათუმის მერი მაღალსართულიან შენობაში გაჩენილ ხანძარზე?

"ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი და დაშავებულები არ გვყავს" - რას აცხადებს ბათუმის მერი მაღალსართულიან შენობაში გაჩენილ ხანძარზე?

ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ბათუმში, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე რესტორან "ვოქსში" ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

მერის თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე დაწყებულია გამოძიება და მომხდარზე უფრო მეტი ინფორმაცია, ხვალ დილისთვის გახდება ცნობილი.

"ხანძრის გაჩენის პირველივე წუთებიდან ყველა სამსახური მობილიზებული იქნა დროულად, მათ შორის სამაშველო სამსახური, პოლიციის უწყებები, მუნიციპალური სამსახურები. დროულად მოხდა ჩვენი თანამოქალაქეების, ადგილზე მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია. ამ ეტაპისთვის, არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი და დაშავებულები არ გვყავს, საბედნიეროდ. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. დანარჩენ მონაცემებთან დაკავშირებით, როგორც ჩვენ, ასევე შსს ხვალ დილისთვის განვაახლებთ მონაცემებს, სრულყოფილად მოგაწოდებთ, მათ შორის იცით, რომ დაწყებულია გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები, შეგროვდება მონაცემები და შემდგომ შევაჯამებთ და გავაკეთებთ კომენტარს", - განაცხადა ჩიქოვანმა.

ჩიქოვანის ინფორმაციით, რესტორანი ბოლო პერიოდში არ მუშაობდა.

"ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში აღნიშნული რესტორანი არ ფუნქციონირებდა, ყველაფერზე პასუხს გასცემს შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მიმდინარე სამუშაოების გათვალისწინებით ხვალისთვის გაკეთდება შემაჯამებელი კომენტარი",- განაცხადა ჩიქოვანმა.