სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის წამია ასახული, როცა ბოევიკს მიჰყავს იქით, საიდანაც აღარ ბრუნდებიან..." - ამბავი აფხაზეთიდან, რომელიც გოჩა ლორთქიფანიძეს გადახდა: ვინ არის კაცი, რომელმაც ჰააგაში საქართველოს წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა
"ის წამია ასახული, როცა ბოევიკს მიჰყავს იქით, საიდანაც აღარ ბრუნდებიან..." - ამბავი აფხაზეთიდან, რომელიც  გოჩა ლორთქიფანიძეს გადახდა: ვინ არის კაცი, რომელმაც ჰააგაში საქართველოს წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა

16 დე­კემ­ბერს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლომ 2008 წლის ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ას­რუ­ლა. გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რორ­მა კა­რიმ ასად ახ­მად ხან­მა გა­მო­ა­ცხა­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს ბრა­ლი არც ერთი ქარ­თვე­ლის­თვის არ წა­უ­ყე­ნე­ბია. პრო­კუ­რორ კა­რიმ ხა­ნის გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად სამი ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­ნი გა­ი­ცა. მათ ბრა­ლი ედე­ბათ ისეთ და­ნა­შა­უ­ლებ­ში, რო­გო­რი­ცაა, ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა, წა­მე­ბა, სას­ტი­კი მო­პყრო­ბა, მძევ­ლად აყ­ვა­ნა.

  • ჰა­ა­გა­ში ქარ­თუ­ლი მხა­რის წარ­მა­ტე­ბა­ში უდი­დე­სი როლი აქვს იუს­ტი­ცი­ის ყო­ფილ მი­ნისტრს, გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს.

აღ­ნიშ­ნულს სა­კითხს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მან ვრცელ სტა­ტუს­ში ისა­უბ­რა გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე­ზე, რო­მე­ლიც "ოც­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის" იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი გახ­ლდათ, 2021 წლის 10 მარტს კი ჰა­ა­გის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ში ფიცი დადო.

გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლედ 9-წლი­ა­ნი ვა­დით 2020 წლის 18 დე­კემ­ბერს აირ­ჩი­ეს. ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლია, რო­მელ­მაც ჰა­ა­გის მო­სა­მარ­თლის მან­ტია მო­ირ­გო.

  • მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე­ზე წერს:

"ნამ­დვი­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ ას­რუ­ლებ­და რუ­სე­თის და­ვა­ლე­ბას. ძა­ლი­ან პატ­რი­ო­ტუ­ლად და თავ­და­დე­ბით იმუ­შა­ვა ოც­ნე­ბის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ, რო­მე­ლიც თვი­თონ დევ­ნი­ლია აფხა­ზე­თი­დან.

მოკ­ლედ, ჰა­ა­გამ ბო­ლომ­დე გა­მა­მარ­თლა და ქარ­თულ­მა სა­სა­მარ­თლომ შე­იძ­ლე­ბა სიკ­ვდი­ლი მო­მი­სა­ჯოს....“

  • გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის შე­სა­ხებ კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნისტრს თეა წუ­ლუ­კი­ანს, 2018 წელს თა­ვის ბლოგ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. გთა­ვა­ზობთ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ამ­ბავს უც­ვლე­ლად:

"ამ ფო­ტო­ზე 1993 წლის 30 იან­ვრის ის ერთი წა­მია ასა­ხუ­ლი, როცა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ბო­ე­ვიკს ჩემი მო­ად­გი­ლე (2018 წელს ლორ­თქი­ფა­ნი­ძე წუ­ლუ­კი­ა­ნის მო­ად­გი­ლის პოსტზე მუ­შა­ობ­და) გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით ჯგუ­ფი­დან გა­მო­ურ­ჩე­ვია და მიჰ­ყავს იქით, სა­ი­და­ნაც აღარ ბრუნ­დე­ბი­ან.

ჩვენს და­ღუ­პულ გმი­რებ­თან ერ­თად დღეს იმა­თაც მსურს მი­ვა­გო პა­ტი­ვი, ვინც გა­დარ­ჩა და ბრძო­ლას აგ­რძე­ლებს. მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი ბრძო­ლა სულ სხვა ბრძო­ლაა. ეს არის ბრძო­ლა შე­რი­გე­ბის­თვის, ბრძო­ლა იმის­თვის, რომ ომი არა­სო­დეს არ გან­მე­ორ­დეს.

შე­რი­გე­ბის და გამ­თლი­ა­ნე­ბის იმედს კი სწო­რედ ეს ფოტო და მისი ის­ტო­რია იძ­ლე­ვა.

გოჩა ამ დროს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­ე­როს სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეა. ტყვარ­ჩე­ლი ქარ­თველ მე­ომ­რებს ალ­ყა­ში აქვთ. გა­ე­რო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თის შე­ტა­ნას ცდი­ლობს ალ­ყა­ში მოხ­ვედ­რი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. გო­ჩას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ავა­ლებს, სოჭ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი აწა­მო­ოს ტვირ­თის შე­ტა­ნის პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ. გო­ჩაც იღებს თა­ვის დიპ­ლო­მატს, რო­მელ­შიც სა­წე­რი ქა­ღალ­დე­ბი უწყვია და მი­დის ვა­ზი­ა­ნი­დან სოჭ­ში. დიდი ხნის რთუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ, რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი, გა­ე­როს შვე­დი გე­ნე­რა­ლი, წი­თე­ლი ჯვა­რი და გოჩა ფორ­მატ­ზე თან­ხმდე­ბი­ან. ფორ­მა­ტი ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ტვირთთან ერ­თად ყვე­ლა ამ მხა­რის ტყვარ­ჩელ­ში შეფ­რე­ნას გუ­ლის­ხმობს.

  • მო­ლა­პა­რა­კე­ბა სა­კუ­თა­რი სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიზ­ნე­ბი­სათ­ვის, ესაა ის, რა­შიც გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე სოჭ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ღე­ბუ­ლობს და თან­ხმდე­ბა. სა­გა­რე­ომ ეს შე­დე­გი არ იცის, იცის მხო­ლოდ ის, რომ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მი­ავ­ლი­ნა მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე.

ტყვარ­ჩელ­ში დაფ­რე­ნილ სამ ვერ­ტმფრენს აფხა­ზე­ბის გამ­წა­რე­ბუ­ლი ტალ­ღა შე­მო­ერ­ტყა გარს და იქი­დან გად­მო­სუ­ლი პი­რე­ბი აი­ტა­ცა. გოჩა რომ ქარ­თვე­ლია, ეს იცი­ან. მთავ­რო­ბას რომ წარ­მო­ად­გენს ესეც. რუს­მა გე­ნე­რალ­მა გამ­წა­რე­ბულ აფხა­ზებს გა­და­უ­ლა­პა­რა­კა, რას მერ­ჩით, ია ჟე ნე გრუ­ზინ, რე­ბი­ა­ტაო. მთა­ვა­რი აგ­რე­სია გო­ჩა­ზეა და წი­თე­ლი ჯვრის ქარ­თველ წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე, ვოვა მეს­ხზე, მაგ­რამ თუ მოკ­ლეს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია მა­ინც მო­ი­თხოვს მას­ზე პა­სუხს, რაც მა­ინც შე­ღა­ვა­თია.

ტვირ­თი ჩა­მო­ი­ცა­ლა, მარ­გამ ხალ­ხი მა­ინც აგ­რე­სი­უ­ლია და პა­სუხს ითხოვს ქარ­თუ­ლი მთავ­რო­ბი­სა­გან. მთავ­რო­ბა კი გო­ჩაა. მიგ­ვიშ­ვი­თო, იძა­ხი­ან. უცებ, სა­ი­დან­ღაც გო­ჩას ჯგუ­ფე­ლი სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან, აფხა­ზი თე­მურ ერ­ქვა­ნია გა­მოჩ­ნდა, ავ­ტო­მა­ტით ხელ­ში და მის­კენ გა­მო­ე­მარ­თა. ქარ­თუ­ლი სის­ხლი აქვს ხე­ლებ­ზე, გა­ი­ფიქ­რა გო­ჩამ, რომ­ლის­თვი­საც სიკ­ვდი­ლი ამ დროს სი­ბე­რეს­თან უკვე აღა­რაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ერ­ქვა­ნი­ას­გან მარ­ჯვე­ნა ხელი წა­მო­ვი­და ავ­ტო­მა­ტის გა­რე­შე, გა­მარ­ჯო­ბის ნიშ­ნად, რო­მელ­საც გო­ჩამ სა­კუ­თა­რი შე­ა­გე­ბა და უთხრა : “ანცშ­ვამ გან­გვსა­ჯოს”. პა­სუ­ხად ერ­ქვა­ნი­ამ თა­ვი­სი ჯგუ­ფე­ლი დაც­ვის ქვეშ აიყ­ვა­ნა და გა­გი­ჟე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ბის­თვის რომ მო­ე­რი­დე­ბი­ნა, აე­როდ­რო­მის შე­ნო­ბა­ში შე­ა­ცი­ლა. მაგ­რამ ერ­ქვა­ნია წა­ვი­და, საქ­მე აქვს და არ სცა­ლია, ქა­ლა­ქი ალ­ყა­შია.

ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და მეს­ხი ბო­ე­ვი­კებ­მა ჩა­ი­ბა­რეს და ცალ­კე მო­ა­თავ­სეს. აფხა­ზი ქალი ახ­სენ­დე­ბა გო­ჩას, რო­მე­ლიც ეუბ­ნე­ბა, რომ არ ინერ­ვი­უ­ლოს, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა… ომი აბ­სურ­დია, მტე­რი პი­რო­ბი­თი სი­ტყვაა ომ­შიო, ამ­ბობს გოჩა დღე­საც. ამის შეგ­ნე­ბამ მი­მიყ­ვა­ნა იქამ­დე, რომ რაკი გა­დავ­რჩი კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე მე­მუ­შა­ვა და დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვიო, მიხ­სნის. ტყვარ­ჩელ­ში მტრის გან­ცდა არ მქო­ნია, ვხე­დავ­დი რო­გორ კლავ­და ჩემი ერის ერთი ნა­წი­ლი მე­ო­რე­სო…

რამ­დე­ნი­მე ხან­ში ორი ქარ­თვე­ლის გაყ­ვა­ნა და­ი­წყეს. აი ეს არის სწო­რედ ამ ფო­ტო­ზე, გაყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც "რო­ი­ტე­რის" ფო­ტოგ­რაფ­მა სა­მუ­და­მოდ აღ­ბეჭ­და ფირ­ზე. გაყ­ვა­ნის დროს, ვერ­ტფ­რე­ნებ­მა აფ­რე­ნის­თვის მზა­დე­ბა და­ი­წყეს. რუ­სიც, შვე­დიც, და სხვე­ბიც ყვე­ლა ვერ­ტმფრენ­ში შე­ვი­და. მხო­ლოდ ორ ქარ­თველს არ აქვს უკან გზა. ისი­ნი გაჰ­ყავთ.

გოჩა ქვა­სა­ვით მშვი­დია ამ ფო­ტო­ზე. ეს ყვე­ლა იმ ქარ­თვე­ლი გმი­რის სიმ­შვი­დეა, რო­მე­ლიც ომში დახ­ვრი­ტეს. არც ერთი აღელ­ვე­ბუ­ლა, არც ერთს და­უ­ჩო­ქია.

ცოტა ხან­ში, აფ­რე­ნი­ლი ვერ­ტმფრე­ნის კარი გა­ი­ღო და იქი­დან შვე­დი გე­ნე­რა­ლი გად­მოხ­ტა. გა­იქ­ცა. ბო­ე­ვი­კი შე­მო­აბ­რუ­ნა და თა­ვი­სი ჯავ­შან­ჟი­ლე­ტი გო­ჩას შე­მო­ახ­ვია, თან მეს­ხიც გა­ი­ყო­ლა.

გა­ე­როს ვერ ეს­რო­ლეს. გე­ნე­რა­ლი პერ კალ­სტრო­მი დღე­საც ცო­ცხა­ლია.

გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ და­ნიშ­ვნას აფხა­ზე­თი­დან პრო­ფე­სო­რი რეზო კა­ცია სი­ა­მა­ყით გა­მო­ეხ­მა­უ­რა ფე­ის­ბუქ­ზე და თქვა, რომ ამ წარ­მა­ტე­ბა­ში მისი წვლი­ლი­ცაა. სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე რაც გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სათ­ვის, ამა­ში აფხა­ზე­თის დიდი წვლი­ლია. ამი­ტო­მაც მე­ა­მა­ყე­ბა გოჩა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად, ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სას წარ­მო­ად­გენს ის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს, თუ ჟე­ნე­ვის ფორ­მატ­ში, სა­დაც ნდო­ბის აღ­დგე­ნაა მთა­ვა­რი მი­ზა­ნი."

  • შე­გახ­სე­ნებთ, რომ გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს 2012 წლი­დან იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა, ოქ­ტომ­ბრი­დან კი – მას შემ­დეგ, რაც ამა­ვე უწყე­ბის მი­ნის­ტრმა, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თვის გამო და­ტო­ვა, იგი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გახ­და.

ლორ­თქი­ფა­ნი­ძე სა­მარ­თლის გან­ხრით თსუ-ის, ესექ­სი­სა და ჰარ­ვად­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლობ­და. 2005-2009 წლებ­ში იგი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლი­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­კი­თხებ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნა­შემ­წე იყო.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

მთლიანობაში ასე იყო, თუმცა ზოგიერთი დეტალი არასწორადაა წარმოდგენილი. წარმატებები გოჩას, იმდროინდელ საგარეო სმინისტროში განსხვავებული დიპლომატი იყო, ყოველთვის გამოირჩეოდა იურიდიული კომპეტენციით, პატრიოტიზმით და საღი პოლიტიკური აზროვნებით, იმედია ასეც გააგრძელებს მომავალშიც. პატივისცემა მას და მის ოჯახს.

თამუნა
16

ვინ ამბობდა სააკაშვილმა მძინარე ცხინვალი გააღვიძაო?)))) ოცნება როგორც ყოველთვის სუსტია პროპაგანდაში, ისევ ფულის კეთებას და მომიტინგეებზე თვალების დათხრას მიაწვნენ, ეგ გამოსდით

ავტორი:

"ის წამია ასახული, როცა ბოევიკს მიჰყავს იქით, საიდანაც აღარ ბრუნდებიან..." - ამბავი აფხაზეთიდან, რომელიც გოჩა ლორთქიფანიძეს გადახდა: ვინ არის კაცი, რომელმაც ჰააგაში საქართველოს წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა

"ის წამია ასახული, როცა ბოევიკს მიჰყავს იქით, საიდანაც აღარ ბრუნდებიან..." - ამბავი აფხაზეთიდან, რომელიც  გოჩა ლორთქიფანიძეს გადახდა: ვინ არის კაცი, რომელმაც ჰააგაში საქართველოს წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა

16 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ჰააგის სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით გამოძიება დაასრულა. გამოძიების დასრულების შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ასად ახმად ხანმა გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბრალი არც ერთი ქართველისთვის არ წაუყენებია. პროკურორ კარიმ ხანის განცხადების მიხედვით, გამოძიების შედეგად სამი ბრალდებულის მიმართ დაპატიმრების ორდენი გაიცა. მათ ბრალი ედებათ ისეთ დანაშაულებში, როგორიცაა, ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება, სასტიკი მოპყრობა, მძევლად აყვანა.

  • ჰააგაში ქართული მხარის წარმატებაში უდიდესი როლი აქვს იუსტიციის ყოფილ მინისტრს, გოჩა ლორთქიფანიძეს.

აღნიშნულს საკითხს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. მან ვრცელ სტატუსში ისაუბრა გოჩა ლორთქიფანიძეზე, რომელიც "ოცნების ხელისუფლების" იუსტიციის მინისტრი გახლდათ, 2021 წლის 10 მარტს კი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ფიცი დადო.

გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ 9-წლიანი ვადით 2020 წლის 18 დეკემბერს აირჩიეს. ის პირველი ქართველია, რომელმაც ჰააგის მოსამართლის მანტია მოირგო.

  • მიხეილ სააკაშვილი გოჩა ლორთქიფანიძეზე წერს:

"ნამდვილად ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი არ ასრულებდა რუსეთის დავალებას. ძალიან პატრიოტულად და თავდადებით იმუშავა ოცნების იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ, რომელიც თვითონ დევნილია აფხაზეთიდან.

მოკლედ, ჰააგამ ბოლომდე გამამართლა და ქართულმა სასამართლომ შეიძლება სიკვდილი მომისაჯოს....“

  • გოჩა ლორთქიფანიძის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრს თეა წულუკიანს, 2018 წელს თავის ბლოგზე საინტერესო ისტორია აქვს გამოქვეყნებული. გთავაზობთ გამოქვეყნებულ ამბავს უცვლელად:

"ამ ფოტოზე 1993 წლის 30 იანვრის ის ერთი წამია ასახული, როცა შეიარაღებულ ბოევიკს ჩემი მოადგილე (2018 წელს ლორთქიფანიძე წულუკიანის მოადგილის პოსტზე მუშაობდა) გოჩა ლორთქიფანიძე ეთნიკური ნიშნით ჯგუფიდან გამოურჩევია და მიჰყავს იქით, საიდანაც აღარ ბრუნდებიან.

ჩვენს დაღუპულ გმირებთან ერთად დღეს იმათაც მსურს მივაგო პატივი, ვინც გადარჩა და ბრძოლას აგრძელებს. მაგრამ დღევანდელი ბრძოლა სულ სხვა ბრძოლაა. ეს არის ბრძოლა შერიგებისთვის, ბრძოლა იმისთვის, რომ ომი არასოდეს არ განმეორდეს.

შერიგების და გამთლიანების იმედს კი სწორედ ეს ფოტო და მისი ისტორია იძლევა.

გოჩა ამ დროს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროს სამმართველოს უფროსის მოადგილეა. ტყვარჩელი ქართველ მეომრებს ალყაში აქვთ. გაერო ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას ცდილობს ალყაში მოხვედრილი მოსახლეობისთვის. გოჩას ხელმძღვანელობა ავალებს, სოჭში მოლაპარაკებები აწამოოს ტვირთის შეტანის პირობების შესახებ. გოჩაც იღებს თავის დიპლომატს, რომელშიც საწერი ქაღალდები უწყვია და მიდის ვაზიანიდან სოჭში. დიდი ხნის რთული მოლაპარაკებების შემდეგ, რუსი სამხედროები, გაეროს შვედი გენერალი, წითელი ჯვარი და გოჩა ფორმატზე თანხმდებიან. ფორმატი ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად ყველა ამ მხარის ტყვარჩელში შეფრენას გულისხმობს.

  • მოლაპარაკება საკუთარი სიკვდილის შესახებ ჰუმანიტარული მიზნებისათვის, ესაა ის, რაშიც გოჩა ლორთქიფანიძე სოჭში მონაწილეობას ღებულობს და თანხმდება. საგარეომ ეს შედეგი არ იცის, იცის მხოლოდ ის, რომ წარმომადგენელი მიავლინა მოლაპარაკებებზე.

ტყვარჩელში დაფრენილ სამ ვერტმფრენს აფხაზების გამწარებული ტალღა შემოერტყა გარს და იქიდან გადმოსული პირები აიტაცა. გოჩა რომ ქართველია, ეს იციან. მთავრობას რომ წარმოადგენს ესეც. რუსმა გენერალმა გამწარებულ აფხაზებს გადაულაპარაკა, რას მერჩით, ია ჟე ნე გრუზინ, რებიატაო. მთავარი აგრესია გოჩაზეა და წითელი ჯვრის ქართველ წარმომადგენელზე, ვოვა მესხზე, მაგრამ თუ მოკლეს, საერთაშორისო ორგანიზაცია მაინც მოითხოვს მასზე პასუხს, რაც მაინც შეღავათია.

ტვირთი ჩამოიცალა, მარგამ ხალხი მაინც აგრესიულია და პასუხს ითხოვს ქართული მთავრობისაგან. მთავრობა კი გოჩაა. მიგვიშვითო, იძახიან. უცებ, საიდანღაც გოჩას ჯგუფელი სოხუმის უნივერსიტეტიდან, აფხაზი თემურ ერქვანია გამოჩნდა, ავტომატით ხელში და მისკენ გამოემართა. ქართული სისხლი აქვს ხელებზე, გაიფიქრა გოჩამ, რომლისთვისაც სიკვდილი ამ დროს სიბერესთან უკვე აღარაა დაკავშირებული. ერქვანიასგან მარჯვენა ხელი წამოვიდა ავტომატის გარეშე, გამარჯობის ნიშნად, რომელსაც გოჩამ საკუთარი შეაგება და უთხრა : “ანცშვამ განგვსაჯოს”. პასუხად ერქვანიამ თავისი ჯგუფელი დაცვის ქვეშ აიყვანა და გაგიჟებული მოსახლებისთვის რომ მოერიდებინა, აეროდრომის შენობაში შეაცილა. მაგრამ ერქვანია წავიდა, საქმე აქვს და არ სცალია, ქალაქი ალყაშია.

ლორთქიფანიძე და მესხი ბოევიკებმა ჩაიბარეს და ცალკე მოათავსეს. აფხაზი ქალი ახსენდება გოჩას, რომელიც ეუბნება, რომ არ ინერვიულოს, რომ ყველაფერი კარგად იქნება… ომი აბსურდია, მტერი პირობითი სიტყვაა ომშიო, ამბობს გოჩა დღესაც. ამის შეგნებამ მიმიყვანა იქამდე, რომ რაკი გადავრჩი კონფლიქტების მოგვარებაზე მემუშავა და დიპლომატიაში დავრჩენილიყავიო, მიხსნის. ტყვარჩელში მტრის განცდა არ მქონია, ვხედავდი როგორ კლავდა ჩემი ერის ერთი ნაწილი მეორესო…

რამდენიმე ხანში ორი ქართველის გაყვანა დაიწყეს. აი ეს არის სწორედ ამ ფოტოზე, გაყვანა, რომელიც "როიტერის" ფოტოგრაფმა სამუდამოდ აღბეჭდა ფირზე. გაყვანის დროს, ვერტფრენებმა აფრენისთვის მზადება დაიწყეს. რუსიც, შვედიც, და სხვებიც ყველა ვერტმფრენში შევიდა. მხოლოდ ორ ქართველს არ აქვს უკან გზა. ისინი გაჰყავთ.

გოჩა ქვასავით მშვიდია ამ ფოტოზე. ეს ყველა იმ ქართველი გმირის სიმშვიდეა, რომელიც ომში დახვრიტეს. არც ერთი აღელვებულა, არც ერთს დაუჩოქია.

ცოტა ხანში, აფრენილი ვერტმფრენის კარი გაიღო და იქიდან შვედი გენერალი გადმოხტა. გაიქცა. ბოევიკი შემოაბრუნა და თავისი ჯავშანჟილეტი გოჩას შემოახვია, თან მესხიც გაიყოლა.

გაეროს ვერ ესროლეს. გენერალი პერ კალსტრომი დღესაც ცოცხალია.

გოჩა ლორთქიფანიძის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დანიშვნას აფხაზეთიდან პროფესორი რეზო კაცია სიამაყით გამოეხმაურა ფეისბუქზე და თქვა, რომ ამ წარმატებაში მისი წვლილიცაა. სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტი გოჩა ლორთქიფანიძე რაც გახდა საქართველოს მთავრობისათვის, ამაში აფხაზეთის დიდი წვლილია. ამიტომაც მეამაყება გოჩა განსაკუთრებულად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებებისას წარმოადგენს ის იუსტიციის სამინისტროს, თუ ჟენევის ფორმატში, სადაც ნდობის აღდგენაა მთავარი მიზანი."

  • შეგახსენებთ, რომ გოჩა ლორთქიფანიძეს 2012 წლიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ოქტომბრიდან კი – მას შემდეგ, რაც ამავე უწყების მინისტრმა, თეა წულუკიანმა თანამდებობა საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო დატოვა, იგი იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.

ლორთქიფანიძე სამართლის განხრით თსუ-ის, ესექსისა და ჰარვადრის უნივერსიტეტებში სწავლობდა. 2005-2009 წლებში იგი საერთაშორისო სამართლისა და საგარეო საქმეთა საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწე იყო.