სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისეთი მორცხვი იყო, მასწავლებლისთვის რამე რომ ეთქვა, შუამავალი სჭირდებოდა" - ნაკლებად ცნობილი ამბები და ფოტო ლეო მესის ბავშვობიდან
"ისეთი მორცხვი იყო, მასწავლებლისთვის რამე რომ ეთქვა, შუამავალი სჭირდებოდა" - ნაკლებად ცნობილი ამბები და ფოტო ლეო მესის ბავშვობიდან

სულ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ლი­ო­ნელ მესი კა­რი­ე­რის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან მატჩს ჩა­ა­ტა­რებს. ლეოს აქამ­დეც ჰქო­ნია პრინ­ცი­პუ­ლი მატ­ჩე­ბი, თუმ­ცა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი ერ­თა­დერ­თი თა­სია, რო­მე­ლიც არ­გენ­ტი­ნე­ლის ყუ­ლა­ბა­ში არ მო­ი­პო­ვე­ბა.

იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ დღეს მესი, არ­გენ­ტი­ნას­თან ერ­თად, საფ­რან­გეთს და­ა­მარ­ცხებს, ყვე­ლა დრო­ის უდი­დეს ფეხ­ბურ­თე­ლის წო­დე­ბის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე კი­დევ უფრო და­წი­ნა­ურ­დე­ბა და პო­ზი­ცი­ებს გა­იმ­ყა­რებს.

ის, რომ არ­გენ­ტი­ნე­ლი ჯა­დო­ქა­რი მო­ე­დან­ზე ნამ­დვი­ლი გე­ნი­ო­სია, ყვე­ლამ ვი­ცით და რე­ა­ლუ­რი ფაქ­ტია. მესი არა მხო­ლოდ გო­ლე­ა­დო­რია, არა­მედ გუნ­დის შე­ტე­ვი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლის მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლია.

  • ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით თუ რო­გო­რი მოს­წავ­ლე იყო პა­ტა­რა ლი­ო­ნე­ლი.

ეს­პა­ნეთ­ში გა­და­ცხოვ­რე­ბამ­დე მესი არ­გენ­ტი­ნა­ში, ლას-ერა­სის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და, სა­დაც ის დე­დას, მა­მი­დას, ან მე­ზო­ბელს მიჰ­ყავ­და ხოლ­მე. სკო­ლამ­დე ყა­ზარ­მებს გა­დი­ოდ­ნენ, იქ კი სა­ფეხ­ბურ­თო მო­ედ­ნე­ბი იყო. ახლა იქა­უ­რი კედ­ლე­ბი მე­სის პორ­ტრე­ტე­ბით არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­ნი­კა დო­მი­ნა ასე ახა­სი­ა­თებს ფეხ­ბურ­თელს: "არა, ლეო ძა­ლი­ან კარ­გა­დაც არ სწავ­ლობ­და სკო­ლა­ში, მისი სწავ­ლა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ არა სა­უ­კე­თე­სო. თავ­და­პირ­ვე­ლად კი­თხვა უჭირ­და. დე­და­მისს ვთხო­ვე, რომ ლო­გო­პედ­თან მი­ეყ­ვა­ნა. შე­დე­გებს ეტა­პობ­რი­ვად აუმ­ჯო­ბე­სებ­და.

ის იყო წყნა­რი ბავ­შვი, საყ­ვა­რე­ლი და გა­უ­ბე­და­ვი. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­უ­ბე­და­ვი მოს­წავ­ლე იყო, ვინც კი ოდეს­მე მყო­ლია. თუ ხმას არ გას­ცემ­დი, ის ბოლო მერ­ხზე თა­ვის­თვის იჯდა ხოლ­მე.

ისე­თი მორ­ცხვი იყო, რომ მას­წავ­ლებ­ლის­თვის რამე რომ ეთ­ქვა, შუ­ა­მა­ვა­ლი სჭირ­დე­ბო­და. ერთ-ერთი ასე­თი მისი კლა­სე­ლი იყო. ის ლე­ოს­თვის საჭ­მე­ლებ­საც ყი­დუ­ლობ­და. ამ პა­ტა­რა ბი­ჭის­თვის რო­გორც დედა ისე იყო“, - იხ­სე­ნებს დო­მი­ნა.

  • მე­სის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი სინ­ტია აა­რე­ლი­ა­ნო იყო. ისი­ნი ერ­თად და­დი­ოდ­ნენ სა­ბავ­შვო ბაღ­ში, შემ­დეგ უკვე სკო­ლა­შიც. არე­ლი­ა­ნო ხე­დავ­და, რომ მესი ფეხ­ბურთზე უფრო ორი­ენ­ტირ­დე­ბო­და, ვიდ­რე სსას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა­ზე. როცა მისი ოჯა­ხი ბარ­სე­ლო­ნა­ში გა­და­ვი­და, ყვე­ლა მე­გო­ბა­რი ტი­რო­და.

"მახ­სოვს, როცა შეს­ვე­ნე­ბებ­ზე სკო­ლის გუნ­დე­ბი მოს­წავ­ლე­ებს სა­თა­მა­შოდ აგ­რო­ვებ­დნენ, ძა­ლი­ან ხში­რად სე­რი­ო­ზუ­ლი და­ვით მთავ­რდე­ბო­და, ყვე­ლას სურ­და, რომ მე­სის მათ­თან ეთა­მა­შა. პა­ტა­რა ბიჭს უამ­რა­ვი გოლი გაჰ­ქონ­და. როცა მესი გუნდში გყავ­და, გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო, რომ წა­გე­გო.

ჩვენ მას პი­კის ვე­ძახ­დით, ჩვენ შო­რის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა იყო. მა­თე­მა­ტი­კა და ენე­ბი არ უყ­ვარ­და. სა­მა­გი­ე­როდ, ფი­ზკულ­ტუ­რა­სა და ხატ­ვა­ში იყო კარ­გი. ვეხ­მა­რე­ბო­დი თუ არა მას გა­მოც­დებ­ზე? დიახ, ზოგ­ჯერ... გა­მოც­დებ­ზე ჩემს უკან ჯდე­ბო­და, როცა რა­მე­ში ეჭვი ეპა­რე­ბო­და, მე მე­კი­თხე­ბო­და. როცა მას­წავ­ლებ­ლე­ბი არ გვი­ყუ­რებ­დნენ, სა­ხა­ზავს ან საშ­ლელს ვაწ­ვდი­დი, სა­დაც სწო­რად და­წე­რი­ლი პა­სუ­ხე­ბი იყო. გაკ­ვე­თი­ლე­ბის ბო­ლოს კი ერ­თად ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დით“, - ამ­ბობს სინ­ტია.

ცნო­ბის­თვის, დღეს არ­გენ­ტი­ნა საფ­რან­გეთს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. შეხ­ვედ­რა თბი­ლი­სის დრო­ით, 19:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
სპორტი
5

მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია

ავტორი:

"ისეთი მორცხვი იყო, მასწავლებლისთვის რამე რომ ეთქვა, შუამავალი სჭირდებოდა" - ნაკლებად ცნობილი ამბები და ფოტო ლეო მესის ბავშვობიდან

"ისეთი მორცხვი იყო, მასწავლებლისთვის რამე რომ ეთქვა, შუამავალი სჭირდებოდა" - ნაკლებად ცნობილი ამბები და ფოტო ლეო მესის ბავშვობიდან

სულ რამდენიმე საათში ლიონელ მესი კარიერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს ჩაატარებს. ლეოს აქამდეც ჰქონია პრინციპული მატჩები, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატი ერთადერთი თასია, რომელიც არგენტინელის ყულაბაში არ მოიპოვება.

იმ შემთხვევაში თუ დღეს მესი, არგენტინასთან ერთად, საფრანგეთს დაამარცხებს, ყველა დროის უდიდეს ფეხბურთელის წოდებისკენ მიმავალ გზაზე კიდევ უფრო დაწინაურდება და პოზიციებს გაიმყარებს.

ის, რომ არგენტინელი ჯადოქარი მოედანზე ნამდვილი გენიოსია, ყველამ ვიცით და რეალური ფაქტია. მესი არა მხოლოდ გოლეადორია, არამედ გუნდის შეტევითი პოტენციალის მთავარი მამოძრავებელია.

  • ჩვენ დავინტერესდით თუ როგორი მოსწავლე იყო პატარა ლიონელი.

ესპანეთში გადაცხოვრებამდე მესი არგენტინაში, ლას-ერასის საჯარო სკოლაში სწავლობდა, სადაც ის დედას, მამიდას, ან მეზობელს მიჰყავდა ხოლმე. სკოლამდე ყაზარმებს გადიოდნენ, იქ კი საფეხბურთო მოედნები იყო. ახლა იქაური კედლები მესის პორტრეტებით არის გაფორმებული.

დაწყებითი კლასების მასწავლებელი მონიკა დომინა ასე ახასიათებს ფეხბურთელს: "არა, ლეო ძალიან კარგადაც არ სწავლობდა სკოლაში, მისი სწავლა დამაკმაყოფილებელი იყო, მაგრამ არა საუკეთესო. თავდაპირველად კითხვა უჭირდა. დედამისს ვთხოვე, რომ ლოგოპედთან მიეყვანა. შედეგებს ეტაპობრივად აუმჯობესებდა.

ის იყო წყნარი ბავშვი, საყვარელი და გაუბედავი. ერთ-ერთი ყველაზე გაუბედავი მოსწავლე იყო, ვინც კი ოდესმე მყოლია. თუ ხმას არ გასცემდი, ის ბოლო მერხზე თავისთვის იჯდა ხოლმე.

ისეთი მორცხვი იყო, რომ მასწავლებლისთვის რამე რომ ეთქვა, შუამავალი სჭირდებოდა. ერთ-ერთი ასეთი მისი კლასელი იყო. ის ლეოსთვის საჭმელებსაც ყიდულობდა. ამ პატარა ბიჭისთვის როგორც დედა ისე იყო“, - იხსენებს დომინა.

  • მესის ბავშვობის მეგობარი სინტია აარელიანო იყო. ისინი ერთად დადიოდნენ საბავშვო ბაღში, შემდეგ უკვე სკოლაშიც. არელიანო ხედავდა, რომ მესი ფეხბურთზე უფრო ორიენტირდებოდა, ვიდრე სსასკოლო განათლებაზე. როცა მისი ოჯახი ბარსელონაში გადავიდა, ყველა მეგობარი ტიროდა.

"მახსოვს, როცა შესვენებებზე სკოლის გუნდები მოსწავლეებს სათამაშოდ აგროვებდნენ, ძალიან ხშირად სერიოზული დავით მთავრდებოდა, ყველას სურდა, რომ მესის მათთან ეთამაშა. პატარა ბიჭს უამრავი გოლი გაჰქონდა. როცა მესი გუნდში გყავდა, გამორიცხული იყო, რომ წაგეგო.

ჩვენ მას პიკის ვეძახდით, ჩვენ შორის ყველაზე პატარა იყო. მათემატიკა და ენები არ უყვარდა. სამაგიეროდ, ფიზკულტურასა და ხატვაში იყო კარგი. ვეხმარებოდი თუ არა მას გამოცდებზე? დიახ, ზოგჯერ... გამოცდებზე ჩემს უკან ჯდებოდა, როცა რამეში ეჭვი ეპარებოდა, მე მეკითხებოდა. როცა მასწავლებლები არ გვიყურებდნენ, სახაზავს ან საშლელს ვაწვდიდი, სადაც სწორად დაწერილი პასუხები იყო. გაკვეთილების ბოლოს კი ერთად ვმეცადინეობდით“, - ამბობს სინტია.

ცნობისთვის, დღეს არგენტინა საფრანგეთს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით, 19:00 საათზე დაიწყება.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე