Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სპორტი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გათბობისა და საკვების გარეშე დარჩენილი მთიანი ყარაბაღი და რუსეთის კვალი პროცესებში: "ცდილობენ, მორალურად წაგვშალონ და გვაიძულებენ, მათი ნარჩენებით ვიცხოვროთ"
გათბობისა და საკვების გარეშე დარჩენილი მთიანი ყარაბაღი და რუსეთის კვალი პროცესებში: "ცდილობენ, მორალურად წაგვშალონ და გვაიძულებენ, მათი ნარჩენებით ვიცხოვროთ"

სა­ხი­ფა­თო მე­ზობ­ლო­ბა - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა ekhokavkaza.com ბოლო ხა­ნებ­ში, სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებს, რომ­ლის მთა­ვარ ავ­ტო­რად თურ­ქეთ­თან ერ­თად, რუ­სეთ­საც მი­იჩ­ნევს... სომ­ხეთ­ში მი­აჩ­ნი­ათ, რომ ის, რაც ახლა მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ხდე­ბა, სწო­რედ რუ­სე­თის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მო­ღა­ლა­ტუ­რი პო­ლი­ტი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

  • თით­ქმის ერთი კვი­რაა, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის სომ­ხეთ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზა გა­და­კე­ტი­ლია. ლა­ჩი­ნის დე­რე­ფა­ნი აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა ეკო­ლო­გებ­მა და მათ­თან ერ­თად შეკ­რე­ბილ­მა მო­მი­ტინ­გე­ებ­მა გა­და­კე­ტეს. მი­ზე­ზი, მარ­თა­კერ­ტის (აღ­და­რა) რა­ი­ონ­ში სომ­ხუ­რი მხა­რის მიერ გახ­სნი­ლი მა­ღა­რო­ე­ბია, რო­მელ­საც აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე უკა­ნო­ნო­სა და ეკო­ლო­გი­ის­თვის სა­ხი­ფა­თოს უწო­დებს.

შე­სა­ბა­მი­სად, რამ­დე­ნი­მე დღეა მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ზის, საკ­ვე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­რე­შე დარ­ჩა. შე­წყდა იმ­პორ­ტიც. სომ­ხუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის მე­ო­რე ომის შემ­დეგ, ლა­ჩი­ნის დე­რე­ფა­ნი მთი­ან ყა­რა­ბაღ­სა და და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს შო­რის ერ­თა­დერ­თი და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი იყო. გზა კვლავ რუ­სუ­ლი სამ­შვი­დო­ბო კონ­ტინ­გენ­ტის კონ­ტრო­ლის ქვე­შაა. ამ და­პი­რის­პი­რე­ბის ფარ­გლებ­ში, ამ დღე­ებ­ში ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­ძა­ბა რუს სამ­შვი­დო­ბო­ებ­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს შო­რი­საც.

მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის მო­სახ­ლე­ო­ბა ამ­ბობს, რომ ისი­ნი სრუ­ლი­ად და­მო­კი­დე­ბუ­ლი არი­ან სომ­ხეთ­ზე.

"იქი­დან შე­დი­ო­და სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საკ­ვე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო მა­რა­გი. სომ­ხე­თი­დან ყო­ველ­დღი­უ­რად შე­დი­ო­და მარ­ცვლე­უ­ლის, ფქვი­ლი, შა­ქა­რი, ბოსტნე­უ­ლი, ხილი თუ სხვა რამ... ბოლო დღე­ე­ბია მო­სახ­ლე­ო­ბას გა­ზის მო­მა­რა­გე­ბაც ამო­უ­წუ­რა და შე­შა­ზე გა­და­ვიდ­ნენ, რომ არ გა­ი­ყი­ნონ. არა­ვინ იცის, რო­დის დას­რულ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი... თუმ­ცა, იქა­უ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა სახ­ლის და­ტო­ვე­ბა­ზე უარს ამ­ბობს. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი გვა­ვიწ­რო­ებს, რუ­სე­თი კი, ძველ პო­ლი­ტი­კას გა­ნაგ­რძობს და ტაშს უკ­რავს..." - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი რო­ბერტ თუ­მა­ნი­ა­ნი.

"რო­დე­საც ვამ­ბობთ, რომ მსოფ­ლი­ომ იცო­დეს რო­გო­რია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ნამ­დვი­ლი სახე, აქვე ვა­მა­ტებთ, ასე­ვე უნდა იცოდ­ნენ რო­გო­რია თურ­ქე­თის და რუ­სე­თის სახე, რო­მე­ლიც იმა­ზე სა­ში­შია, ვიდ­რე თუნ­დაც უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის შემ­დეგ... მათ­ზე ისე­დაც ვი­ცო­დით, რომ მტრე­ბი არი­ან, მაგ­რამ რუ­სე­თი ჩუ­მად, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, "მე­გობ­რუ­ლად" გვა­ნად­გუ­რებ­და. მსოფ­ლი­ოს უმ­ტკი­ცებ­და, მე აქ ვარ, სომ­ხე­თი ჩემი მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ არი­სო, ამა­სო­ბა­ში კი, ლა­მის მხო­ლოდ რუ­კა­ზე დავ­რჩით, ოღონდ სომ­ხე­თი კი არა, რუ­სუ­ლი სომ­ხე­თი. ახ­ლაც იგი­ვე გზას მი­უყ­ვე­ბა. ცდი­ლობს მო­რა­ლუ­რად წაგ­ვშა­ლოს.

ამ არც თუ დიდ დრო­ში, ამ­დე­ნი რამე მოხ­და, ვიბ­რძვით, რომ მის ორ­ბი­ტას მოვ­წყდეთ, მაგ­რამ ხელს არ გვიშ­ვებს, ან ამ ბრძო­ლის გამო გვსჯის - ახლა ყა­რა­ბაღს გვარ­თმევს, პრინ­ცი­პით, თუ ჩემ­თან არ გინ­დათ, ასე მო­გიხ­დე­ბა­თო. ამ ცივ ზამ­თარ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი გათ­ბო­ბის, საკ­ვე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვეს... არა­ვის სჯე­რა, რომ ეს რუ­სეთ­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე მოხ­და. გვა­ი­ძუ­ლებს, მისი ნარ­ჩე­ნე­ბით ვი­ცხოვ­როთ, რომ ყო­ველ­დღე ცხვი­რი წა­ვიმ­ტვრი­ოთ და გაგ­ვახ­სენ­დეს, რა კარ­გი იყო, რო­დე­საც თავს და­ცუ­ლად ვგრძნობ­დით მის კალ­თა­ში... ამა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ დღე და ღამე რუსი დე­პუ­ტა­ტე­ბი, მაგ­რამ ეს დრო არ დაბ­რუნ­დე­ბა" - მი­აჩ­ნია ელი­ან ვარ­და­ნი­ანს.

სომ­ხეთ­ში რუ­სე­თის მა­სობ­რივ მიგ­რა­ცი­აა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მას შემ­დეგ, რაც ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცია და­ი­წყო, რუ­სე­ბის ნა­კა­დი არ შე­წყვე­ტი­ლა. სტა­ტის­ტი­კა, და­ახ­ლო­ე­ბით მა­ინც რამ­დე­ნი ათა­სი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ჩა­ვი­და სომ­ხეთ­ში, არ არ­სე­ბობს. მა­თი­ვე თქმით, უკვე სა­უ­ბა­რი აღარ არის რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ ეთ­ნი­კუ­რი სომ­ხე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე, რად­გან ყვე­ლა ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში რუ­სუ­ლი ლა­პა­რა­კი ის­მის და მათი ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან გარ­ჩე­ვა სირ­თუ­ლეს არ წარ­მო­ად­გენს.

"ეს ხდე­ბა, მა­შინ, რო­დე­საც სომ­ხეთ­ში რუ­სე­თის­გან დის­ტან­ცი­რე­ბა­ზე ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კო­ბენ. ამას­თან, ითხო­ვენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­და­ხე­დოს რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებს და ერე­ვან­სა და მოს­კოვს შო­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­წყდეს..." - წერს გა­მო­ცე­მა.

მას­თან სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დას­ხმის ში­შით, სომ­ხე­ბი მი­დი­ოდ­ნენ ქვეყ­ნი­დან რუ­სეთ­ში, მაგ­რამ იმან, რაც ახლა ხდე­ბა, ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მოს­კო­ვი-ერევ­ნის ავი­ა­რე­ი­სებ­ზე ბი­ლე­თე­ბი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად გაძ­ვირ­და, ისი­ნი მა­ინც მო­დი­ან...

"აქ დამ­კვიდ­რე­ბას ცდი­ლო­ბენ. უბ­ნებს და რა­ი­ო­ნებ­ში თა­ვი­ან­თი კომ­პაქ­ტუ­რი ჩა­სახ­ლე­ბე­ბი შექ­მნეს. ყველ­გან ისი­ნი არი­ან და ხალ­ხს ეში­ნია, რომ სულ მალე მე­ხუ­თე კო­ლო­ნად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბი­ან, რად­გან რუ­სეთ­ში ჯერ კი­დევ აქვს საყ­რდე­ნი. ამის დას­ტუ­რია პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცია, რო­მელ­საც ისევ რუ­სე­თის­კენ უჭი­რავს თვა­ლი. მათი შე­მოს­ვლა საფრ­თხის გაძ­ლი­ე­რე­ბას ნიშ­ნავს. ეს შე­მო­დი­ნე­ბა თუ არ შე­წყდა, ან შემ­ცირ­და მა­ინც, ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნის­თვის, რუ­სებ­თან გა­რე­დან კი არა, შიგ­ნით მოგ­ვი­წევს ბრძო­ლა", - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი ჯუ­ლი­ე­ტა კა­რი­ნი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახმე
0

ერიჰააა გეტანხმება ალბათ მთელი საქართველო და ოდნავ ქოცებიც. ოღონდ მაგას ნორმალური მთავრობა ჭირდება და არა მხოლოდ საკუთარ თმებზე ორიენტირებული დედიკოს ბიჭი და გაქსუებული ფულისმკეთბლებ. ვინ გეგულება ასეტი სამწუხაროდ ოპოზიციაც მოიკოჭლებს რა გითხრათ რით გაგახაროთ!? 

მიხო
0

ერთხელ მაინც ხო შეიძლება გავიგოთ, შემთხვევით მაინც რო სადმე რუსი მისულიყოს და იქ კაი ამბავი მომხდარიყოს. ალბათობის თეორიის თანახმად მაინც ხომ შეიძლება ასეთი რაღაც ისტორიაში მომხდარიყოს, რომ რუსს რუსეთში მაინც გაეკეთებინოს თავისთვის კარგი საქმე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"თუ ჯართს არ ჩავაბარებ საჭმლის გარეშე დავრჩებით" - 11 წლის ალექსანდრე ალავერდაშვილი
ავტორი:

გათბობისა და საკვების გარეშე დარჩენილი მთიანი ყარაბაღი და რუსეთის კვალი პროცესებში: "ცდილობენ, მორალურად წაგვშალონ და გვაიძულებენ, მათი ნარჩენებით ვიცხოვროთ"

გათბობისა და საკვების გარეშე დარჩენილი მთიანი ყარაბაღი და რუსეთის კვალი პროცესებში: "ცდილობენ, მორალურად წაგვშალონ და გვაიძულებენ, მათი ნარჩენებით ვიცხოვროთ"

სახიფათო მეზობლობა - ასე ეხმიანება ekhokavkaza.com ბოლო ხანებში, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განვითარებულ პროცესებს, რომლის მთავარ ავტორად თურქეთთან ერთად, რუსეთსაც მიიჩნევს... სომხეთში მიაჩნიათ, რომ ის, რაც ახლა მთიან ყარაბაღში ხდება, სწორედ რუსეთის მიზანმიმართული მოღალატური პოლიტიკის დამსახურებაა.

  • თითქმის ერთი კვირაა, მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი გზა გადაკეტილია. ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანელმა ეკოლოგებმა და მათთან ერთად შეკრებილმა მომიტინგეებმა გადაკეტეს. მიზეზი, მართაკერტის (აღდარა) რაიონში სომხური მხარის მიერ გახსნილი მაღაროებია, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე უკანონოსა და ეკოლოგიისთვის სახიფათოს უწოდებს.

შესაბამისად, რამდენიმე დღეა მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა გაზის, საკვებისა და მედიკამენტების გარეშე დარჩა. შეწყდა იმპორტიც. სომხური მედიის ცნობით, მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ლაჩინის დერეფანი მთიან ყარაბაღსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ერთადერთი დამაკავშირებელი იყო. გზა კვლავ რუსული სამშვიდობო კონტინგენტის კონტროლის ქვეშაა. ამ დაპირისპირების ფარგლებში, ამ დღეებში ურთიერთობა დაიძაბა რუს სამშვიდობოებსა და აზერბაიჯანელებს შორისაც.

მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი სრულიად დამოკიდებული არიან სომხეთზე.

"იქიდან შედიოდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვები და სამედიცინო მარაგი. სომხეთიდან ყოველდღიურად შედიოდა მარცვლეულის, ფქვილი, შაქარი, ბოსტნეული, ხილი თუ სხვა რამ... ბოლო დღეებია მოსახლეობას გაზის მომარაგებაც ამოუწურა და შეშაზე გადავიდნენ, რომ არ გაიყინონ. არავინ იცის, როდის დასრულდება ეს ყველაფერი... თუმცა, იქაური მოსახლეობა სახლის დატოვებაზე უარს ამბობს. აზერბაიჯანი გვავიწროებს, რუსეთი კი, ძველ პოლიტიკას განაგრძობს და ტაშს უკრავს..." - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში სამოქალაქო აქტივისტი რობერტ თუმანიანი.

"როდესაც ვამბობთ, რომ მსოფლიომ იცოდეს როგორია აზერბაიჯანის ნამდვილი სახე, აქვე ვამატებთ, ასევე უნდა იცოდნენ როგორია თურქეთის და რუსეთის სახე, რომელიც იმაზე საშიშია, ვიდრე თუნდაც უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ... მათზე ისედაც ვიცოდით, რომ მტრები არიან, მაგრამ რუსეთი ჩუმად, ნაბიჯ-ნაბიჯ, "მეგობრულად" გვანადგურებდა. მსოფლიოს უმტკიცებდა, მე აქ ვარ, სომხეთი ჩემი მფარველობის ქვეშ არისო, ამასობაში კი, ლამის მხოლოდ რუკაზე დავრჩით, ოღონდ სომხეთი კი არა, რუსული სომხეთი. ახლაც იგივე გზას მიუყვება. ცდილობს მორალურად წაგვშალოს.

ამ არც თუ დიდ დროში, ამდენი რამე მოხდა, ვიბრძვით, რომ მის ორბიტას მოვწყდეთ, მაგრამ ხელს არ გვიშვებს, ან ამ ბრძოლის გამო გვსჯის - ახლა ყარაბაღს გვართმევს, პრინციპით, თუ ჩემთან არ გინდათ, ასე მოგიხდებათო. ამ ცივ ზამთარში ადამიანები გათბობის, საკვების გარეშე დატოვეს... არავის სჯერა, რომ ეს რუსეთთან შეთანხმების გარეშე მოხდა. გვაიძულებს, მისი ნარჩენებით ვიცხოვროთ, რომ ყოველდღე ცხვირი წავიმტვრიოთ და გაგვახსენდეს, რა კარგი იყო, როდესაც თავს დაცულად ვგრძნობდით მის კალთაში... ამაზე ლაპარაკობენ დღე და ღამე რუსი დეპუტატები, მაგრამ ეს დრო არ დაბრუნდება" - მიაჩნია ელიან ვარდანიანს.

სომხეთში რუსეთის მასობრივ მიგრაციაა. ადგილობრივების თქმით, მას შემდეგ, რაც ნაწილობრივი მობილიზაცია დაიწყო, რუსების ნაკადი არ შეწყვეტილა. სტატისტიკა, დაახლოებით მაინც რამდენი ათასი რუსეთის მოქალაქე ჩავიდა სომხეთში, არ არსებობს. მათივე თქმით, უკვე საუბარი აღარ არის რუსეთში მცხოვრებ ეთნიკური სომხების დაბრუნებაზე, რადგან ყველა ქალაქის ქუჩებში რუსული ლაპარაკი ისმის და მათი ადგილობრივებთან გარჩევა სირთულეს არ წარმოადგენს.

"ეს ხდება, მაშინ, როდესაც სომხეთში რუსეთისგან დისტანცირებაზე ხმამაღლა ლაპარაკობენ. ამასთან, ითხოვენ, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გადახედოს რუსეთთან ურთიერთობებს და ერევანსა და მოსკოვს შორის ოფიციალური ურთიერთობა შეწყდეს..." - წერს გამოცემა.

მასთან საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ მობილიზაციის გამოცხადებამდე, აზერბაიჯანის თავდასხმის შიშით, სომხები მიდიოდნენ ქვეყნიდან რუსეთში, მაგრამ იმან, რაც ახლა ხდება, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი-ერევნის ავიარეისებზე ბილეთები კატასტროფულად გაძვირდა, ისინი მაინც მოდიან...

"აქ დამკვიდრებას ცდილობენ. უბნებს და რაიონებში თავიანთი კომპაქტური ჩასახლებები შექმნეს. ყველგან ისინი არიან და ხალხს ეშინია, რომ სულ მალე მეხუთე კოლონად ჩამოყალიბდებიან, რადგან რუსეთში ჯერ კიდევ აქვს საყრდენი. ამის დასტურია პოლიტიკური ოპოზიცია, რომელსაც ისევ რუსეთისკენ უჭირავს თვალი. მათი შემოსვლა საფრთხის გაძლიერებას ნიშნავს. ეს შემოდინება თუ არ შეწყდა, ან შემცირდა მაინც, ჩვენი გადარჩენისთვის, რუსებთან გარედან კი არა, შიგნით მოგვიწევს ბრძოლა", - ამბობს ადგილობრივი ჯულიეტა კარინიანი.